Loader

Батька, რომელსაც რუსეთის ეშინია?

რუსეთის მედიაში სულ უფრო ხშირად ჩნდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ლუკაშენკო – ბელორუსის ლიდერი, კარგად შეეწყო პუტინს და, შესაბამისად, ბელორუსის პოლიტიკაც სულ უფრო პრორუსულია.

სიმართლე ითქვას,  “батька” ლუკაშენკოს არც არასოდეს აღიქვამდნენ ანტირუს ლიდერად, და მისი ბალანსის პოლიტიკის გამართლება ყოველთვის შეიძლებოდა – რუსეთი, უზარმაზარი და თან აგრესორი მეზობელია და ბელორუსის გარდა საბჭოეთის ყოფილ ტერიტორაზე არაერთი სხვა სახელმწიფოცაა, რომელიც  იძულებულია, უარი თქვას მისთვის სასარგებლო, პრაგმატულ პოლიტიკაზე.

თუმცა, ერთია “ბალანსი” და მეორეა – საგარეო პოლიტიკა, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტს. ლუკაშენკოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები რელევანტურს ხდის მოსაზრებას, რომ ამ ქვეყნის ხელმძღვანელობა დამოუკიდებელ პოლიტიკაზე უარს აცხადებს და ბოლომდე ემორჩილება კრემლს. შესაბამისად, თუ ეს ასეა – გამოდის, რომ  ლუკაშენკო არის თოჯინა პუტინის ხელში და ზუსტად ისევე ჰყიდის ქვეყნის დამოუკიდებლობას, როგორც ეს იანუკოვიჩმა – უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა გააკეთა. ბელორუსის ლიდერი ზუსტად ისე ვეღარ იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს, როგორც მისი სეხნია ზახარჩენკო დონბასიში.

იცის რა, რომ 2018 წლის არჩევნების შემდეგ, პუტინმა, შეიძლება არც შეასრულოს საკუთარი ფინანსური დაპირებები, ლუკაშენკო ლავირებასაც ცდილობს, კერძოდ, თუ პუტინი მას მართლაც არ დაეხმარება, მან შეიძლება კიდევ ერთხელ სცადოს საგარეოპოლიტიკური კურსის ცვლილება, თუმცა, მან ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ პუტინს უკვე აქვს მისი ამ ქმედებების შეჩერების გეგმა, რომელიც სულაც არ გამორიცხადვს ხელისუფლებიდან მის ძალით ჩამოცილებას.

ბელორუსის სპეცსამსახურები გაჯერებულია ФСБ-ს კადრებით და ისინი მზად არიან, ნებისმიერ დროს გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ბელორუსს შეარყევს. ამ ნაბიჯთა შორის, ცხადია, არის ზეგავლენა ლუკაშენკოზე და, აგრეთვე, ზემოქმედება იმ მოქალაქეებზე საკუთრივ ბელორუსში, რომლებიც ადამიანის უფლებებზე ამახვილებენ ყურადღებას.

ამ კონტექსტში გასახსენებელია 2017 წლის გაზაფხული, როცა ლუკაშენკომ განაცხადა, რომ დაკავებულია ათეულობით “ბოევიკი”, რომლებიც დასავლეთის სპეცსამსახურების დახმარებით, მინსკში პროვოკაციებს გეგმავდნენ. ცხადია, ეს იყო ტყუილი, თუმცა, ბელორუსის ლიდერმა დამატებით ისიც აღნიშნა, რომ ამ “ბოევიკთა” მომზადების ბანაკები მდებარეობდა… უკრაინაში. “ჩვენ ამ საათებში დავაკავეთ ათეულობით დივერსანტი, რომლებიც იარაღით ხელში პროვოკაციებს გეგმავდნენ ჩვენთან”, – განაცხადა მაშინ ლუკაშენკომ.

აღსანიშნავია, რომ ლუკაშენკომ პირდაპირ დაადანაშაულა სწორედ უკრაინა და მას არ გაუთვალისწინებია ის ფაქტი, რომ უკრაინა მეზობელი სახელმწიფოა… ის ქვეყანა, რომლის შესახებაც “ნორმანდიული ოთხეულის” ლიდერები მსჯელობენ მინსკში. მაშინვე ცხადი გახდა, რომ მოსკოვი პრაქტიკულად აიძულებს მინსკს, რომ ამ უკანასკნელმა ნეიტრალური სახელმწიფოს როლი კი არ მოირგოს, არამედ, მისი – მოსკოვის მხარდამჭერი პოზიცია ნათლად და ცალსახად დაიჭიროს.

