Loader

მსოფლიო ქაოსში!

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული კონფერენცია – მსოფლიო ქაოსში, მრავალმხრივ არის საინტერესო. ამ ორგანიზაციების ძალისხმევით, საქართველო ნელ-ნელა იმკვიდრებს რეგიონის (და არა მხოლოდ) იმ სივრცის სტატუსს, რომელშიც მნიშვნელოვანი ფორუმები იმართება.

წლეულს, კონფერენციაში, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს და საქართველოსთან მიმართებაში გლობალურ კონტექსტს ეხება, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი წარმომადგენელი – დენიელ ფრიდი, უკრაინაში აშშ-ის სპეც.წარმომადგენელი კურტ ვოლკერი და USAID  – ის ადმინისტრატორის მოადგილე ტომას მელია და იან ბზეჟინსკი  – თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე მონაწილეობენ.