Loader

ვალდებულია თუ არა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, შეათანხმოს ტომოსის მიღების საკითხი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან?

 

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქები ცეცხლს ეთამაშებიან. კერძოდ, კრემლის პროპაგანდისტული მანქანა ავრცელებს არასწორ ინფორმაციას, რომ, თითქოს, უკრაინის ავტოკეფალიის გამოცხადება არაა შეთანხმებული არა მხოლოდ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან, არამედ, “კანონიკური” უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოსთანაც კი.

გარდა ამისა, რუსეთი “ამტკიცებს”, რომ მართლმადიდებლობის ბედს უკრაინაში წყვეტენ “რასკოლნიკები” და აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. ამასთან, რუსეთი მათ უნიატობასა და სხვა კონფესიათა წარმომადგენლობაშიც ედავება. მოსკოვის ცრუ მტკიცებით, ტომოსის მიღება ამ პირობებში, ხელს შეუწყობს მართლმადიდებელთა უნიაში გადასვლასაც კი.

ის, რომ მოსკოვის მტკიცებანი უსაფუძვლოა, იცის ყველამ, ვინც იცნობს უკრაინის მართლმადიდებლობის ისტორიას, თუმცა მათ, ვინც ნაკლებადაა ინფორმირებული, უნდა ვუთხრათ შემდეგი:

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოშიც კი არასოდეს იწვევდა ეჭვს უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი. 1991 წლის ნოემბერში, კიევის პეჩერის მონასტერში გაიმართა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შეკრება, რომლის ფარგლებშიც იმსჯელეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სრული თავისუფლების შესახებ. შეკლრებაზე დადგინდა, რომ უკრაინის სახელმწიფოს აღდგენის გათვალისწინებით, აუცილებელია მართლმადიდებელთა სრულიად ახალი სტატუსის განსაზღვრაც და ეს სტატუსი შეიძლება იყოს მხოლოდ სრული დამოუკიდებლობა და თავისუფლება, ანუ, ავტოკეფალია. უკრაინისათვის ავტოკეფალიის მინიჭება ხელს შეუწყობს უკრაინის მართლმადიდებელთა და ყველა ეროვნების მოქალაქეთა ერთიანობას, რაც, თავის მხრივ, შეკრავს უკრაინელ ერს.

1992 წლის 27 მაისს, ხარკოვში უკანონოდ მოიწვიეს ეკლესიის კრება და ამ სკანდალურ შეხვედრაზე დაიწერა წერილი უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტის – კრავჩუკის სახელზე,  რომელშიც ითქვა, რომ ისინი ერთხმად უჭერენ მხარს უკრაინის მართლმადიდებელი თემის ავტოკეფალიას და მიიღებენ ზომებს, რომ გადაწყდეს ეს “ეკლესიისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი”.

2018 წლის 18 აპრილს, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მიტროპოლიტი ონუფეი შეხვდა პრეზიდენტ პოროშენკოს და მიიღო სრულფასოვანი ინფორმაცია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების შესაძლებლობების შესახებ.

მაშინვე ითქვა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქო და მისი იერარქები, სხვა მართლმადიდებლებთან ერთად, უნდა ფლობდნენ შეუზღუდავ უფლებას, მონაწილეობდნენ უკრაინის მარლმადიდებელი ეკლესიის შექმნის პროცესში ან შეინარჩუნონ ადმინისტრაციული ერთობა მოსკოვის საპატრიარქოსთან და დარჩნენ ამ უკანასკნელის გამგებლობაში.

შეხვედრისას ყურადღება იმაზეც გამახვილდა, რომ უკრაინის პრეზიდენტი მოქმედებს “სინდისისა და რელიგიური ორგანოზაციების თავისუფლების” კანონის შესაბამისად. კერძოდ, იგულისხმება კანონის მეხუთე მუხლი, რომელშიც აღნიშნულია, რომ უკრაინაში რელიგიასთან მიმართებაში სახელმწიფო პოლიტიკის გატარების უფლებამოსილება აქვს მხოლოდ უკრაინის სახელმწიფოს და სხვას არავის.

შესაბამისად, რუსეთის და მისი ნაწილის – უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს პრეტენზიები, რომელთა თანახმადაც, უკრაინის სახელმწიფო სტრუქტურებმა მათთან უნდა შეათანხმონ მოქმედებები, სხვა არაფერია თუ არა მცდელობა, რომ მათ პრივილეგირებული მდგომარეობა დაუკანონდეთ. რაც, კვლავ და კვლავ მოდის წინააღმდეგობაში ხსენებულ კანონთან, რომელშიც წერია:

“ყველა რელიგია და რელიგიური ორგანიზაცია თანასწორია კანონის წინაშე”.

ის, რომ უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია მხარს უჭერს მართლმადიდებელ თემს ავტოკეფალიის საკითხში, ადასტურებს მათ სახელმწიფოებრივ პოზიციას, რომლის თანახმადაც, ეს –  ავტოკეფალიის საკითხი, არა მხოლოდ რელიგიურია, არამედ, ეროვნულ უსაფრთხოებასაც მოიცავს.

უნიატობაში უკრაინის დეპუტაციის დადანაშაულება მხოლოდ პროპაგანდაა და სხვა არაფერი და ეს ბრალდება გათვლილია რუსეთის პოლიტიკურ და რელიგიურ ექსტრემისტულ, რადიკალურად განწყობილ წრეებზე.  ამ ლოგიკით, შეიძლებოდა პოლონეთის ხელისუფლების 1924 წლის იმ მიმართვის გაპროტესტებაც, რომელშიც ეს რომაულ-კათოლიკური ხელისუფლება მსოფლიო პატრიარქს პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების თხოვნით მიმართავდა.

