Loader

პუტინის ტრაგედია

თორნიკე შარაშენიძე

არავინ იცნობდა პუტინს, როცა ელცინმა იგი მემკიდრედ დაასახელა. 2007 წელს კი (როცა ათი წელიც არ იყო გასული მის გაპრეზიდენტებამდე) იგი ჟურნალმატაიმმაწლის ადამიანად დაასახელა.

„ტაიმის“ წლის ადამიანობა სახუმარო საქმე ნამდვილად არ არის. ეს წამყვანი ამერიკული ჟურნალია. ამერიკა კი იმდენად დიდი და თვითკმარი ქვეყანაა, რომ არამაერიკელმა მართლაც ბევრი უნდა შეძლოს,  ამ ჟურნალის ყურადღება  რომ მიიპყროს. პუტინამდე რუსი და საბჭოთა ლიდერებიდან ამ მიღწევით მხოლოდ სტალინი, ხრუშჩოვი და გორბაჩოვი დაიკვეხნიდნენ. 1927 წლიდან მოყოლებული არაამერიკელი წლის ადამიანად სულ 30-ჯერ დასახელდა.

პუტინმა თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში მართლაც რომ ბევრი შეძლო. 1999 წელს რუსეთის ეკონომიკა სულს ღაფავდა. ჩრდილო კავკასია კონტროლიდან იყო გასული. ბიუჯეტი შეიარაღებული ძალების შენახვას ვეღარ აუდიოდა და ბევრ რეგიონში გარნიზონებს ადგილობრივი გუბერნატორები ინახავდნენ (აქედან გამომდინარე ყველა შედეგით). შიდა პოლიტიკას ოლიგარქები აკონტროლებდნენ, რომელთა გარეშეც არაფერი წყდებოდა. მოკლედ, რუსეთი თითქმის დაშლის პირას იყო მისული.

პუტინი ყველა სირთულეს გაუმკლავდა. მან სისხლში ჩაახშო სეპარატიზმი, დაამარცხა ოლიგარქები, დაამყარა ხელისუფლების ვერტიკალი, მოაწესრიგა ვითარება შეიარაღებულ ძალებსა და სპეცსამსახურებში. მართალია, იგი საკამათო მეთოდებს იყენებდა, მაგრამ, როგორც იტყვიან მიზანი ამართლებს საშუალებას.

მას გაუმართლა, რომ 2003 წელს ამერიკამ ერაყში გაუზარებელი სამხედრო კამპანია წამოიწყო და შედეგად ნავთობი გაძვირდა,მაგრამ გამართლების გამო მას ვერავინ დაძრახავს. ფაქტი ჯიუტია: თუკი 1999 წელს რუსეთი უბრალოდ რეგიონული ძალა იყო, რომელსაც ძველი დიდებიდან ბირთვული იარაღი თუ შემორჩენოდა (და ისიც უძველდებოდა), 2007 წელს იგი მსოფლიო წესრიგის ერთ-ერთ ცენტრად იქცა. თავად პუტინი რუსეთის ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ლიდერად იყო მიჩნეული, რომელმაც თვით მის კერპს, სტოლიპინსაც კი აჯობა. ეროვნული ლიდერი – ასეთი ტიტული მოუგონეს მას.

… მაგრამ დადგა 2008 წელი და დაისვა უხერხული კითხვა: ვინ შეცლის ეროვნულ ლიდერს? ისმოდა მეორე უხერხული კითხვაც: რუსეთი ფეხზე დადგა და გაძლიერდა და ახლა უკვე რეფორმების დროა, მაგრამ გაბედავს კი ახალი ხელისუფლება რეფორმების დაწყებას?


 

 

 

 


ძალაუფლების გადაცემა რუსეთში ყოველთვის ამ ტრაგედიაა ან ტრაგიკომედია. დემოკრატიის არქონა ამ ქვეყანას ბევრ ნამდვილად ამჩნევს კვალს, მაგრამ ძალაუფლების გადაცემა ალბათ ცალკე საკითხია. მასთან მჭიდროდაა დაკავშირებული რეფორმების საკითხიც.

