Loader

რუსეთის შეზღუდვის ვარიანტი

აშშ-ში აცხადებენ, რომ, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება რუსეთის საზღვაო ბლოკადა.

შესაძლო ქმედების მიზეზი ისაა, რომ ამ შემთხვევაში, რუსეთი ვერარ მოახერხებს ენერგომატარებლების საშუალებით ახლო ახმოსავლეთის ქვეყნების მომარაგებას.

განცხადება ამგვარი ნაბიჯის შესაძლოდ გადადგმის თაობაზე გააკეთა აშშ-ის შინაგან საქმეთა მდივანმა რაიან ზინკემ, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციაში ერთ-ერთია მათ შორის, ვინც რუსეთის მიმართ მკაცრი სანქციების დაწესებას უჭერს მხარს.

 

“ჩვენ შეგვიძლია ღიად დავტოვოთ ყველა საზღვაო მიმოსვლა, მაგრამ, ასევე, შეგვიძლია, დავბლოკოთ ეს მიმოსვლები იმიტომ, რომ რუსეთის საზღვაო კავშირი გავწყვიტოთ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან”, – განაცხადა ზინკემ.

მისივე თქმით, რუსეთის ეკონომიკას მხოლოდ ენერგორესურსებიდან შემოსავალი ასაზრდოებს და რუსეთი ამდენად აქტიურ პოლიტიკას იმიტომ აწარმოებს ახლო აღმოსავლეთში, რომ ამ სივრცეში ბუნებრივ აირსა და ნავთობს ყიდის.

ზინკეს თქმით, ვითარება ირანის გარშემო ვითარება არანაკლებ მძიმეა.

“ჩვენ გვაქვს სამხედრო გადაწყვეტის შესაძლებლობა, თუმცა, გვაქვს ეკონომიკური ბერკეტებიც. ამ უკანასკნელის თანახმად, ჩვენ უნდა განვდევნოთ ირანი ბაზრიდან და ეს ჩვენ იმიტომ შეგვიძლია, რომ აშშ ბუნებრივი აირისა და ნავთობის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია”, – ამბობს ზინკე.