Loader

რუსეთის ძველი ახალი ტაქტიკა

აზრი იმის თაობაზე, რომ რუსეთი და მისი სპეცსამსახურები ცუდად ან საერთოდ არ მუშაობენ ყოფილი საბჭოეთის ტერიტორიაზე, ცხადია, უსაფუძვლოა. რეალურად, სწორედაც რომ პირიქითაა – ბოროტების იმპერიის დაშლის შემდეგ, კგბ-ც, ფსბ-ც გრუ-ც და სამყაროს ყველაზე დიდი ქვეყნის სხვა სამსახურებიც ერთგვარად გადაეწყვნენ და მიიღეს თუ არა ახალი ინსტრუქციები პოლიტიკური ხელმძღვანელობისაგან, ახალი “ხლართები” გააბეს ყველგან, სადაც ეს მათ გასდით. რუსეთის ეს სტრატეგია სიახლე როდია, სპეცსამსახურები  ელცინის დროსაც კი მუშაობდნენ, თუმცა, ელცინთან, პუტინისაგან განსხვავებით, საუბარი კიდევ შეიძებოდა.

ჰიბრიდული ომი ხვედრითად ახლებური გააზრებაა იმ ტაქტიკისა, რომელსაც რუსეთი ყველა იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართავს, ვინც მისი გავლენისაგან გათავისუფლებას ცდილობს. შორეულ 90-იანებშიც კი, რუსეთი მიმართავდა საინფორმაციო ომსა და პროპაგანდას, იყენებდა ეკონ. სანქციებს და რუსეთთან ჯაჭვით გადაბმული, საბჭოეთზე მოტირალი აგენტირაც სარუსეთოდ მუშაობდა.

ამ პოლიტიკას რუსეთი აქტიურად მიმარტავდა არა მხოლოდ ბალტიის სახელმწიფოებში, არამედ, ვთქვათ, სომხეთშიც კი, ანუ, იმ ქვეყანაში, რომელიც მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა არა მხოლოდ ბალტიის სამეულს, არამედ, უკრაინას, საქართველოს და მოლდოვასაც კი. სომხეთში ამ ტაქტიკის გამოყენებასაც ჰქონდა თავისი მიზანი, მოსკოვში იცოდნენ, რომ ერევანიც კი ეცდებოდა მათთან განშორებას.

დიდი სომხურ-რუსული განქორწინება ჯერჯერობით არ შემდგარა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ პრეზიდენტ პაშინიანის გამარჯვებას, უნდა ვთქვათ, რომ სომხეთი კვლავაც პრორუსულ სახელმწიფოდ რჩება.

რუსეთი კი, ამასობაში, ძლიერდება და მის ხელთაა არა მხოლოდ საინფორმაციო ომის ბერკეტი, არამედ, ვთქვათ, იმ ქვეყნების პოლიტიკოსთა მოსყიდვის მექანიზმიც, სადაც დემოკრატია ან საერთოდ არაა, ანაც – მოიკოჭლებს.

ამის გაკეთება, ცხადია იოლია იქ, სადაც ეკონომიკური სიდუხჭირეა… ასევე იქ, სადაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება შეზღუდულია. ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი ნებდება იქ, სადაც დემოკრატიის ეს ნორმები მუშაობს, პირიქით – რუსეთი ქმედებს ყველგან და ფილიგრანულ პოლიტიკას მიმართავს მათ შორის პოლიტიკოსთა მოსყიდვის კუთხით.

რუსეთი ზემოქმედებს საზოგადოებაზე როცა “ამტკიცებს” რომ მოქმედი პოლიტიკოსები უკვე ყავლგასულები არიან და დროა, ძველი გვარდია ახლით შეიცვალოს. მისი ლოგიკით, ახლებს გამოცდილება კი აკლიათ, მაგრამ, სამაგიეროდ, მათ სუფთა ხელები აქვთ. რეალურად, ყოფილი საბჭოეთის ტერიტორიაზე, ზემოხსენებული გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ გამოცდილებს აქვთ უნარი, იოლად არ მოითაფლონ რუსეთის თაფლაკვერით. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ლოგიკა არადამაჯერებელია, ყურადსაღებია სხვა – განა  შეიძლება ახალი ელიტის ხელოვნურად შექმნა? განა ახალი ელიტა გაუძლებს იმ გამოწვევებს და გამოცდებს, რომლებსაც უმზადებს მათ სწორედ რუსეთის ფედერაცია?

სხვათა შორის, შემჩნეულია, რომ ახლადგამოჩეკილი “ახალი სახეები” არც თუ იშვიათად სთესენ ნიჰილიზმს, აპათიას… და ამით ირიბად მაინც თამაშობენ სწორედ კრემლის თამაშს.

