Loader

ადამიანის უფლებები აფხაზეთში – ანგარიში, რომელზეც არავინ საუბრობს

დემნა დევდარიანი

ვაშინგტონი

19 თვის წინ, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS)გენერალურ მდივანს, ჰელგა შმიტსა და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიის საკითხებში, ჰებერტ სალბერს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, გადაწყდა, რომ ევროკავშირი პირველად დააფინანსებდა მისიას ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობის სიღრმისეული შესწავლის მიზნით. კვლევის ჩატარებისა და შესაბამისი ანგარიშის მომზადების მიზნით, შეირჩა დამოუკიდებელი ექსპერტი – თომას ჰამერბერგი, შვედი დიპლომატი, რომელიც 6 წლის მანძილზე მუშაობდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისრად.

მაგდალენა გრონო, ექსპერტი სამხრეთ კავკასიის საკითხებში მოგვიანებით შეუერთდა ჰამერბრგის გუნდს. ევროკავშირის აღნიშნული ინიციატივა ითვალისწინებდა ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ადამიანის უფლებების ფართო მონიტორინგს, შეფასებასა და ღრმა ანალიზს, რაც თავისი მასშტაბითა და პოლიტიკური მნიშვნელობით უპრეცედენტოა. შემფასებელი მისიის მუშაობის განმავლობაში, ჰამერბერგმა და მისმა ექსპერტთა გუნდმა, ორმოცი დღის მანძილზე განახორციელეს ექვსი ოფიციალური ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში. შეხვედრები გაიმართა საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფების ორასამდე წარმომადგენელთან, აგრეთვე, განხორციელდება მთავრობის წევრების ინტერვიუირება თბილისში, მოსკოვსა და სოხუმში.

ანგარიშის თანახმად, შემფასებელი მისიის მიერ, სადამკვირვებლო სამუშაოების განხორციელების ყველა ეტაპზე მკაცრად იქნა დაცული პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპი, რაც გულისხმობდა არსებული პოლიტიკური მდგომარეობის გაუთვალისწინებლობას ოკუპირებულ აფხაზეთში, ადამიანის უფლებების შესწავლისა და შეფასების პროცესში. ჰამერბერგის ექსპერტთა მისიის მიერ ჩატარებული კვლევის მთავარ მიგნებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ამ დრომდე გადაუჭრელი კონფლიქტს და პოლიტიკურ ვითარებას აქვს მძიმე შედეგები,როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები, აგრეთვე, იძულებით ადგილნაცვალი პირების უფლებრივ მდგომარეობაზე. ანგარიში არ მოიცავს კონფლიქტის გადაჭრის გზების საკითხების ანალიზს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ანალიზი შეეხება ადამიანის უფლებების დაცვის საჭიროების შეფასებას. დოკუმენტში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ნებისმიერი რეფერირება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობასა თუ პოლიტიკურ აქტორებზე არ გულისხმობს მათ ცნობას საერთაშორისო სამართლით აღიარებული პრინციპების გათვალისწინებით.

ანგარიშის მიხედვით, ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი კანონმდებლობა მოიცავს დებულებებს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და ამ კონტექსტში არსებული, საერთაშორისო სტანდარტების შესახებ. ადამიანის უფლებების მნიშვნელობაზე საზოგადოებაში არსებული ცნობიერების დონე მაღალია, რაც მნიშვნელოვანწილად წარმოადგენს ადგილობრივი, აქტიური სამოქალაქო სექტორის მუშაობის შედეგს, თუმცა კანონმდებლობის პრაქტიკული იმპლემენტაცია არაეფექტურია, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა გალის რაიონში, სადაც ადგილობრივი ქართველები თავს მიიჩნევენ უარყოფილად და იმედგაცრუებულად. გალის რაიონში გამოკითხული რესპოდენტების თქმით მათი მდგომარეობა არის გაურკვეველი, არასწორად შეფასებული და მიიჩნევენ, რომ ვითარების გაუმჯობესების მიზნით საჭიროა მყისიერი ზომების მიღება.