ავტოკეფალიის და ტომოსის უნიად მონათვლა სხვა არაფერია თუ არა მსოფლიო მართლმადიდებლობის ისტორიისა და ფილოსოფიის სრული უგულებელყოფა. ამ ლოგიკით, ყველა მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც შედის დიპტიქტში, უნიატურია… ამასთან, მათ შორისაა მოსკოვის საპატრიარქოც.

ესმის თუ არა ეს რუსეთს?  არა და ამის მიზეზი ერთია – რუსეთს საკუთარი “სიმართლე” აქვს, რომელიც დაფუძნებულია ერთ ლოგიკაზე – ის იმპერიაა და მას მესამე რომის პრეტენზია აქვს… ხოლო ტყუილი, რომელსაც რუსეთი მსოფლიოში ავრცელებს, მხოლოდ მისთვისაა დამაჯერებელი “სიმართლე”.

 

Is the Ukrainian Orthodox Church obliged to coordinate the

issue of obtaining Tomos on autocephaly with the Russian Orthodox Church?

Hierarchs of the Russian Orthodox Church are playing with fire, specifically – one of the dangerous elements of the Kremlin’s propaganda influence on world Orthodoxy is the dissemination of false information that the process of proclaiming autocephalous Ukrainian Orthodoxy was initiated not only without the consent of the Kiriarchal Church – the ROC “UOC MP”.

In addition, Russia promotes that the fate of Orthodoxy in Ukraine is decided by the “schismatics”, the state authorities and deputies of the Ukrainian Parliament … Moreover, Russia lobbies the opinion that they are all Uniates or representatives of other religions and denominations. And in general, ostensibly in such conditions, obtaining Tomos could be the beginning of the transition of Orthodox Ukrainians to the union.

The fact that this is not the case is known to everyone who is familiar with the history of Orthodoxy in Ukraine, however, all those who have little information should say the following:
– The UOC MP never doubted that autocephaly should be obtained / recognized. In November 1991, the Local Council of the UOC MP was held in the Kiev-Pechersk Lavra. In the “Definition of the UOC Council on the full independence of the UOC”, it was said that the declaration of independence of the Ukrainian state requires a new status from the Church.

And such status should be complete independence and independence, that is, autocephaly. Giving autocephaly will contribute to strengthening the unity of Orthodoxy in Ukraine, will serve to unite the citizens of all nationalities living in Ukraine, and thereby make a contribution to strengthening the unity of the entire Ukrainian people.
– Even the participants of the scandalous (convened in violation of the current Charter of the UOC-MP) Bishops’ Council, which was held in Kharkiv on May 27, 1992, wrote in their letter to the then President of Ukraine L. Kravchuk that they unanimously “endorse and support the aspirations of the Ukrainian Orthodox flock to complete independence, ”and will take all measures to resolve“ this vital issue of our Church. ”

– The head of the “canonical” UOC MP, Metropolitan of Kiev and All Ukraine Onufry, at a meeting with the President of Ukraine on April 18, 2018, was fully aware of the possibility and conditions for granting autocephaly to the Orthodox Church in Ukraine.

– The UOC-MP and its hierarchs should have the unconditional right to free choice – to participate in the creation of the Ukrainian local Orthodox church, along with representatives of other Orthodox jurisdictions, or to maintain administrative unity and be part of the Moscow Patriarchate.
– The President of Ukraine and the Parliament act in strict accordance with the Constitution of Ukraine and the Law of Ukraine “On Freedom of Conscience and Religious Organizations”, in particular, Article 5 of the said Law, according to which “… in Ukraine, the implementation of state policy on religion and the church belongs exclusively to the jurisdiction of Ukraine … “.

– The claims of the Russian Orthodox Church and its parts in Ukraine – the UOC-MP, the need for government agencies to coordinate actions with them, is an attempt to create for themselves a privileged position. And this is a violation of the provisions of Art. 5 of the Law of Ukraine “On Freedom of Conscience and Religious Organizations”, according to which “all religions, religions and religious organizations are equal before the law.”

– The support of the faithful of the Ukrainian Greek-Catholic Church to the aspirations of the Orthodox community to recognize the autocephaly of the Orthodox Church in Ukraine is evidence of both a Christian attitude to representatives of another denomination, and this is a manifestation of the state position of Ukrainian citizens who care about the national security of their country (experts argue that in Ukraine is not only a religious issue, but also an important aspect of national security).

– The reproach about the dominance of the “Uniates” in the Parliament of Ukraine is a purely propaganda stamp and is designed for the pro-Moscow radical political and religious circles. By analogy with this, one can argue the right of the Polish government in 1924 (actually 100% was Roman Catholic) to appeal to the Ecumenical Patriarch about the autocephaly of the Polish Orthodox Church and, as a result, to provide Tomos about its autocephaly.

– To tie the receipt of Tomos about autocephaly with the transition to the union is to completely ignore the entire history and philosophy of the development of Ecumenical Orthodoxy. According to this logic, all the Local Orthodox Churches, which are now included in the Orthodox diptych (list of Churches), are Uniate. But among these Churches is the Moscow Patriarchate.

Does Russia understand all this? NO and the reason for this is the same – Russia has its own truth, based only on the logic that it is the Empire, the successor of Rome and the truth is not the truth …, but the lie that Russia has been spreading around the world every day for centuries.