Loader

“ინტელექტუალური” “რბილი ძალა” –

ირაკლი ტაბლიაშვილი

ირკუტსკში, გდანსკში, ჩიტაში ან მაგადანში და, მით უფრო, ამ ქალაქებთან მდებარე სოფლებში რომ ცხოვრობდეთ; არ საუბრობდეთ ინგლისურად; არ გქონდეთ გლობალურ ქსელთან არათუ მუდმივი, არამედ, იშვიათად წვდომის შესაძლებლობაც კი; რომ გმართავდეთ ადგილობრივი გუბერნატორი; მერი თუ მილიციის უფროსი, აგრეთვე, ოლიგარქი და კრიმინალური ბანდა; რომ სვამდეთ არაყს და, ამასთან, ღმერთმა უწყის, რისგან გამოხდილს; რომ ოცნებობდეთ მურმანსკამდე ჩაღწევაზე, ან – დედაქალაქ მოსკოვში რომელიმე კაფეში “ვიშიბალობაზე”… მოკლედ, ამ ვიწრო ორომტრიალებში რომ იყოთ; თქვენც გეგონებოდათ, რომ პუტინი მოვლენილი ღმერთია; რუსეთი – ღმერთის საუფლო-სამშობლო და ღირს!!! ნამდვილად ღირს! “დედა რუსეთისათვის” თავგანწირვა.

… მაგრამ, ვთქვათ ასე – საბედნიეროდ, ჩვენ არ ვცხოვრობთ რუსეთის მიყრუებულ სოფელში და, შესაბამისად, ვიცით – რუსეთი არც ჩვენში გამოვა და არც ჩვენგან. ანუ, ხარაგაული ვერ იქნება ირკუტსკი, ჭიათურის სოფელი – გდანსკის სოფელი. საზოგადოებაც, ხელისუფლების მიმართ, ყოველთვის იქნება შედარებით და გაცილებით კრიტიკული.

***

საქართველოში რუსეთი არ/ვერ გამოვა!.. თუ ვინმე ირაკლი ყიფიანის, არჩილ ჭყოიძის, გულბაათ რცხილაძის და მსგავსი პირების თავგადაკლული მომხრე არ ხარ, ცხოვრებაში ერთხელ ჩუმად მაინც იტყვი ამ ან მსგავს წინადადებას… პარლამენტარებიც, ყოველ შემთხვევაში, მათი უმრავლესობა, რომ სთხოვო, ამ სიტყვებს წარმოთქვამენ… შესაბამისად, “მშვიდი” და დიდხანს ძილის უფლებაც მოგეცემა… გექნება!

… მაგრამ, წინადადება, თავისთავად, არაფრისმთქმელია – გარდა იმისა, რომ ის ლოზუნგს ჰგავს, შინაარსისაგან დაცლილია იმიტომ, რომ ჩვენ სხვადასხვაგვარად ვკითხულობთ მას – რუსეთი არ გამოვა! ზოგი ჩვენგანისათვის  ნიშნავს იმას, რომ საქართველო არასოდეს შევა რუსეთის შემადგენლობაში (ხოლო დანარჩენი ყველაფერი წყალსაც წაუღია), ხოლო ზოგი ჩვენგანისათვის კი  “რუსეთი არ გამოვა” აუცილებლად ნიშნავს რუსული სივრცისაგან საბოლოო თავდაღწევას.  

  • “რუსეთი არ გამოვა” იცი რა არის? აი, ქართველი რომ ფიქრობს, რომ, ვთქვათ ვენა ჯობია ჩელიაბინსკს… ან ლონდონი – უფას, ეს!..”, –  გიპასუხებენ ხელისუფლებისაგან მხარდაჭერილი, დაწინაურებული, ძალაუფლებამიღებული ქართველი “ინტელექტუალები”… და ამ ნახევრადსიმართლეს, ბუნებრივია, ეთანხმები.

