Loader

უკრაინულ-ქართული ურთიერთობები უკრაინის ღირსების რევოლუციის წლისთავის პრიზმაში

თუ ჩავიხედავთ “ვიკიპედიაში”, წავიკითხავთ შემდეგს:

ამავე დროს, უაზროა მხოლოდ გლობალური ქსელის წყაროთა მოშველიება თუ მათზე დაყრდნობა, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები ხომ მუდმივად ნახლდება და ვითარდება, და ყოველდღიურად იცვლება ვითარება გლობალურ, გეოპოლიტიკურ რუკაზეც, რაც, გინდა/არ გინდა, ზეგავლენას ახდენს მათ შორის არასტაბილურპოსტ-საბჭოთა სივრცეზეც.

ცხადია, რომ საქართველო და უკრაინა ერთმანეთის მხარდამხარ ყოველდღიურად იბრძვიან რუსეთის წინააღმდეგ და თუ მივიჩნევთ, რომ საქართველომ თუნდაც დროებით დაუთმო რუსეთს 2008 წელს, ამის თქმა უკრაინაზე არასდიდებით შეიძლება – მიუხედავად ყირიმის დროებითი ოკუპაციისა, უკრაინა, პუტინის რუსეთთან ომში, ფრონტის წინა ხაზზეა.

საქართველოში შესანიშნავად ხვდებიან, რომ ამ ომის შედეგზეა დამოკიდებული უშუალოდ საქართველოს მომავალიც. ამასთან, ამას ხვდება ყველა მმართველი – სააკაშვილიც, რომელიც არ უყვართ უკრაინაში და ივანიშვილიც, რომელიც ნელ-ნელა კარგავს გავლენას საკუთარ სამშობლოში.

ამავე დროს, ეს ორი პოსტსაბჭოთა სახელმწიფო მნიშვნელოვნად ასწრებს ყოფილი საბჭოეთის დანარჩენ ათ ქვეყანას ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში. საქართველო და უკრაინა ევროკავშირისა და ნატოს მიმართულებით მოძრაობენ, ხოლო სხვა ქვეყნები (მოლდოვას გარდა) პრაქტიკულად აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ურჩევნიათ რუსეთის გავლენის ქვეშ დარჩენა.

ის, რომ უკრაინისა და საქართველოს გარდა არ არსებობს  მესამე ქვეყანა, რომელიც შეებრძოლებოდა რუსეთს, ცხადია, პრობლემაა და ამის მიზეზი ისიცაა, რომ რუსეთის გრძელი და მსახვრალი ხელი გადასწვდა მთელ საბჭოეთს და ცალკეული ქვეყნების ლიდერები, უბრალოდ, დაშინებულნი არიან მოსკოვის მიერ. ამავე დროს, თავად ის ფაქტი, რომ უკრაინა და საქართველო, მათ შორის, ადამიანური დანაკარგების მიუხედავად, ჯერაც არ დანებებულან, იმედის ნაპერწკალს უსახავს სხვა სახელმწიფოების საზოგადოებებს. როგორც ზოგიერთი დასავლელი ექსპერტი ვარაუდობს, ყოფილი საბჭოეთის კორუმპირებული რეჟიმების წინააღმდეგ აუცილებლად წავა რევოლუციური პროცესები და უკრაინაც და საქართველოც, როგორც წარმატებული რეფორმების მაგალითები, საორიენტაციო სივრცეებად წარმოჩინდებიან ამ ქვეყნების საზოგადოებებისათვის.

არც თუ უმნიშვნელოა ისიც, რომ ორივე ამ სახელმწიფოს უკან დგას თუნდაც ნელი და მოუქნელი, მაგრამ, მაინც დემოკრატიული დასავლეთი აშშ-ს ლიდერობით და ის ხვდება, რომ თბილისისა და კიევის მხარდაჭერა, ყველაფერთან ერთად, ღირსების საკითხიცაა – დასავლეთი ცდილობს რუსეთის დაშოშმინებას, რომელიც, თავის მხრივ, ისწრაფვის, აღადგინოს გავლენები ყოფილი საბჭოეთის სრულ ტერიტორიაზე.

როგორც აღვნიშნეთ, უკრაინა ებრძვის “ბოროტების იმპერიას” და საქართველოში აცნობიერებენ, რომ თუ უკრაინა დამარცხდება, პუტინის გაჩერება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება. ეს უკანასკნელი ეცდება არა მხოლოდ გავლენის სფეროების გაფართოებას, არამედ, არც ახალი მოდიფიკაციის საბჭოეთზეც არ იტყვის უარს.

