Loader

ყირიმი – ტერიტორია, რომელიც ინვესტორებს არც მიიზიდავს!

ეჭვგარეშეა, რომ მოვლენებმა რომლებიც სირიასა და მის გარშემო მიმდინარეობს, ოდნავ უკანა პლანზე გადასწია იმ ქვეყნებში მიმდინარე პროცესები, რომლებშიც რუსეთი არანაკლები აგრესიით გამოირჩევა.

დასავლეთის ქვეყნები ახლო აღმოსავლეთის პრობლემის მოგვარებით არიან დაკავებულნი და, შესაბამისად, თითქოს, ნაკლებ ყურადღებას აქცევენ რუსეთის ქმედებებს ყოფილი საბჭოეთის ტერიტორიაზე.

ფაქტია, რომ აშშ-ს და მისი ლიდერის, ტრამპის გადამწყვეტი ქმედებების შედეგად, გვარიანად დაფრთხა რუსეთის ბოროტი იმპერიის ლიდერი პუტინიც და ამ ქვეყნის მთელი პოლიტიკური ელიტაც. ეს ადასტურებს, რომ თუ დასავლეთი სხვაგანაც ანალოგიურად იმოქმდებს რუსეთს ნელ-ნელა დაუცხრება მადა და საკუთარ იმპერიულ ამბიციებზეც იტყვვის უარს.

ცივილიზებული სამყაროს რუსეთზე საბოლოო გამარჯვებამდე შორია, თუმცა, ამ ხნის განმავლობაში,  მედიაშიც, საერთაშორისო ფორუმებზე და კონფერენციებზე მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს რუსეთის აგრესიის მხილებაც და ყველა ის ლეგიტიმური გზა უნდა იყოს გამოყენებული, რომელთა შედეგადაც მოხდება რუსეთის, როგორც საერთაშორისო სამართლის დამრღვევის მხილება.

სიმართლე ითქვას, რუსეთი სულ უფრო მეტ საბაბს იძლევა მისივე კრიტიკისათვის – მაგალითად, მისმა კორუმპირებულმა ჩინოვნიკებმა მოიფიქრეს და გადაწყვიტეს, რომ 19-21 აპრილს იალტაში ჩაატარონ “იალტის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი”.

რთული განსაჭვრეტი არ არის, რომ ამ ე.წ ფორუმზე არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ მიიღებს მონაწილეობას, და ეს, სავარაუდოდ, კარგად იციან ორგანიზატორებმაც. თუმცა, რუსეთის მისიაა შექმნას შთაბეჭდილება, რომ ყირიმი რუსეთის შემადგენელი ნაწილია და ნახევარკუნძულზე მიმდინარეობს სოციალურ-ეკონომიკური აღმშენებლობის პროცესი.

რეალურად, ვითარება საპირისპიროა და ყირიმის ნახევარკუნძული ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია სწორედ რუსეთის მხრიდან განხორციელებული ანექსიის გამო.

რეალობაა, რომ აშშ-ს და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მიზეზით ყირიმში ე.წ. შავი ხვრელი წარმოიშვა და არაერთი ის პროექტია შეჩერებული, რომლებიც ანექსიამდე მუშაობდა. იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომლებიც ანექსირებულ ნახევაკუნძულზე მუშაობენ, სწორედ სანქციების გამო არ აქვთ აშშ-ს და ევროპის მაღალტექნოლოგიური პროდუქტებზე წვდომის შესაძლებლობა. ბიზნესი, როგორც ასეთი, გაჩერებულია და ეს ეკონომიკას, შესაბამისად, მოსახლეობის კეთილდღეობას აზიანებს. რუსეთი, რომელიც მიწიერ სამოთხს ჰპირდებოდა ადგილბრივ მოქალაქეებს, არცაა დაინტერესებული ნახევარკუნძულის ეკონომიკური წინსვლაში.

რუსეთშიც კი ხვდებიან, რომ დასავლური კომპანიები, რომლებსაც შუამავლების საშუალებით მაინც შეუძლიათ ყირიმში მუშაობა, ამგვარ რისკზე მაინც არ წავლენ. მიზეზი ნათელია – მათი გამოაშკარავების შემთხვევაში, პრობლემებს ისინი ვერ ასცდებიან.

