Loader

5 სცენარი ფხენიანისთვის!

ნატალია ფაცურია

აშშ-ის მოსახლეობის 67% ომის წინააღმდეგია, თუმცა, კონკრეტულად ტრამპი უკან არ იხევს. იდეა ჩრდ.კორეასტან ომისა, მწიფდება.

სრულმასშტაბიანი ომის მიზეზი, რასაკვირველია, ფხენიანის ბირთვული პროგრამის შეჩერებაა. „ომის პარტიის“ მომხრეებს მიაჩნიათ, რომ დროის დაკარგვა არ შეიძლება და თუ ფხენიანი ძალას მოიკრებს, აშშ-ს მოსახლეობაც კი აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ.

„აშშ მსოფლიო ჟანდარმი იქნება“ – წერს რუსული „პრავდა“ და „მართალიცაა“ – ვაშინგტონი ამტკიცებს, რომ მშვიდობა მსოფლიოში მისთვის გაცილებით ღირებულია, ვიდრე მოჩვენებითი მშვიდობა.

ტრამპს არ აკლია მოწინააღმდეგეებიც და – მომხრეებიც. რესპუბლიკელთა 46 % მიიჩნევს, რომ ომი არა მხოოდ გარდაუვალი, საჭიროც კია. თუმცა, ბევრი მიიჩნევს, რომ პირველი თავდასხმა უნდა განხორციელდეს სწორედ ჩრდ.კორეიდან და ამერიკამ ამის შემდეგ უნდა უპასუხოს ფხენიანს.

ომის მოწინააღმდეგეთა არგუმენტებს შორის მეორეხარისხოვანი როდია პეკინის და მოსკოვის შესაძლო პოზიციები ომის შემთხვევაში. ტრამპის აგრესიულ პოლიტიკას, ყველა შემთხვევაში, მოჰყვება თანამედროვე წესრიგის მორღვევა, თუმცა, თუ კონფლიქტში გლობალური მოთამაშეებიც ჩართვებიან, ფართომასშტაბიანი კონფლიქტი და, შესაბამისად, სრული ქაოსიც გარდაუვალია.

კითხვა – კონსტრუქციული იქნება პუტინი თუ, ტრადიციულად, დესტრუქციული, აქტუალურია. ვაშინგტონში არ აქვთ რუსეთის  ჩაურევლობის იმედი. მეტიც, არაერთი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ მოსკოვი ფხენიანს მინიმუმ ირიბად დაეხმარება.

***

ეპოქა, რომელშიც სამყარო აღმოჩნდა 21-ე საუკუნის დასაწყისიდან, ყველასთვის მეტ-ნაკლებად თანაბარ შესაძლებლობებს იძლევა. თანამედროვე ატომური იარაღიც კი, რასაც უხვად ფლობს აშშ, არ არის გადამწყვეტი უპირატესობის საფუძველი. რომც მოხდეს და აშშ-მ სრულიად გაანადგუროს ჩრდ.კორეის ბირთვული მარაგები, ის – აშშ, მაინც ვერ დაამყარებს წესრიგს მანამ, ვიდრე თავად ჩრდ.კორეელი ხალხი არ იქნება ამ ცვლილებების მომხრე. ეს კი, სწორედ იმიტომ, რომ დასავლეთმა დაუშვა ჩრდ.კორეის ამგვარი რეჟიმის არსებობა და შენარჩუნება ათეული წლების განმავლობაში, პრაქტიკულად წარმოუდგენელია. მენტალობის შეცვლა იმ ადამიანებისათვის, ვისი გონებაც უბრალოდ გამორეცხილია, ურთულესია არათუ 2-3 არამედ 10-30 წელიწადშიც კი.

სიმართლეა ისიც, რომ ჩრდ.კორეასთან ომი არ იქნება იუგოსლავიის ან, თუნდაც ავღანეთის კონფლიქტის მსგავსი. დაპირისპირება ფხენიანთან განაპირობებს უზარმაზარ მსხვერპლს ს.კორეაში, მთლიანად რეგიონში და აშშ-შიც კი.

ამ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა შეკავების პოლიტიკა, თუმცა რამდენადაც ჩრდ.კორეის ლიდერ  კიმ ჩენ ინს კატასტროფულად აფრთხობს ხელისუფლების დაკარგვა და, შესაბამისად, ანაღვლებს საკუთარი ბედიც, მან პირველმა შეიძლება მიმართოს დამაბნეველ სამხედრო სტრატეგიას და მეტიც, ასიმეტრიულ მანევრებს, რომელთა შედეგადაც, აშშ, უბრალოდ იძულებული იქნება, ჩაერთოს სამხედრო ესკალაციაში.

თუ ფხენიანი იერიშს მიიტანს სამხრეთ კორეაზე,  აშშ და სხვა მოკავშირეები, ამ შემთხვევაში, ვერ მიატოვებენ პარტნიორებს და, შესაბამისად, კონფლიქტიც გაჩაღდება.

მოცემულ ეტაპზე განიხილება გამოწვევის დაძლევის 5 სცენარი და  არც ერთი მათგანი არ გულისხმობს მრავალმხრივ სამხედრო დაპირისპირებას ჩრდ.კორეასთან. ევროპელთა სტრატეგიაა, რომ ტრამპმაც გააცნობიეროს –  ჩრდილოეთ კორეა “მოწოდების სიმაღლეზეა” და მისი დამარცხება იოლი არ  იქნება.

მნიშვნელოვანია გაეროს უშიშროების საბჭოს პოზიციაც – მისი მუდმივი წევრები უნდა შეთანხმდნენ, რომ გაკონტროლდეს არალეგალური ფული, რომელიც ჩრდ.კორეაში მიედინება და რომლის საშუალებითაც ფინანსდება მისი  ბირთვული პროგრამა. აუცილებელია,  ევროკავშირიც წინ აღუდგეს ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული იარაღების საცდელ გამოყენებას.

აშშ-მა და მისმა პარტნიორებმა უნდა იზრუნონ  ერთობლივი სამხედრო პოტენციალის გაძლიერება ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში, რაც გულისხმობს ბირთვული თავდაცვის პროგრამის დანერგვას აღნიშნულ ტერიტორიებზე.

სასურველია, ორ მხარეს შორის მოლაპარაკებებიც. მსგავსი ურთიერთობის პრაქტიკა აშშ-ს აქვს – ათწლეულების განმავლობაში ვაშინგტონი ესაუბრებოდა კასტროს რეჟიმს იმიტომ, რომ აეცილებინა გლობალური ესკალაცია. ფხენიანთან ამგვარი კომუნიკაციის შემთხვევაში, შესაძლოა, მხარეებმა უკეთ გააცნობიერონ კონფლიქტის მიზეზები და, შესაბამისად, მიიღონ რაციონალური გადაწყვეტილება.