Loader

როგორ მოქმედებს რუსეთი ბულგარეთში!

“ჩვენ მივიჩნევთ, რომ რუსეთსა და ბულგარეთს შორის ტურიზმის სფეროში არსებობს დიდი პოტენციალი და ბულგარეთის მხარემ აქტიურად უნდა იმუშავოს ამ მიმართულებით. ჩვენის მხრივ კი, ამ ამოცანის შესასრულებლად, კოლეგებს აღმოვუჩენთ დახმარებას”, – რუსეთის ტურიზმის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელის, ოლეგ საფონოვის ეს სიტყვები 2016 წლით თარიღდება – 2 წლის წინ, რუსეთის ლიდერების დავალებით, რუსეთის წარმომადგენლები ბულგარელ კოლეგებს მხოლოდ ტურიზმზე ესაუბრებოდნენ.

მაშინვე, ანუ, 2016 წელს, ბულგარეთის მედიის საშუალებებში გაჩნდა ანალიტიკური სტატიები, რომელთა ავტორებიც “წინასწარმეტყველებდნენ”, რომ ერთი შეხედვით უწყინარი, მხოლოდ ეკონომიკური ხასიათის ურთიერთობების  ბულგარეთთან  დალაგებას, რუსეთი აუცილებლად მოაყოლებდა ურთიეთობის განვითარების სრულიად ახალ ტალღას… ოპონენტები იმასაც კი ვარაუდობდნენ, რომ რუსეთი ბულგარეთის თავდაცვის სფეროში შეღწევასაც კი  ეცდებოდა.

ბულგარეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, როცა მათ უწევდათ პასუხის გაცემა კითხვაზე – ხომ არ ცდილობს რუსეთის ხელისუფლება საქმიანი წინადადების შეთავაზებას სხვა სფეროებშიც, კითხვას ღიმილით პასუხობდნენ: “თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში მხოლოდ თანამშრომლობაა და მხოლოდ ტურიზმის სფეროში”,  – ასეთი იყო ხელისუფლების შემოშავებული პასუხი. შედეგად, ოპონენტებს, რომლებიც ცუდად იყვნენ “შეიარაღებულნი”, საპასუხო აღარაფერი ჰქონდათ.

… გამოხდა ხანი და დადასტურდა, რომ ბულგარეთის ხელისუფლების ოპონენტები იმ დროს, ანუ, 2016 წელს, მართლები იყვნენ. 2018 წელს, ქვეყნების თანამშრომლობა ტურიზმში თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაში გადაიზარდა.

რა მოხდა 2017 წელს?

რუსეთმა, აღმასრულებელ ხელისუფლებაში ჩანერგილი ლობისტური ძალების დახმარებით, ბულგარეთის მთავრობაში  “გაათრია”  ქვეყნებს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის პროექტი-იდეა.

ხაზგასასმელია, რომ ჩვენ ვსაუბრობთ არა იმ ქვეყანაზე, რომელიც საგარეო პოლიტიკაში ნეიტრალურ პოზიციებს ამჯობინებს, არამედ, ნატოს წევრ სახელმწიფო ბულგარეთზე, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ არაა მთავარი მოთამაშე “ბოროტების ახალი იმპერიის” – რუსეთისა და დასავლეთის თანამედროვე დაპირისპირებაში, მაინც შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, რისი აუცილებლობაც, სხვათა შორის, აღნიშნულია ალიანსის ვარშავის 2016 წლის სამიტის დასკვნით დეკლარაციაში.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ირკვევა, რომ ალიანსის ზემოხსენებული გადაწყვეტილებები საერთოდ არ აინტერესებს ვთქვათ ბულგარეთის ვიცე-პრემიერს, თავდაცვის მინისტრ კარაკაჩანოვს, რომელიც, რუსეთის მხრიდან პირადი სარგებელ-გამორჩენის ან სხვა მიღების ბენეფიტების მიღების სურვილით თუ მოტივით მოქმედებდა მაშინ, როცა იღებდა სწორედ ნატოს სტრატეგიის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს.

