Loader

რუსეთის ტროლთა არმია!

2007 წელს, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გეოპოლიტიკური კატასტროფა უწოდა საბჭოთა კავშირის დანგრევას, დასავლეთში ბევრმა არასერიოზულად აღიქვა ეს გზავნილი. პოლიტიკური და კვლევითი ისტებლიშმენტის წევრებმა იფიქრეს, რომ პუტინი, უბრალოდ, ოცნებობდა ერთიან, ძლიერ სახელმწიფოზე.

უკვე 2008 წელს, აგვისტოში, პუტინის რუსეთმა აგრესია განახორციელა სუვერენული საქართველოს წინააღმდეგ და მაშინაც, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს რბილი სანქციები დაუწესეს, დასავლეთმა ჩათვალა, რომ ეს იყო ერთი პატარა შეცდომა, რომელსაც რუსეთი არასოდეს გაიმეორებდა.

საქართველოს მოჰყვა უკრაინა. ომი ამ დიდი ევროპული ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიით დაიწყო. ხოლო მანამდე, თუ გახსოვთ, იყო “ღირსების რევოლუცია” კიევში, როდესაც პუტინის აგენტი იანუკოვიჩი გააფთრებით ეწინააღმდეგებოდა უკრაინის დაახლოებას ევროკავშირთან.

ომმა უკრაინაში დასავლეთი ერთგვარად გამოაფხიზლა, თუმცა, მხოლოდ ერთგვარად. მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონსა და ბრიუსელში, ბერლინსა თუ სტრასბურგში სულ უფრო ხშირად საუბრობენ თანამედროვე ომის წარმოების ტექნოლოგიებზე, მათ შორის, ჰიბრიდულ ომზეც, დასავლეთი თითქოს ბოლომდე ვერც იჯერებს, რომ რუსეთი ერევა ყველა იმ პროცესში, რომელშიც მას ჩარევა სურს.

ჰიბრიდული ომის ნაწილია არა მხოლოდ საინფორმაციო ომი. არამედ, სუვერენული ქვეყნების საარჩევნო პროცესებში ჩარევაც. აგრეთვე, რუსეთი ხელოვნურად ქმნის კრიზისულ ვითარებებს, რომელთა შედეგადაც ხდება დაპირისპირებები, ადგილობრივი პოლიტიკური ძალების დისკრედიტაცია და ფართომასშტაბიანი არეულობები.

არათუ საქართველოსა და უკრაინაში, ძლიერ აშშ-შიც კი, რუსეთი აქტიურად ჩაერია საარჩევნო პროცესში და ამას ადასტურებენ აშშ-ის სპეცსამსახურებიც და თეთრი სახლიც, რომელმაც მიმდინარე წლის თებერვალში ოფიციალურად განაცხადა, რომ 2016 წლის 8 ნოემბრის არჩევნებში რუსეთი ღიად მონაწილეობდა.

აშშ-ში რუსეთმა “ტროლების ფაბრიკა” აამოქმედა. აშშ-ის მთავრობამ კი უკვე მოგვიანებით წაუყენა ბრალდებები სამ რუსულ კომპანიას და 13 ჩინოვნიკს.

საინტერესოა, რომ რუსეთი არა მხოლოდ აშშ-ში მოქმედებდა წამატებით, მანამდე მან წარმატებული სპეც.ოპერაცია განახორციელა  ბრიტანეთში, როდესაც “ბრეგზიტის” თაობაზე რეფერენდუმი ტარდებოდა, რუსეთი ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობდა. ლონდონის უნივერსიტეტის გამოძიების თანახმად, გამოვლინდა 13 500 ავტომატიზირებული ჩანაწერი “ტვიტერზე”, ხოლო რეფერენდუმის წინ 65 ათასი განცხადება გავრცელდა. კონტენტ ანალიზის თანახმად, ე.წ. ბოტები აგიტაციას უწევდნენ ბრიტანეთის გასვლას ევროკავშირიდან.

ბრიტანული The Sunday Times-ი წერს, რომ ზოგიერთი ის მეთოდი, რომელიც რუსეთმა აშშ-ში გამოიყენა, მას აპრობირებული ჰქონდა სწორედ ბრიტანეთში 23 ნოემბრის რეფერენდუმის დროს.

