Loader

რუსეთი კლავს!

ოდესღაც სტაბილური და დიდი პერსპექტივების შავი ზღვისპირეთი, რუსეთის აგრესიის შედეგად, ფაქტიურად, “ნაცრისფერი ზონაა” და ყველა ის ქვეყანა, რომელიც დაინტერესებულია რეგიონის სტაბილური და მშვიდობიანი ეკონომიკური განვითარებით, მოცემულ ეტაპზე რთულ ვითარებაშია სწორედ ხსენებული აგრესიის მიზეზით.

შავი ზღვის აკვატორიაში უსაფრთხოების შენარჩუნება აუცილებელია თავისუფალი საზღვაო მიმოსვლისა და ვაჭრობისათვის, აგრეთვე, საზღვაო რესურსების დაცვისა და ეკონომიკური განვითარებისათვის.

რამდენადაც აბსოლუტურად ყველა სახელმწიფოა დაინტერესებული რეგიონის უსაფრთხოებით, მათ თავად უნდა გადაინაწილონ პასუხისმგებლობა რეგიონის მდგომარეობაზე და უშუალოდ უნდა მიიღონ მონაწილეობა იმ ღონისძიებებში, რომლებიც გამოწვევების შესაბამისია. აქედან გამომდინარე, აუცილებელია სახელმწიფოთაშორისი კოორდინაცია და შავი ზღვის ქვეყნების ძალისხმევათა გაერთიანება ზღვაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის.

ესმის კი ეს შავი ზღვის ყველა სახელმწიფოს? აცნობიერებენ კი ისინი, რომ ერთიანობა აუცილებელია რეგიონის უსაფრთხოებისათვის?

რეალურად, შავ ზღვაზე არსებული რუსული ტერორის შედეგად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება არა მხოლოდ ზღვის სატრანზიტო დერეფნის ის ფუნქცია, რომელიც აუცილებელია ენერგორესურსების აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით გადაზიდვისთვის, არამედ, ზღვის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების, თევზჭერის განვითარებისა და ტურიზმის გაძლიერების პერსპექტივებიც.

მეტიც, მაგალითად ტურიზმის განვითარება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება არა მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთი მძლავრადაა წარმოდგენილი შავ ზღვაზე, არამედ, იმიტომაც, რომ უკრაინის აღმოსავლეთში ქმედებებისა და ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის გამო, რისეთს  შეუძლია სწორედ შავ ზღვაზე გაატაროს მძიმე და მასობრივი განადგურებისათვის განკუთვნილი ყველა ის შეიარაღება, რომელსაც ის ფლობს და რომლითაც ის მანიპულირებს.

შავი ზღვის გავლით შეიარაღების ტრანსპორტირება  რუსეთს სირიაში  უფრო მძლავრი ჩარევისათვის სჭირდება. შესაბამისად, სულაც არაა გასაკვირი ის, რომ რუსეთმა ერთ სიბრტყეში მოაქცია ხმელთაშუა და შავის ზღვის კონფლიქტები, მან კონფლიქტის ერთ ბოლოდ სწორედ სირია, ხოლო მეორე ბოლოდ დონბასის ოკუპაცია აქცია.

უკრაინის ათვისების საქმეში რუსეთის “მიღწევად” შეიძლება ჩაითვალოს ნავთობის კოშკურებზე რადიოლოკაციური სადგურების გამართვა. ამ ობიექტებზე მუდმივად იმყოფება დაახლოებით 130 რუსი სამხედრო, რომლებმაც რამდენჯერმე ცეცხლიც კი გაუხსნეს უკრაინის სატრანსპორტო თვითმფრინავებს.