ძალიან შორს რომ არ წავიდეთ, დავიწყოთ მე-19 საუკუნიდან.

1801 წელს თავისივე საწოლში მიახრჩეს რუსეთის იმპერატორი  – პავლე. ტახტზე, მის ნაცვლად ავიდა მისი ვაჟი – ალექსანდრე. ეს იყო იმპერატრიცა ეკატერინეს უსაყვარლესი შვილიშვილი, ახირებული მაგრამ პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც ოცნებობდა, რუსეთისათვის კონსტიტუცია მიეცა და  ქვეყანა მაქსიმალურად დაეახლოვებინა ევროპასთან.

მაგრამ ეს ოცნება ოცნებად დარჩა. სამაგიეროდ, რუსეთის ცივილიზაციისაკენ მიბრუნება და რეფორმირება მოინდომეს რუსმა ოფიცრებმა, რომლებმაც ნაპოლეონთან ომების წყალობით მთელი ევროპა მოიარეს და საკუთარი თვალით ნახეს, რა ჩამორჩენილი იყო მათი ქვეყანა. ამ ოფიცრებმა ალექსანდრეს მოკვლა მოინდომეს და იგი მხოლოდ იმან გადაარჩინა, რომ თავისით გარდაიცვალა.

ტახტზე ავიდა მისი უმცროსი ძმა – ნიკოლოზი. შეთქმულმა ოფიცრებმა (ისტორიიდან მათ დეკაბრისტების სახელით ვიცნობთ) უკვე მის წინააღმდეგ გამოსვლა მოინდომეს, მაგრამ დამარცხდნენ. ნიკოლოზმა კი გადაწყვიტა, რომ ძალაუფლების შენარჩუნებისათვის საჭირო იყო კიდევ უფრო მეტად გაემყარებინა დიქტატურა, რათა შეთქმულების მოწყობა  არავის გულშიც კი არ გაევლო, შედეგად რუსეთი კიდევ უფრო ჩამორჩენილ და დესპოტურ რეჟიმად იქცა. თუმცა, ამავე დროს, იგი კონტინენტის უძლიერესი სახელმწიფო იყო, ნიკოლოზის გარეშე კი ნაბიჯს ვერ დგამდნენ პრუსიასა და ავსტრიაში. სწორედ მაშინ ეწოდა რუსეთს ევროპის ჟანდარმი.


2008 წელმა მოიტანა საქართველოსთან ომი, რომელიც რუსეთს აპატიეს. 2008 წელმა ასევე მოიტანა ფინანსური კრიზისი, რომელსაც წესით რეფორმისათვის დამატებითი სტიმული უნდა შეექმნა, მაგრამ კრიზისმა საკმაოდ მალე გაიარა (რაც ნავთობის ხელახლა გაძვირებამ განაპირობა) და სტიმულიც მალე გაქრა.

შედეგად, როცა პუტინი მესამე ვადით დაბრუნდა, მას მოდერნიზაცია ნაკლებად ახსოვდა, სამაგიეროდ, ახსოვდა საქართველოსთან ომი და ფიქრობდა, რომ დასავლეთმა თუკი ეს ომი გადაყლაპა, წესით უფრო მეტსაც გადაყლაპავდა. შედეგად მან დაიწყო ყირიმის ავანტიურა, რომელიც რუსეთისათვის საბოლოოდ კარგად არ უნდა დასრულდეს.  რუსეთმა პრაქტიკულად დაკარგა ყველაზე ლოიალური პარტნიორი გერმანიის სახით, მონათესავე უკრაინის სახით კი მტერი შეიძინა. ახლა უკვე არც ისე ცხადია როგორ შევა პუტინი ისტორიაში.


