Loader

ურთიერთობები რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის

ყველასთვისაა ცნობილი, რომ რუსეთი რომ სისტემატურად არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს. ეს განსაკუთრებით თვალხილულია აწ უკვე დამოუკიდებელი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებისათვის, რომლებმაც იციან, რომ სწორედ რუსეთია “ბოროტების იმპერიის” სამართალმემკვიდრე.

სამწუხაროა, მაგრამ, ფაქტია, რომ რუსეთი კვლავაც ინარჩუნებს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე ზეწოლის მექანიზმებს.  ცხადია, ისიც, რომ გარდა ევროპაში ინტეგრირებული ბალტიის სახელმწიფოებისა, მხოლოდ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ცდილობენ, არ ითამაშონ რუსეთის თამაში, ხოლო უკლებლივ ყველა  სხვა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს, რუსეთის ინტერესების  გაითვალისწინება მაინც უხდება.

რასაკვირველია, უპირველეს ყოვლისა ეს შუა აზიის სახელმწიფოებზე უნდა ითქვას. ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ყაზახეთი და თურქმენეთი აცნობიერებენ, რომ პუტინს, აქვს რა  “გრძელი ხელი”  და ეყრდნობა რა ამ ქვეყანებში “გადასროლილ” აგენტებს,  ნებისმიერ დროს შეუძლია დესტაბილიზაციის მოწუობა ამ სუვერენულ სახელმწიფოებში. პრინციპში, ეს სხვა სახელმწიფოებისათვისაც ცნობილია – არადემოკრატიული ბელარუსი რუსეთს სულ უფრო ხშირად უფრთხის. სომხეთი, რომელსაც საუკუნოვანი კონფლიქტი აქვს თურქეთთან და მიმდინარე და ჯერაც დაუსრულებელი – აზერბაიჯანთან, იძულებულია, ითამაშოს კავკასიის რეგიონში რუსეთის ყველაზე საიმედო პარტნიორის როლი.

რუსეთს გარკვეული სიფრთხილით უყურებს ბუნებრივი რესურსებით მდიდარი კიდევ ერთი პოსტსაბჭოთა სამხრეთ კავკასიის ქვეყანა – აზერბაიჯანიც. ბაქოში იციან, რომ თუ რუსეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ღიად დაუჭერს მხარს სომხეთს,  ამ რეგიონის დაბრუნებაზე ოცნებაც კი ცოდვად ჩაითვლება. ამავდროულად, ბაქოში ესმით ისიც, რომ რუსეთი არასტაბილური და არასანდო პარტნიორია. შესაბამისად, აზერბაიჯანი სავსებით ადეკვატურად აფასებს იმასაც, რომ კრემლი, ხელმძღვანელობს რა მხოლოდ საკუთარი ინტერესებით, ცდილობს, ზეგავლენა მოახდინოს ბაქო-თბილისის და ბაქო-კიევის ურთიერთობებზეც.

***

არც თუ დიდი ხნის წინ, ბაქოში ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ რუსეთის ფედერაცია სისტემატურად არღვევს მასზე დაკისრებულ საერთაშორისო ვალდებულებებს. კონკრეტულ შემთხვევაში, ვსაუბრობთ რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ შეთანხმებაზე, რომელიც სამხრეთ კავკასიის ამ სახელმწიფოში სამხედრო დანიშნულების ტვირთების მიწოდებას ეხება. რუსეთმა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, უხარისხო, უვარგისი პროდუქცია მიაწოდა აზერბაიჯანს და შედეგად, ამ ქვეყნის წარმომადგენლების კრიტიკაც კი დაიმსახურა.

რაოდენ უცნაირიც არ ინდა იყოს, ჩიხში მოქცეულმა რუსეთმა, ეს ვითარებაც კი,  სათავისოდ მოატრიალა და გამომდინარე იქიდან, რომ მის მიერვე მიწოდებული უვარგისი სამხედრო ტექნიკა შესაბამის შეკეთებას მართლაც საჭიროებს, მოსკოვმა ბაქოს ახალი, ამჯერად უკვე ტექნიკის შეკეთების კონტრაქტები შესთავაზა.  შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბაქოს, პრინციპში, სხვა გზა არც დარჩენია და ერთგვარად იძულებულია, ხელი მოაწეროს კონტრაქტებს არასანდო და არასტაბილურ პარტნიორთან.

