Loader

დაყავი და იბატონე

რა ღირს ურთიერთობების გაფუჭება მინსკსა და კიევს შორის?

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ოფიციალურ მინსკსა და ოფიციალურ კიევს შორის დიპლომატიური ურთიერთობები მშვიდად ვითარდებოდა. ორივე ქვეყნის ლიდერებს ესმოდათ, რომ რუსეთი  ყოველთვის კი  ეცდებოდა მეზობლების ირთიერთიერთობების დაძაბვას, მაგრამ, დაუშვებელი იყო კრემლის პროვოკაციებზე აყოლა. თუმცა, ბოლო პერიოდი ადრინდელს ამ მხრივ არ ჰგავს.

აღსანიშნავია, რომ ბელორუსი მნიშვნელოვან როლს ასრულებს დონბასის შესახებ მოლაპარაკებათა პროცესში. ლუკაშენკომაც – ბელორუსის პრეზიდენტმა, კარგად მოირგო “მშვიდობისმყოფელის” როლი. “მინსკი გარდაიქმნა მშვიდობის ასპარეზად და ეს ძალიან კარგია, თუმცა, უფრო მნიშვნელოვანია მშვიდობა დონბასში და ის, რომ შედეგს მივაღწიოთ ამ პროცესში”,  – აცხადებდა ლუკაშენკო.

სიმართლე ითქვას, მინსკის მოლაპარაკებებს წარმატებულს ძნელად თუ ვუწოდებთ, “ნორმანდიული ოთხეულის” ლიდერები ხვდებოდნენ, თანხმდებოდნენ, მაგრამ, მორიგი რაუნდების დასრულებისთანავე რუსეთი სეპარატისტთა მხარდაჭერასაც აგრძელებდა და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიასაც.

ყველა ქვეყანა, რომელიც დაინტერესებულია კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში, რუსეთის ამ სტრატეგიაზე ყოველთვის ამახვილებდა ყურადღებას, თუმცა, ამ ქვეყანათა შორის არასოდეს ყოფილა ბელორუსი, რომელიც, განსაკუთრებით 2017 წლის დასაწყისიდან, სულ უფრო ხშირად უჭერდა მხარს სწორედ რუსეთს; ნებსით თუ უნებლიეთ უარს ამბობდა მიუკერძოებელი შუამავლის როლსა თუ ფუნქციაზე სამშვიდობო მოლაპარაკებებში.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ხვდება, “батька” ლუკაშენკო არაა დამოუკიდებელი ფიგურანტი ამ საჭადრაკო დაფაზე, მინსკის ამგვარი პოზიცია, ბუნებრივია, მაინც აისახება ბელორუსისა და უკრაინის ურთიერთობებზე. ლუკაშენკო, ფორმალურად მაინც, დამოუკიდებელი ქვეყნის ლიდერია და კიევში სამართლიანად სწყინთ მეზობლის აშკარად პრო-რუსული პოზიციები.

რასაკვირველია, პუტინის პოლიტიკა აგრესიისა და ომის პოლიტიკაა, თუმცა, პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტი საკმაოდ წარმატებით იყენებს ძველ და გამოცდილ – დაყავი და იბატონეს სტატეგიას და ამ შემთხვევაში გავლენას ახდენს სწორედ ლუკაშენკოზე, შედეგად კი ანგრევს ურთიერთობებს ბელორუსსა და უკრაინას შორის.

იმ მიზეზით, რომ ლუკაშენკოს ბელორუსი არ ასრულებს ნეიტრალური შუამავლის როლს და პირიქით – სულ უფრო ხშირად უჭერს მხარს აგრესორ რუსეთს, უკრაინის ხელისუფლება იძულებულია, ინიცირება გაუკეთოს “მინსკის პროცესის” სხვა, უფრო ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადატანის საკითხს.

ამგვარი ახალი სივრცე შეიძება იყოს ასტანა, მით უფრო, რომ ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევი სულაც არაა წინააღმდეგი, შეასრულოს შუამავლის როლი რუსეთსა და უკრაინას შორის.