მოცემულ ეტაპზე უკრაინაა ის პლაცდარმი, სადაც რუსეთი ჰიბრიდული ომი ახალ ტექნოლოგიებს ნერგავს. რუსეთი უკრაინის შიდა არეულობის მოწყობას გეგმავს და ამისათვის ნაცად, აგრეთვე ახალ ხერხებსაც მიმართავს. რასაკვირველია, მიზანი ერთია – უკრაინის დღევანდელი ხელისუფლების მოცილება და  მის ნაცვლად იმგვარი პირების მოყვანა, რომლებიც კრემლის მიმართ ლოიალურნი იქნებიან.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ კრემლი ეყრდნობა არა მხოლოდ მის მიმართ ლოიალურად განწყობილ და, ვთქვათ, “რუსკი მირის” ღია წევრებს (რომლებიც დისკრედიტირებულნი არიან), არამედ, პოპულისტურ ძალებსაც, რომლებიც “უკრაინის ნაციონალირ იდეას” ქადაგებენ და მოჩვენებითად ებრძვიან კორუფციას. გარდა ამისა, ხელოვნურად შექმნილი მითი იმის თაობაზე, რომ უკრაინას ახალი ხალხი სჭირდება, რუსეთი უკვე ცდილობს წინ წასწიოს ახალი ის ლიდერები, რომლებსაც არც გამოცდილება აქვთ და ბევრი მათგანი (საზოგადო მოღვაწეები, მუსიკოსები და არტისტები, ბიზნესმენები…) ირიბად მაინც არიან მიბმულნი რუსეთის სპეცსამსახურებთან.

რუსეთი ხვდება, რომ უკრაინა, როგორც ომში მყოფი სახელმწიფო, იძულებულია წინ აღუდგეს კრემლის მიერ ინსპირირებულ საინფორმაციო ომს და ზოგადად ჰიბრიდულ დაპირისპირებას… რუსეთი იმედოვნებს, რომ კიევი ბრძოლას ორ ფრონტზე ვერ გაუძლებს და უკრაინის ხელისუფლება უბრალოდ დამარცხდება.

რუსეთის ტაქტიკა-სტრატეგია თვალნათელია – მისი მიზანია დასავლეთის თვალში უკრაინის ისე წარმოჩენა, თითქოს უკრაინის ხელისუფლება ნაცისტურ-ფაშისტურია… შესაბამისად, რუსეთს სურს, რომ უკრააინამ არშემდგარი სახელმწიფოს შეფასება დაიმსახუროს.

ცხადია, ამ ტყულს დამტკიცება უნდა და ამიტომაც რუსეთს დასავლეთზე ზემოქმედების მეთოდებიც აქვს შემუშავებული… კერძოდ, რუსეთი “ამტკიცებს” რომ უკრაინაში ხორციელდება ზეწოლა განსხვავებული აზრის მქონე პირებზე – ჟურნალისტებზე თუ მესამე სექტორის წარმომადგენლებზე, პოლიტიკოსებზე და იმ ექსპერტებზე, რომლებიც უკრაინის მოსკოვის ფრთებქვეშ დაბრუნების მომხრენი არიან.

ეს ტაქტიკა, თუ მისი გაქარწყლება არ მოხდება, მხოლოდ მომგებიანია – მთავარია “დამტკიცდეს” უკრაინის შეუმდგარობა… მთავარია, უკრაინამ აიკიდოს ამ არშმდგარი სახელმწიფოს სტატუსი.

გარდა ამისა, იმისათვის, რომ მოახდინოს ზეწოლა საარჩევნო პროცესზე, რუსეთი ეცდება ვითარების გადაძაბვას დონბასში, კერძოდ, შეიძლება მოხდეს ტერაქტებიც, რომლებსაც ბუნებრივად მოჰყვება პანიკა და შიში, აგრეთვე, უნდობლობა უკრაინის ხელისუფლების მიმართ.

უმნიშვნელო როდია ისიც, რომ, რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა და პოლიტ.ტექნოლოგები ეცდებიან უკრაინის პოპულისტური ძალების მხარდაჭერას და მედიის იმ დასავლურ საშუალებებს, რომლებიც ირიბად სწორედ მოსკოვზე მუშაობენ, მიაწვდიან ნარატივს, რომ, თითქოს, ეს ხსენებული პირები თუ ორგანიზაციები არიან დაჩაგრულები და “წამებულები” უკრაინის ხელისუფლების მიერ. რუსეთი დღესაც ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ უკრაინაში სასტიკი რეპრესიებია.

