Loader

საქართველოს ხელისუფლების სამარცხვინო გადაწყვეტილება

საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო სამარცხვინო გადაწყვეტილება!

სამარცხვინო ისტორიული თვალსაზრისით!

უმრავლესობამ თქვა, რომ არ აინტერესებს  სხვა პოლიტიკოსების, არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო საზოგადოების, არჩეული პრეზიდენტის – კონსტიტუციის გარანტის, რიგითი მოქალაქეების აზრი.

თქვა, დაიჯინა, ქვა ააგდო… და გაავრცელა ვრცელი, არაფრისმთქმელი, შეცდომებით გატენილი, არასწორი შეფასებებით სავსე განცხადება:

ჩვენ, მაგალითად, ვკითხულობთ:


„2016
წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, „ქართულმა ოცნებამ“, თავისი წინასაარჩევნო პროგრამით, ამომრჩევლის წინაშე აიღო საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების ვალდებულება

და მართლაც ასეა – „2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, „ქართულმა ოცნებამ“, თავისი წინასაარჩევნო პროგრამით, ამომრჩევლის წინაშე აიღო საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების ვალდებულება

თუმცა, ვალდებულება გულისხმობდა კარგი, საუკეთესო კონსტიტუციის მიღებას, რომელზეც არსებობს კონსენსუსი და რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობაც უჭერს მხარს.

ეს კი არ მოხდა, შესაბამისად, ვალდებულებაც არ არის შესრულებული!

ტექსტში, ასევე წერია:

საკონსტიტუციო ცვლილებები საპარლამენტო მმართველობის სისტემის ჩამოყალიბებას, კონსტიტუციურ ორგანოებს შორის უფლებამოსილებების მკაფიო გამიჯვნას, პარლამენტის გაძლიერებას…”

ვინ თქვა, რა კვლევამ დაადასტურა, რომ ჩვენ აუცილებლად გვჭირდება არა საპრეზიდენტო, არამედ საპარლამენტო მოდელი?

განცხადებაში ვკითხულობთ:

კონსტიტუციური კანონი არ შეიცავს არცერთ (!) ნორმას, რომელიც აუმჯობესებს მმართველი პარტიის სუბიექტურ პოლიტიკურ პოზიციებს.

ანუ, რა გამოდის – ხელისუფლება მიიჩნევს, რომ, რეგიონების მეფეების – მაჟორიტარების დატოვება 2020 წელს… არ აუმჯობესებს მმართველი პარტიის პოზიციებს?

გასული საპარლამენტო არჩევნები არ გვკარნახობს, რომ სწორედ მაჟორიტარული წესით არჩევნების ჩატარების შედეგად მიიღო პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობა?

ხელისუფლება  ტოვებს კლანურ მმართველობას  რეგიონებში, რაიონებში… ტოვებს ადგილობრივ თავადებს…

თუმცა, წერს აი, რას:

კონსტიტუციური კანონის ყველა საკვანძო ნორმა სრულად ამოქმედდება 2020 წლის ნოემბერში.

ანუ, მისი აზრით –  საკვანძო ნორმა არაა პროპორციული არჩევნები…  არჩევნების ის წესი, რომელიც 2024 წლამდე გადადო.

და კიდევ:


საშემოდგომო სესიაზე საპარლამენტო უმრავლესობა დაამტკიცებს საკონსტიტუციო ცვლილებების ორი მოსმენით მიღებულ ტექსტს რედაქციული შესწორებებით.

მოქალაქეებს აინტერესებთ   კარგი, საუკეთესო კონსტიტუცია… კონსენსუსი… დიალოგი…. ჩართულობა.

ისინი ისედაც არ დაუშვებენ  ავტოკრატიის ჩამოყალიბებას და ადრე თუ გვიან, ის ყოველთვის დაამარცხებენ  ავტოკრატიას და მის უბადრუკ მცდელობებს.

მოქალაქეები ფირობენ, რომ ამგვარი წესით, ამგვარი მეთოდით, ამგვარი დაჯინებით, ამგვარად შეუთანხმებელი კონსტიტუციის მიღებით, შეიქმნება არა ავტოკრატია, არამედ, გაგრძელდება სამოქალაქო დაპირისპირება და პოლიტიკური დაპირისპირებისათვის ნიადაგიც მომზადდება.

ეს კი არშემდგარ ავტოკრატიაზე, ერთი პირის მმართველობაზე, არაფორმალურ ხელისუფლებაზე და ყველაფერზე უარესია… რადგან  წარსული გვიჩვენებს, რომ რომ ჩვენ ერთმანეთს უკიდურესად მძაფრადაც ვუპირისპირდებით.