რუსეთი “ოსტატურად” უქცევს გვერდს იმ დაწესებულ სანქციებსაც, რომლებიც მას პრობლემას უნდა უქმნიდეს. კერძოდ, კომერციულ კომპანიებს და გემთმფლობელებს უბიძგებს, დაარღვიონ სანქცირების რეჟიმი და ყირიმში უკანონო ეკონომიკური საქმიანობა აწარმოონ. საერთაშორისო საზღვაო კონვენციები ირღვევა შემდეგნაირად: ხდება ტვირთის გამგზავნი პორტის ცვლილება დოკუმენტებში (იწერება, რომ ტვირთი მიემგზავრება არა ყირიმიდან, არამედ, რომელიმე რუსული პორტიდან) და დამატებით ხდება ავტომატური იდენტიფიცირების გადამცემის გამორთვა სისტემიდან, რის შედეგადაც ვეღარ ხერხდება იმის გარკვევა, თუ საიდან მოემგზავრება ესა თუ ის გემი.

რუსეთი არა მხოლოდ საკუთარ, არამედ საზღვარგარეთის ტვირთმზიდებსაც უბიძგებს უკანონობისაკენ. მეტიც, თურქეთის პოზიციის მიუხედავად, რუსეთი ცდილობს პირდაპირი ხაზი გააბას ზონნგულდაკსა და ქერჩს შორის.

რუსეთი ახდენს რეგიონის მკვეთრ და ძლიერ მილიტარიზაციას, რაც, ბუნებრივია, ეკონომიკურ და საზღვაო უსაფრთხოებას მნიშვნელოვნად უშლის ხელს.

უფო კონკრეტულად, რუსეთის ქმედებებია:

ქერჩის ხიდის მშენებლობა, რაც მას ყურეში თავისუფლად მოძრაობის საშუალებას მისცემს;

მარიოპოლის და ბერდიანსკის პორტების შეზღუდვა საზღვაო გზების სამხედრო გადაკეტვებით;

საზღვარგარეთის გემთმფლობელებისა და ოპერატორების ყირიმის პორტებში იძულებით მიწვევა;

ნედლეულისა და პროდუქტებისაგან გემების ისე დაცლა, რომ ისინი არ შედიან ყირიმის პორტებში.

სხვა გემთა თვალთვალი და დაკავება, აგრეთვე, ამ გემების კაპიტანთა დაპატიმრება იმ მოტივით, რომ, თითქოს მათ რუსეთის საზღვრები დაარღვიეს;

უკრაინის ქონების მიტაცება და უკრაინის ფლოტის გემებზე რუსული დროშების დამაგრება;

იმ მოტივით, რომ, თითქოს ებრძვის “უკრაინელ მეკობრეებს”, რუსეთმა შექმნა ოპერატიული რეაგირების შტაბი და აზოვის ზღვაზე გაზარდა სამხედრო-საზღვაო ძალების რაოდენობა.

რუსეთი უთვალთვალებს უკრაინულ გემებს მათ შორის იმ ტერიტორიებზეც, რომლებიც სულაც არ შედის ყირიმის ტერიტორიულ წყლებში. მეტიც, რუსეთის პატრული აკავებს კაპიტნებს და მათ პატიმრობაში დატოვებით ემუქრება თუ ისინი არ მოაწერენ ხელს დოკუმენტს, რომ, თითქოს დაარღვიეს რუსეთის სუვერენიტეტი.

რუსეთი იყენებს საკუთარ სტატუსს ზოგიერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში, მაგალითად, გაეროს უშიშროების საბჭოში და ახდენს ბლოკირებას იმ ინიციატივებისა, რომლებიც საზღვაო სამართლის დარღვევების აღკვეთას ეხება.

ყირმის მილიტარიზაციის საკითხი მხოლოდ უკრაინას როდი ეხება, რეალურად, ეს პრობლემა საერთაშორისო უსაფრთხოების რანგში გადის. ყირიმის მილიტარიზაციის აღკვეთისათვის, აუცილებელია რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება და სანქციების გაძლიერება მის წინააღმდეგ.

 

Russia is killing!

Once a stable and prosperous Black Sea region, as a result of the aggression of the Russian Federation, it actually became a “gray zone” of the conflict of interests of all riparian countries and countries that have economic interests in the region who are interested in stable and peaceful development of commercial and interstate relations.

