Loader

უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი

ბოლო პერიოდია, მედიის საშუალებებში განსაკუთრებული სიმწვავით განიხილება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევს ამ პროცესს და ცდილობს, არ აღდგეს ისტორიული სამართლიანობა, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია უკრაინელი ხალხისათვის. არადა, როგორც ბევრმა ჩვენგანმა სწორედ ისტორიიდან იცის, რუსეთის ქრისტიანობის ისტორია კიევიდან იწყება.

ამ კონტექსტში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის, კრემლის ხელდასმით მოქმედი კლერიკალები ჯიუტად  ცდილობენ ტყუილებისა და მითების გავრცელებას დაამტკიცებენრომ, თითქოსავტოკეფალიის მინიჭება  უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის დამღუპველი და   საშიშია ზოგადად მართლმადიდებელი სამყაროსათვის

პროფესორი ალექსანდრე საგანის რუსეთის პროპა განდისტული მანქანის ყველა ტყუილს და მითს ერთ სტატიაში აქარწყლებს:

 

მითი # 1 – უკრაინის მართლმადიდებელი ეკესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭება გამოიწვევს განხეთქილებას მსოფლიო მართლმადიდებელ სამყაროში და ამის შედარება შეიძლება მხოლოდ დასავლეთისა და აღმოსავლეთის 1054 წლის განცალკევებასთან. თუ უკრაინა მიიღებს ავტოკეფალიას, მართლმადიდებელი ერთობა დასამარდება.

რატომ არ არის ეს ასე? 

მსოფლიო საპატრიარქოს ქმედებები იქნება კანონიკური და მართლზომიერი და, შესაბამისად, მსოფლიოს მართლმადიდებელ სამყაროში არავითარი განხეთქილება არ მოხდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსკოვის საპატრიარქო არ აღიარებს და არ დაეთანხმება კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილებას  უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების თაობაზე. ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ ყველა სხვა (აღმოსავლეთის ოთხი საპატრიარიარქოს გარდა) ეკლესიამაც ზუსტად ამ პრინციპის გამოყენებით მიიღო ავტოკეფალია და მათ შორის იყო მოსკოვის ხსენებული საპატრიარქოცსწორედ ამიტომ, თუ რუსეთის საპატრიარქო გადაწყვეტს და ყოველგვარ ოფიციალურ, მათ შორის, ევქარისტულ ურთიერთობას გაწყვეტს კონსტანტინეპოლთან, პრაქტიკულად ყველა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია უარყოფითად ან ნეიტრალურად შეაფასებს მის ქმედებას.

თავად მოსკოვის საპატრიარქომ საკითარი ავტოკეფალიის შესახებ 1448 წელს განაცხადა და მხოლოდ 141 წლის შემდეგ – 1589 წელს მიიღო აღიარება. სწორედ ამიტომ, მოსკოვის მცდელობები დაადანაშაულოს უკრაინელი მართლმადიდებელი მორწმუნეები განხეთქილებაში და მათ უარყოფით ქმედებად ჩაუთვალოს ბრძოლა ავტოკეფალიის მიღებისათვის, წარმოადგენს ორმაგი სტანდარტების პოლიტიკას, რომელსაც მოსკოვი ძალზედ ხშირად მიმართავს საკუთარ მსჯელობასა და ოფიციალურ განცხადებებში.

საკუთარი არსებობის განმავლობაში მოსკოვის საპატრიარქოს არაერთხელ მიუმართავს იმგვარი ქმედებებისათვის, რომლებიც არღვევდა საეკლესიო და მართლმადიდებელ სამყაროში მიღებულდამკვიდრებულ კანონებს. კერძოდ:

არ შეასრულა რა მსოფლიო პატრიარქის ზოგიერთი პირობა, მოსკოვის საპატრიარქომ 1686 წელს უკანონოდ მოახდინა კიევის მიტროპოლიის უზურპაცია;

1907 წელს მოსკოვის საპატრიარქომ “ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიას” ცალმხრივად მიანიჭა ავტოკეფალია და მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება აღიარებულია  ზოგიერთი პოსტსოციალისტური ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიის (კერძოდ ბულგარეთის, საქართველოს, პოლონეთის და სლოვაკეთში ჩეხეთის მიწების საპატრიარქოების) მიერ,  “ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის” ავტოკეფალიას არ სცნობს კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქო და სამოციქულო ეკლესიათა უმრავლესობა.

გასული საუკუნის 90-იან წლებში მოსკოვის საპატრიარქო არაერთხელ იმუქრებოდა, რომ გაწყვეტდა ურთიერთობას კონსტანტინეპოლთან იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა ავტონომია მიანიჭა ფინეთის, აშშ-ში უკრაინის მართლმადიდებელ  და კანადაში უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიებს. საბოლოოდ ეს მუქარები არ აღსრულდა, თუმცა, მოსკოვის საპატრიარქოს ამ პერიოდში მნიშვნელოვნად შეერყა ავტორიტეტი და ბოლოს, კერძოდ 1996 წლის თებერვალში,  “ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კრიზისის” დროს, მოსკოვის საპატრიარქოსა და კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს შორის ევქარისტული კავშირიც კი გაწყდა. ეს კავშირი კი აღდგა იმავე წლის მაისში, როცა მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ქვეყნის (ესტონეთის) ტერიტორიაზე უნდა შექმნილიყო ორი მართლმადიდებელი ეკლესია.

