Loader

ომი გრძელდება, რუსეთი ძვირ ფასს გადაიხდის!

ის, რომ უკრაინა, პრაქტიკულად 2014 წლიდანაა საომარ ვითარებაში რუსეთთან, დადასტურებული ფაქტია, თუმცა, როგორც პრაქტიკულად ყველგან (გარდა საქართველოში განვითარებული მოვლენებისა), რუსეთი თავს ღიად არასოდეს იაშკარავებდა და პასუხისმგებლობას ყოველთვის აკისრებდა სეპარატისტებს, რომლებიც, თითქოს, დამოუკიდებლად, რუსეთის ინსტრუქციების გარეშე მოქმედებდნენ სუვერენულ სახელმწიფოებში.

აზოვის ზღვაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცხადყობს, რომ რუსეთი ღია მოთამაშეა და იგი არც საკუთარი დროშით ქმედებას ერიდება.

ბევრი ექსპერტის აზრით, პუტინი, რომელიც ძალზედ სწრაფად კარგავს პოპულარობას საკუთრივ რუსეთში, საკუთარი თავის რეაბილიტაცია-რეანიმაციისათვის მიდის ყველაფერზე და მათ შორის, უკიდურეს გამწვავებებზეც.

ამ სტრატეგია-ტაქტიკის გამო, “ბოროტების იმპერია” ცხადია, საკუთარ თავს ურთულეს მდგომარეობაში იგდებს, თუმცა, ეს მას დიდად არ აღელვებს. ხოლო უკრაინა არის პრაქტიკულად ერთადერთი სახელმწიფო ყოფილი საბჭოეთიდან, რომელიც გავლენის სფეროების აღდგენას ომის წარმოებით ეწინააღმდეგება და ამისათვის არც სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებას ერიდება. უკრაინის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება ლოგიკური გადაწყვეტილებაა იმის გათვალისწინებით, რომ განვლილი ოთხი წლის განმავლობაში, რუსეთი ჰიბრიდულ ომს ეწეოდა მის წინააღმდეგ, ხოლო ახლა მან – რუსეთმა, საკუთარი დროშაც კი გამოფინა და ისე შეებრძოლა უკრაინას.

საყურადღებოა, რომ სამხედრო მდგომარეობა ვრცელდება იმ ათ რაიონზეც, რომელთა ნაწილზეც რუსეთს თავისი გავლენის მოპოვება და “ნოვოროსიის” პროექტის განხორციელება სურდა.

კითხვას, შეუწყობს თუ არა გამოცხადებული სამხედრო მდგომარეობა ვითარების სტაბილიზაციას, ცხადია, პასუხი უნდა გაეცეს, თუმცა, ექსპერტრბი უკვე ამთავითვე აცხადებენ, რომ მნიშვნელოვნად გამოსწორდება კრიმინოგენული ვითარება და რუსეთის აგენტებს თუ გავლენის აგენტებსაც მნიშვნელოვნად შეეზღუდებათ მოქმედების არეალი. აგრეთვე, არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ აქტით უკრაინა საკუთარ შესაძლებლობებსაც შეამოწმებს… თუ რუსეთი ღია შემოჭრაზე (ინტერვენციაზე) წავა, უკრაინა, ცხადია, მას უნდა დაუხვდეს.

 

შემოჭრის ალბათობა

დასავლეთის არაერთი ლიდერიც კი, მიუხედავად რუსეთის არაერთი უკანონო ქმედებისა, აცხადებდა, რომ რუსეთის ქმედებათა კრიტიკა შესაძლებელია, თუმცა, გადაჭარბება მიზანშეწონილი სულაც არაა. პერიოდულად ისმოდა ასეთი მოწოდებაც კი: მიუხედავად იმისა, რომ სეპარატისტები უკრაინის თავისუფლებას ეწინააღმდეგებიან, მათთან დიალოგი მაინც აუცილებელია. ამგვარი რიტორიკა და დასავლეთის ერთგვარად ნეიტრალური პოზიცია არათუ არ აწყნარებდა პუტინის რუსეთს, პირიქით – აგულიანებდა   და ის სწორედ მაშინ ხდებოდა აგრესიული, როცა დასავლეთი სანქციებს არ აძლიერებდა.