Maintaining security in the Black Sea region is necessary to ensure the freedom of navigation and trade, the protection of marine resources and economic development. Since all states are interested in maintaining the security regime in the region, they must also share responsibility for its condition, through direct participation in measures to counter threats and challenges. Proceeding from this, coordination and unification of efforts of all Black Sea countries to ensure security at sea is necessary.
Do all the states of the Black Sea region understand this? Do they realize that Russia is hindering the development of the region?

Actually, because of the terror of the Russian Federation in the Black Sea, not only is the question of the security of the transit corridor for the transportation of energy reserves, but also the prospects of cooperation in the extraction of minerals, fish resources, transportation, tourism development.

Because of the actions of the Russian Federation in Eastern Ukraine and the militarization of the Autonomous Republic of Crimea, there is the potential for transporting weapons, components and materials for the production of weapons of mass destruction and their means of delivery through the Black Sea basin.

The consequences of military intervention and the escalation of the conflict of the Russian Federation pose a threat to commercial activities (freight traffic, tourism), security of people and property, and undermine confidence in the safety of peaceful shipping within the Black Sea region.

After the annexation of the Crimea, Russia intervened in the Syrian war and connected two regional “conflict arcs” —the Mediterranean and the Black Sea — into one “front line” from Syria to Donbass.

The “success” in the Russian development of the Ukrainian shelf can be considered the creation of military mini-bases on oil platforms. On the captured Ukrainian drilling rigs and platforms, the Russian military installed radar stations. About 130 armed servicemen are constantly stationed at these sites, who have fired at a Ukrainian transport plane.

So, in the Russian Federation after the occupation of the ARC, the shortage of the merchant fleet, capable of performing foreign flights to the countries of the Middle East and North Africa (which do not comply with the sanctions regime), has intensified, the Russian Federation actively attracts foreign vessels for service, not only technically acceptable, but also willing to risk violating .

Despite the position of Turkey, the Russian Federation continues to look for “keys” to establish the ferry line Zonguldak-Kerch (scandal with the Turkish ferry ERKE).

The Russian Federation continues to neglect international obligations and implements a destructive policy aimed at limiting the territorial jurisdiction of the Black Sea countries and active militarization of the region, which represents a real threat to economic and maritime security.

Among the main methods of the Russian Federation:
• construction of the Kerch bridge, used by the Russian Federation to establish sole conditions and regime of free movement by the strait;
• military blocking of sea routes by the Russian Federation affects the activities and operation of the ports of Mariupol and Berdyansk;
• the involvement of foreign shipowners and operators of ship companies to call at the ports of the ARC;
• shipments from foreign ships to Russian ships from approaching sea routes of products and equipment (without entering the ports of the ARC) or through the ports of the Russian Federation to further organize the delivery to the territory of Crimea;
• prosecution of vessels in the waters adjacent to the ARC, detention of captains and crews of vessels under the pretext of violating the borders of the Russian Federation;
• unlawful use of the registers of the Russian Federation (Sea and River) to seize Ukrainian property by re-registering it and registering it under the flag of the Russian Federation (Pyotr Godovanets, Ukraine, Fedor Uryupin, Centaur, Sivash, etc. ), as well as ensuring the availability of ship’s documents on the ships of other states, thus contributing to the illegal activities of the aggressor state in the occupied ports and waters of Ukraine.

Under the pretext of fighting the allegedly “Ukrainian piracy”, the Russian Federation created a headquarters for rapid response and significantly increased the naval group in the Sea of ​​Azov.
The Russian Federation patrols and prosecutes Ukrainian ships in the waters adjacent to the ARC, detains captains and crews of ships, under threat of administrative / criminal responsibility and threats to life / health, requires signing documents about alleged violation of the territorial jurisdiction of the Russian Federation.
Russia uses its status in IMO, DC and the UN Security Council to block initiatives aimed at stopping violations of the law of the sea.
The issue of militarization of the Crimea is not only a problem for Ukraine, but also for regional and global security. In order to stop the militarization of the Crimea and deprive the Russian Federation of control over usurped resources, it is necessary to increase pressure on the Russian Federation, primarily due to the expansion of sanctions on the maritime and military spheres.