მიმდინარე წელს ბევრი გაოცდა იმის გამო, რომ ლუკაშენკომ სწორედ უკრაინის და ბალტიის მიმართულებით სახელმწიფო საზღვრების გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყნის მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ქვეყანა 2018 წლის 23 თებერვლამდე გააუქმებს სახელმწიფო საკონსულოს  ოდესაში.

ამასთან დაკავშირებით რუსეთის მედიაში მყისიერად გაჩნდა პუბლიკაციები, რომელთა პათოსიც ასეთია: “გამოცდილმა ლუკაშენკომ იცის ვისგან დაიცვას საკუთარი სახელმწიფო და რუსეთი მათ შორის (თავდამსხმელთა შორის) სულაც არაა”.

გამოდის რომ, ლუკაშენკო თავს იცავს უკრაინისაგან. ამასთან, რუსულმა მედიამ ყურადღება იმ ფაქტზე გაამახვილა, რომ უკრაინა რუსეთთან საბაჟო კონტროლის გამკაცრებაზე მიდის, ხოლორუსეთ-ბელორუსს შორის არსებობს განსაკუთრებული საბაჟო ურთიერთობები ხოლო ეს კი ბელორუსს საკმაოდ მომგებიან ვითარებაში ამყოფებს, რომლებზეც მინსკი უარს ვერ იტყვის კიევის “ახირების” გამო. ეს “ბოდვა” იმითაც ბათილდება, რომ უკრაინა და ბელორუსი დიდი ხნის პარტნიორები არიან და კიევთან ურთიერთობის გაწყვეტა არ შეიძლება შედიოდეს მინსკის ინტერესებში.

მაშ, რა ხდება?

სავსებით ცხადია, რომ ამგვარ რადიკალურ გადაწყვეტილებებს ლუკაშენკო დამოუკიდებლად არ იღებს. საკითხავი მხოლოდ ისაა, როგორ ახერხებს პუტინი მასზე ზეგავლენის მოპოვებას?

პასუხი, პრინციპში, ზედაპირზეა – ლუკაშენკოს კონტროლისათვის  რუსეთის ФСБ – მ შექმნა ე.წ. “ოპერატიულ-ანალიტიკური” ცენტრი, რომელიც არა მხოლოდ ბერკეტია ლუკაშენკოს წინააღმდეგ, არამედ, აქვს შესაძლებლობა, უმოკლეს დროში მოახდინოს დესტაბილიზაცია ქვეყნის შიგნით. მოახდინოს იმიტაცია, რომ, თითქოს, უკანონო ფორმირებები გადაადგილდებიან ქვეყანაში და გამოიყენოს სხვა შესაძლებლობები ხელისუფლების შესაცვლელად.

ეჭვგარეშეა, ადრე თუ გვიან, ლუკაშენკო უნდა წავიდეს პოლიტიკიდან და ეს ყველას კარგად ესმის, თუმცა, დღეის მდგომარეობით, როცა მთავრობის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა ძალიან მცირეა, წარმატებული “მეიდანის” მოწყობა მინსკში წარმოუდგენელია. გასაგებია ისიც, რომ რევოლუციის გამარჯვებისათვის ქვეყანას სჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი პოლიტიკური სხვა ძალები, რომლებიც, ამასთან, საპარლამენტო პარტიები იქნებიან. გასაგებია ისიც, რომ მინსკის “მეიდანისათვის” აუცილებელია დასავლეთის სერიოზული და ავტორიტეტული მხარდაჭერაც.

აი, სწორედ აქაა დამარხული ძაღლის თავი.  მოსკოვი მინსკს ესაუბრება დაახლოებით ასე: “თუ შენ – ლუკაშენკო, არ გაატარებ პრორუსულ პოლიტიკას, ჩვენ მინსკში ხელოვნურად შევქმნით იმ ვითარებას, რომელიც შებს ხელისუფლებას შეარყევს.  დასავლეთი შენ არ დაგიჭერს მხარს და ეს იქნება პრორუსული და არა პროდასავლური სცენარი და მოხდება სწორედ “პრორუსული” გადატრიალება.

აი, ეს აშინებს ლუკაშენკოს, რომელმაც შესანიშნავად იცის, რომ პუტინი, თუ ის რამეს გადაწყვეტს, წამსვლელია გადატრიალებაზე და მიუხედავად იმისა, რომ რთული წარმოსადგენია, ის – პუტინი, ხელს შეუწყობს ლუკაშენკოზე პრორუსი პოლიტიკოსის ხელისუფლებაში მოყვანას.

 

BATKA who is afraid of Russia?