ბულგარეთის თავდაცვის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა და შემდგომ ჩაატარა კიდეც ტენდერი, რომელიც ბულგარეთის ავიაციის 15 “მიგ 29” მოიერიშე თვითმფრინავის შეკეთებას და მათი სათადარიგო ნაწილებით აღჭურვას ისახავდა მიზნად. შედეგები მართლაც რომ გამაოგნებელია – ტენდერში გაიმარჯვა არა  არა რომელიმე სხვა სახელმწიფომ, არამედ… რუსეთმა, უფრო კონკრეტულად კი რუსეთის თვითმფრინავთმშენებელმა კომპანია “მიგ”-მა.

აღმოჩნდა, რომ ბულგარეთი, კონკრეტულად კი მისი თავდაცვის უწყება, თანამშრომლობას იწყებს თუ აგრძელებს “მიგ”-თან, რომელიც, სხვათა შორის, სანქციადადებული კომპანიაა.

უმნიშვნელო როდია ის ფაქტი, რომ კრემლის და ბულგარეთის არშიყი ერთმანეთთან, მნიშვნელოვნად აზარალებს ამ ბაზრის სხვა მოთამაშეებს, რომლებიც, რუსეთისაგან განსხვავებით, ლოიალურნი არიან ალიანსის მიმართ და რომლებსაც ევროატლანტიკური მისწრაფებები გააჩნიათ. კერძოდ, რუსეთის და ბულგარეთის ხელისუფლებაში მისი მარიონეტების ქმედებები აზრალებს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს, რომელსაც პოზიტიური რეპუტაციაც აქვს მსოფლიოს მასშტაბით და რომელიც ამ ბაზარზე საკმაოდ კარგადაცაა წარმოდგენილი.

გარდა ამისა, უკრაინის საწარმო “უკრაინმაშს” ბულგარეთთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილებაც აქვს და ამ ქვეყნის თავდაცვის უწყების ინტერესების დასაკმაყოფილებლად, არაერთგზის აქვს კარგად შესრულებული მათ შორის ნედლეულის მიწოდების და სათადარიგო ნაწილების მიწოდების კონტრაქტები.

ამ მიზეზის გამო, ბულგარეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება დამატებითაა გაუგებარი. მით უფრო, რომ სოფიაში კარგად იციან – რუსეთი ყოველთვის ცდილობს არაკეთილსინდისიერ კონკურენციას და უკრაინის სამხედრო მრეწველობის კომპლექსის დისკრედიტაციას საერთაშორისო მოთამაშეების თვალში.

როგორ უნდა იმოქმედოს უკრაინამ?

ამ ვითარების გათვალისწინებით, “უკრაინმაში” იძულებული გახდა მიემართა ბულგარეთის სასამართლოსათვის და უკანონო ტენდერის შედეგები გაეპროტესტებინა. “უკრაინმაში” ცდილობს დამტიცებას, რომ თავდაცვის მინისტრ კარაკაჩანოვს, პირველ რიგში, საკუთარი ინტერესები ამოძრავებს და სწორედ ამიტომ აწარმოებს უკრაინის  დისკრედიტაციის კამპანიას. “უკრაინმაში” მინისტრს კორუფციასა პირადი ინტერესების სახელმწიფო ინტერესებზე წინ დაყენებაშიც კი ედავება. ეს კი, თუ დამტკიცდა, მნიშვნელოვან ზიანს მიაუენებს ბულგარეთის უსაფრთხოებას.

 

 

How Russia acts in Bulgaria …

“We believe that in the development of relations in the tourism industry between Bulgaria and Russia there is a great potential that the Bulgarian side should actively develop and promote. For our part in this task, we will provide our colleagues with the necessary assistance,” – the words of the head of the Russian Federal Agency for Tourism Oleg Safonov sounded back in 2016, when on behalf of the country’s leaders, representatives of Russia negotiated with their Bulgarian counterparts.