თავის მხრივ, რუსეთის ეს მზაკვრული სტრატეგია ბალანსის პოლიტიკის ნაწილია. ამავე სტრატეგიის თანახმად, რუსეთმა, მაქსიმალური ფინანსური სარგებელი უნდა მიიღოს აზერბაიჯანისაგან და თან ისე, რომ ამ ქვეყანამ  გადამწყვეტი უპირატესობაც არ მოიპოვოს სომხეთთან დაპირისპირების დროს. ანუ, რა გამოდის  – რუსეთი თითქოს ეხმარება აზერბაიჯანს, მაგრამ, ეს დახმარება მხოლოდ ფორმალურია და ის მხოლოდ კრემლისათვისაა ხელსაყრელი.

მეორე მხრივ, რუსეთიდან სამხედრო ტვირთის მიღება  აზერბაიჯანის ინტერესებშია თუმცა, ამის გამო გვარიანადაა შეშფოთებული… ერევანი! სომხეთში იციან, რომ ბაქო უხარისხო იარაღს იღებს, თუმცა, ნერვიულობენ თემაზე… ვაი თუ… მართლაც –  ხომ არ შეცვლის მოსკოვი სტრატეგიას და ხომ არ უგანებს-უღალატებს მის ოდინდელ პარტნიორ სომხეთს აზერბაიჯანთან დაპირისპირების პროცესში?

***

ამ კუთხით განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ბაქოსთან და ერევანთან ურთიერთობის ფორმირებისას, თუ რამ უარყოფით ხდება, მოსკოვი ყვლაფერს აბრალებს არა საკუთარ თავს, არამედ, წარმოიდგინეთ და… კიევს.

მაგალითად, როცა მას – მოსკოვს, ბაქოსთან უხდება თავის მართლება უხარისხო სამხედრო ტექნიკის მიწოდების გამო, ალიევის ხელისუფლებას მოსკოვი უცხადებს, რომ უკრაინამ ვერ შეასრულა საკუთარი ვალდებულებები თვითმფრინავ-ამფიბია Бе-200ЧС-ისათვის  ძრავა Д-436ТП მიწოდების კუთხით. ამ თვითმფრინავს აწარმოებს ტაგანსკის საავიაციო-ტექნიკური კომპლექსი და  Dubai Air Show-ს პრეზენტაციაზე მის მიმართ ინტერესი მათ შორის აზერბაიჯანმაც გამოხატა.

ცხადია, რისეთი ბაქოს არ  იმის შესახებატყობინებს იმ ფაქტს, რომ, თავადაა დამნაშავე უკრაინის საწარმო “ივჩენკო-პროგრეთან” დადებული კონტრაქტის ცალმხრივად დარღვევაში.

რეალურად კი საქმის ვითარება ამგვარია – რუსეთისაგან და კონკრეტულად საწარმო “სატურნისაგან”და პერმის მოტომშენებელი კომპლექსისაგან (რომლის პროდუქციაც ტექნიკური და საფასო გათვლებით ყველზე ცუდია) განსხვავებით, უკრაინის ავიამშენებელი საწარმოები მიუხედავად რუსეთის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევისა, ეფექტურად ვაჭრობენ საზღვარგარეთთან. ამას ადასტურებს საუდის არაბეთთან დაწყებული წარმატებული თანამშრომლობაც, რომლის მიზანიც არის თვითმფრინავთმშენებელი იმ ქარხნის გამართვა, რომელიც, თავის მხრივ, რუსეთისგან დამოუკიდებლად მოახერხებს Ан-132 – ის წარმოებას.