რეალურად, თუ ვინმეა კონფლიქტის დასრულებით დაინტერესებული, ეს, პირველ რიგში, უკრაინაა, თუმცა, ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი შეწყვეტს იარაღის მიწოდებას სეპარატისტებისათვის, მათ დახმარებას იარაღით და ცოცხალი ძალით, სახალხო ე.წ. რესპუბლიკების მხარდაჭერას და დაფინანსებას. და სწორედ იმიტომ, რომ მოსკოვი არ ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის მინსკის შეთანხმებებს, კონფლიქტი გაგრძელდება და მსოფლიო ახალ-ახალ სანქციებს შემოიღებს რუსეთის წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში, რასაკვირველია, სანქციები შედეგიანი იქნება.

ცნობა იმის თაობაზე, რომ რუსეთი ამ ეტაპზევე სთავაზობს უკრაინას მშვიდობას და მეგობრობას, რასაკვირველია,  ფარსია… რეალურად, “რუსული მშვიდობა” სხვა არაფერია თუ არა მოწოდება კაპიტილაციისაკენ.

ასევე მითია ნარატივი, რომ რუსები და უკრაინელები ძმები არიან… რეალურად, ომის ყოველ შემდეგ წელს, და ყოველ იმ შემთხვევაში, როდესაც მიმდინარეობს რიტორიკა – “ჩაჭყლიტე უკრაინელები” უფსკრული უსუსეთსა და უკრაინას შორის მხოლოდ ღრმავდება.

რუსეთი უკრაინელთა მტრის ხატად კულტივირებას ცდილობს და ეს მის მოქალაეებზე მოქმედებს… სამაგიეროდ, ამით ძლიერდება თავად უკრაინელი ხალხი, რომელიც ხედავს, რომ ყოფილ ძმებს მათი ტერიტორია და სუვერენიტეტის წართმევა სურთ.

ნიშანდობლივია, რომ მსოფლიოს თანამეგობრობამ უკვე შეაფასა რუსეთის მეზღვაურთა და შესაბამისად, რუსეთუს აგრესია აზოვის ზღვაზე. რუსეთი, ცხადია, ეყრდნობა ე.წ. საკუთარ კანონმდებლობას, ხოლო უკრაინა კი საერთაშორისოს… და თუ ამ იურიდიულ საკითხზე არ გავამახვილებთ ყურადღებას, საკმარისია ვნახოთ თავად რუსების მიერ გამოქვეყნებული ვიდეო, რომელშიც ნათლად ჩანს აგრესიის დეტალები.

ეს იყო რუსეთის შეგნებული ქმედება და ამას უკრაინელ სამართალდამცავთა მტკიცებულებებიც ადასტურებს.

დაიწყება თუ არა სრულმასშტაბიანი ომი რუსეთსა და უკრაინას შორის? პასუხი ჯერ ბუნდოვანია… თუმცა, გარკვეულია ერთი – უკრაინის მხარეს მთელი მსოფლიო თანამეგობრობა იქნება, ხოლო რუსეთი, რომელმაც ისედაც ბევრი გადაიხადა ყირიმის ანექსიისა და დონბასისი ოკუპაციისათვის, ამჯერზე გაცილებით მეტს გადაიხდის.

ვარაუდობენ იმსასც, რომ ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ბოლომდე დაანგრევს რუსეთის ეკონომიკას… ამასთან, ამჯერზე რუსეთის არმიას შეეწინააღმდეგება არა უკრაინის ის არმია, რომელიც იყო 2014 წელს, არამედ, გაცილებით ძლიერი და მომზადებული და პირდაპირი შეტაკებებისას რუსეთის დანაკარგი იქნება ძალიან დიდი.