რუსეთს არა მხოლოდ ძლიერი აშშ და ასევე ძლიერი ბრიტანეთი აინტერესებს, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მისი დაკვირვების ობიექტია ესპანეთიც. არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომელთა თანახმადაც, რუსეთი დაკავშირებულია კატალონიის დამოუკიდებლობის თაობაზე ჩატარებულ რეფერენდუმთანაც. აშშ-სა და ბრიტანეთის მსგავსად, აქაც მოქმედებდა “ტროლ არმია”, რომელსაც ათასობით ფიქტიური ექაუნთი ჰქონდა სოციელურ ქსელებში.

საყურადღებოა, რომ ყველა შემთხვევაში, ტროლ არმია მიზანმიმართულ დეზინფორმაციას ავრცელებს სოციალურ ქსელებში. შეგნებულად აღვივებს იმ დისკუსიებს, რომლებიც ისედაც აქტუალურია საზოგადოებაში, ვითარება მიჰყავს უკიდურეს დაძაბულობამდე და ა.შ.

სხვათა შორის, ესპანეთის მთავრობამ ღიად განაცხადა, რომ რუსეთი ძალიანაა დაინტერესებული კატალონიის დამოუკიდებლობით და ეს მას – მთავრობას, ძალიან აშფოთებს.

***

თუ კარგად გავიაზრებთ, რას აკეთებს რუსეთი შორეულ ევროპაში და უფრო შორეულ აშშ-ში, მაშინ, გაცილებით იოლი წარმოსადგენი იქნება, როგორ ქმედებს ის იმ რეგიონში, რომელიც პრეზიდენტ პუტინს ჯერაც მისი ჰგონია.

ამის დასტურია რუსეთის ჩარევა 6 აპრილს ჰოლანდიაში ჩატარებულ იმ რეფერენდუმში, რომელიც უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებას ეხებოდა.

ჰოლანდიის ოფიციალური წარმომადგენლები ღიად აცხადებენ, რომ ფეიქ-ნიუსების გავრცელებით  რუსეთი ერეოდა ჰოლანდიელი ამომრჩევლის გადაწყვეტილებაში.

უკრაინის საკითხის გარდა, რუსეთი ერეოდა სხვა ევროპული სახელმწიფოების საშინაო საქმეებშიც. კერძოდ, აშშ-ს და ბრიტანეთის სპეც.სამსახურებმა მოიძიეს მტკიცებულებითი მასალა, რომლის თანახმადაც, რუსეთი ცდილობდა სახელმწიფო გადატრიალებას  მონტენეგროში. სხვათა შორის, ამას ადასტურებს ამ ქვეყნის სპეციალური პროკურორი კატნიჩიც, რომელიც ამბობს, რომ გადატრიალებას რუსი ნაციონალისტები აწყობდნენ და მათვე ჰქონდათ პრემიერ მილო ჯუკანოვიჩის მოკვლის განზრახვა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ რუსები რამდენიმე თვის განმავლობაში ავერბოვკებდნენ სერბ ნაციონალისტებს, რომლებსაც იერიში უნდა მიეტანათ მონტენეგროს პარლამენტის შენობაზე და იქ მოეკლათ პრემიერი.  ამ შეთქმულების მიზანი იყო ის, რომ მონტენეგრო არ გამხდარიყო ნატოს წევრი და შემდეგ არ მიერთებოდა ანტირუსულ სანქციებს.

ჩამოთვლილი ქვეყნების გარდა, რუსეთი აქტიურად ერეოდა გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნების პროცესშიც კი. გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური სამსახური შეშფოთებით იუწყებოდა, რომ მოსკოვი აპირებდა საარჩევნო პროცესზე ზეგავლენის მოხდენას. გერმანიის ხელისუფლება შიშობდა, რომ კიბერ-შეტევების შედეგად, რუსეთის მიერ დაქირავებულ ჰაკერებს შეეძლოთ დიდი მოცულობის პერსონალური ინფორმაციის მიტაცება. სხვათა შორის, ერთი ამგვარი შეტევა ბუნდესტაგის სერვერებზე რუსება 2015 წლის შემოდგომაზე განახორციელეს.

***

დასავლეთში უნდა გაიგონ, რომ საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნებისათვის რუსეთი ყველაფერზე წამსვლელია.  რუსეთი, მათ შორის, არ დაიხევს უკან არც ცნობილი პოლიტიკოსების თუ ექსპერტების მოსყიდვისაგან და მკვლელობებზეც კი არ იტყვის უარს (ლიტვინენკოს მკვლელობა და სკრიპალების მკვლელობის მცდელობა).

