Loader

მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები უკრაინაში

მიმდინარე წლის იანვარში უკრაინის ვერხოვა რადამ მიიღო კანონი, რომელიც სხვა სახელმწიფოების, მათ შორის, აშშ-ს შეიარაღებული ძალებს ნებას აძლევს შევიდნენ ამ ქვეყნის ტერიტორიზე და შესაბამისად, მონაწილეობა მიიღონ დაგეგმილ მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებში.

კანონის მიღებას წინ უსწრებდა პრეზიდენტ პოროშენკოს თხოვნა პარლამენტისათვის, რომელშიც პრეზიდენტი ასაბუთებდა ამგვარი კანონის მიღების აუცილებლობას. რადას 235-მა დეპუტატმა მხარი დაუჭიტა ამ ინიციატივას.

უკრაინისა და აშშ-ს ერთობლივი სამხედრო წვრთნები Sea Breeze-2018 და Rapid Trident-2018 მიმდინარე წელს გაიმართება. Sea Breeze-2018 – ის ფარგლებში აშშ-ს შეიარაღებული ძალების გარდა NATO-ს სხვა სახელმწიფოების ჯარისკაცებიც მიიღებენ მონაწილეობას (2200 სამხედრო, 20-მდე სამხედრო გემი, ხუთი წყალქვეშა ნავი და 20 მოიერიშე თვითმფრინავი და ვერტმფრენი). არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ მრავალეროვნული წვრთნები გაიმართება 2018 წლის განმავლობაში სრულად, ანუ, 365 დღე.

Rapid Trident-2018-ის ფარგლებში მონაწილეობა ასევე მიიღებენ ხსენებული აშშ-ს შეიარაღებული ფორმირებები და ალიანსის სხვა ის სახელმწიფოები, რომლებიც წარმოდგენილები არიან პროგრამაში – “პარტნიორობა მშვიდობისათვის”. ეს წვრთნები 16 დღე გაგრძელდება ივნისიდან ნოემბრამდე და მასში 2 ათასამდე სამხედროს გარდა, სამხედრო ტექნიკა, აგრეთვე, 20 თვითმფრინავი და ვერტმფრენი იქნება წარმოდგენილი.

კანონის თანახმად, 2018 წელს სხვა წვრთნებიც იგეგმება, კერძოდ  – Светлая лавина — 2018, რომლის ფარგლებშიც უკრაინაში უნგრელი, რუმინელი და სლოვაკი სამხედროები ჩავლენ. აგრეთვე გაიმართება მრავალეროვნული წვრთნები Чистое небо — 2018 ამერიკელთა მონაწილეობით და უკრაინელთა და რუმინელთა ორმხრივი წვრთნები – Ривериан — 2018.

პრეზიდენტმა პოროშენკომ რადას გადაწყვეტილების კვალდაკვალ მოაწერა კანონს ხელი – უკრაინისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია  დასავლელი პარტნიორების სამხედროთა დროული ჩამოსვლაც და ისიც, რომ რუსეთმა დაინახოს – ეს ქვეყანა არაა მარტო (და პირისპირ) რუსეთთან; მას დასავლელი პარტნიორები მხარს კვლავაც უჭერენ.

რა საჭირო იყო ამგვარი კანონის სპეციალურად მიღება?.. პასუხი მარტივია – უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, ქვეყნის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნების შეიარაღებული ძალების, აგრეთვე, სამხერო ბაზების  არსებობა-ყოფნა აკრძალულია, შესაბამისად, ყველა ცალკეულ შემთხვევაში, საჭიროა ახალი კანონის მიღება.

რასაკვირველია, რუსეთი, ადრინდელი ყველა სხვა შემთხვევის მსგავსად, გააკრიტიკებს პრეზიდენტის და რადას გადაწყვეტილებებს, თუმცა, ერთია კრიტიკა და მეორე ის, რომ თავად კრემლი სერიოზულად ერევა სხვა ქვეყნების, მათ შორის, უკრაინის სუვერენულ უფლებებში. კიევში მიჩნევენ, რომ დრო, როცა ცენტრი იღებდა გადაწყვეტილებებს, რახანია, გასულია და შესაბამისად, უკრაინას, რომელიც დამოუკიდებლობას იცავს, აქვს სუვერენული გადაწყვეტილებების, მათ შორის, მეგობარი სახელმწიფოების მოწვევის,  უფლება.

აღსანიშნავის ისიც, რომ ხსენებული წვრთნები, რეალურად, სიგნალია პირადად პრეზიდენტ პუტინისათვის, რომელიც უთუოდ დაინახავს, რომ არა მხოლოდ აშშ-ს, არამედ, ალიანსის ბევრი სხვა სახელმწიფოს სამხედროებიც მიიღებენ მონაწილეობას ამ წვრთნებში.

 

multinational military exercises in Ukraine

The Verkhovna Rada of Ukraine in January this year passed a law authorizing the admission of units of the armed forces of other states, including the United States, on the territory of the country in 2018 to participate in multinational military exercises. Prior to this, the President of Ukraine Petro Poroshenko asked the Verkhovna Rada to approve his decision to admit troops of foreign troops to Ukraine to participate in the exercises in 2018 and the Rada, and specifically 235 Ukrainian parliamentarians at the meeting supported the initiative.

It is about carrying out this year Ukrainian-American exercises “Sea Breeze-2018” and “Rapid Trident-2018”.

Within the framework of the multinational exercises Sea Breeze-2018 it is proposed to allow the admission of military units of the United States, other NATO member states (up to 2,200 military, up to 20 ships, up to five submarines, up to 20 aircraft and helicopters) and, importantly, for up to 365 days in January-December 2018 in the framework of multinational exercises for the training of Ukrainian military forces.

Within the framework of the “Rapid Trident-2018” exercises it is proposed to allow the admission of military units of the United States, other NATO member states and the states-participants of the Partnership for Peace program (up to 2,000 servicemen with weapons and military equipment, up to 20 aircraft and helicopters) 16 days in June-November 2018.

According to the adopted law, in 2018, it is planned to conduct a multinational exercise “Bright Avalanche – 2018”, within the framework of which military from Hungary, Romania and Slovakia will arrive in Ukraine, the multinational exercises “Clear Sky – 2018” with the participation of US military and Ukrainian-Romanian exercises “Rivierian – 2018”.

President of Ukraine P.Poroshenko did not hesitate on this issue and signed this law on January 29, 2018, because the presence of Western military personnel is extremely important for Ukraine, first of all to show Russia – Ukraine is not left without support by its Western partners.

On the other hand, why such a law is needed? The answer is simple – according to the Ukrainian legislation, the functioning of any military formations not provided for by law is prohibited on the territory of the country. Also, Ukraine does not allow the deployment of foreign military bases, therefore foreign troops are admitted to the country every time by a special law on the proposal of the President.

Undoubtedly, Russia, as before, will criticize the decision of both President P.Poroshenko and the Verkhovna Rada of Ukraine, but one thing the critic, and the other is that the Kremlin seriously interferes in the sovereign decisions of another state. In Kiev, it is believed that the time when the center dictated the policy, passed, and Ukraine, which defends independence, the right to independently invite friends.

It should be separately noted as an important factor that the conduct of the above-mentioned exercises in Ukraine is also a signal personally to the President of Russia V.Putin, since participation of US servicemen in one of them, and another one of the military from many European NATO states, is one thing