Loader

საქართველოს და “ქართული ოცნების” ინტერესები ყოველთვის როდი ემთხვევა ერთმანეთს

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ერთი ქართველი მოსამართლე უნდა იყოს, თუმცა, მისი შერჩევა უნდა მოხდეს სამი კანდიდატიდან. ფაქტია, რომ ორჯერ წარდგენილი სამ-სამი კანდიდატიდან მხოლოდ ერთის – ლადო ჭანტურიას კვალიფიკაცია მიიჩნია შემრჩევმა კომისიამ დამაკმაყოფილებლად. რატომ? რატომ ვერ ვახერხებთ სამი კვალიფიციური კანდიდატის შერჩევას? ეჭვი, რომ ხელისუფლება და კონკრეტულად იუსტიციის მინისტრის – თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით მოქმედი კომისია ცდილობს ხსენებული ჭანტურიას გაყვანას და მას ღირსეულ კონკურენტებს არ ურჩევს, საკმაოდ საფუძვლიანია. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო მონაწილეობდა ამ პროცესში, თუმცა, ახლა აღარ მონაწილეობს. ჩვენ გვესაუბრება მისი თავმჯდომარე ეკა გიგაური.