Even then, i.e. two years ago, the Bulgarian media published articles in which analysts assumed that establishing at first sight seemingly harmless economic ties with Bulgaria, Russia at the same time subsequently plans to propose to official Sofia the next stage in the development of cooperation between the countries. In this context, opponents of the Kremlin’s expansion predicted that Russia would try to penetrate into the sphere of defense of Bulgaria.

The Bulgarian authorities, when they had to answer the question – is Russia trying to offer partnerships in other branches of the sovereign state, smiling and responding that cooperation in the field of tourism is only cooperation in the field of tourism and nothing else …

And in fact, their opponents at that time did not have any weighty arguments against the position of the official authorities.

But, as it turned out a little later, the opponents of the Bulgarian government were right then, and it was confirmed two years later, in 2018, when the interaction between Bulgaria and Russia in the field of tourism developed into full-fledged cooperation in the field of defense.

So what happened in 2017?

And the following happened … Russia, through lobbying forces in the executive authorities of Bulgaria and in the government of this country, “pushed” the project of development of bilateral cooperation in defense.

It should be stressed that this is not a country that adheres to a neutral foreign policy, but a state that is part of NATO. At the same time, although Bulgaria is not the main player on the board of the confrontation between the West and the new EMPIRE of evil, on the other hand, we must recall the decisions taken at the NATO summit in Warsaw in 2016 to ensure security in the Black Sea, according to which Bulgaria is called upon to play an important role in ensuring the security of this region.

As it turns out, the aforementioned NATO decisions are of little interest to the Vice Prime Minister, the Minister of Defense of Bulgaria, Mr. K. Karakachanov, who is most likely motivated by personal motives in the hope of receiving material rewards or other preferences from the Russian Federation, makes decisions that are absolutely do not fit into NATO’s strategy.

In this context, it should first of all be recalled that more recently the Ministry of Defense of Bulgaria held a tender for the repair and supply of spare parts for 15 MiG-29 aircraft of the Bulgarian Air Force. According to its results, it turned out that these planes will be repaired by none other than Russia, specifically, the joint stock company “Russian Aircraft Corporation” MiG “.

It turned out that Bulgaria, namely the Ministry of Defense of this country, is trying to continue cooperation with the Russian aircraft building corporation MiG, which, by the way, is included in the sanctions list …

It is also important that the flirting of the Kremlin and Bulgaria in the defense sphere has a negative impact on other players in this market segment, which, unlike Russia, are much more loyal to NATO and have clearly marked European integration aspirations. Namely, such actions of Russia and its puppets in the Bulgarian government are aimed at excluding from the markets of repair and trade of military equipment known throughout the world enterprises of the defense industry of Ukraine, which have a positive reputation in the field of repair of military equipment, developed back in Soviet times. In addition, the Ukrainian company Ukrinmash has a long-term cooperation in the defense sphere with the Ministry of Defense of the Republic of Bulgaria and in the interests of the Bulgarian Defense Ministry has fulfilled a number of contracts for the supply of military goods, including in the aviation sector (supply of components and spare parts for aircraft).

For this reason, it is impossible to understand the Bulgarian authorities’ decisions, which are already aware of the fact that Moscow regularly resorts to methods of unfair competition that discredit both the Ukrainian defense industry enterprises and many other countries of the world in front of their foreign partners.

How in these conditions to enter Ukraine?

Under such circumstances, the Ukrainian side, in the person of the Ukrainianmash enterprise, was almost compelled, in accordance with the current legislation, to appeal to the Supreme Administrative Court of Bulgaria of the results of the tender and is going to prove that Mr. Karakachanov primarily led, and in his own interests a discrediting campaign against Ukraine, which is nothing more than a testimony to the corruption of a high-ranking Bulgarian official who, observing his own interests above the r state, threatens the foundations of Bulgaria’s national security.