Loader

მოდი, გავიხსენოთ რეიგანი!

 

 

 

გახსოვთ 80-იანი წლების ლიდერები? მაგალითად, რეიგანი, ტეტჩერი… კოლი, მიტერანი… გასული საუკუნის ბოლო პერიოდის პოლიტიკოსებმა, მათ შორის, ზემოხსენებული პირების მემკვიდრეებმა,  მიაღწიეს მთავარს – დაშალეს ბოროტების იმპერია!

იმხანად სხვადასხვა მეთოდებს იყენებდნენ… დასავლეთი ხან ემუქრებოდა საბჭოების ქვეყანას და ხანაც დიალოგს სთავაზობობდა. ძლიერი საბჭოეთიც, რომელიც მაშინაც ფლობდა მასობრივი განადგურების იარაღს, უკვე სტალინის შემდგომი პერიოდიდან ხვდებოდა, რომ ხუმრობა როდი იყო დემოკრატიულ სამყაროსთან თამაშ-თამაში. და გორბაჩოვმაც – სსრკ-ს ბოლო ლიდერმა, განაცხადა, რომ პროლეტარიატის ბელადთა მიერ შექმნილი სახელმწიფო… დანგრეულია.

– ყველა თავისუფალია, ისინიც, ვინც სისხლი დაღვარა ამ თავისუფლებისათვის და ისინიც, ვინც როგორც დამკვირვებელი ისე უყურებდა განვითარებულ მოვლენებს – დაახლოებით ეს იყო გორბაჩოვისეული რიტორიკა!

 

 

 

 

საბჭოეთის დანგრევაში არც თუ მცირე როლი ითამაშა იმ სანქციებმა, რომლებიც მას დასავლეთიდან დაუწესეს. დასავლეთს ჰქონდა საბჭოთა ლიდერების არაადეკვატური ქმედებების გამოცდილება, თუმცა, სავსებით გაცნობიერებულად მიდიოდა გამწვავებაზეც. “საბჭოეთი ვერ გაუძლებს” – თქვა ერთხელ რეიგანმა და მართალიც აღმოჩნდა – საბჭოეთმა მართლაც ვერ გაუძლო.

დღეს ჩვენ თვალყურს ვადევნებთ პროცესს, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ დასავლეთში თამამი პოლიტიკოსების დეფიციტის პროცესი და მართლაც, რეიგანისა და ტეტჩერის ეპოქა რახანია დასრულებულია, ხოლო დღევანდელ დასავლეთს მართავენ პოლიტიკოსები, რომლებიც თავს რაციონალურ პოლიტიკოსებს უწოდებენ და შესაძლოა იღიმიან კიდეც, როცა კითხულობენ გასული საუკუნის დიპლომატიის ისტორიას. “რუსეთს ხომ ატომური ბომბი აქვს და მას უნდა ეთამაშო… ის არ უნდა დააღრჩო… პუტინი არაადეკვატურია… ჟირინოვსკი კრეტინია… შოიგუ ყველაფერზე წამსვლელია… კგბ ყველგან მუშაობს”- ასე მსჯელობენ დღეს დასავლეთში.

რატომაა დასავლეთი სუსტი?

წარმოიდგინეთ რომ, ევროპის რამდენიმე სახელმწიფოს ლიდერები და ცალკეულ პოლიტიკოსები დღესაც გაიძახიან, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ან უნდა მოიხსნას, ან შესუსტდეს. მათი თქმით, სანქციები უშედეგოა და პირიქით, აზარალებს მხოლოდ ევროკავშირის სახელმწიფოებს.

ამ ლიდერებს არ ესმით, რომ სანქციათა გაუქმება დაუშვებელია, რამდენადაც, ამ შემთხვევაში, მოხდება მთელი საერთაშორისო სამართლის ნიველირება და რუსეთზე ზემოქმედების არანაირი ბერკეტი აღარ დარჩება.

რეალურად, ანტირუსული სანქციები საკმაოდ ეფექტურია და  ძალიანაც აზარალებს რუსეთის ეკონომიკასაც, რიგით მოქალაქეებსაც და პრეზიდენტ პუტინის გარემოცვასაც… და მიუხედავად იმისა, რომ კრემლი ღიად არ აღიარებს, რომ სანქციები მისთვის ძალიან მძიმეა, სწორედ ის, რომ კრემლი ლობირებს ამ სანქციების მოხსნა-შემსუბუქებას, ადასტურებს, რომ მისი – კრემლის საქმე მძიმედაა. ამდენად, სასურველია საუბარი არა მოხსნაზე, არამედ, პირიქით – გამკაცრებაზე.