 

მითი # 2 – უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭება გამოიწვევს განხეთქილებას უშუალოდ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში, რამდენადაც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიაკიევის საპატრიარქო დაუკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიებიარანონიკურ ეკლესიებად მიიჩნევა.

რატომ არ არის ეს ასე?

ავტოკეფალიის მინიჭების შედეგად აღმოიფხვრება ის არსებული განხეთქილება უკრაინულ მართლმადიდებლებში, რომელიც ნამდვილად არსებობს და ამის საფუძველი იქნება სწორედ სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის დაფუძნება უკრაინაში. მორწმუნეები და  მართლმადიდებელი იერარქები, აგრეთვე სასულიერი პირები ნებაყოფლობით გაერთიანდებიან ერთ ეკლესიაში.

ავტოკეფალიის მიღების შემდეგ, უკრაინაში აღარ იქნებიან არაკანონიკური მორწმუნეები და, შესაბამისად, გაქრება დღევანდელი ის მოცემულობაც, რომლის თანახმადაც, მრევლი გაფანტული თუ განცალკევებულია. რეალურად, მოსკოვის საპატრიარქოს შიშები სწორედ ამასთან არის დაკავშირებული, მას – მოსკოვის საპატრიარქოს აფრთხობს შესაძლო რეალობა, რომ უკრაინელ მორწმუნეთა მნიშვნელოვანი ნაწილი მის დაქვემდებარებაში აღარ იქნება.

პროგნოზი, რომ თითქოს გარღმავდება განხეთქლება (რამდენადაც უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას – კიევის საპატრიარქოს და უკრაინის ავტონომიურ მართლმადიდებელ ეკლესიას არასოდეს დაურღვევიათ კანონიკა და არ შეუქმნიათ ახალი სწავლება, უპრიანია, ვახსენოთ სიტყვა გაყოფა და არა განხეთქილება) ხელს უშლის იმ არსებულ დიალოგსაც, რომელიც მიმდინარეობს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის მიტროპოლიას და არაკანონიკურ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს და, აგრეთვე, უკრაინის ავტონომიურ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის. რეალურადმოსკოვის საპატრიარქო ამ არგუმენტის მოშველიებით ადასტურებს, რომ მხოლოდ ვაჭრობს ამ დიალოგის გამართვის აუცილებლობით.

ამ უკანასკნელ არგუმენტს ამყარებს ის ფაქტიც, რომ 2017 წელს, როდესაც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქომ მოსკოვის საპატრიარქოს ერთიანობის აღდგენის წინადადებით მიმართა, კრემლმა ამასაც კი დაუპირისპირა პროპაგანდა და ანტიუკრაინული კამპანია. ეს შემთხვევა მხოლოდ ერთი დასტურია იმისა, რომ კრემლი, საკუთარი მიზნების მიღწევისათვის, ბოროტად იყენებს მართლმადიდებლობასაც კი  და მართლმადიდებლობა, რეალურად, მისთვის მხოლოდ ინსტრუმენტია ე.წ. რუსული სამყაროს კონცეფციის განმტკიცებისათვის. მისი – კრემლის საბოლოო მიზანია, რუსეთის გავლენათა არა მხოლოდ გაფართოება  პოსტსაბჭოტა სივრცეში, არამედ, დომინირებაც და ამისათვის ის ოსტატურად აფუძნებს და ამყარებს “პოლიტიკურ მართლმადიდებლობას”.

 

მითი # 3 – ავტოკეფალიის მინიჭების თაობაზე კონსტანტინეპოლის პატრიარქ ბართლომეოსადმი უკრაინის პოლიტიკური და საეკლესიო ინსტიტუტების მიმართვა  არის უკრაინის სახელმწიფოს ჩარევას საეკლესიო საქმეებში, რამდენადაც ეს მიმართვები არ იყო შეთანხმებული მოსკოვის საპატრიარქოსთან და მათ შესახებ ინფორმაციაც კი არ ჰქონდათ არც პატრიარქ კირილს და არც კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ონუფეის.

რატომ არ არის ეს ასე?

 

უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა და ვერხოვნა რადას მიერ შესაბამისი დადგენილების მიღება არ არის საეკლესიო საქმეებში ჩარევა, რამდენადაც საქმე ეხება სახელმწიფოს მეთაურის და დეპუტატთა კონსტიტუციურ ვალდებულებას აღასრულონ კანონისინდისის თავისუფლებისა და რელიგიურ ორგანიზაციებისშესახებ.

