Loader

ტრამპი და პატონი – გადამწყვეტი შეტევის დასაწყისი…

ზურაბ გურული

ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან საინტერესო მოვლენები ხდება ამჟამად რუსეთთან დაკავშირებით. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური ბრძანებით, დაიხურა სამი რუსული საკონსულო, სანფრანცისკოში, ნიუიორკსა და ვაშინგტონში. რუს დიპლომატებს მხოლოდ 48 საათი მისცეს შენობების დასაცლელად. ამსაკონსულოებისნამდვილ დანიშნულებაში უკვე რიგით მოქალაქეებსაც აღარ ეპარებათ ეჭვი, რადგან ულტიმატუმის გამოცხადებისთანავე ამ შენობებიდან დამწვარი საბუთების შავი კვამლი ავარდა და დღესაც ბობოქრობს.

ევროპული ( დარატომღაც ქართულიც) მედია არც კი ცდილობს სერიოზული ანალიზის გაკეთებას ამ ფაქტებისათვის. თუმცა იგივე მედია დაუზარებლად ატრიალებს ახალ ამბებს კონფედერატების სიმბოლიკით შეურაცხყოფილ-აღშფოთებულ ულტრა-მემარცხენეებზე , პროვოკატორთა ფეხისხმასაყოლილ უგუნურ ახალგაზრდებზე, მელანია ტრამპის შეუფერებელ გარდერობზე და ა.შ.

… და ეს ხდება არა მხოლოდ იმიტომ, რომ მსოფლიო მედია სოლიდარობას უცხადებს CNN-ისდაჩაგრულ ჟურნალისტებს; ჯერჯერობით ვერც ამერიკის და ვერც დანარჩენი მსოფლიოს ლიბერალურმას პექტრმა ვერ მოინელა დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება.

ამასთან, უკვე ძალიან ძნელი ხდება ლოგიკური არგუმენტების მოძებნა ტრამპის პრო-რუსულობის შესახებ.

“ამერიკის პრეზიდენტის 2016 წლის არჩევნებმა აჩვენა ჟურნალისტური სტანდარტების სრული განადგურება”– განაცხადა New York Post-ის მთავარმა პოლიტიკურმა მიმომხილველმა, ერთერთმა ყველაზე პატივცემულმა და უხუცესმა ამერიკელმა ჟურნალისტმა, მაიკლ გუდვინმა.

ის, რაც 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს მოხდა, უკვე აღარ შეიძლება ჩაითვალოს გულუბრყვილო ლიბერალიზმის ახალი ტალღის აზვირთებად. ეს ამერიკული ლიბერალური მედიის უკვე კარგად ჩამოყალიბებული, ახალი მიდგომაა პოლიტიკის მიმართ.

ჟურნალისტებსა და მედიას თავისი ანგარიშები აქვთ ტრამპთან. მოხერხებულმა ბიზნესმენმა შესანიშნავად გამოიყენა მათი აგდებული დამოკიდებულება და კოლოსალური რაოდენობის საეთერო დრო აბსოლუტურად უფასოდ ჩაიგდო ხელში არჩევნების დროს. სწორედ ამიტომ, მედიამ მიზნად დაისახა ტრამპის პოლიტიკური განადგურება. ამისათვის ისინი აბსოლუტურად ყველა მიღებულ და მიუღებელ მეთოდს იყენებენ.

ჟურნალისტების ვენდეტა არც ისე წარმატებული იქნებოდა, რომ არა პოლიტიზირებული ამერიკული სადაზვერვო სისტემა. სწორედ მათგან გაჟონილი ინფორმაციით იკვებება მედია და, როგორც უკვე კარგად ჩანს, რუსული სადაზვერვო სამსახურებიც.


ამერიკის პრეზიდენტის 2016 წლის არჩევნებმა აჩვენა ჟურნალისტური სტანდარტების სრული განადგურება

მაიკლ გუდვინი


 

ამერიკული დაზვერვის პოლიტიზაცია ულტრამემარცხენე მიმართულებით კარგა ხნის წინ დაიწყო და ცხადია ეს შეუნიშნავი არ დარჩებოდა მტრული ქვეყნების შესაბამისი სამსახურებისათვის.