მაგრამ საბოლოოდ ნიკოლოზს ის დაემართა, რაც ემართება ყველა დიქტატორს. იგი რეალობას მოსწყდა, გარშემო კი არავინ ჰყავდა ისეთი, ვინც პირში სიმართლეს ეტყოდა. შედეგად მან წამოიწყო ავანტიურა, რომელიც ისტორიაში ყირიმის ომის სახელით შევიდა. რუსეთი ომში სასტიკად დამარცხდა და კონტინენტზე პოზიციები დაკარგა. ტახტხზე ასული ალექსანდრე II მიხვდა, რომ ქვეყანას რეფორმები სჭირდებოდა და გარკვეული საკითხები დაძრა კიდეც, მაგრამ იგი მოკლეს რუსმა ტერორისტებმა, რომელთაც რეფორმები ეცოტავათ.

ტახტზე ავიდა ალექსანდრე III, რომელსაც საკმარისზე მეტი მიზეზი ჰქონდა, ეფიქრა, რომ რეფორმები სახიფათო საქმე იყო. იგი საკმაოდ მალე გარდაიცვალა და მისი მემკვიდრრე გახდა რუსეთის უკანასკნელი იმპერატორი ნიკოლოზ II. მან მართვა თავისი სეხნიისა და დიდპაპის დარად დაიწყო და მალე რუსეთი მანაც ავანტიურაში – იაპონისთან ომში გახვია. რუსეთმა ეს ომიც წააგო და ქვეყანაში რევოლუცია დაიწყო. რეჟიმის გადასარჩენად ნიკოლოზი დათმობებზე წავიდა, რეფორმები გაატარა და ქვეყანაში პარლამენტის არჩევასაც კი დასთანხმდა. სწორედ მაშინ გამოვიდა ასპარეზზე სტოლიპინიც. ეს იყო ალბათ ყველაზე წარმატებული ხანა რუსეთის იმპერიის ისტორიაში, მაგრამ მან დიდხანს ვერ გასტანა. დაიწყო პირველი მსოფლიო ომი, რომელშიც რუსეთი მარცხს მარცხზე განიცდიდა და საბოლოოდ ყველაფერი ბოლშევიკური რევოლუციით დასრულდა. მათ, როგორც ცნობილია, ნიკოლოზი და მთელი ოჯახი ამოხოცეს. ამის შემდეგ, ლეგიტიმაციის მისაღწევად, ბოლშევიკებს დასჭირდათ ათეულ მილიონობით ადამიანის დახვრეტა-გაციმბირება, ტოტალიტარული რეჟიმის დამყარება და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება. მაგრამ მიზანი, ასე თუ ისე, მიღწეულ იქნა – სტალინი იყო არა მხოლოდ ლეგიტიმური მმართველი, არამედ ხალხების მამა, ბელადი და თითქმის ღმერთი.

თითქმის, რადგან სტალინი გარდაიცვალა. მის ნაცვლად ხელისუფლების სათავეში მოსულმა ხრუშჩოვმა კი ლეგენდარულ მე-20 ყრილობაზე ბელადი მიწასთან გაასწორა. ხრუშოვის ეს საქციელი, პირადი შურისძიების გარდა, იმით აიხსნება, რომ იგი ხვდებოდა ერთ ჭეშმარიტებას – სტალინიზმი არაადამიანური სისტემა იყო და ამ სისტემაში ცხოვრების გაგრძელება შეუძლებელი იქნებოდა. ხრუშჩოვმა რეფორმებიც სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. გარდა ამისა, სტალინის კრიტიკით მან საკუთარ პოზიციასაც გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა – ის ხომ მაინც სტალინის მემკვიდრე იყო და წინამორბედზე დარტმით საკუთარ თავსაც ურტყამდა. ხრუშოვი შიდა გადატრიალების შედეგად გადააყენეს.