უკრაინის პოლიტიკურ, საეკლესიო და საზოგადოებრივ პირებს არ აქვთ ვალდებულება, შეუთანხმონ საკუთარი ქმედებები სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს, ინსტიტუტებს თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. უკრაინის ხელისუფლების თუ საეკლესიო ლიდერების ქმედებები უშუალოდ მათი სუვერენული ქმედებებია და ისინი თავად განსაზღვრავენ ქმედეებათა, მათ შორის, მიმართვათა მიზანშეწონილობის საკითხს მით უფრო მაშინ, როცა ურთიერთობენ საზღვარგარეთის პოლიტიკურ, რელიგიურ, საზოგადოებრივ, საფინანსო თუ საქმიან წრეებთან. ხსენებული კანონის მე-5 მუხლის თანახმად, “უკრაინაში, სახელმწიფო პოლიტიკას, რომელიც ეხება რელიგიას და ეკლესიას დამოუკიდებლად განსაზღვრავს თავად უკრაინის სახელმწიფო”.

ვერხოვნა რადა და უკრაინის პრეზიდენტი, კონსტიტუციის და შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, სარგებლობენ უფლებამოსილებით, იმოქმედონ სახელმწიფოს და უკრაინელი ხალხის სახელით და უზრუნველყონ უკრაინის მოქალაქეების უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა. “სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური ორგანიზაციებისკანონის 30- მუხლის თანახმად, უკრაინის სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს რელიგიურ ორგანიზაციებს, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ რელიგიურ მოძრაობებში, ფორუმებში და დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები საერთაშორისო რელიგიურ ცენტრებთან და საზღვარგარეთის რელიგიურ ორგანიზაციებთან“. რამდენადაც ყველა რეგისტირებული რელიგიური ორგანიზაცია თანაბარი უფლებით სარგებლობს, მათთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი პირობები, რომ მათ თავისუფლად შეეძლოთ საკუთარი რელიგიური შეხედულებების გავრცელება და, აგრეთვე, კავშირების დამყარება ხსენებულ ცენტრებთან და რელიგიურ ორგანიზაციებთან.

ხელისუფლება ვერ შეზღუდავს უკრაინის მოქალაქეთა ნაწილის უფლებებს სხვა პოლიტიკური თუ რელიგიური ინსტიტუტების უფლებების ხარჯზე. შესაბამისად, თავად ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ მსოფლიო პატრიარქს   უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების  თაობაზე მიმართა, ადასტურებს, რომ ხელისუფლება ცდილობს უზრუნველყოს თანაბარი უფლებები ყველა მართლმადიდებელი ეკლესიისათვის და არ დაუშვას რომელიმე მათგანის პრივილეგირებული მდგომარეობა.

2018 წლის 18 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტი პირადად შეხვდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მიტროპოლიტ ონუფეის და მას პირადად გააცნო მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსთან და კონსტანტინოპოლის სინოდთან მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგები.

 

 

მითი # 4 – ახალი ავტოკეფალიების გამოცხადების საკითხი განიხილებოდა მართლმადიდებელთა წმინდა და დიდი კრების ფარგლებში. უკლებლივ ყველა სამოციქულო ეკლესია მივიდა შეთანხმებულ გადაწყვეტილებამდე, რომლის თანახმადაც, პროცესი კანონიერად ითვლება, თუ მასში ჩართულიადედა ეკლესია” (ამ შემთხვევაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია) და სწორედ იგი არის საკუთარი ნაწილისათვის ავტოკეფალიის მინიჭების ინიციატორი, ამასთან, პროცესში უნდა მონაწილეობდნენ  კონსტანტინეპოლის პატრიარქი (როგორც სამოციქულო ეკლესიების კოორდინატორი) და ყველა ავტოკეფალური ეკლესია და ისინი უნდა თანხმდებოდნენ ამ საკითხზე. თუ სამივე მხარე (ამ შემთხვევაში რუსეთის საპატრიარქო, კონსტანტინოპოლი და სხვა ეკლესიები) ვერ თანხმდებიან ავტოკეფალიაზე, მისი მინიჭება შეუძლებელი ხდება. რუსეთის მხარემ შეათანხმა ამ გადაწყვეტილების ყველა ასპექტი გარდა ტექნიკური საკითხებისა, რომელთა შორისაც არის ხელმოწერათა დაფიქსირების წესი.

რატომ არ არის ეს ასე?

გარდა მოსკოვის საპატრიარქოსი, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია  არც არავის არასოდეს უცვნია  კიევის მართლმადიდებელი მიტროპოლიისდედა ეკლესიად“;

მსოფლიო საპატრიარქო დღემდე ეყრდნობა და ყოველთვის ეყრდნობოდა იმ ფაქტს, რომ უკრაინისათვის  “დედა ეკლესია” კონსტანტინოპოლის ეკლესიაა და ეს ასეა 988 წლიდან, ანუ, იმ დროიდან, როდესაც მოხდა კიევის რუსეთის 988 წლის ნათლობა.

მსოფლიოს პატრიარქისა და საპატრიარქოს  აღიარებით, 1924 წლის 13 დეკემბერს, როცა შედგა ტომოსი პოლონეთში წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების თაობაზემოსკოვი არღვევდა საეკლესიო კანონებს. კერძოდ, დოკუმენტში აღნიშნულია შემდეგი: “ჩვენი ტახტისაგან კიევის მიტროპოლიისა და მასზე დამოკიდებული ლიტვისა და პოლონეთის მართლმადიდებელ ეკლესიათა ჩამოცილება, აგრეთვე, მათი დაკავშირება მოსკოვის წმინდა ეკლესიისათვის, იმთავითვე განხორციელდა კანონიკური რეგლამენტის გვერდის ავლით და გათვალისინებულიც არ ყოფილა ერთობლივი განცხადება კიევის  მიტროპოლიის თვითმყოფადობის თაობაზე“.