ცსს-ის მაღალი რანგის ლიბერალი მზვერავები ღიად ეწინააღმდეგებოდნენ პრეზიდენტ რეიგანს და ცსს-ს მაშინდელ დირექტორებს, კეისისა და გეიტსს, სსრკ-ს დაშლის გეგმის განხორციელებისას. 1991 წელს, ყოფილმა სენატორმა, მაკკეინივით ზომიერმა რესპუბლიკელმა უორენ რუდმანმა განაცხადა, რომ ცსს-ის ოფიცრების შეტევა გეიტსის ნომინაციის დროს, ცსს-ის დირექტორად, სხვა არაფერი იყო თუ არა ” წმინდა მაკარტიზმი და გეიტსის პიროვნების პოლიტიკური მკვლელობის მცდელობა”.

ცსს-ის პოლიტიზაცია განსაკუთრებით გაძლიერდა კლინტონის პრეზიდენტობის პერიოდში, როდესაც ცსს-ში წამყვან პოსტებზე კლინტონგორის აშკარა მომხრეები დაინიშნენ. მათ ხელი შეუწყვეს ისეთი იდიოტური პროექტების დაფინანსებას, როგორიც იყო 1997 წელს ე.წ. DCI Environmental Center, რომელიც რაღაც გაუგებარ სადაზვერვო ინფორმაციებს აგროვებდა ბუნებისა და კლიმატის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო დანაშაულების შესახებ და ანალიზს უკეთებდა კლიმატის ცვლილებათა გავლენას მსოფლიო პოლიტიკურ სტაბილურობაზე.

ამ პროექტის მთავარი წარმატება ალბათ ცნობილი კორუმპირებული დემოკრატის, ალ გორის ნობელის პრემია გახლდათ, რადგან 2012 წელს ცსს-ი იძულებული გახდა, ეს სულელური სააგენტო უხმაუროდ გაეუქმებინა. სამაგიეროდ, იმავე დროს, კლინტონის ადმინისტრაციამ მკვეთრად შეუმცირა დაფინანსება კონტრტერორიზმის სააგენტოს, რასაც უამრავი კვალიფიციური მზვერავის სამსახურიდან დათხოვნა მოჰყვა.

სამწუხაროდ, ჯორჯ ბუშის (უმცროსის) ადმინისტრაციას არანაირი არსებითი ნაბიჯები არ გადაუდგამს სადაზვერვო სააგენტოში ამ საშიში ტენდენციების აღმოსაფხვრელად. ბუშმა შეინარჩუნა კლინტონის დროინდელი დირექტორი ჯორჯ ტენეტი, რომელსაც არავითარი ინტერესი არ გამოუჩენია “სამზარეულოს გასაწმენდად”. როდესაც ტენეტის მემკვიდრემ, პორტერგოსმა სცადა პოლიტიზირებული აგენტებისაგან სააგენტოს გასუფთავება, იგი ისეთ სასტიკ წინააღმდეგობას წააწყდა ამ აგენტების მიერ მედიაში გაჟონილი კრიტიკული ინფორმაციებისწყალობით, რომ იძულებული გახდა, გადამდგარიყო.

შესაბამისად, შეიქმნა პრეცენდენტი, რომ ცსს-ის მაღალი რანგის ოფიცრებს დაუსჯელად შეეძლოთ მედიისათვის პოლიტიზირებული, საიდუმლო სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება. მაგალითად, 2005 წელს, ოფიცერთა ჯგუფმა ღიად სცადა გაერო-ს ელჩის, ჯონ ბოლტონის ნომინაციისათვის საბოტაჟის მოწყობა. არც ამ აქტისათვის დასჯილა ვინმე.

პრეზიდენტ ობამას პერიოდში ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დეგრადაციამ კატასტროფულ დონეს მიაღწია. მათ შორის აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ცსს-ი ამჟამად იყენებს ობამას ადმინისტრაციის მიერ შემოღებულ სავალდებულო ქვოტებს რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ასაკის, რელიგიის, სოციალ-ეკონომიკური სტატუსის შესახებ და სააგენტოში დაწინაურება ან სამსახურის დაწყება მხოლოდ ამ ქვოტების მიხედვითაა შესაძლებელი. ძველგაზრდებს ალბათ გაგახსენდათ სსრკ-ს დროინდელი ლიმიტით ჩარიცხულები უმაღლეს სასწავლებლებში და აღარ გაგიჭირდებათ იმ მავნებლობის მასშტაბების გააზრება, რომლითაც პრეზიდენტმა ობამამ თუნდაც ამერიკის უშიშროებას და სადაზვერვო სისტემას ავნო.

2009 წელს, ცსს-ის დირექტორმა ჯეიმს კლაპერმა კონგრესის წინაშე გამოსვლისას სრული იგნორირება გაუკეთა ე.წ. მუსლიმთა საძმოს რადიკალურ ისლამისტურ მისწრაფებებს და კონგრესის დაზვერვის კომიტეტს უწყინარ, სეკულარულ ორგანიზაციად წარუდგინა.