In the Russian media, information is increasingly emerging that the President of Belarus Alexander Lukashenko has recently increasingly played up to President Vladimir Putin of Russia, and Belarus’ foreign policy has become increasingly pro-Russian.

To be honest, Lukashenko’s “father” was never perceived as an anti-Russian leader and his balance policy could be justified, because Russia is a huge neighbor-aggressor, which many countries in the post-Soviet space compel to abstain from a politicist policy and Belarus is no exception. However, the balance policy is one thing, and the other is foreign policy, which jeopardizes the sovereignty of the state.

Recent decisions A. Lukashenko suggest that the leadership of Belarus refuses to pursue an independent policy and completely surrenders its fate to the Kremlin. Hence, the conclusion suggests that A.Lukashenko turned out to be just a puppet of V.Putin’s hands, selling the independence of Belarus, as the Ukrainian President V. Yanukovych. The current President of Belarus has virtually lost the opportunity to make independent decisions and has become a regular Kremlin project as his namesake A. Zakharchenko in Donbass.

Of course, the Belorussian President tries to win in these conditions, because he understands that after the elections of 2018, Putin may fail to fulfill his financial promises, therefore, for certain it will try to use this factor in the future as a pretext for changing the foreign policy course of Belarus towards the West. However, he should take into account that Putin already unequivocally has a plan to counteract these intentions, including by eliminating the “batka” from power by force. After all, the special services of Belarus for today are actually a branch of the FSB and they are ready at any time to implement various scenarios both for “effective” impact on A. Lukashenko himself and for suppressing the remainder of the rights and freedoms of the people of Belarus. In this context, the spring of 2017 when the President of Belarus A. Lukashenko announced the detention of dozens of militants who allegedly prepared provocations with the support of Western special services. In addition, “Father” separately noted that most of the camps for their preparation were on the territory of … Ukraine. “We literally detained a couple of dozens of militants who were preparing a provocation with weapons during these hours,” the President of Belarus said. It should be noted that A.Lukashenko almost directly accused Ukraine of supporting militants, and this is when it comes to the country-neighbor, the die in Minsk there are meetings of the “Norman Four” on the settlement of the situation in the Donbas. Even then it became clear that Russia literally requires Minsk to adhere not to the status of a neutral state, which comes out with the position of the World in the conflict between the two countries, but to take a clear, vividly expressed pro-Russian position. This year A.Lukashenko was surprised by another sharp step. On strengthening the protection of the state border in 2018.

In this regard, the Russian media immediately wrote – the highly experienced Belarusian “batka” knows from whom it is necessary to defend themselves – and this is not Russia at all. So, it turns out that the “father” is protected from Ukraine?

At the same time, the Russian media made an “accent” on the fact that “Ukraine is betting on the tightening of the customs policy with Russia, while Belarus is acting with a special customs regime within the framework of the Russian-Belorussian customs union. Economically and politically, it gives Minsk very good bonuses, which can not be refused to please Kiev’s desires “– reading this nonsense, it should be noted that Ukraine and Belarus – long-standing partners in the economic sphere and breaking trade relations with Kiev objectively can not be Minsk’s wineries. So what happens? It is clear that Lukashenko does not take such harsh decisions. Some kind of intrigue only in how V. Putin manipulates this process, and the answer lies literally on the surface.

In order to retain control over A.Lukashenko, the FSB of the Russian Federation unjustifiably created an operative analytical center in Belarus, which not only serves as a lever of influence on A.Lukashenko, but can promptly artificially destabilize the internal situation in Belarus, simulate the activity of illegal armed groups and to use other means for a violent change of power. Certainly, sooner or later A.Lukashenko must leave and this is understood everywhere, including in Moscow. To date, in a city where the opponents of the current government are a minority, the Maydan is virtually impossible (more precisely, its victory is impossible, as it was in Kiev). It is clear that the victory of the Revolution in the country should be made by independent and independent political forces, and they should be parliamentary parties. It is clear that the Minsk “Maidan” needs serious and authoritative support from the West, which would not allow the current authorities to sweep it by force. This is the whole “catch”, because the Kremlin points to Minsk as follows: “If you do not pursue a more pro-Russian policy, we will remove all barriers and in Minsk we initiate irreversible processes in which, unlike in Kiev, the West is supporting you there will not be a coup  the country, however, the “Russian one” will be inevitable. “This frightens President A.Lukashenko, who knows perfectly well that V.Putin, if he decides to do so, is quite capable of making a coup in Belorussian and, though it is difficult to imagine, but to bring him to replace even more “pro-Russian” leader with all the ensuing consequences …