Loader

ტერორისტი სახელმწიფოს ცრუ ბრალდებები

არადემოკრატიული რუსეთი ვერ შეეგუა სსრკ-ს დაშლას და დღემდე ატარებს საბჭოეთის რეანიმაციის ან რუსეთის გავლენის სფეროების გაფართოების პოლიტიკას.

ამ მიზნის მისაღწევად, ყველა სხვა მეთოდთან ერთად, რუსეთი მიმართავს თავად დამოუკიდებლობის იდეის დისკრედიტაციის პოლიტიკასაც, ხოლო დღევანდელი დასავლეთი, რომელიც რეიგანისდროინდელისაგან არსებითად განსხვავდება, სამწუხაროდ, არც თუ იშვიათად აქცევს ყურადღებას ე.წ. რუსულ ლოგიკას.

რასაკვირველია, დასავლეთს არ სჯერა იმ რიტორიკისა, რომელიც რუსეთიდან მომდინარეობს, თუმცა, არც თუ იშვიათად, დემოკრატიული სამყაროს ლიდერები ეგებიან რუსულ პროვოკაციებს და ამა თუ იმ საკითხის კომენტირებისას, საკუთარ პოზიციას აყალიბებენ შემდეგნაირად: “დიახ, რუსეთი აგრესორია, მაგრამ… (სწორედ ეს “მაგრამ” არის პრობლემა). რეალურად, არავითარი “მაგრამ” არ არსებობს და არაფერია ზედმეტად დასამტკიცებელი. რეალურად, რუსეთს უნდა უპასუხო ნათლად და მკვეთრად.

ხედავს რა დასავლეთის სისუსტეს და სირბილეს, რუსეთი გამუდმებით აფინანსებს იმ რადიკალურ ორგანიზაციებს, რომლებიც მაგალითად უკრაინას ადანაშაულებენ ანტისემიტიზმში, ფაშიზმში და ნაციზმის მომხრეთა მხარდაჭერა-ჰეროიზაციაში.

რასაკვირველია, უკრაინის ამ ბრალდებებით დადანაშაულება აბსურდულია, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ტაქტიკა არც თუ იშვიათად მოქმედებს და მას მსოფლიო თანამეგობრობის ყურადღებას ფანტავს. მეტიც, სწორედ უკრაინის დადანაშაულების გამო, დემოკრატიული სამყარო ამგვარივე პრობლემას აღარ აქცევს ყურადღებას სწორედ რუსეთში, ანუ, ქვეყანაში, სადაც აფშიზმის და ანტისემიტიზმის პრობლემა პირველხარისხოვანია.

პრობლემაა, რომ ანტისემიტიზმისა და ფაშიზმის თემა ზეგავლენას უშუალოდ უკრაინულ პოლიტიკურ ძალებზეც ახდენს და დასავლეთს მართლაც სერიოზულად უჭირს იმაში გარკვევა, რომ უკლებლივ ყველა, ვინც ამაზე ამახვილებს ყურადღებას პოპულისტურ ძალებს წარმოადგენენ. ამასთან, გარდა პოპულიზმისა, ბევრი მაღტანი კორუფციულ სქემებშია გახლართული, ბევრს საეჭვო რეპუტაცია აქვს და ბევრიც თავად ახორციელებს საეჭვო პოლიტიკას.

დასავლეთში ჯერაც ფიქრობენ, რომ პუტინი მართალია, ოღონდ, გარკვეულწილად და მათ – დასავლელებს არ ესმით, რომ კრემლს კიევის სათავეში სურს იხილოს მხოლოდ დამონებული ხელისუფლება, ხოლო ყველა ურჩი იქნება “პროფაშისტი” და ანტისემიტი. ამავე დროს, დასავლეთს, რასაკვირველია სურს ძლიერი და ერთიანი, დემოკრატიული უკრაინის და არა რუსეთის კოლოონიის ხილვა.