სწორედ ამიტომ, ერთადერთი გზაა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება და პუტინის რუსეთის მაქსიმალურ წნეხში მოქცევა. მხოლოდ ამ მეთოდით თუ შეჩერდება პირი (და ქვეყანა), რომელსაც სსრკ-ს აღდგენა ენატრება.

 

Kremlin “army of trolls”

In 2007, when Russian President Putin called the disintegration of the Soviet Union a geopolitical catastrophe, many in the West regarded this message as frivolous. Members of the political and research elite of the West thought that Putin was just dreaming of a strong state. But in August 2008, Russian aggression against sovereign Georgia took place, and although certain countermeasures were taken, the West considered that Russia was wrong and it would never repeat this mistake.

However, in 2014 Ukraine was followed by Georgia. The war began with the annexation of the Crimea peninsula and continued with operations in the south-east of this large European country. Before that, there was a “revolution of dignity” in Kiev, when Putin’s agent, Yanukovych, was desperately opposing Ukraine’s rapprochement with the EU. The war in Ukraine helped the West to understand that Putin is not joking. Washington, Brussels, Berlin and Strasbourg are increasingly talking about the use of modern technologies, including the hybrid war on the part of Russia. However, the West does not seem to be completely sure that Russia is interfering in all the processes in which it wants to interfere.

Part of a hybrid war is an information war. But the other part is interference in the electoral processes of sovereign states. Russia artificially creates crisis situations and discredits local political forces, also provokes large-scale unrest. Russia intervened in the internal political situation not only in Georgia and Ukraine, but even in the internal processes of such a strong country as the United States.

So, in fact, it was proved that Russia actively intervened in the electoral process in the United States in 2016, and this is confirmed by the special services of the United States and the White House, which in February of this year declared that Russia openly influenced the elections of November 8, 2016. An “army of trolls” was launched in the United States from Russia, and the US Government has already indicted three Russian companies and 13 officials. Interestingly, Russia acted not only in the United States … it conducted a successful special operation in the UK. During the referendum on “Brexit”, Russia actively participated in this process.

According to a study by the University of London, 13,500 automatic recordings were detected on Twitter, and 65,000 applications were issued before the referendum. According to content analysis, so called bots actively agitated for a positive decision on the exit of Britain from the EU. At the same time, the British The Times reported that some of the methods used in the United States, Russia were tested in the UK in a referendum on June 23, 2016.

Not only strong US or strong Britain are suffering from an attack from Russia, but, surprisingly, Spain is also the subject of her keen interest. There is a lot of evidence that Russia is connected with the referendum on the independence of Catalonia.

On the territory of Spain, like the United States and Great Britain, the Kremlin also created an “army of trolls”, which had thousands of fake accounts on social networks. It is noteworthy that in all cases the “army of trolls” deliberately misinformed the population in social networks. It creates discussions that are already relevant in society, but additionally leads to extreme tension, etc. By the way, the Spanish government openly declared that Russia is very interested in the independence of Catalonia.

If you think well about what Russia is doing in a strong Europe and in a distant US, then it will be much easier to imagine how it works in the information field in relation to post-Soviet post-socialist countries, which President Putin “cares” first and foremost.

Proof of this is Russia’s participation in the referendum held in the Netherlands on April 6, 2016. The referendum concerned the Association Agreement between Ukraine and the European Union. Official representatives of the Netherlands openly declared that Russia had intervened in the decision of the Dutch voters. In addition to the issue of Ukraine, Russia intervened in the internal affairs of other European states.

In particular, the intelligence services of the United States and Great Britain argue that Russia sought to overthrow the government of Montenegro. Incidentally, this was confirmed by the country’s special prosecutor Milivoje Katnich, who said that the coup was organized by Russian nationalists, and they had the intention to kill Prime Minister Milo Djukanovic. The investigation revealed that the Russians had recruited Serb nationalists for several months in order to attack the building of the Montenegrin Parliament and kill the Premier. The purpose of this conspiracy was that Montenegro did not become a member of NATO, and then did not join the anti-Russian sanctions.

In addition to the countries listed, Russia actively intervened in the elections to the German Bundestag. The German Federal Security Service was alarmed by the fact that Moscow is influencing the electoral process. The German authorities feared that with a cyber attack, Russia was trying to gain access to a huge amount of personal information.

***

In the West, you need to understand that Russia will do everything for its geopolitical goals. Russia will not give up bribing politicians or experts, and even murder (the murder of A. Litvinenko and the attempt to kill Skripale). The only way to stop Russia is to tighten sanctions against it. Only this method will stop a person (and the country) who wants to restore the USSR and the Soviet past.