ამავე დროს, საქართველოში ცოტამ თუ უცის, რომ რეალურად, ყველაფერი დაიწყო 2013 წელს, როცა უკრაინის პრორუსმა ლიდერმა იანუკოვიჩმა, პირადად პუტინის გავლენის ქვეშ მოქცეულმა, უარი თქვა უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ტექსტის პარაფირებაზე.  შედეგად აღდგა უკრაინის საზოგადოება და მან ბრძოლა გამოუცხადა ერთის მხრივ პატარა დიქტატორ იანოკოვიჩს და, მეორე მხრივ სწორედ მოსკოვს, რომელიც ასე უხეშად ერეოდა სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში. იანუკოვიჩი გაჯიუტდა… კიევიც ცენტრში იღვრებოდა სისხლი… და პრეზიდენტი არათუ არ მიდიოდა თანამდებობიდან, არამედ, კვლავაც აგრძელებდა მოსკოვის ბრძანებათა მიღება-აღსრულებას.

რატომ მოქმედებდა ასე იანუკოვიჩი?

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთი ზეგავლენას ახდენდა მასზე და აიძულებდა, რომ მას – იანუკოვიჩს, მაქსიმალურად მეტი სისხლი დაეღვარა კიევიც ცენტრში. რუსეთმა ეს პარტია წააგო… იანუკოვიჩი კი არ გადადგა, სამარცხვინოდ გაიქცა ბრძლოლის ველიდან და თავი სწორედ რუსეთს შეაფარა. ხოლო შემდეგ გაქრნენ “ტიტუშკები” და იანუკოვიჩის მომხრეები, რომლებიც ცდილობდნენ, რომ “ღირსების რევოლუციად” კი არა, სამოქალაქო დაპირისპირებად მონათლულიყო პროცესები.

რევოლუციის მიმდინარეობისას, მოსკოვი ამუშავებდა მეორე ფრონტის სცენარს – ყირიმის ნახევარკუნძული და მისი რუსულენოვანი მოსახლეობა საუკეთესო პლაცდარმი იყო რუსეთის მზაკვრული გეგმების განხორციელებისათვის. უკრაინამ, რომელიც კიევის იარებს იშუშებდა, წინააღმდეგობაც კი ვერ გაიწია რუსეთს ყირიმში… და თითქოს მხარეები გათანაბრდნენ, მაგრამ, რუსეთმა შემდგომ ახალი პროვოკაცია დაგეგმა და დაიწყო ნოვორასიის შესახებ ბოდვითი იდეების ტირაჟირება.

უკრაინის აღმოსავლეთით გაჩაღებული ომი, რეალურად, არც ამ ტერიტორიისათვის, არც ყირიმის დაბრუნებისათვის და არც ევროპაში ინტეგრაციისათვის არ მიმდინარეობს. ესაა ომი თავისუფლებისათვის და ამ თვალსაზრისით ნებისმიერი მხარდაჭერა დასავლეთიდან, უკრაინისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მაგალითად, მნიშვნელოვანია უკრაინის ავტოკეფალიის მხარდაჭერა კონსტანტინეპოლის მიერ, რაც, ბუნებრივია, პოლიტიკური აქტიცაა, რადგან მსოფლიო პოლიტიკის ლიდერთა ჩუმი თანხმობის გარეშე კონსტანტინეპოლი ამ ნაბიჯს ვერ გადადგამდა. შედეგად ხომ რუსეთი საბოლოოდ კარგავს ყველა ბერკეტს დამოუკიდებელი უკრაინის წინააღმდეგ.

***

რა მოახდენს გავლენას საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე? თუ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ აღიარებს უკრაინის ავტოკეფალიას, ცხადია, ეს მნიშვნელოვან უარყოფით კვალს დაამჩნვს ურთიერთობებს. ამავე დროს, ალბათ არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ საქართველოს ეკლესია მკვეთრ ნაბიჯებს ახლავე გადადგამს. მთავარი მაინც ისაა, რომ რუსეთის დასუსტების პროცესი დაწყებულია და აუცილებელია “გადარჩენა” 2024 წლამდე, როცა პუტინის რუსეთს ექნება შანსი, გახდეს სხვა და სხვაგვარი სახელმწიფო.

