Loader

მამის მკვლელი სტალინი

სტალინი

უკრაინის პრობლემათა შორის მთავარი, ჩემი აზრით, ისაა, რომ ამ დიდ ევროპულ სახელმწიფოს, უფრო ზუსტად, მის საზოგადოებას, ერთიანი სახელმწიფოებრივი სხეული თუ ორგანიზმი არ აქვს – სხვა საქმეა, რატომ, როდის და როგორ მოხდა ამ ორგანიზმის მორღვევა და რამდენად დიდია ამაში საგარეო ინტერვენციის ფაქტორი, მაგრამ, ფაქტია – სამხრეთ აღმოსავლეთის საზოგადოება ალთასაა… დასავლეთ უკრაინისა – ბალთას.

სხვადასხვა ორიენტირები აქვს საზოგადოებას და, შესაბამისად, რუსული სივრცისაგან მოწყვეტა ან რუსულ სივრცესთან მიერთება, ორივე ჭირს… ამ ეტაპზე ორივე შეუძლებელია.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ უკრაინა, მის დღევანდელ საზღვრებში, მუდმივი დაძაბულობის კერა იქნება?.. არც ესაა გამორიცხული… რომ გავამარტივოთ – მანამ, ვიდრე აღმოსავლეთ უკრაინელები  დამოუკიდებლობისათვის მებრძოლად არ აღიარებენ … ბენდერას, ან – პირიქით – დასავლეთ უკრაინელები ტერორისტად არ შერაცხავენ მას, ეს დაპირისპირება დასავლეთ და აღმოსავლეთ, დასავლურ და რუსულ, ნაციონალისტურ და Iმპერიაში გაწევრიანების მსურველ საზოგადოებებს შორის იქნება დიდი… და იქნება სულ… და იქნება გაღრმავებული რუსეთის მცდელობებით.

მაგრამ, ჩემი დღევანდელი პოდკასტი არ ეხება უკრაინას… უფრო ზუსტად, მხოლოდ ნაწილობრივ ეხება მას…

ვისაუბროთ საქართველოზე… და ვთქვათ, რომ საქართველოში მაინც არ დგას ერთიანი სახელმწიფოებრივი სხეულის არსებობის პრობლემა.

უფრო ზუსტად, არ დგას დანარჩენი რეგიონებისათვის… ანუ გურულებს და, ვთქვათ, კახელებს, ერთიანი მიდგომა აქვთ ქვეყნის მიმართ.

გურამიშვილისეული: “კახელების აღმა ხნული, ქართველებმა დაღმა ფარცხეს”, – ჩემი აზრით, აქტუალური აღარაა… ერთადერთი, დაღმა ფარცხეს – მაგალითად აფხაზებმა, ეს რეგიონი უკვე მოსწყდა სახელმწიფო სხეულს და, ცხადია, დაბრუნდება ოდესმე, მაგრამ, ტერიტორიებზე მნიშვნელოვანია დაბრუნდეს, უფრო ზუსტად, ღირებულებებით გავერთიანდეთ ენგურგაღმა მაცხოვრებელ  საზოგადოებასთან.

და რა შუაშია ამ ყველაფერთან სტალინი?

ჩემს პოდკასტს ხომ ასეც ჰქვია – ვინ არის სტალინი?… მამის მკვლელი სტალინი.

საბედნიეროდ, სულ უფრო ცოტა მოქალაქისათვისაა ის გენიოსი… დიდი ადამიანი… საუკეთესო ქართველი… საამაყო შვილი …

საბედნიეროდ, სულ უფრო მეტ მოქალაქეს მიაჩნია, რომ ის იყო საბჭოთა იმპერიის ბოროტი შემოქმედი…

და ჩვენ, თითქმის ყველა, მათ შორის, გორის მკვიდრთა უმრავლესობაც, ერთნაირად ვაფასებთ მას… არა მხოლოდ ვემიჯნებით, არამედ, ვგმობთ მას.

ჩვენ, ამ ოკუპაციის საზღვრებში შერჩენილი რეგიონების მოქალაქეებს, მიუხედავად ბევრი პრობლემისა, არ გვაქვს ერთმანეთთან სეპარაციის საფუძვლები… უკრაინელებივით.

ის, ვინც გმირია – გმირია; ვინც დასაგმობია – დაგმობილია…

ილია ჭავჭავაძე ილია ჭავჭავაძეა კახელებისთვისაც და აჭარლებისთვისაც.

და ეს, ცხადია, კარგია.

მაშ ვინ არის სტალინი ჩვენთვის?

თბილისის ქუჩებში მცირე გამოკითხვა ჩავატარე… ვკითხებოდი ახალგაზრდებსაც…

და ჩემდა გასაოცრად, ერთმა ახალგაზრდამ მითხრა ….

სტალინი არის მამის მკვლელი!

სტალინი არის მამის მკვლელი!..

დაფიქრებულხართ, რომ ეს მართლაც ასეა?