 

The war continues and Russia will pay

The fact that Russia and Ukraine are in a state of war, almost from 2014, is not a secret, but everywhere (except Georgia in 2008) the Kremlin did not openly reveal itself. More precisely, he always dumped formal responsibility on the separatists, who allegedly acted independently, without the support of Russia.

The latest events in the Sea of ​​Azov illustrate Russia as a player who does not hide himself and carries out aggression against a sovereign state under his flag.

According to many analysts, V.Putin, who is losing popularity in his country, in order to reanimate himself, goes, among other things, to an extreme aggravation. Because of such tactics of the EMPIRE OF EVIL, Ukraine, practically the only country in the former USSR, which is not going to reconcile with the restoration of zones of influence of Russia, has introduced martial law, which is actually quite a logical decision. Since the four years of the so-called hybrid Russian-Ukrainian war is the first act of aggression carried out by the Kremlin openly under the Russian flag.
It is noteworthy that the martial law introduced in Ukraine is spreading in those ten most problematic areas, some of which relate to the project planned by Russia for the implementation in 2014 of the project on the collapse of Ukraine called “Novorossiya”.

The question of whether martial law will contribute to normalizing the situation in these regions certainly must be answered … And analysts say that this act will improve the criminogenic situation, limit the activities of Russian influence agents and allow the Ukrainian authorities to test their own mobilization readiness for the Russian invasion. open aggression cannot be ruled out.
Chance of invasion …

Even the leaders of some Western countries have always feared to assess Russia’s actions sharply and too critically. “It is possible to agree with those who are against the freedom of Ukraine,” even calls of this type or proposal sounded. However, the conjuncture and, in a certain sense, the neutral position of the West did not calm down Putin’s Russia. On the contrary, Russia became more aggressive when criticism from Berlin or Paris stopped reaching imperial politicians.

If anyone is interested in ending the conflict, this is, first of all, Ukraine, which with arguments proves that the end of the Russian-Ukrainian war is possible only if Moscow ceases supplying weapons, military equipment and manpower to the occupied territories, as well as the cessation of funding the so-called people’s republics, unrecognized throughout the world, including and the Russian Federation.
Since the Kremlin does not comply with international agreements, the conflict will continue, and the world will introduce new sanctions, forcing Russia to peace.

Information that at this stage of the Russian Federation offers Ukraine friendship is just another Kremlin farce … In fact, “friendship in Russian” is coercion to surrender and the myth that Russians and Ukrainians are friendly nations. Every year of the war, with each video “Push them fucking!” The gap between the Russians and Ukrainians is only increasing. And, if the former were victims of Russian propaganda, cultivating the image of the enemy among Ukrainians, the latter adequately respond to the real actions of the former “brothers” – the occupation of the territory, the torture of prisoners of war, etc.

It is also noteworthy that the act of aggression from the sailors of the Russian Navy in relation to Ukrainian ships has already been assessed from world organizations and countries. If you do not delve into the legal side of the situation, where the Russian side appeals to its own legislation, and the Ukrainian side to the international side, all answers to the question of the incident can be obtained from the Russian ship’s ramming of the Ukrainian ship and photos of firing boats. It was a conscious act of aggression from the Russian side. That once again confirms the interception of Ukrainian intelligence.

So will the full-scale Russian aggression against Ukraine begin? So far there is no answer, but one thing is clear – the whole world community will be on the side of Ukraine and Russia, which has already paid a very high price for the annexation of the Crimea and the occupation of Donbass, will pay in full.

It is assumed that the new sanctions in the event of aggression will kill the economy of the Russian Federation. In addition, now the Russian army will have to face a new Ukrainian army, greatly enhanced compared with 2014 … And in the case of direct clashes, the losses will be very significant …