
30 სექ კონსტანტინეპოლის ახალი არგუმენტი
კონსტანტინეპოლის საპატრიარქომ სექტემბრის ბოლოს გამოაქვეყნა 29 გვერდიანი კვლევა, რომლითაც ასაბუთებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების აუცილებლობას. დოკუმენტის თანახმად, მოსკოვის მიტროპოლიისათვის უკრაინის მართლმადიდებელთა დაქვემდებარება გამოწვეული იყო ფინანსური მიზეზით და დროებით ხასიათს ატარებდა. ამავე დოკუმენტის მიხედვით, უკრაინის ეკლესიაზე კანონიკური უფლებები კონსტანტინეპოლს ჰქონდა.
რუსეთის საპატრიარქო, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ არგუმენტს არ იზიარებს.