ჰამერბერგის ექსპერტთა მისიის მიერ ჩატარებული კვლევის მთავარ მიგნებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ამ დრომდე გადაუჭრელი კონფლიქტს და პოლიტიკურ ვითარებას აქვს მძიმე შედეგები,როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები, აგრეთვე, იძულებით ადგილნაცვალი პირების უფლებრივ მდგომარეობაზე. ანგარიში არ მოიცავს კონფლიქტის გადაჭრის გზების საკითხების ანალიზს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ანალიზი შეეხება ადამიანის უფლებების დაცვის საჭიროების შეფასებას. დოკუმენტში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ნებისმიერი რეფერირება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობასა თუ პოლიტიკურ აქტორებზე არ გულისხმობს მათ ცნობას საერთაშორისო სამართლით აღიარებული პრინციპების გათვალისწინებით.

 


ჰამერბერგის ანგარიში მიმოიხილავს და აანალიზებს ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობას რამდენიმე საკვანძო მიმართულებით, მათ შორის, საკანონმდებლო ჩარჩო და იმპლემენტაცია, მდგომარეობა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, განათლების მიღების, საკუთრებისა და ჯანდაცვის უფლებები, ეთნიკური და ეროვნული თემები, ვითარება გალის რაიონში, გადაადგილების თავისუფლება, ურთიერთობა ოფიციალურ თბილისთან და რუსეთის ფედერაციასთან გაფორმებული შეთანხმებები. ძირითადი დაკვირვებების ნაწილში, ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ გადაუჭრელი კონფლიქტი არის მთავარი წყარო ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები და ანდგილნაცვალი პირების მძიმე უფლებრივი მდგომარეობისა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კონფლიქტის გადაჭრის მიზნით, სამომავლო დიალოგის პროცესში მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს ადამიანური ღირებულებების ასპექტზე, აგრეთვე, კონფლიქტის გადაჭრისათვის პოლიტიკური შეთანხმებების მიღწევამდე, შესაძლებელია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ადამიანის უფლებების არაერთი საკითხის მოგვარება და ამ პროცესში საერთაშორისო აქტორების ჩართვა.

ანგარიშის პირველადი შეფასებები ევროკავშირს წარედგინა 2017 წლის იანვარში. თავის მხრივ, ევროკავშირმა ხსენებული შეფასებები გაუგზავნა თბილისის, მოსკოვისა და აფხაზეთის მთავრობებს, აგრეთვე, დაინტერესებულ დიპლომატებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს , თუმცა მოგვიანებით გადაწყდა, რომ იანვრის თვის წინასწარი შეფასებების კატეგორიზაცია მომხდარიყო როგორც შიდა მოხმარების დოკუმენტი. მიუხედავად ევროკავშირის გადაწყვეტილებისა, არ გაესაჯაროვებინა ანგარიში, ჰამერბერგმა და მისმა გუნდმა საჭიროდ მიიჩნია, დოკუმენტის პუბლიკაცია, რაც განპირობებული იყო მაღალი საჯარო ინტერესით. ანგარიშის საბოლოო ვერსია მეტწილად ეყრდნობა სწორედ იანვარში, ევროკავშირისათვის წარდგენილ წინასწარ შეფასებებს, თუმცა მოგვიიანებით დოკუმენტი მოდიფიცირებული და განახლებული იქნა შემფასებელი მისიის ექსპერტთა მიერ და ასახულ იქნა 2017 წლის მთავარი მოვლენები.


ჰამერბერგის ანგარიში ფართოდ მიმოიხილავს ქართველთა უფლებების შევიწროების ფაქტებს გალის რაიონში, მათ შორის, ასახულია პრობლემები საჯარო სკოლებში, ჩამორთმეული ქონება, საცხოვრებელ და ქონებრივი დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სიძნელეები და ა.შ. დოკუმენტის მნიშვნელობის, მისი უპრეცენდენტო მასშტაბისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ შემფასებელი მისია დაფინასდა ევროკავშირის მიერ, განსაკუთრებით პარადოქსული და საღ აზრს მოკლებულია მისი შიდა მოხმარების დოკუმენტად კლასიფიკაცია და გასაჯაროების დაბლოკვა.