***


 

 

 

 

მხოლოდ კოლექტიური ჭყოიძე-რცხილაძე ვერ ხვდებიან, თორემ, “ინტელექტუალები იქ” და “ინტელექტუალები აქ” აცნობიერებენ, რომ “პუტინის ოცნება” – აღადგინოს სსრკ მის პირვანდელ საზღვრებში ან ნაწილობრივ, აუსრულებელია. თუმცა,  ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთის “რეალ-პოლიტიკის” და დოქტრინების ავტორებს ხელი აქვთ ჩაქნეული და არ ფიქრობენ რუსეთის ფიზიკური თუ გავლენის საზღვრების გაფართოებაზე.

ამ ფიქრ-ფიქრში, მუდმივად ჩნდება ახალი სტრატეგიები, რომელთა ტესტირებაც ხდება სხვადასხვა საზოგადოებაში და, ინდიკაციების შედეგად, ზოგი მათგანი “საბოლოოდ” ინერგება, ზოგიც კი “ნაგვის ყუთში” ხვდება.

ბოლო პერიოდია, უშუალოდ საქართველოში იკვეთება რუსეთის სრულიად ახალი სტრატეგიის კონტურები. ამ სტრატეგიას პირობითად შეიძლება ვუწოდოთ “ინტელექტუალური რბილი ძალა”.

 


ეს მძიმე დარტყმა იყო რუსეთისათვის და მისი მომხრეებისათვის საქართველოში – მაგალითად, მარგინალიზაციის მძიმე აღმართის უკანასკნელ საფეხურებზე მდგომი ბურჯანაძისათვის, სადღაც შუაში “გაჩხერილი” თარხან-მოურავისათვის… სხვებისთვის. მაგრამ, გაცილებით მძიმე დარტყმაა ის, რომ რუსეთის სხვა ოცნებაც (ვთქვათ ასე  – ГРУ – ს ოცნება) ჩაფლავდა – საქართველოში ვერ შედგა ქაოსი – ესოდენ სანატრელი რუსეთისათვის იმიტომ, რომ ქაოსი დასავლეთის სამართლიან წყრომას და საქართველოს მიმართ ინტერესის განელებას გამოიწვევდა.


***

სტრატეგიის ცვლილების, უფრო ზუსტად,  ძველის პარალელურად ახლის ამოქმედების მიზეზი ისაა, რომ, რეალურად, ძველმა, ანუ, მოქმედმა, ბოლომდე ვერ გაამართლა. მიმდინარე, ანუ არსებული სტრატეგიის მიზანი იყო, ქართულ საზოგადოებას რუსეთი ან შეეყვარა ან, მინიმუმ, მისი უალტერნატივობა დაენახა.  დასავლეთის აქტიურობამ ზოგადად რეგიონში და, კონკრეტულად საქართველოში (უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა და ა.შ), ქართული საზოგადოება პირით რუსეთისკენ, და, შესაბამისად, ზურგით დასავლეთისკენ ვერ მიატრიალა.

კვლევებმაც კი დაადასტურა, რომ ალიანსის თუ ევროკავშირის, ანუ, ზოგადად დასავლეთის მიმართ ლოიალურად განწყობილთა რაოდენობა 62-65 %-ს არ ჩამოსცილებია, ანუ, რა გამოვიდა? რუსეთმა დახარჯა ბევრი შავი ფული; მიიმხრო პოლიტიკოსები (რომლებმაც ძლივს გადალახეს 5%-იანი ბარიერი); მიიმხრო ხელისუფლების საბჭოეთში ჩარჩენილი უუნარო პირები; მიიმხრო კოლექტიური ბრეგაძეები, ამაშუკელები და გაბუნიები და  არსებითი შედეგი არ მიუღია – ამბივალენტური “ოცნებაც” კი, მისივე და ქვეყნის არაფორმალი მმართველის ჩათვლით, ღიად ვერ ამბობს, რომ, ვთქვათ, საქართველო უნდა გარდაიქმნას ნეიტრალურ სახელმწიფოდ… ან ალიანსი, ბოდიში და “ხიხიაა”.