დოკუმენტში “ტომოსი პოლონეთში წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის თაობაზედ” მსოფლიო საპატრიარქოს მიერ ნათლადაა განსაზღვრული, რომ სუვერენულ ქვეყნებს აქვთ ავტოკეფალური ეკლესიის შექმნის უფლება: “საეკლესიო საქმეების წარმოება უნდა მიჰყვებოდეს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებს”; “საეკლესიო კანონები, განსაკუთრებით დაკავშირებულები საზღვრებთან, უნდა იცვლებოდეს პოლიტიკური და ადმინისტრაციული მოწყობების ფეხდაფეხ” – ნათქვამია ხსენებულ დოკუმენტში.

ავტოკეფალიის გამოცხადების თავისუფლების საკითხი, რამდენადაც მასზე შეთანხმება შეუძლებელია, არც განუხილავს 2016 წლის მსოფლიო საეკლესიო კრეტის კრებას. სხვათა შორის, დღის წესრიგიდან ეს საკითხი მოიხსნა იმიტომაც, რომ ვერ მოხდა კონსენსუსი სწორედ მოსკოვის საპატრიარქოსთან, რომელმაც ანტიოქიის, ბულგარეთის და საქართველოს ეკლესიებთან ერთად ფაქტობრივად ბოიკოტი გამოუცხადა ხსენებულ კრებასამავე დროს, ვიდრე ბოიკოტამდე, ყველა იმ შეხვედრაზე, რომელიც წინ უსწრებდა კრეტის კრებას, მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მსოფლიო პატრიარქს არ უნდა ჰქონდეს რომელიმე ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების უფლება და, იმავდროლად, მსოფლიო მართლმადიდებლებს სთავაზობდნენ, რომ დაწესებულიყო გარკვეული პროცედურები, რომლებიც ავტოკეფალიის მსურველებს მნიშვნელოვნად შეუზღუდავდა ამ უფლების მიღებას. მსოფლიო პატრიარქი იძულებული იყო დასთანხმებოდა ზოგიერთ წინადადებას (მაგალითად, ყველა სამოციქულო ეკლესიის ლიდერის მიერ ხელმოწერის და არა  დოკუმენტის დამტკიცების წესის განსაზღვრა) თუმცა, ეს პროცესი არც განვითარებულა, ანუ, შეხვედრების ფორმატს არც გასცდენია სწორედ მოსკოვის დესტრუქციული ქმედებების გამო.

კონსტანტინოპოლის პატრიარქი ხელმძღვანელობს იმით, რომ კონსენსუსის არ-არსებობისა და მსოფლიო საეკლესიო კრებაზე საკითხის არ-განხილვის გამო, ავტოკეფალიის მინიჭების წესი უცვლელია. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კრებამდე შედგა შეთანხმება რომელიმე საკითხზე (მაგალითად, ავტოკეფალიის მინიჭებაზე) ეს შეთანხმება ძალაში არ შედის იმიტომ, რომ საბოლოო შეთანხმება უშუალოდ კრებაზე არ მომხდარა.

კონსტრუქციული პოზიციის არარსებობისა და არაპრინციპულ საკითხებზე ყურადღების გამახვილების გამო, მოსკოვის საპატრიარქომ დაკარგა მსოფლიო პატრიარქზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა და შესაბამისად, მოსკოვის საპატრიარქოს მიერ კანონიკურადაც ვერ დაიბლოკება მსოფლიო პატრიარქის გადაწყვეტილება, ამა თუ იმ, მათ შორის, უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას მიანიჭოს ავტოკეფალური ეკლესიის სტატუსი.

მას შემდეგ, რაც მოსკოვის საპატრიარქომ ჩაშალა მართლმადიდებელთა ერთობლივი კრების განსაზღვრული ფორმატი, მისი ყველა მცდელობა, რომ მხარეები ხელმძღვანელობდნენ წინასწარი შეთანხმებებით, ცინიკური და უბადრუკია.

 

მითი # 5 – უკრაინის ავტოკეფალიის გამოცხადების პროცესი ინიცირებულია არა მხოლოდ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან შეთანხმების გარეშე, არამედ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოსკანონიკურიეკლესიის გვერდის ავლითაცსანაცვლოდ, მართლმადიდებლობის საკითხი უკრაინაში წყდებარასკოლნიკების” , სახელმწიფოს ხელისუფლებისა და რადას დეპუტატების მიერ, მათი უმრავლესობა კი სულაც არაა მართლმადიდებელი და სხვა რელიგიის და აღმსარებლობის მიმდევარიასაერთოდაც, ავტოკეფალიის მიღებამ შეიძლება საფუძველი დაუდოს უკრაინელი მართლმადიდებლების უნიებში გადასვლის პროცესს.

რატომ არ არის ეს ასე?