Middle East Eye-ის კორესპონდენტის, ჯონათან სტილის ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ, დოკუმენტის პირველადი ვერსიის თბილისისათვის გაგზავნის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად აკრიტიკებდა ანგარიშში გამოხატულ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის მიდგომას და პოლონეთის წარმომადგენლებთან ერთად მოითხოვდა აფხაზეთის მოხსენიებას როგორც „აფხაზეთი, საქართველო“, აგრეთვე, ქართველების გენოციდის ფაქტის დაფიქსირებას. იმავე წყაროს ინფორმაციით, ანგარიშის შიდა მოხმარების დოკუმეტად კატეგორიზაციას ლობირებდა ოლგა შმიტი, ხოლო როგორც მისმა პოლიტიკურმა ასისტენტმა, ოლივერ დაჟიცმა დაადასტურა ელექტრონული მიმოწერისას, შემფასებელი მისიის მიერ ჩატარებული კვლევის უმთავრესი მიზანი იყო ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება. მან თავი შეიკავა შმიტის კონკრეტულ მოტივებზე საუბრისგან, თუ რატომ არ სურდა მას დოკუმენტის საჯარო პუბლიკაცია.

შმიტისა და შესაბამისად, ევროკავშირის უარი დოკუმენტის ფართო მასებისათვის ხელმისაწვდომობაზე უცნაურია და ტოვებს არაერთ პასუხგაუცემელ კითხვას, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ კვლევის საწყის ეტაპზე, კვლევის მონაწილე ყველა მხარე შეთანხმებული იყო დოკუმენტის საჯაროობის საკითხზე და თითოეული გამოკითხული პირი, როგორც მთავრობის, აგრეთვე, საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები, ინფორმირებულები იყვნენ, რომ დოკუმენტი იქნებოდა საჯაროდ ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, თბილისში გამართული ოფიციალური ვიზიტებისას, თომას ჰამერბერგი შეხვდა არაერთ პოლიტიკური თანამდებობის პირს, მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რა დროსაც განხილულ იქნა შემფასებელი მისიის საქმიანობის დეტალები ოკუპირებულ აფხაზეთში. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის დროს, თომას ჰამერბერგმა პირობა დადო, რომ მისი ექსპერტთა გუნდი განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობდა გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხის შესწავლას.

ჰამერბერგის ანგარიში ფართოდ მიმოიხილავს ქართველთა უფლებების შევიწროების ფაქტებს გალის რაიონში, მათ შორის, ასახულია პრობლემები საჯარო სკოლებში, ჩამორთმეული ქონება, საცხოვრებელ და ქონებრივი დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სიძნელეები და ა.შ. დოკუმენტის მნიშვნელობის, მისი უპრეცენდენტო მასშტაბისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ შემფასებელი მისია დაფინასდა ევროკავშირის მიერ, განსაკუთრებით პარადოქსული და საღ აზრს მოკლებულია მისი შიდა მოხმარების დოკუმენტად კლასიფიკაცია და გასაჯაროების დაბლოკვა. ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ადამიანის უფლებების მძიმე ვითარების შეფასება, გალის რაიონში მცხოვრები ქართველების პრობლემატიკის გამოააშკარავება და აღნიშნული პრობლემების მოგვარებისათვის რეკომენდაციების შეთავაზება გამოცდილ ექსპერტთა მიერ, არ აღმოჩნდა საკმარისი მნიშვნელობის მქონე ერთის მხრივ, ევროკავშირისათვის და მეორეს მხრივ, საქართველოს მთავრობისათვის, რათა აღნიშნულ საკითხებს დათმობოდა პროპორციული ყურადღება და მომხდარიყო გადაჭრის გზების კოლექტიური ძიება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება ანგარიშთან დაკავშირებით, აგრეთვე, არცერთი რელევანტური სახელმწიფო უწყება არ გამოხმაურებია შემფასებელი მისიის მიერ ჩატარებულ სამუშაოებს აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში. ირონიულია, თუმცა ფაქტია, რომ არც ქართული მედია აღმოჩნდა აქტიური აღნიშნული ანგარიშის და მასში გამოთქმული მოსაზრებებისა თუ ფაქტების გაშუქებისას, დოკუმენტი არ გამხდარა საჯარო დისკუსიის საგანი, მიუხედავად იმისა, რომ ჰამერგებრის მიერ, ანგარიში რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა შვედეთში არსებული ერთ-ერთი კვლევითი ცენტრის ვებ გვერდზე.