აღნიშვნის ღირისია ისიც, რომ ევროპის ცალკეულ პოლიტიკოსთა განცხადებები თემაზე, რომ სანქციები ევროკავშირს აზარალებს, უსაფუძვლოა და ეს კი იმ ლობირების შედეგიამ რომელსაც რუსეთი საკუთრივ ევროპაში ეწევა.

ამ კონტექსტში, დასავლურ საზოგადოებას მართებს გაერთიანება და ძზლისხმევა იმისაკენ, რომ რუსეთი არ ერეოდეს სუვერენული სახელმწიფოების, მაგალითად უკრაინის საშინაო საქმეებში. დასავლეთს მართებს კრიტიკულად შეფასება რუსეთის მედიის პროპაგანდისტული საშუალებებისა და რუსი ჩინოვნიკების უპასუხისმგებლო ქმედებებისა.

უნდა გამოვლინდეს რუსეთის ყველა ჩარევა სხვა ქვეყნების სუვერენულ პოლიტიკაში და შემდეგ ყველა ამგვარ ქმედებას უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი.

რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულები მსოფლიო თანამეგობრობის მიერ სამართლებრივ ჭრილში უნდა განიხილებოდეს და ფასდებოდეს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დასავლელ პარტნიორებს ჩამოყალიბებული ჰქონდეთ პოზიცია – არასოდეს არაფერი დაუთმონ კრემლს!

Let’s remember Reagan!

Remember the leaders of the 80s? .. Suppose R. Reygan, M. Tetcher, G. Kohl and F. Miteran? Politicians of the end of the last century, including the successors of the above-mentioned persons, together with other leaders, tried and achieved the main thing – they destroyed the Evil Empire.

The methods used then were different. Sometimes the West threatened the country of the Soviets, sometimes it entered into a dialogue … The strong country of the Soviets, which even then owned weapons of mass destruction, since Stalin’s time understood that jokes with the democratic world would turn out badly. And M. Gorbachev, the last leader of the USSR, once announced that the country created by the leaders of the proletarians collapsed. All are free – and those who fought, and those who as observers, just looked at events from the side.
A significant role at that time in the destruction of the USSR was played by the then sanctions against the country of the Soviets. The West had experience of inadequate actions by the leaders of the Union, however, it was absolutely sensible to aggravate. “The Soviet Union will not survive,” R. Reagan once said, and the subsequent processes proved that he was right.

Today we are witnessing a process that can be assessed as a shortage of brave leaders in the West. And, indeed, the times of R. Reagan, M. Tetcher and other well-known Western leaders are gone. Today’s West is ruled by politicians who call themselves rational leaders and maybe even smile when they read the history of diplomacy from the past century, because “Russia is a country with an atomic bomb and has to be played with it, but it’s not necessary to choke … Putin is inadequate … Zhirinovsky is a cretin … Shoigu is capable of anything … KGB works everywhere … “.

Why is the West weak?
Imagine – among a number of European leaders, as well as individual political forces, there are still calls to lift or weaken anti-Russian sanctions, because they say they are incapacitated and harm the EU countries themselves. They do not understand that the lifting of sanctions is unacceptable, because in this case the entire international legal system is leveled and completely discredited, and there will no longer be any methods of influence on the Russian Federation.
In fact, anti-Russian sanctions are effective, causing significant damage to the Russian economy, population and environment, close to the Russian president. And although the Kremlin does not openly admit that it suffers from sanctions restrictions, the aggressive lobbying by official Moscow for lifting or at least weakening sanctions is evidence of their effectiveness. Therefore, it is advisable to talk about their strengthening, and not about cancellation.
Separately, it should be noted that the statements of individual European politicians that anti-Russian sanctions damage their states do not actually contain a sufficient basis, and are speculations and the result of an active lobby and pressure from the Kremlin.

In this context, the Western community should consolidate and unite efforts to prevent the Russian Federation from interfering in the sociopolitical processes both in Ukraine and other countries, and also critically treat the Russian propaganda, the news of the Russian media and the statements of its officials. All attempts by Russia to interfere in the internal affairs of sovereign states must be established, studied and condemned.

Violations and war crimes committed by the Russian Federation should receive an appropriate legal assessment by the world community. At the same time, it is especially important that the Western partners finally form and consolidate an understanding of the inadmissibility of any concessions to the Kremlin.