Loader

რატომ არის დაუშვებელი პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, დაახლოებით სექტემბრის ბოლოს მოხდება კონსტიტუციის ახალი პროექტის დამტკიცება.
რას ამბობს ხელისუფლება ამ ნაბიჯით?
ის ამბობს, რომ მისთვის უინტერესოა კონსენსუსი პოლიტიკურ პარტიებთან და კონსტიტუციის გარანტ საქართველოს პრეზიდენტთან.
ის ამბობს, რომ არ ითვალისწინების ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.
ის ამბობს, რომ მეორეხარისხოვანია არასამთავრობო სექტორის შენიშვნები.

არადა, ყველა წინა ცვლილებისაგან განსხვავებით, ეს ცვლილებები განსაკუთრებით არსებითია.
მაგალითად, თუ კონსტიტუციის პროექტი დამტკიცდა, 2024 წლიდან საქართველო აღარ იქნება საპრეზიდენტო მოდელის ქვეყანა.
საპარლამენტო მოდელი არადემოკრატიული როდია, მაგრამ, შესაძლოა, საფრთხისშემცველი იყოს ამ პირობებში, მაშინ, როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია.

იურისტი ლევან ალაფიშვილი საუბრობს თემაზე, დამატებით კიდევ რატომაა მიუღებელი პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის გაუქმება.