ეს მძიმე დარტყმა იყო რუსეთისათვის და მისი მომხრეებისათვის საქართველოში – მაგალითად, მარგინალიზაციის მძიმე აღმართის უკანასკნელ საფეხურებზე მდგომი ბურჯანაძისათვის, სადღაც შუაში “გაჩხერილი” თარხან-მოურავისათვის… სხვებისთვის. მაგრამ, გაცილებით მძიმე დარტყმაა ის, რომ რუსეთის სხვა ოცნებაც (ვთქვათ ასე  – ГРУ – ს ოცნება) ჩაფლავდა – საქართველოში ვერ შედგა ქაოსი – ესოდენ სანატრელი რუსეთისათვის იმიტომ, რომ ქაოსი დასავლეთის სამართლიან წყრომას და საქართველოს მიმართ ინტერესის განელებას გამოიწვევდა.

***

მიღებული შედეგების მიუხედავად, რუსეთს ჯერ არ უთქვამს და არც უახლოეს მომავალში იტყვის, რომ  საქართველოში დამარცხდა. ვინაიდან თბილისიდან ორმოციოდე კილომეტრში მართლაც დგას ოკუპანტი ჯარი, ეს, ყველაფერთან ერთად, ნიშნავს, რომ რუსეთს სურს ადმინისტრაციული საზღვრების გადმოწევაც, ანუ, დედაქალაქამდე მანძილის კიდევ უფრო შემცირება. გარდა ამისა, რუსეთს სურს, საქართველოს მოხელთება-მონადირება მინიმალური დანაკარგებით და ამ “წმიდა საქმის” არა ღიად, არამედ  ქართველთა ხელით გაკეთება. შესაბამისად,  რუსეთი მუდმივად ეძებს  დღევანდელებზე უკეთეს,  გონიერ, კარგად შესაფუთ ახალ-ახალ პარტნიორებს (და დასაყრდენებს) პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ჯგუფებში და მუდმივად ცდილობს, შეაკოწიწოს იმგვარი ალიანსები, რომლებიც საქართველოს საზოგადოებაში ან უკვე არიან, ან სამომავლოდ იქნებიან პოპულარულები, შესაბამისად, გავლენიანები.

უნდა ითქვას, რომ რუსეთის ეს, ახალი სტრატეგია საკმაოდ გონივრულია და გათვლილია სწორედ ქართული საზოგადოების მედეგობის, ანუ, წინააღმდეგობის უნარის მოჩლუნგებაზე  – ფაქტია – ღია აგრესიამ 2008 წელს და ღია, პირდაპირმა, შეუფუთავმა რუსული გზავნილებმა 2008-12 და 2012-2016 წლებში, საკმარისად კარგად ვერ იმუშავა. შესაბამისად, რუსეთის სპეც.სამსახურებში შემუშავდა სრულიად ახალი, უფრო ზუსტად, განსხვავებული მიდგომა, რომლის თანახმადაც, ღია, პირდაპირი, შეუფუთავი რუსული გზავნილების პარალელურად, უნდა გაჩნდეს ოსტატურად შეფუთული, ინტელექტუალური ან ინტელექტუალურად-წოდებული ელიტა თავისი ასევე პრო-რუსული გზავნილებით.