ამავე დროს, ლუკაშენკო, სავარაუდოდ, ხვდება, რომ თუ მინსკს წაერთმევა მშვიდობის სივრცის ფუნქცია, ბელორუსი იმ მომხიბვლელობასაც დაკარგავს, რომელიც მას ხელოვნურად აქვს მინიჭებული. მეორე მხრივ, ლუკაშენკოს აღარაფრის შეცვლა აღარ შეუძლია – პიროვნულად სწორედ იგია დამნაშავე იმაში, რომ კიევი მას აღარ ენდობა.

თავის მხრივ, პოროშენკო – ლიდერი ქვეყნისა, რომელიც აგრესორთან ომში საკუთარ დამოუკიდებლობას იცავს, იძულებულია, უპასუხოს მეზობელი ქვეყნის გახშირებულ არამეგობრულ ქმედებებს. რუსეთის სპეცსამსახურების მიერ გაკონტროლებული ბელორუსის პოლიტიკა იძლევა ობიექტურ საფუძველს, რომ უკრაინამ ამ ყველაფერს მათ შორის ასიმეტრიული ქმედებებითაც უპასუხოს.

ეს ეხება არა მხოლოდ მოლაპარაკებათა ლოკაციას, არამედ, ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებსაც. კიევში აცხადებენ, რომ შეიძლება გადახედონ უკრაინის გავლით ნავთობპროდუქტების   და ბელორუსული პროდუქციის ექსპორტ/რეექსპორტის საკითხებს. ეს საკითხები კი ძალიან მნიშვნელოვანია ბელორუსისათვის.

დავუბრუნდეთ მინსკის მოლაპარაკებების პროცესს – როგორც ყაზახეთის ლიდერმა ნაზარბაევმა განაცხადა, აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა, მასთან შეხვედრისას წამოჭრა მინსკის ჩანაცვლების საკითხი. რა არის  ტრამპის ინიციატივის მიზეზი? ალბათ მხოლოდ ის, რომ აშშ-შიც ესმით, მინსკის მოლაპარაკებებს შედეგი არ მოაქვს.

სხვათა შორის, ბელორუსის ლიდერები ცოტა გაღიზიანდნენ, როცა ტრამპის ეს ინიციატივა მოისმინეს – მაგალითად საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკეიმ განაცხადა, რომ: “უკრაინის შესახებ მოლაპარაკებების გადატანა ანტარქტიდაზეც შეიძლება თუ გვექნება რწმენა, რომ მოლაპარაკებები წარმატებული იქნება. ამ რწმენის გაჩენისათვის კი საჭიროა კიდევ სხვა რწმენა, რომლის თანახმადაც, ჩართული ყველა მხარე, აგრეთვე, დაინტერესებული მხარეები გულრწფელად იყვნენ მოწადინებილნი, რომ დასრულდეს სისხლისღვრა”.

რასაკვირველია, საგარეო მინისტრი “მართალია”, თუმცა, ის მალავს მთავარს – მინსკში პროგრესი არც ყოფილა და არც იქნება, ყოველ შემთხვევაში მანამ, ვიდრე ყველა მონაწილე სახელმწიფო ბელორუსის ჩათვლით არ აღიარებს, რომ რუსეთი არაა დაინტერესებული დონბასში ვითარების განმუხტვასა და კონფლიქტის დარეგულირებაში. დასავლეთის მხრიდან პუტინის პოლიტიკაზე თვალის დახუჭვა მას – პუტინს უხსნის ხელ-ფეხს, რომ გააგრძელოს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და მეორე მხრივ, მიმართოს დაყოფისა და ბატონობის უკვე ხსენებულ პოლიტიკას.

 

Divide and rule!

What is really behind the “cooling” in relations between Minsk and Kiev?

After the collapse of the Soviet Union, diplomatic relations between Minsk and Kiev have always developed quite calmly. The leaders of both countries understood that it would always be advantageous for Russia to undermine the relations of its neighbors, but the provocation of the Kremlin should not be succumbed. But, in the last period everything goes somehow not as it was before.