ესეც არაა ყველაფერი, რის გამოყენება-გათამაშებასაც ცდილობს კრემლი – მისდამი დაქვემდებარებული არხების საშუალებით, ის უკრაინელ ამომრჩეველზე ზეგავლენას ახდენს და ვაჭრობს საკმაოდ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარებით, რომელიც ობიექტურად და მათ შორის რუსეთის ძალისხმევითაც არის შექმნილი უკრაინაში. ამასთან, ამ ტიპის ამომრჩეველზე ხორციელდება ფსიქოლოგიური შეტევები და რუსეთი ცდილობს დამტკიცებას, რომ ომი კიევის დაწყებულ გაჩაღებულია და ის არც არაფერს აკეთებს ომის შეჩერებისა და დასრულებისათვის.

ცდილობს რა შეიარაღებული კონფლიქტების გამოწვევას, რუსეთს შეუძლია უკრაინის არმიში ჩანერგილი საკუთარი პროვოკატორების გამოყენებაც. ამ უკანასკნელთა მიზანია არმიის დემორალიზება და უკრაინი ტერიტორიული მთლიანობის დამცველთა პროვოცირება, რათა ისინი კიევის ქუჩებში გავიდნენ და მოინდომონ ახალი “მაიდანის” მოწყობა. ამასთან, ეს მართული იქნება კრემლის მიერ და მასში გაერთიანებულნი იქნებიან როგორც “ავღანელები”, ასევე “ჩერნობილელები”.

ზემოთთქმულის გათვალისწინებითაა გასაკეთებელი დასკვნა, რომ უკრაინის საარჩევნო პროცესზე ზემოქმედება რუსეთს ძალიანაც უნდა და ის აგენტთა ქსელს ქმნის, რომელშიც, სამწუხაროდ, გაერთიანებულნი არიან გავლენის აგენტებიც და ორგანიზატორები, ჟურნალისტები და პოლიტიკური ექსპერტები, ტროლები, ბოტები და ა.შ. კრემლი აგრძელებს მასირებურ კიბერშეტევებს და მასვე შეუძლია ინფრასტრუქტურის კრიტიკულ ობიექტებზე ტერაქტების მოწყობაც. ყოველივეს მიზანი იქნება საარჩევნო ვითარების არევა და დესტაბილიზაცია, რაც ასე ძალიან აყობს მოსკოვს.

უკრაინის პარტნიორებმა უნდა გაიგონ, რომ უკრაინის დანებება და ჩაბარება პრორუსული ძალებისათვის, მით უფრო ამის გაკეთება “რუსი დათვის” დაშოშმინებისათვის, ამ უკანასკნელს კიდევ უფრო დიდ მადაზე მოიყვანს. ამიტომაც, დასავლეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ ყველა იმ ძალის მხარდაჭერა, რომელიც იყენებს ტერმინებს “ეფექტური ცვლილებები და რეფორმები” რეალურად, კიევის კურსისა და რუსულ რევანშს მოასწავებს.

 

New Old Tactics RF

The idea that Russia and the special services of this country do not work or do not work at all in the space of the former USSR is, of course, unfounded. On the contrary, after the collapse of the Evil Empire, both the KGB and the FSB and the GRU and other services of the most enormous country in the world rebuilt and, having received new instructions from the political leadership of Russia, actively began to act wherever they got away with it. So it was when Russia weakened – even during the reign of B. Yeltsin – the President with whom, unlike Putin, it was possible to talk.

A hybrid war is a relatively new understanding of the tactics that Russia is waging against those states that are trying to get out of the influence of Moscow … Earlier, in the “distant 90s,” Russia used the same methods — this is information warfare — propaganda, and economic pressure … and agents who missed and missed the Soviet Union and which are knotted forever with the KGB.

In the 90s, Russia actively pursued this policy not only in the Baltic countries and, let’s say, in Armenia – in a country that, although lagging behind the aforementioned states and even from Georgia, Ukraine and Moldova, but nevertheless tried to dissociate itself from Russia. Armenia has not yet succeeded in this – if one does not take into account the events of recent times, one can definitely say that this Caucasian republic remains definitely pro-Russian.

In the arsenal of Russia, not only information warfare, but also bribing politicians from different countries – in countries where there is little or no democracy, it is easy to do this, and where the economy works and there is freedom of speech – it is more difficult. But despite the difficulties, Russia continues to work wherever it is possible, including gathering politicians-supporters of these countries. Those who are filigree between the lines of a pro-Russian policy.

In addition, Russia influences society by pursuing a policy that implies that today’s politicians are “fed up” and that new people should be supported – those who may even have little experience, but they have “clean hands”. In fact, in the countries of the former USSR, the aforementioned experience is of immense importance, and if this is not even the case, it is dangerous to artificially create a new elite in different countries for a number of objective reasons. Thus, the so-called “new faces”, indirectly supported by Russia, often sow nihilism and apathy and often directly play in favor of the Kremlin.

