Loader

მიმართვა პრეზიდენტს

 

 

ირაკლი ტაბლიაშვილი

 

ფეისბუქზე რაც დავწერე ჯერ იმას ჩავიკითხავ და შემდეგ კიდევ ვიტყვი რამდენიმე აზრს:

მაშ ასე – ფეისბუქზე დავწერე შემდეგი:

კონსტიტუციას ხელს სავარაუდოდ მოაწერს არა ლეგიტიმურად და პირდაპირი არჩევნებით არჩეული პირი – პრეზიდენტი, არამედ, პარლამენტის მიერ არჩეული მისივე თავმჯდომარე. ქმნის თუ არა კონსტიტუციის ლეგიტიმურობის პრობლემას? ქმნის და აი, რატომ:

  • პარტია ქართული ოცნების და ამ პარტიაში შესული სხვაპარტიელების (კონსერვატორები, სოც.დემები და ა.შ.) გარდა კონსტიტუციას არავინ უჭერს მხარს, ანუ, კანონს არ აქვს მხარდაჭერა ოპოზიციიდან;
  • ვენეციის კომისია და აშშ-ს საელჩო, ანუ, ხელისუფლება შეშფოთებულია კონსტიტუციის ამგვარად მიღებით;
  • დღევანდელ პარლამენტართა უმრავლესობა იდენტობით პოლიტიკოსი სულაც არაა…
  • რეალურად, ბატონმა ივანიშვილმა კონსტიტუციის მიმღებ პირებს პოლიტიკოსობა დაავალა, ანუ კონსტიტუციის მიღება დაავალა იდენტობით არა პოლიტიკოსებს, არამედ, ბიზნესმენებს და ექიმებს, მსახიობებს და სპორტსმენებს… და ისინიც საკუთარ პროფესიებს მაშინვე დაუბრუნდებიან, როგორც კი ივანიშვილი მათთან “კონტრაქტს” აღარ გააგძელებს, მათთან “კონტრაქტს” შეწყვეტს. შესაბამისად, ჩვენ გვექნება მსახიობების და ექიმების, ბიზნესმენების და სპორტსმენების და არა პოლიტიკოსების მიერ მიღებული კონსტიტუცია.

ამიტომ – საუკეთესოც რომ იყოს ეს კანონი, მისი ლეგიტიმურობა საეჭვოა… აი, ეს დავწერე სოციალურ ქსელში.

ახლა კი ვაგრძელებ:

პრეზიდენტო, არ მოაწეროთ ხელი კონსტიტუციას… არ მოაწეროთ ხელი იმას, რომ აღარ უნდა გვყავდეს პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი; არ მოაწეროთ ხელი უშიშროების საბჭოს გაუქმებას; არ მოაწეროთ ხელი იმას, რომ მაჟორიტარული წესით არჩევნები არ გაუქმდება 2020 წელს… არ მოაწეროთ ხელი იმ მუხლებს, რომლებსაც საერთო თითქმის არაფერი აქვთ დემოკრატიასთან. არ მოაწეროთ ხელი იმას, რაზეც ვერავინ შეთანხმდა.

დატოვეთ პარტია “ქართული ოცნება” მის მიერვე მიღებულ კონსტიტუციასთან მარტო. დე, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერა “ამშვენებდეს” ამ, ჩემი აზრით, მალე შესაცვლელ კანონს.