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოში არც არასოდეს შეუტანიათ ეჭვი, რომ ავტოკეფალია უნდა არსებობდეს. 1991 წლის ნოემბერში, კიევის პეჩერის ლავრაში გაიმართა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს კრება, რომელზეც განისაზღვრა, რომ უკრაინის დამოუკიდებლობის მოპოვების გათვალისწინებით, თავად ეკლესიასაც უნდა ჰქონდეს ახალი სტატუსი  და ეს სტატუსი უნდა იყოს სრული დამოუკიდებლობა, ანუ, ავტოკეფალია. შესაბამისად, ამავე კრების გადაწყვეტილებათა თანახმად, ავტოკეფალიის მიღება ხელს შეუწყობდა საკუთრივ უკრაინაში მართლმადიდებლობის განმტკიცებას და გააერთიანებდა მთელ უკრაინელ ხალხს.

1992 წლის 27 მაისს, ხარკოვში შეკრებილი სკანდალური საეკლესიო შეკრების მონაწილეებმაც კი წერილით მიმართეს უკრაინის მაშინდელ პრეზიდენტს, ლ. კრავჩუკს. წერილში აღნიშნული იყო, რომ ისინი მხარს უჭერენ უკრაინის მართლმადიდებელთა მისწრაფებას სრული ავტოკეფალიის მიღების მიმართებით და ყველაფერს გააკეთებენ, რომ გადაიჭრას მათი ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი.

უკრაინისკანონიკურიმართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მიტროპოლიტი ონუფეი 2018 წლის 18 აპრილს ბოლომდე იყო ინფორმირებული უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების თაობაზედ.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს და მის მღვდელმთავრებს აქვთ თავისუფალი არჩევანის სრული უფლება – ერთის მხრივ, მათ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ სამოციქულო ეკლესიის ფორმირებაში ან შეინარჩუნონ ადმინისტრაციული ერთობა და დარჩნენ მოსკოვის საპატრიარქოსთან ერთად.

უკრაინის პრეზიდენტი და პარლამენტი მოქმედებენ ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად, კერძოდ, კანონი ამბობს, რომსახელმწიფო პოლიტიკის, მათ შორის, რელიგიისა და ეკლესიის პოლიტიკის გატარება უკრაინაში მხოლოდ უკრაინის უფლებამოსილებაა“.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი ნაწილის – უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს პრეტენზიები, რომელთა თანახმადაც, სახელმწიფო სტრუქტურებმა სწორედ მათ უნდა შეუთანხმონ ქმედებები, მეტყველებს იმაზე, რომ მათ სურთ პრივილიგირებულ ვითარებაში ყოფნა. ეს კი ეწინააღმდეგება უკრაინის კანონს “სინდისისა და რელიგიური ორგანიზაციების შესახებ”, რომლის მე-5 მუხლში ნათქვამია, რომ ყველა რელიგია, აღმსარებლობა და რელიგიური ორგანიზაცია თანასწორნი არიან კანონის წინაშე”.

უკრაინის ბერძნულკათოლიკური ეკლესიის მხარდაჭერა, რომ უკრაინამ მიიღოს ავტოკეფალია, ადასტურებს მხოლოდ ერთსქრისტიანულ მიდგომებს სხვა კონფესიების წარმომადგენელთა მიმართ. ეს ადასტურებს იმასაც, რომ უკრაინელი ის მოქალაქეები, რომლებიც არ არიან მართლმადიდებლები, სახელმწიფო უსაფრთხოების ჭრილშიც განიხილავე საკითხს, რაც, ცხადია, მისასალმებელია.

ბრალდება, რომ, თითქოს უკრაინის პარლამენტში ბევრი უნიატია, პროპაგანდისტლი ხრიკია და მიმართულია იმისაკენ, რომ პრომოსკოვური რადიკალური პოლიტიკური და რელიგიური წრეები დამატებით გაღიზიანდნენ. ამ ანალოგით, დღესაც კი შეიძლება 1924 წლის იმ აქტის გაპროტესტება, რომლის თანახმადაც პოლონეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიღო ავტოკეფალია და ეს მაშინ, როცა თავად პოლონეთის მოსახლეობა თითქმის 100 %-ით იყო კათოლიკური აღმსარებლობის.

ავტოკეფალიის მიღების დაკავშირება უნიაში გადასვლასთან ეს არის მსოფლიო მართლმადიდებლობის ისტორიისა და ფილოსოფიის სრული უგულებელყოფა. ამ ლოგიკას თუ გავყვებით, ყველა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც დღეს დიპტიხტშია, უნიატურია. მათ შორის, თავად მოსკოვის საპატრიარქოც.

 

***

ზემოთთქმულის გათვალისწინებით, მუქარები, რომ უკრაინაში გაწყდება დიალოგი უკრაინის მარღლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს და “არაკანონიკურ” უკრაინის მართლმაიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიაქოს შორის, აგრეთვე იმის პროპაგანდისტულად გამოყენება, რომ  ხსენებულმა მართლმადიდებლებმა 2017 წელს მოსკოვის საპატრიარქოს ერთობის აღდგენის წერილით მიმართეს, ადასტურებს კრემლის მზაკვრულ გეგმას, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია გამოიყენოს საკუთარი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ინსტუმენტად. კრემლის მეთოდია, რომ “პოლიტიკური მართლმადიდებლობა” გამოიყენოს პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებზე ზეგავლენისა და მათზე დომინირებისათვის.