It is noteworthy that Belarus plays an important mediating role in the talks on the Donbass at the present stage. Yes, and the Belorussian President A. Lukashenko, it would seem, fully got used to the role of “peacemaker”. “Minsk sounded like a platform of peace and peace, it’s good, but it’s not the main thing. The main thing is that the world should be in the Donbas, and that here more or less something is achieved, “A. Lukashenko said.

However, in truth, negotiations in Minsk can not be considered successful. The leaders of the “Normandy Four” met and agreed, but after the completion of the next rounds of negotiations, Russia has always continued to support separatists and aggression against Ukraine. All countries that are interested in a peaceful resolution of the conflict have always pointed to this strategy of Russia, except for Belarus, which, especially from the beginning of 2017, increasingly supports the Kremlin’s policy and willingly or unwillingly abandons the role of an impartial mediator in peace talks.

Such a position of Minsk naturally affects the relations between Ukraine and Belarus, and although everyone understands that the “father” is not quite an independent player on this chessboard – and this is the work of Moscow, nevertheless, Kiev rightfully takes offense at A.Lukashenko – a formal leader of an independent state.

Undoubtedly, Putin’s policy is a policy of aggression and war, but besides that, the President of Russia continues to use, with success, the old proven imperial reception – “Divide and Conquer” and, influencing the policy in this case, A.Lukashenko, destroys the relations between Ukraine and The Republic of Belarus.

For the reason that the official Minsk does not have the moral role to play a neutral intermediary in such conditions and, on the contrary, acts on the side of the aggressor, Kiev practically has to initiate the issue of transferring the “Minsk Process” to another, more neutral ground. Astana can become such a new platform, especially since the President of Kazakhstan, N.Nazarbayev, does not mind playing the role of an intermediary between Russia and Ukraine.

At the same time, A.Lukashenko most likely understands that if Minsk is deprived of the function of the World site, it will lose that international attraction, which, in truth, was created absolutely artificially. But, on the other hand, in the current situation, LUKASHENKO can not change anything – formally he, and no one else, is guilty of the fact that Kiev does not trust him.

For his part, P.Poroshenko – the leader of the country, which defends its independence in the fight against the brutal aggressor, simply has to react to the systematic unfriendly actions of the Belorussian leadership. After all, the policy of Minsk completely dependent on the Russian special services creates objective prerequisites for Ukraine to apply asymmetrical steps, including. And this concerns not only the issue of location of the “Normandy Four” negotiations, but also foreign economic relations between the countries. As Kiev makes it clear that the issue of export of petroleum products to Ukraine, as well as transit through Ukraine and through Ukrainian ports of Belorussian products exported to third countries, can be revised. Namely, these segments are now critically important for Belarus.

Let’s return to the issue of negotiations in Minsk – as the President of Kazakhstan N.Nazarbayev stated, the US President D.Trump during the meeting with him stated the necessity of transferring the negotiations on the settlement of the conflict from Minsk. What does Trump’s initiative say? Only that in the US they understand that the numerous negotiations on this site did not bring results?

By the way, this step also irritated the Belorussian politicians, for example, the Foreign Minister of Belarus V.Makey said: “Negotiations on Ukraine can be moved to Antarctica if there is confidence in their success. But for the emergence of this confidence, it is necessary that all parties involved in the conflict, as well as supposedly “foreign” but very interested states, are sincerely committed to stopping the bloodshed. “

The head of the Belorussian Foreign Ministry is certainly “right”, however he hides the main thing: in Minsk there has been no progress and will not be until all states, including Belarus, are recognized publicly that Russia is not interested in a real settlement of the situation in the Donbass. After all, the possible continuation of the West’s use of the policy of “closing eyes” to very obvious things will practically untie the hands of V.Putin who, with the connivance of the world community, can continue to use aggression with impunity, as an instrument for “forcing peace”, adhering to the favored policy of separation and domination .