2015 წელს პენტაგონის საკომანდო-სადაზვერვო სამსახურის 50-ზე მეტმა ოფიცერმა ერთობლივი საჩივარი შეიტანეს პენტაგონის გენერალურ ინსპექტორთან, რომ ცსს-ის უმაღლესი რანგის ოფიცრები განზრახ მანიპულირებდნენ სადაზვერვო ინფორმაციით და ISIS-ს და ალ ნუსრას სახიფათო ორგანიზაციებს უსაფრთხო, უწყინარ დაჯგუფებებად წარმოადგენდნენ. ეს კეთდებოდა იმ მიზნით, რომ ობამას ადმინისტრაციის უმოქმედობა ამ საზარელი და საშიში ორგანიზაციების მიმართ გაემართლებინათ.

ობამას და მისი პოლიტიზირებული სადაზვერვო სააგენტოების პოლიტიკური მავნებლობის აპოთეოზი ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტის წინსაარჩევნო კამპანიის დროს მოხდა, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტმა გააკეთა ყოვლად სამარცხვინო საჯარო განცხადება, რომ რუსეთის დაზვერვამ მოახდინა არჩევნების შედეგების მანიპულირება. ეს გახლდათ უპრეცედენტო ლაფსუსი მსოფლიო დაზვერვის ისტორიაში, როდესაც ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა სადაზვერვო სპეკულაცია გაასაჯაროვა.

ახლა კიდევ უფრო ლოგიკური ხდება ტრამპის უნდობლობა ობამას მიერ დატოვებული სადაზვერვო სექტორის მიმართ. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტებიც, რომ პრეზიდენტი უმნიშვნელოვანეს შეხვედრებზე მხოლოდ ოჯახის წევრებს და იმ უახლოეს ადამიანებს ისწრებს, რომლებსაც უპირობოდ ენდობა.

რუსეთი ერთგვარად დაბნეული შეხვდა ამ უპრეცედენტო შეტევას საკუთარ სადაზვერვო ქსელზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა სასწრაფოდ დაიბარა ანტონი გოდფრი, მოსკოვში ამერიკული დიპლომატიური წარმომადგენლობის შეფი, და საპროტესტო ნოტა გადასცა არნახული მასშტაბის აგრესიისგამო.

ეს რეაქცია ლოგიკურად მიუთითებს იმაზე, რომ პრეზიდენტ ტრამპის ახალმა ადმინისტრაციამ ეფექტური მუშაობა დაიწყო რუსული აგენტურის წინააღმდეგ.

პრეზიდენტი ტრამპი პიროვნული თვისებებით ყველაზე ახლოს ალბათ ჯორჯ პატონთან დგას.

მესამე რაიხის გენერალიტეტი მოკავშირეთა გაერთიანებული სარდლობიდან ყველაზე უფრო სწორედ ამ გენერალს უფრთხოდა. ასევე უფრთხოდნენ მას მოკავშირეთა სარდლებიც; თავისი თავშეუკავებელი ხასიათის, უხეშობისა და თავისებური ნარცისიზმის გამო.

ამიტომაც ჩააბარა ეიზენჰაუერმა ნორმანდიის ოპერაციის სარდლობა ბრედლის. სამხედრო სარდლობიდან გადაყენებასაც უპირებდნენ პატონს, ჯარისკაცების გასილაქების გამო, მაგრამ საქმეში თავად ომის სახელმწიფო მდივანი ჰენრი სტიმსონი ჩაერია და განაცხადა:  პატონის აგრესიული, გამარჯვებაზეორიენტირებული ლიდერობა აუცილებელია იმ სასტიკი ბრძოლების მოსაგებად, რომლებიც საბოლოო გამარჯვებამდე გველის“,  -.

ჯორჯ პატონი დარჩა მე-3 არმიის სარდლად და გადამწყვეტი როლი შეასრულა მოკავშირეთა გამარჯვებაში.

ზუსტად ასევე უფრთხიან ტრამპს მტრებიც და მოკავშირეებიც, მაგრამ დღითიდღე უფრო ცხადი ხდება, რომ მისი ლიდერობა აბსოლუტურად აუცილებელი იყო მსოფლიოსათვის ამ უაღრესად კრიტიკულ ეპოქაში. იმედია, ისევე როგორც პატონი, ისიც დარჩება პლანეტის უძლიერესი ქვეყნის მთავარსარდლად და გადამწყვეტ გამარჯვებამდე მიიყვანს დემოკრატიულ მსოფლიოს.