Ukraine at this stage is the main springboard of the Russian Federation, where it is testing new technologies of hybrid warfare and the entire arsenal of means of influence to destabilize the internal political situation in this state. The main goal of these actions is to ensure a change of government loyal to the Kremlin, incl. to implement the plan of reconciliation on their own terms.

What is important – the Kremlin relies not so much on outspoken supporters of the “Russian world,” ie those politicians who are lustrated, but also on populist political forces that position themselves as “ardent advocates of the Ukrainian national idea” and “uncompromising fighters against corruption”. In addition, given the artificially created demand in Ukrainian society for “new faces”, Moscow is already trying and will continue to try to focus its efforts on promoting to the power of people who have the confidence of Ukrainians, but not yet related to big politics (“involved” public figures, famous scientists, businessmen and musicians, “prisoners” of the Kremlin, etc.).

Russia understands that Ukraine, as a state opposed to armed aggression by the Russian Federation, is forced to fight and counter even the large-scale information war inspired by the Kremlin, which is part of a hybrid war. This information war against Ukraine is also directed against the authorities of the country. Russia, on the eve and during the presidential and parliamentary elections, is going to destabilize the socio-political situation in the country and creates the basis for the revanchist-minded pro-Russian forces to come to power, which should gradually return Ukraine under Kremlin influence.

The tactics of Russia is obvious – apart from the destabilization of the situation in Ukraine itself, it consists in covering the current Ukrainian government as “fascist” and “Nazi” in the international arena, and Ukraine itself is represented as a state that did not take place (failed state).

Interestingly, to implement their destructive scenarios, the special services of the Russian Federation have developed influence methods, specifically informational sabotage and provocation, throwing in and spreading false, biased or distorted information about the events in Ukraine and in the temporarily occupied territories of the Autonomous Republic of Crimea and Donbass. Carrying out attacks on journalists, famous volunteers and activists, government officials, law enforcement officers and special services, as well as experts, Russian political refugees and others who criticize the current political regime in Russia or, conversely, publicly support the return of Kiev to the Kremlin’s orbit.

This tactic, if not to expose it, is win-win – in any case, it will pursue the goal of “proving” that Ukraine – failed state.

In addition, to influence the electoral process in Ukraine, it can be used to increase military tensions in the Donbas, to commit terrorist attacks and other actions that will have the purpose of sowing panic, fear and distrust of the Ukrainian authorities and law enforcement agencies.

Also, the Russian propaganda machine and political technologists of the Kremlin are trying in every way to support the populist political parties and individuals well-known in Ukraine, as well as to carry out attempts to create “new forces” that through Ukrainian and foreign information resources controlled by Moscow create an aura of “fighters for the truth” and “martyrs “. The Russian Federation wants to prove that they are subject to repression by the current government of Ukraine because of their principled position in the fight against corruption and other “anti-people” steps.

And that’s not all – through the controlled channels of communication, the Kremlin will increasingly influence the Ukrainian voter in order to convince him that the pro-government politicians who allegedly try to shift all responsibility to the war and do nothing for the unsatisfactory state and other problems its cessation (they do not want to conduct direct negotiations with the leaders of the so-called “L / DPR”, “do not hear” the residents of the temporarily occupied territories, deliberately irritate the Kremlin with their “NATO” ambitions, etc.).

Trying to initiate armed conflicts on the peaceful territory of Ukraine, the Russian special services can use their provocateurs in the military formations of Ukraine, who are faced with the task of demoralizing military personnel, participants, veterans of the ATO / OOS. To force them to take to the streets of Kiev, to organize another Maidan, to unite with the Kremlin-led artificial associations of “Afghans” and “Chernobyl victims”, and also to involve volunteers, volunteers and other categories of the population (both “paid for” and “ideological “).

In connection with the above, the conclusion suggests itself that in order to realize influence on the electoral process in Ukraine, the Russian Federation creates an extensive network of agents of influence, organizers, journalists, political experts, trolls, bots that are able to influence both public opinion in Ukraine and to western countries. The Kremlin will continue massive cyber attacks, and it can also plan terrorist sabotage on critical infrastructure facilities that will have the goal of complicating and disrupting the normal course of the electoral process and putting it into a favorable course for Moscow. Ukraine’s foreign partners should clearly realize that the “surrender” of Ukraine to the pro-Russian forces in exchange for “calming down the Russian bear” will further whet his appetites for the EU countries. Therefore, the West must categorically abandon any support for those forces that are under the slogans of “effective change / reform”, “new course” Ukraine, etc. de facto they are called upon to ensure a revenge by the Kremlin in the geopolitical arena, and also to respond harshly to the desire of such forces to use the territory of third countries to loosen the situation in Ukraine.