რუსეთში ფიქრობენ, რომ სანქციებს, როცა იქნება, გააუქმებენ და ასეც რომ იყოს, დასავლური კომპანიები ინვესტიციების ჩადებისაგან თავს იმის გამო შეიკავებენ, რომ მოსკოვი ნახევარკუნძულს დიდ სამხედრო ბაზად გარდაქმნის. ბუნებრივია, არავის სურს ინვესტირება რეგიონში, რომელიც ფეთქებადსაშიშია.

ასე რომ, ამ ვითარებაში, არავითარი “იალტის საერთაშორისო  ეკონომიკური დფორუმი” ნახევარკუნძულს ვერ შეეხიდება და ამის დასტურია ისტორიაც – 2017 წლის 27-28 თებერვალს, სოჭში რუსეთის საინვესტიციო ფორუმი გაიმართა. ამ ფორუმის ფარგლებში ოთხი ჯამში 11 მილიარდი რუბლის საინვესტიციო ხელშეკრულება გაფორმდა და ეს აქცია რუსეთის პროპაგანდის მანქანამ ნახევარკუნძულის აღორძინების “გიჟურ პერსპექტივადაც” კი მონათლა… გამოხდა ხანი და ყირიმში ინვესტიცია არ განხორციელებულა. “შეთანხმებები” ქაღალდზე დარჩა და განზრახულობათა ოქმის სტატუსს არ გასცდენია.

ამასობაში კი ყირიმი რჩება ტერიტორიად, რომელიც საერთაშორისო ინვესტიციებს  ვერც მოიზიდავს.

Crimea is a territory cut off from international investment!

Of course, due to the events that are taking place around Syria and in this very state, the processes in other countries, in which Russia acts no less aggressively, have been slightly deactivated.

Western countries, which are now more focused on the processes in the Middle East, seem to have paid too little attention to the situation in the former Soviet Union at the present stage.
The fact that the decisive actions of the coalition led by the United States in the Middle East a little scared the President of Russia and the entire elite of the new EMPIRE of evil. And this is a vivid example of the fact that if the West acts decisively, Russia will gradually abandon its imperial ambitions.

Until the final victory of the Civilized World over Putin’s Russia is still far away, but throughout this period, in the media, at conferences, in forums, and everywhere, we must always pay attention to every fact of Russia’s illegal actions and conduct legitimate processes against the aggressive activities of this state.

Frankly, Russia is increasingly giving rise to criticism – so let’s say some corrupt Russian officials came up with the idea of ​​holding the Yalta International Economic Forum on April 19-21, 2018.
There is no doubt that in this, so-called. International forum, there will be no internationalists … and the organizers understand this perfectly. However, this event with such a high-profile name will be held only because to fix in the global community the lie that the Crimea is the territory of Russia and, allegedly, there is a positive dynamics of social and economic development in the occupied territories.

In fact, the real situation is quite the opposite and the Crimean peninsula is in a deep crisis precisely because of its annexation by Russia.

The reality is that, in connection with the sanctions imposed by the EU and the US, a kind of “black hole” with “frozen” projects was formed in the Crimea, which worked before the annexation of the peninsula. Physical and legal persons who work in the territory of the annexed peninsula do not have access to high-tech products from Europe and the US, since they are blocked due to sanctions. The business does not work and it tangibly “beats” on the economy and welfare of the population of the peninsula, and the Russian authorities that promised the people to Paradise on the Earth of the peninsula, in turn, are not interested and do not intend to ensure the economic growth of the ARC.

Even in Russia they understand that Western companies that theoretically can work in the Crimea through intermediaries are not going to take such a risk, since if such a fact is established, they can face big problems.

In Russia, they think that sanctions will be lifted and even in the event of such a turn of events, foreign investors will not be interested in investing in the economy and infrastructure of the Crimea, because of the transformation of the latter into a continuous military base and the center of arbitrariness of Russian ships, where they will not be able to protect their legitimate interests.
So, in the prevailing conditions, no “Yalta International Economic Forum” peninsula will help and the proof is history … In Sochi on February 27-28, 2017, the Russian Investment Forum was held, during which 4 agreements were signed for a total of 11 billion rubles and which was presented by Russian propaganda as “crazy prospects” for the annexed territory. In fact, he did not bring any real benefits to the AR Crimea, as the mentioned agreements remained only agreements of intent.

And the Crimea continues to be a territory cut off from international investment …