ამ სტრატეგიის თანახმად, ქართულმა საზოგადოებამ  კრიტიკული თვალით უნგა გახედოს ყველას და ყველაფერს – დასავლეთს, რუსეთს, არადემოკრატიულ თურქეთს!.. ქართულმა საზოგადოებამ 21-ე საუკუნეშიც უნდა გაიმეოროს მე-19-მე-20 საუკუნეებისათვის რელევანტური თეზა  – “ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდვნოდეს” და  მას მოარგოს  ქვე-გზავნილი – ვინაიდან ჩვენ უნდა გვეყუდვნოდეს ჩვენი თავი, შესაბამისად, პოლიტიკაში არ არსებობენ მეგობრები…

რუსეთის ამ სტრატეგიის სივრცე არ არის სოფელი, ანუ ის სივრცე (ები)  სადაც არც არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს ქვეყნის მამოძრავებელი ინტელექტუალური დისკურსი (სოფლებში კოლექტიური ჭყოიძეების ღობე-ღობე სიარულიც საკმარისია). რუსეთის ამ სტრატეგიით აღარ ხდება შეღწევა სახელისუფლო დერეფნებსა და ვერტიკალებში – იქ საკმარიადა არიან პარტნიორები. დღეს, სტრატეგიის ასპარეზად შერჩეულია ჩვენში საკმაოდ პოპულარული  ინტერნეტ სივრცე  და მისი ნაწილი სოციალური ქსელი, რომელშიც რახანია არიან  “ინტელექტუალი აზრის შემქმნელები”, ანუ,  პარტნიორები – კოლექტიურ ჭყოიძეზე სერიოზულად “შეიარაღებული”  მჭერმეტყველი ჟურნალისტები, ექსპერტები, ფილოსოფოსები და ა.შ.

***

ამ ჯგუფების ზოგიერთი ტირაჟირებული გზავნილია:

  • საქართველო უნდა იყოს დემოკრატიული და დასავლური ქვეყანა, მაგრამ… (და ამ კავშირს მოსდევს წინადადებები, რომლებიც არაფრით განსხვავდება კონკრეტული და კოლექტიური ადა-ირმა-თარხან-მორავის წინადადებებისაგან)
  • საქართველო უნდა იყოს NATO-ს წევრი, მაგრამ… (და ამ კავშირს მოსდევს ალიანსის კრიტიკა)
  • ლიბერალური დემოკრატია ცუდია, რადგან… (და აქ იწყება ლიბერალურ დემოკრატიაზე ტყუილების გავრცელება)
  • რუსეთი კი მოწინააღმდეგეა (არ მოიხსენიებენ მტრად), მაგრამ… (და მერე ამტკიცებენ, რომ მეზობელია და ვერსად გადავიტანთ, ან დიალოგი უალტერნატივოა და მისთ.)

და ა.შ.

ცხადია, ეს და ამგვარი გზავნილები ისეა შემუშავებული რუსეთის სპეც.სამსახურებში, რომ მათი გამხმიანებელი, ბევრი “მაგრამ -ით” მოსაუბრეები, ხშირად ვერც კი ხვდებიან, რომ უნებურად ატარებენ რუსულ ინტერესებს. “ვინ დაიწყო ომი 2008 წელს?” – პასუხგაცემულია ეს კითხვა – რუსეთმა დაიწყო… მაგრამ, ამ “ინტელექტუალური ბაზარის” მონაწილენი მჭმუნვარე სახით ამ კითხვას კიდევ ერთხელ სვამენ.


სტრატეგიის თანახმად, ქართულმა საზოგადოებამ  კრიტიკული თვალით უნგა გახედოს ყველას და ყველაფერს – დასავლეთს, რუსეთს, არადემოკრატიულ თურქეთს!.. ქართულმა საზოგადოებამ 21-ე საუკუნეშიც უნდა გაიმეოროს მე-19-მე-20 საუკუნეებისათვის რელევანტური თეზა  – “ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდვნოდეს” და  მას მოარგოს  ქვე-გზავნილი – ვინაიდან ჩვენ უნდა გვეყუდვნოდეს ჩვენი თავი, შესაბამისად, პოლიტიკაში არ არსებობენ მეგობრები…  