მოვიდა ბრეჟნევი, რომელსაც საკმარისზე მეტი მიზეზი ჰქონდა, ეფიქრა, რომ რეფორმები სახიფათო სახიფათო საქმე იყო. გარდა ამისა, ბრეჟნევს ეშინოდა, რომ შეიძლებოდა თავადაც შიდა გადატრიალების მსხვერპლად ქცეულიყო. ამიტომაც მან მთავრობა საკუთარი მეგობრებით აავსო. შედეგად ბრეჟნევი და მთელი მთავრობა ერთიანად დაბერდა და საბჭოთა კავშირიც ავანტიურაში – ავღანურ ომში – გაეხვა. როცა ბრეჟნევი გარდაიცვალა, მოვიდა მისი მეგობარი ანდროპოვი. ასაკის გამო ისიც მძიმედ ავად იყო და მალე გარდაიცვალა. იგივე ბედი ეწია კიდევ ერთ მეგობარ ჩერნენკოს. როცა მთელი თაობა წავიდა, ბოლოს და ბოლოს მოვიდა ახალგაზრდა და შედარებით პროგრესული გორბაჩოვი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ქვეყანას რეფორმები ესაჭიროებოდა… შედეგად საბჭოთა კავშირი დაიშალა.

როცა 2008 წელს პუტინი მიდიოდა, მას თვალწინ ჰქონდა ალექსანდრე II-ს და გორბაჩოვის მაგალითები, ამიტომაც რეფორმებზე ფიქრს იგი ნაკლებად ბედავდა, მაგრამ მოდერნიზაციაზე მაინც საუბრობდა. კონკრეტულად იგი გეგმავდა ინფრასტრუქტურის განვითარებაში 2 ტრილიონი დოლარის ჩადებას და ციმბირის ათვისებას. ამ გრანდიოზული პროექტის განხორციელების შემთხვევაში რუსეთი მართლაც რომ უზარმაზარ ნახტომს გააკეთებდა.

მაგრამ 2008 წელმა მოიტანა საქართველოსთან ომი, რომელიც რუსეთს აპატიეს. 2008 წელმა ასევე მოიტანა ფინანსური კრიზისი, რომელსაც წესით რეფორმისათვის დამატებითი სტიმული უნდა შეექმნა, მაგრამ კრიზისმა საკმაოდ მალე გაიარა (რაც ნავთობის ხელახლა გაძვირებამ განაპირობა) და სტიმულიც მალე გაქრა.

შედეგად, როცა პუტინი მესამე ვადით დაბრუნდა, მას მოდერნიზაცია ნაკლებად ახსოვდა, სამაგიეროდ, ახსოვდა საქართველოსთან ომი და ფიქრობდა, რომ დასავლეთმა თუკი ეს ომი გადაყლაპა, წესით უფრო მეტსაც გადაყლაპავდა. შედეგად მან დაიწყო ყირიმის ავანტიურა, რომელიც რუსეთისათვის საბოლოოდ კარგად არ უნდა დასრულდეს.  რუსეთმა პრაქტიკულად დაკარგა ყველაზე ლოიალური პარტნიორი გერმანიის სახით, მონათესავე უკრაინის სახით კი მტერი შეიძინა. ახლა უკვე არც ისე ცხადია როგორ შევა პუტინი ისტორიაში.

იყო კი შანსი იგი დარჩენილიყო 2007 წლის ლიდერად? საკმაოდ საკამათო, მაგრამ უდაოდ ძლიერ და წარმატებულ სახელმწიფო მოღვაწედ?

ალბათ ვერა, რადგან მან მხოლოდ საქმის ნახევარი გააკეთა – რუსეთი გააძლიერა. ამის შემდეგ მავრი უნდა წასულიყო და მის ნაცვლად დაეტოვებინა რეფორმატორი. მაგრამ როგორც ისტორია ამბობს, რუსეთის რეფორმირება კიდევ უფრო ძნელი საქმეა ვიდრე რუსეთის გაძლიერება. რეფორმატორის პოვნა ნამდვილად არ იქნებოდა იოლი, მით უფრო, რომ მას რეფორმატორის მოძებნა არც უცდია – იგი ეძებდა მორჩილ მსახურს, რომელიც პრეზიდენტობის მოვალეობის შესრულების დროს მას პრობლემებს ვერ და არ შეუქმნიდა. იპოვა კიდეც…

პუტინის ტრაგედიაში ახალი არაფერია. რუსეთის ისტორია ასეთებით სავსეა. რა ბედი ეწევა მას ესეც იოლად შეგვიძლია ამოვიკითხოთ ისტორიაში