 

Propaganda war against the receipt of Ukraine by Tomos

 In the last period, the problem of providing autocephaly to the Orthodox Church of Ukraine acquired special sharpness and resonance in many media. Particular attention in this context deserves the bitterness with which the Russian Orthodox Church tries to counteract these processes, preventing the Ukrainian people from being able to restore historical justice. After all, we remember everything from history, where Christianity was born in Russia. Is not it?

 In this context, the clerics of the ROC under the leadership of the Kremlin are actively inventing and trying to disseminate all kinds of myths about the “dangers” and “perniciousness” for the Orthodox world, arising from the possible reception of autocephaly by the Orthodox Church of Ukraine.

In order not to bore the reader with deep reasoning on this matter, we refer to the opinion of Professor Alexander Sagan, who identified these myths and finally debunked them.

 

 

Myth 1: “The place of Orthodoxy in Ukraine will cause a split in world Orthodoxy, which can only be compared with the division between East and West in 1054. If this happens, Orthodox unity will be buried. “

Why this is not so:

– the disagreement of the Moscow Patriarchate with the granting of the autocephaly of the Ukrainian HRC by the Constantinople Patriarchate will not lead to a split in world Orthodoxy, since such actions of the Ecumenical Patriarch are canonical and generally accepted. By the same principle, all local PCs received autocephaly (except for the four Eastern patriarchates), incl. and the Moscow Patriarchate itself. Therefore, Moscow’s possible move to end official relations (Eucharistic communion) with the Patriarchate of Constantinople will objectively receive a negative or neutral assessment from virtually all Local Orthodox Churches.

– The Moscow Patriarchate self-proclaimed its autocephaly in 1448 and sought its recognition of 141 years (until 1589). Therefore, attempts by Moscow clerics and diplomats to accuse Ukrainian Orthodox believers of self-proclaimed autocephaly and an attempt to gain recognition are a manifestation of the policy of double standards that Moscow widely uses in its value judgments and official statements.

 

– The Moscow Patriarchate throughout its existence repeatedly resorted to actions that led to the violation of church canons and generally accepted norms in Orthodoxy. In particular:

  1. a) non-canonical usurpation (violation of conditions defined in the letter of the Ecumenical Patriarch) by the Moscow Patriarchate of the Kyiv Orthodox Metropolia in 1686;
  2. b) the sole grant by the Moscow Patriarchate of autocephaly of the “Orthodox Church in America” ​​in 1970. (recognized by some churches from the countries of the so-called “socialist camp” – the Bulgarian, Georgian, Polish, Czech lands and Slovakia). The Patriarchate of Constantinople and most of the local Orthodox Churches did not recognize this autocephaly;
  3. c) Moscow’s repeated threats to break off relations with Constantinople in the 90s of the twentieth century due to the granting of autonomy within the Ecumenical Patriarchate to the Orthodox churches of Finland, the UOC in the USA and the UOC in Canada. Ultimately, these threats were not realized and led to reputational losses of the Moscow Patriarchate. Only during the “Estonian Orthodox crisis” in February 1996 was the Eucharistic communion between the Moscow Patriarchate and the Patriarchate of Constantinople terminated. However, in May of the same year it was restored thanks to the agreement of the parties to create two Orthodox jurisdictions on the territory of this country.

 

Myth 2. “Providing Tomos will lead to further division of the Orthodox Church in Ukraine, because the UOC-KP and the UAOC are considered” not canonical “

Why this is not so:

 

 

 

 

 

 

– giving Tomos the opposite is aimed at eliminating (“healing”) the schism in Ukrainian Orthodoxy by establishing an autocephalous local Orthodox Church in Ukraine, which will voluntarily include Orthodox hierarchs, as well as clergy and laity of all Orthodox jurisdictions that exist in Ukraine.

– After receiving Tomos in Ukraine there will be no “canonical” believers. Therefore, the present “separation” of Orthodox believers naturally disappears. The fears of the Moscow Patriarchate are connected with another – with the possible withdrawal of a significant part of the Ukrainian believers from this Church.

– Forecasting the deepening of the “split” (from the theological point of view regarding the situation in Ukraine it is more correct to talk about disengagement, since neither the UOC-KP nor the UAOC violates the canons and created a new doctrine) , blocking and undermining the dialogue in Ukrainian Orthodoxy between the UOC-MP with “non-canonical “The UOC-KP and the UAOC – these fears are far-fetched. It is rather an attempt to manipulate this “dialogue”.

This is clearly evidenced by the events of 2017, when the appeal of the UOC-KP to the Moscow Patriarchate with the relevant proposals for restoring unity became an occasion for the next propaganda campaign of the Kremlin.

And this is only one of the evidences that the Kremlin uses its Orthodox Church as an instrument of the state’s foreign policy and for promoting the concept of the “Russian world” with the help of “political Orthodoxy”. The ultimate goal of such actions is to ensure Russian influence and even domination in the post-Soviet states.