ფორმალურად,  მათი პროექტების დამფინანსებლები არიან ახალი ქართველი ბიზნესმენები (არც თუ იშვიათ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებაში ნამყოფი პირები), რომლებიც უმეტესად უხილავი ძაფებით, თავად არიან მიბმულები სწორედ რუსეთის სპეც.სამსახურებთან (სამწუხაროდ, საქართველოში, არაერთი მცდელობის მიუხედავად, სათანადოდ ვერ განვითარდა საგამოძიებო ჟურნალისტიკა. ხოლო ჯგუფები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ, ვერ გასცდნენ თავისთავად საინტერესო, მაგრამ, ათასჯერ “გადაღეჭილ”თემებს – “ჟვანიას საქმე”; “კიწმარიშვილის საქმე” და ა.შ. ანუ, ბევრს არც არავის უცდია რუსეთის საინფორმაციო სტრატეგიის გაანალიზება და ამ ქვეყნის სპეც.სამსახურების ქმედებათა გამოძიება).

***

იმისათვის, რომ “ინტელექტუალურმა რბილმა ძალამ” გაამართლოს, რუსეთი, რასაკვირველია, საკმარის ფინანსებსაც არ იშურებს… ოღონდ,  ყველაფერი ოსტატურადაა შეფუთული – ბიზნესმენმა ირაკლიმ და ბიზნესმენმა გიორგიმ გადაწყვიტეს, დაეფინანსებინათ პროექტი, რომელიც მას წარუდგინა ექსპერტმა დათომ… ამ პროექტში ნატოზე საუბრობს ჟურნალისტი თამაზი და ოპონირებას უწევს პოპულარული მომღერალი თეონა – შესანიშნავი კონგლომერატია.

***

“LEVEL-ის” აწევა და დისკურსის დევალვირებულ ნინო ბურჯანაძემდე არდაყვანა, მისასალმებელი იქნებოდა, “ინტელექტუალურ სივრცეებში” ადგილი სხვებისათვისაც რომ მოიძებნებოდეს, თუმცა, წინასწარი აკვიატებები, რომლებსაც დღეს “სარედაქციო პოლიტიკა” ჰქვია, განსხვავებულ აზრს სივრცეში არ აჭაჭანებს – ასეა, მედია შეიძება იყოს სუბიექტური და ის შეიძლება იყოს მხარეც კი – ვერაფერს მიედავები.

და კიდევ –  ერთია ინტერნეტსივრცე და მეორე  ტრადიციული ქართული მედია, ანუ, ტელევიზიები. აქაც უკვე გამოჩდნენ სულ სხვა ტიპის ახალი ავტორ-წამყვანები, ასევე “ინტელექტუალები”…  რომლებიც საკუთარ საავტორო გადაცემებში ხმამაღლა ეწინაარმდეგებიან პრორუსულ ნარატივს… ეწინაარმდეგებიან ისე, თითქოს, თავად არ იწვევდნენ პრორუს პირებს, არ აძლევდნენ ტრიბუნას, არ უთმობდნენ დროს… არ ალაპარაკებდნენ უსაშველოდ ბევრს  (ხვედრითად გაცილებით მეტს, ვიდრე პროდასავლელ სტუმრებს)… მაყურებელი მათ, როგორც “გულადთა” მიმართ აღფრთოვანებას ვერ მალავს… ოღონდ, ცოტანი თუ ხვდებიან, რომ ესეც პრ-სტატეგიაა, რომლის მიზანიც არის, ყური დაეჩვიოს სწორედ რუსულ “ნარატივს” ხოლო მას, მომიტევეთ და “კნავილით” შეუპირისპირდეს” არგუმენტები დასავლეთის უალტერნატივობის შესახებ.

***

  • სად გირჩევნიათ წასვლა? ჩელიაბინსკში თუ პარიზში?
  • ცხადია, პარიზში.
  • რას ნიშნავს საქართველოში რუსეთი?
  • რუსეთის მიმართ შემგუებლობას და არა ერთ, საერთო სახელმწიფოს.
  • და წინააღმდეგობას რა აზრი აქვს?..
  • მონობაში გადიდკაცებულობას უფრო არ აქვს აზრი.