უკრაინის წარმატებები ამ სფეროში, რუსეთს, ცხადია, აღელვებს და ამიტომაც კრემლი  უკრაინული კონკურენტის თავიდან ჩამოცილებას ისახავს მიზნად. შესაბამისად,  კრემლი ეძებს მიზეზებს, რომლებსაც უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენებს და გაწყვეტს ყველა კავშირს ხსენებულ უკრაინასთან.

ამ კონტესტში, რუსეთის ფედერაცია განიხილავს ინჩენკო-პროგრესის მიერ დამუშავებული ძრავა  Д-436ТП-ის ჩანაცვლებას სხვა რომელიმე ძრავით. ანალოგებს შორის განიხილება რუსულ-ფრანგული ძრავა  SAM-146  ან რუსული  ПД-9.

ამ ვითარების გათვალისწინებით, თვითმფრინავ Бе-200ЧС-ს წარმოების საქმეში რუსეთს უკრაინული მხარის დისკრედიტაციის საშუალება ეძლევა. კერძოდ, რუსეთის მიზანია, ჩაშალოს უკრაინის მხარის ყველა კონტრაქტი და არგუმენტად ის იშველიებს იმას, რომ, უკრაინა ვერ ასრულებს უკვე არსებულ საკონტრაქტო ვალდებულებებს.

დაუჯერებს თუ არა ბაქო მოსკოვს ამ შემთხვევაში, არავინ იცის. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბაქოს აქვს მოსკოვთან ამგვარი ურთიერთობის მწარე გამოცდილება და მას (ბაქოს) თავის დროზე არც კრიტიკა დაუშურებია მოსკოვის მიმართულებით (რუსული ტანკის Т-90С – ის და “სმერჩის”, აგრეთვე, БТР-82А-ების, ვერტმფრენების – Ми-35- ის, ტყვია-წამლისა და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევების აზერბაიჯანისათვის მიწოდება).

დრო კი გვიჩვენებს, მაგრამ კრემლის ქმედებები პარტნიორებთან ადრე თუ გვიან მთელ რუსეთზე აისახება. საქმე ცუდად ექნება არა მხოლოდ მხოლოდ რუსეთის ფედერაციისაც, რომლებსა პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, არამედ, იმ ე.წ. მეწარმეებსაც, რომლებსაც კიდევ დიდხანს მოუწევთ კრემლის გავლენის გამო მათ მიერვე დაშვებული შედომების გამოსწორება და ცოდვათა ჩამორეცხვა.

 

On the relations between Russia and Azerbaijan.

The fact that the Russian Federation systematically violates its international obligations is known to all. But especially in this regard attention in the now independent post-Soviet states, ie. on those spaces where it is well remembered that it is in all respects that Russia is the direct successor of the Empire of Evil.

Unfortunately, today Russia maintains reliable levers of influence in the post-Soviet space and it is quite obvious that, apart from the long-integrated Baltic countries, only Ukraine, Georgia and Moldova try not to dance to the tune of Moscow, while the remaining states, formerly part of the USSR, both or otherwise, try to take into account the interests of Russia.
Of course, first of all, this can be said about the countries of Central Asia – even rich in natural resources, Turkmenistan and Kazakhstan realize that Putin has “long arms” and, relying on agents inside these states, the Kremlin at any moment can destabilize the situation in these sovereign states . It is also known in other countries of the former union – undemocratic Belarus is increasingly feared by Russia … At the same time, Armenia, which has a conflict of centuries ago with Turkey and an almost open war with Azerbaijan, is forced to remain the most “stable” partner of Russia behind the backbones of the Caucasus.

A certain independent Transcaucasian state looks at Russia with certain caution: in a hydrocarbon rich Azerbaijan it is clearly understood that if Russia in the Nagorno-Karabakh military conflict clearly stands on the side of Yerevan, it will be a sin for even official Baku to return to its state the lands of Nagorno-Karabakh . At the same time, the Government of the Republic of Azerbaijan understands best that Russia is an unstable and unreliable partner that can not be trusted. At the same time, Azerbaijan probably quite adequately assesses the fact that the Kremlin, exclusively in its imperial interests, tries to influence relations in the formats Baku-Tbilisi and Baku-Kiev …

It has long been noticed in Baku that the Russian Federation systematically violates its international contract obligations, and the issue in this case concerns the current contracts of Azerbaijan with Russia for the supply of military goods. For example, Russia has repeatedly supplied to Azerbaijan poor-quality military products, thus provoking open dissatisfaction of official Baku. However, this situation suits the Kremlin, since this approach actualizes the issue of further exploitation and repair of Russian equipment and allows Moscow, while retaining the monopoly of the producer, to involve official Baku in signing new unfavorable contracts with Russia.