 

Myth 3. “The direction of Patriarch Bartholomew of Constantinople with appeals from church and political institutions of Ukraine with a request to grant autocephaly is an interference of the Ukrainian state in the affairs of the Church, since these appeals were not coordinated with the Moscow Patriarchate. This was not reported to Patriarch Kirill, nor Metropolitan of Kiev and All Ukraine Onufry. “

Why this is not so:

– The appeal of the President of Ukraine to the Patriarch of Constantinople and the adoption of the relevant decision by the Verkhovna Rada of Ukraine is not an interference in the affairs of the Church, since it concerns the fulfillment by the head of state and people’s deputies of their constitutional duties and provisions of the Law of Ukraine “On Freedom of Conscience and Religious Organizations”.

– Ukrainian political, ecclesiastical and public figures are not obliged to ask any permits from any representatives of other countries, institutions or public organizations. The expediency of sending appeals and forming relations with foreign political and religious centers, public organizations, financial and business circles is determined independently. According to Art. 5 of the Law of Ukraine “On Freedom of Conscience and Religious Organizations”, “in Ukraine, the implementation of state policy regarding religion and the church belongs exclusively to the jurisdiction of Ukraine.”

– The Verkhovna Rada and the President of Ukraine have the appropriate authority (in accordance with the Constitution and current legislation) to speak on behalf of the state and the Ukrainian people and ensure respect for the rights and freedoms of Ukrainian citizens. According to Article 30 of the Law of Ukraine “On Freedom of Conscience and Religious Organizations”, the Ukrainian State must ensure “the participation of religious organizations in international religious movements, forums, business contacts with international religious centers and foreign religious organizations.” All registered religious organizations are absolutely equal, and therefore they must be provided with the appropriate conditions for the free exercise of religious beliefs, including the mentioned interaction with foreign centers and religious organizations.

– The authorities can not restrict the rights and freedoms of some citizens of Ukraine by creating privileges for individual political or religious institutions. Therefore, the very fact of the referral to the Ecumenical Patriarch for the provision of Tomos about autocephaly testifies to an attempt to ensure a balance of interests of all interested Orthodox jurisdictions and to prevent the creation of prerequisites for the formation of privileges for any of them.

– The President of Ukraine held a personal meeting with the head of the UOC-MP MP Metropolitan Onufriy on April 18, 2018, during which the head of the UOC-MP was informed about the results of negotiations with Ecumenical Patriarch Bartholomew and members of the Synod of Constantinople.

 

Myth 4. “The question of proclaiming new autocephaly was considered in preparation for the Holy and Great Council of the Orthodox Church. All Local Orthodox Churches came to an agreement on the procedure and establishment of the order, according to which the process with the involvement of: the kiriarchal church (the mother church) – the ROC as the initiator of granting autocephaly of its part; The Patriarch of Constantinople as coordinator in the search for a consensus between the Local Churches; all autocephalous Orthodox Churches. Without the coordinated will of these three parties to provide autocephaly, it is impossible for the Russian HRC to agree on all aspects, except technical issues, namely protocol issues, such as the procedure for passing signatures. In the rest all agreed. “

Why this is not so:

– In addition to the Moscow Patriarchate, the Russian HRC has never been recognized by anyone as the Mother Church for the Kyiv Orthodox Metropolia (now – Orthodox jurisdictions on the territory of Ukraine).

– The Ecumenical Patriarchate has always proceeded and proceeds from the fact that the only one for Ukraine from the Baptism of Kievan Rus in 988. until now the Church of Constantinople was and remains.

– The Ecumenical Patriarchate in the Patriarchal and Synodal “Tomos on the recognition of the autocephaly of the Holy Orthodox Church in Poland” on November 13, 1924 confirmed Moscow’s violation of church canons. Namely: “… the estrangement from our Throne of the Metropolitan of Kiev and the Orthodox Churches of Lithuania and Poland, dependent on it, as well as their involvement in the Holy Church of Moscow, from the very beginning were not at all in accordance with the legal canonical prescriptions. Also, it is not observed what was announced jointly about the complete ecclesiastical self-sufficiency of the Metropolitan of Kiev, who was the title of exarch of the Ecumenical Throne … “.

– The Ecumenical Patriarchate in the “Tomos on the recognition of the autocephaly of the Holy Orthodox Church in Poland” clearly defined the position regarding the right of sovereign states to the autocephalous church: “The organization of church affairs must follow political and social prototypes” (canon of the 17th Ecumenical Council, Canon 38 of the VI Ecumenical Council) … “Church rights, especially with regard to borders, must be changed in accordance with political and administrative territorial sovereignty.”

– The question “about the method of proclaiming autocephaly” was withdrawn from consideration of the All-Orthodox Council (held in June 2016 on the island of Crete) as a conflict. And on which no consensus was reached precisely because of the position of the Moscow Patriarchate, which, together with the Bulgarian, Antiochian and Georgian Orthodox Churches, virtually boycotted the Council. When discussing the issue at the Pre-Council meetings representatives of the Moscow Patriarchate denied the right of the Ecumenical Patriarch to provide autocephaly of the Orthodox Church alone and offered to envisage procedures for forming an appeal from the Church that wants to receive autocephaly and obtaining appropriate consent. The Ecumenical Patriarch has compelled to agree to these and some other “proposals” (for example, the right to sign, but not the statement (!) Of Tomos by all Primate of the Local Orthodox Churches, etc.). However, further consideration and presentation of the issue to the All-Orthodox Council in 2016 was blocked and became impossible solely because of Moscow’s position.