საკუთარი მიზნების მიღწევისათვის რუსეთი პროვოკატორთა მთელ არმიას და გავლენის აგენტებს იყენებს. ბევრი მათგანი სოც.ქსელებშია რეგისტრირებული და ისინი აბსოლუტურად მიზანმიმართულად ქმედებენ. სწორედ ესაა უკრაინის ხელისუფლების იმ გადაწყვეტილების მიზეზი, რომლის თანახმადაც, მთელი უკრაინის ტერიტორიაზე შეიზღუდა როგორც რუსული მაუწყებლობა ისე რუსული სოც.ქსელების გამოყენება. სწორედ ტროლთა წინააღმდეგ ბრძოლაა ამის მიზეზი და, ამდენად, რუსეთის მტკიცება, რომ უკრაინაში იერიში მიიტანეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, რეალურად საფუძველსმოკლებულია.

რეალურად, რუსეთია ტერორიზმის მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი. რუსეთის ფედერაციაში სერიოზულად დგას საზოგადოების რადიკალიზაციის პრობლემა… და ხელისუფლება ასაზრდოებს ნაცისტურ და ექსტრემისტურ, იმპერიული რევანშიზმის აღდგენის მოსურნე ძალებს.

ასე რომ, რუსეთის მოქალაქეებს მართებთ ჯერ საკუთარ სამშობლოში წესრიგის დამყარება და არა მეზობლების მისამართით უაზრო ბრალდებების გამოთქმა-წამოყენება.

 

False accusations of the state of terrorists

Non-democratic Russia was unable to come to terms with the collapse of the USSR and to this day has been pursuing a policy of either restoring the Soviet Empire or expanding the zones of influence on the territory of the former state.

To achieve the goal, among other things, Russia has the main task – to discredit the idea of ​​independence of all post-Soviet countries. And the present West, which in many respects differs from the West of the times of R. Reagan, unfortunately, often takes into account the so-called. “Logic of Russia”. The West, of course, does not believe in the lie that is spread by Russia, but sometimes, some leaders of democratic countries succumb to provocations and, commenting on certain events, formulate their opinions approximately like this: “Yes, Russia is an aggressor, but …” (and this is exactly the problem). In reality, no “but” exists, there is nothing to prove additionally, and it is necessary to give a clear and sharp answer to Putin’s Russia.

Taking into account the weakness and sometimes excessive softness of the democratic community, the Russian Federation finances radical movements and associations that on an ongoing basis inspire reasons for accusing Ukraine from the West in fueling anti-Semitism, fascism and the glorification of Nazi supporters. Of course, the accusations of Ukraine and the insinuations about this are absurd and ridiculous, but, unfortunately, this tactic often works and distracts the attention of the world community from similar problems in Russia itself, that is, in the country where the problem of fascism and anti-Semitism is on the first plan.

The problem lies in the fact that the themes of anti-Semitism, fascism and the glorification of supporters of Nazism are being raised by the political forces of Ukraine itself and it is often difficult for the West to understand that everyone who talks about it is mostly populist, involved in corruption scandals and deals, have a dubious reputation and themselves are pursuing an undemocratic policy.

In the West, they still think that in a certain sense Putin is right and does not understand that for the Kremlin leaders any Ukrainian government will be bad and “fascist” if it stands in government positions and professes Western values. Although in general the West prefers to see Ukraine as a strong and independent, and not a Russian colony or appendage.

To realize its goals, Russia uses a huge army of provocateurs and agents of influence on social networks, and this is the reason that the Russian television broadcasting has been stopped in Ukraine, and Russian social networks are also banned. Thus, all Russian accusations of allegedly attacking the freedom of speech of Ukraine have no basis and are a manifestation of double standards.

Russia, in fact, has long been the largest exporter of terrorism and a source of instability in the world. On the territory of the Russian Federation there are serious problems with the radicalization of society, the increasing influence of right-wing groups of the Nazi and extremist orientation, domination and rooting of the ideology of imperial revanchism, and the like.

So, gentlemen, the Russians should first sort out their own home before blaming the neighbors of anything!