This insidious strategy of Russia is obviously connected with its intentions to “balance” between obtaining financial benefits from cooperation with Baku and restraining the latter’s military potential in the confrontation with Armenia. That is, Russia like and helps Azerbaijan, but this assistance is rather formal in nature and turns out to be favorable for the Kremlin.
On the other hand, the delivery of military goods to Russia in the interests of Azerbaijan by Russia is obviously not too worrisome for Yerevan, as the Armenian authorities are probably aware of the fact that Baku receives low-quality Russian weapons and equipment. But in parallel, the Armenian authorities are still worried whether the Kremlin will change its strategy regarding the state of the member of the EAGE in the above-mentioned armed conflict with Azerbaijan?

In this sense, it is especially noteworthy that in forming its relations with Baku and Yerevan, Russia “dumps” much of the negative … imagine … in Ukraine. Moscow is justified before Baku and, using false evidence, assures the Government of Azerbaijan that it is Ukraine that does not fulfill its obligations, let’s assume for the delivery of engines D-436 TP, which are installed on the multipurpose amphibian aircraft Be-200ChS produced by Taganrog Aviation Science -technical complex. G.M. Beriyeva ». It is known that according to the results of the presentation of the Be-200ChS aircraft at the Dubai Air Show (November 2017), Azerbaijan and the UAE expressed interest in its purchase.
At the same time, the Russian authorities do not say anything about the fact that it is the Russian Federation that violates contractual obligations with the Ukrainian company Ivchenko-Progress, which produces the above-mentioned type of engines.
In fact, unlike Russia, and specifically Russian enterprises such as NPO Saturn and the Perm Engine Company Perm Motors (whose products are worse in terms of their price and technical characteristics of analogues of Ukrainian production), the enterprises of the Ukrainian aircraft industry, in spite of on the suspension of cooperation with the Russian Federation, effectively carry out their foreign economic activities. This is clearly evidenced by the beginning of Ukraine’s joint projects with the Kingdom of Saudi Arabia to develop cooperation and the creation of an aircraft construction complex at KSA and the organization of production of the An-132 aircraft in cooperation with the Antonov state enterprise (without Russian components).
It is precisely because of the need to eliminate the Ukrainian competitor that the Kremlin urgently searches for good reasons for terminating previously concluded agreements on cooperation in this area with Ukraine. In this context, for the time being, the leadership of the Russian Federation is considering the option of replacing D-436TP engines produced by GP Ivchenko-Progress with analogous Russian products. Among the analogues, the Russian-French SAM-146 engine or PD-9 engine of Russian production is considered.
In this regard, the situation that has developed around the Be-200BC aircraft production project potentially gives the Russian Federation the opportunity to discredit Ukraine over potential buyers of Ukrainian-made aircraft, arguing the allegedly unjustified refusal of Ukrainian enterprises to fulfill their contractual obligations.
Whether Baku will believe Moscow in this case is not yet known, but it should be emphasized that, in the framework of the previous experience of Azerbaijan-Russia cooperation in the military-technical sphere, the Azerbaijani side repeatedly expressed its claims to Russia. Namely, with regard to the supply of Russian T-90S tanks and components to Azerbaijan, the Smerch MRLs, the BTR-82A large-caliber machine guns and the Mi-35 Russian helicopters.
Time will tell everything, but the Kremlin’s behavior with its partners with the style of the “elephant in the china shop” will sooner or later bite all Russia bitterly. And not so to the current leadership of the Russian Federation, which sooner or later will still “sink in the air”, like many Russian manufacturers who will have to “wash off” the actions of the current leadership of the Kremlin for a long time.