– The Patriarchate of Constantinople proceeds from the premise that, due to lack of consensus and not consideration at the All-Orthodox Council, the right and way of granting autocephaly remains unchanged. Therefore, all agreed compromises are considered to be those that have not been achieved because of a lack of final agreement.

– Because of the lack of a constructive position (ignoring the Holy and Great Council of the Orthodox Church) and insisting on non-technical technical issues, which led to a halt in the process of reconciliation by the Churches, the Moscow Patriarchate actually lost the opportunity to block the granting by the Ecumenical Patriarch of the autocephaly of any Church, including the provision of Tomos of the Ukrainian Orthodox Church .

– After all the statements about the non-recognition of the developments and the decisions of the Holy and Great Council of the Orthodox Church, Moscow’s current attempts to interpret the results of the Pre-Council meetings in its own favor are cynical and insignificant.

 

Myth 5. “The process of proclaiming Ukrainian autocephaly is initiated not only without the consent of the kiriarchal church – the Russian HRC, but even bypassing the” canonical “UOC-MP.Instead, the fate of Orthodoxy in Ukraine is resolved by “schismatics”, state authorities and members of the Ukrainian parliament, many of whom are Uniates or representatives of other religions and denominations. And in general, getting Tomos can be the beginning of the transition of Orthodox Ukrainians to a union. “

Why this is not so:

– In the UOC-MP never doubted that autocephaly should be received / recognized. In November 1991, the Local Council of the UOC-MP took place in the Kiev-Pechersk Lavra. In the “Definition of the UOC Council on the issue of complete independence of the UOC” it was said that the proclamation of the independence of the Ukrainian state requires a new status from the Church. And such status should be full independence and independence, that is autocephaly. The gift of autocephaly will contribute to strengthening the unity of Orthodoxy in Ukraine, will serve as a rallying of citizens of all nationalities living in Ukraine, and thereby make a contribution to strengthening the unity of the entire Ukrainian people.

– Even the participants in the scandalous (convoked with violation of the current Charter of the UOC-MP) of the Bishops’ Council, which was held in Kharkov on May 27, 1992, in a letter to the then President of Ukraine L. Kravchuk wrote that they unanimously “approve and support the aspiration of the Ukrainian Orthodox flock to full independence” and will take all measures to solve “this vital question of our Church.”

– The head of the “canonical” UOC MP Metropolitan of Kiev and All Ukraine, Onufriy, at a meeting with the President of Ukraine on April 18, 2018 was fully informed about the possibility and conditions for granting autocephaly to the Orthodox Church in Ukraine.

– The UOC MP and its hierarchs have the unconditional right to freely choose – to participate in the creation of the Ukrainian Local HRC along with representatives of other Orthodox jurisdictions, or to maintain administrative unity and be part of the Moscow Patriarchate.

– The President of Ukraine and the Parliament act in strict accordance with the Constitution of Ukraine and the Law of Ukraine “On Freedom of Conscience and Religious Organizations”, in particular Article 5 of the Law, according to which “… in Ukraine the implementation of state policy on religion and the church belongs exclusively to the jurisdiction of Ukraine … “.

– The claims of the Russian HRC and its part in Ukraine – the UOC-MP, about the need for the state bodies to coordinate their actions with them is an attempt to create a privileged position for themselves. And this is a violation of the provisions of Art. 5 of the Law of Ukraine “On Freedom of Conscience and Religious Organizations”, according to which “all religions, religions and religious organizations are equal before the law”.

– Supporting the aspirations of the Orthodox Church towards the recognition of the autocephaly of the Orthodox Church in Ukraine by the faithful of the UGCC is evidence of a Christian attitude towards representatives of another confession. And it is also a manifestation of the state position of the citizens of Ukraine who care about the national security of their country (experts say that the issue of landedness in Ukraine is not only a religious issue, but also an important aspect of national security).

– The reproach on the domination of the “Uniates” in the Ukrainian parliament is purely a propaganda cliche and is designed for pro-Moscow radical-oriented political and religious circles. By analogy with this, one can object to the right of the Polish government in 1924 (which in fact was 100% Roman Catholic) to appeal to the Ecumenical Patriarch about the autocephaly of the Polish Orthodox Church and, as a consequence, Tomos’s effect on her autocephaly.

– To bind Tomos’s receipt of autocephaly with the transition to a union is to completely ignore the whole history and philosophy of the development of the Universal Orthodoxy. According to this logic, all Local Orthodox Churches, which are now part of the Orthodox diptych (the list of Churches), are Uniate. But among these churches is the Moscow Patriarchate.

 

***

Summing up the foregoing, it should be noted that threats to split and break the dialogue in Ukrainian Orthodoxy between the UOC-MP with the “non-canonical” UOC-KP and the UAOC, and the use of their appeal at the end of 2017 to the Moscow Patriarchate with the corresponding proposals for restoring unity for the next propaganda campaign, is one of the evidence of the Kremlin’s use of the ROC as one of the instruments of the state’s foreign policy and Moscow’s promotion of the concept of “political Orthodoxy” to ensure I have Russian influence and domination in the post-Soviet states.