 

 

About the Ukrainian-Georgian relations through the prism of the next anniversary of the Revolution of Dignity in Ukraine

If you look at the Wikipedia page, you can read the following: Georgian-Ukrainian relations are bilateral relations between Ukraine and Georgia in the field of international politics, economics, education, science, culture, etc. Georgia recognized the independence of Ukraine on December 12, 1991, and diplomatic relations between the two countries were established on July 22, 1992. The main documents are the “Treaty of Friendship, Cooperation and Mutual Assistance between Ukraine and the Republic of Georgia”, “Declaration on the Development of Strategic Relationships between Ukraine and Georgia”.

However, relying only on the resources of the global network and judging about the relations between these countries is, most likely, simply impossible – because these relations are constantly evolving. Global politics is also changing almost every day, which, willy-nilly, influences specific countries of the unstable post-Soviet space.

Certainly one thing – Ukraine and Georgia are side by side waging a difficult daily war against Russia. And if we assume that Georgia temporarily ceded Moscow back in 2008, it is impossible to say the same about Ukraine. Indeed, despite the fact that the Russian Federation temporarily occupied the Crimean peninsula, Ukraine is still on the main front line against Putin’s Russia.

Georgia is well aware that the future of Georgia largely depends on the result of the war in the east of a large European country – Ukraine. Moreover, every ruler of this Caucasian state understands this. I understood M. Saakashvili, who is not very much loved in Ukraine and little loved at home, also understands B. Ivanishvili, who is slowly losing popularity in his country.

On the other hand, these two post-Soviet states are clearly ahead of the other 10 in the process of integration into European structures. Georgia and Ukraine are advancing in the EU and NATO, while other countries (except Moldova) have practically declared that at this stage they prefer to remain under the influence of Moscow.

The fact that, apart from Ukraine and Georgia, there is no other third state that would fight against Russia. After all, the cruel and long hand of the former capital of the united country scares all the rulers of all other post-soviet powers. However, the very fact that Ukraine and Georgia, despite the losses (including human), do not give up, the societies of other states are encouraging. As some analysts in the West predict, the revolutionary processes against the corrupt authorities of the undemocratic countries of the former Soviet Union will surely begin the aforementioned Georgia and Ukraine to play the role of a guide, an example or a light of reforms in certain areas.

It is important that behind both states, though slow and sluggish, but still a democratic world headed by the United States. Realizing that the support of Kiev and Tbilisi is a matter of honor, the West is trying to calm down Russia, which is trying to restore influence in the post-Soviet space.

As already mentioned, Ukraine is fighting for independence against the Evil Empire – Russia and Georgia understand that if Ukraine loses, then it will be easier for V. Putin to restore influence (and even a single state) in the space of the former USSR.

But in Georgia, few are informed that, in fact, it all started back in 2013, when the pro-Russian leader of Ukraine, V.Yanukovich, under the influence of V.Putin himself, refused to initiate the association agreement between Ukraine and the EU. Consequently, the Ukrainian society rebelled, on the one hand, against the little dictator V.Yanukovich, and on the other, against Moscow, which so actively interfered in the internal issues of a sovereign country. Viktor Yanukovych held to the end … Blood was flowing in the center of Kiev, but the president wasn’t that he was going to retire, on the contrary, he accepted instructions from Moscow and was going to aggravate.

Why did he act like that? Analysts emphasize that Moscow pressed on him, and also requested and forced to shed more blood. However, Moscow lost this party, and V. Yanukovych left, or rather, shamefully fled … And then the titushki and supporters of the former president, who tried to translate the Revolution of Dignity into civil confrontation status, also miraculously disappeared.

Throughout this Revolution, Moscow pondered the scenarios of the second front and the Crimea — a peninsula with a Russian-speaking population turned out to be a good springboard for insidious goals. Ukraine, which grieved for those who died in Kiev, could not resist the Russian aggression on the peninsula … And the parties seemed to be quit, but Russia launched a new campaign … Moreover, the campaign of new aggression and replicated crazy ideas about some New Russia and so on. d.

The war unleashed by the Kremlin in the east of Ukraine claimed the lives of many Ukrainians and for Ukraine this war was not for the peninsula or for Europe, but for independence. In this sense, the support of the autocephaly of the Ukrainian Orthodox Church from Constantinople, of course, including the political step … Without the tacit consent of the political rulers of the democratic space, spiritual leaders of Orthodoxy could not decide to go apart with Russia’s opinion. And by this act, Russia finally loses influence over Ukraine.

***

What can affect good relations between Georgia and Ukraine? The only thing is if the Orthodox Georgian Church refrains from recognizing the autocephaly of Orthodoxy in Ukraine. But, we should not expect sharp movements from the higher hierarchs of the GOC yet – the process of weakening Russia and the influence of V.Putin has begun … You just have to wait until 2024, when Putin’s Russia will have a chance to become completely different.