Loader

კირილიც კლავს!

უკრაინის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსის მიღებაში რუსეთის ჩარევის შესახებ

ეკლესია პოლიტიკისაგან გამიჯნულია ყველგან, გარდა რუსეთისა და ამის დასტურია თუდაც ის ფაქტი, რომ სწორედ რუსეთის საპატრიარქოს აქვს გაფორმებული ხელშეკრულებები!!! რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსთან, სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტთან, საგარეო დაზვერვის სამსახურთან, განათლების სამინისტროსთან და სხვებთან.

ამდენად, რუსეთის საპატრიარქო არის კრემლის არა მხოლოდ ერთ-ერთი პროპაგანდისტული სტრუქტურა, არამედ, იმ სპეცსამსახურების დანამატი, რომლებიც, თავის მხრივ, დაკავებულნი არიან ვითარების აფეთქებით ყველგან, სადაც თავისი ინტერესები აქვს პირადად პრეზიდენტ პუტინს და რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას.

არც იმის დამალვაა მიზანშეწონილი, რომ პატრიარქი კირილი საკმაოდ ოდიოზური პერსონაა და მას აქვს პირადი კავშირები კრემლის ხელმძღვანელებთან.  საყურადღებოა მაგალითად ის ფაქტიც, რომ, როდესაც ის კორტეჟით ვთქვათ მოსკოვში გადაადგილდება, ხდება ქუჩების გადაკეტვა და მოსკოვის მოქალქეებს ექმნებათ საკმაოდ დიდი დისკომფორტი… არც ერთი სხვა პერსონა რუსეთში, გარდა პრეზიდენტ პუტინისა, არ სარგებლობს ამგვარი პრივილეგიებით.

კირილის განსაკუთრებულ სტატუსზე მეტყველებს ისიც, რომ პოლიტიკოსები მის მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას არ მალავენ. ჟირინოვსკიმ მას რუსი ერის მესია უწოდა, ხოლო პუტინი პრაქტიკულად ყოველწლიურად აჯილდოებს სხვადასხვა ჯილდოთი.

უდავოა, რომ რუსეთის ყველა რელიგიური მედიის საშუალება, განსაკუთრებულადაა დაკავშირებული კირილთან, რუსეთის საპატრიარქოსთან და უკრაინის მოსკოვის საპატრიარქოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან.  შესაბამისად, ამგვარი მედია ასრულებს არა უშუალოდ მათ, არამედ, სპეცსამსახურების შეკვეთებს. მედიის ეს საშუალებები პროპაგანდით არიან დაკავებულნი და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნას რუსული, შესაბამისად, ტენდენციური რაკურსით აშუქებენ. მეტიც, რელიგიური მედიაც კი არის დაკავებული ფეიქების შექმნით და თესავს ისტერიკას უკრაინელ მორწმუნეებში.

… რა თქმა უნდა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და უკრაინის მოსკოვის საპატრიარქოს ქმედებები დესტრუქციულია და ამის დასტურია მაგალითად ის, რომ ამგვარ მედიაში არც თუ იშვიათად შეგნებულადაა გაყალბებული ისტორია. კერძოდ, როდესაც უკრაინის ისტორიულ წარსულზეა საუბარი რომელიმე მასალაში, ფაქტები სრულიად გაყალბებულადაა წარმოჩენილი.

როგორ შეიძლება ამ სტრატეგიის ახსნა? რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინის სულიერი და პატრიოტული აღმავლობის ჩაკვლა, უკრაინელი ერის სულიერი დაცემა. ამიტომაც, ფალსიფიცირებული ცნობების გავრცელებით რუსეთის რელიგიური მედიასა და, აგრეთვე, ქადაგებებში, ნადგურდება უკრაინული მენტალობა.

პარალელურად მიმდინარეობს ისტორიული ტყუილის პროპაგანდა, რომ, თითქოს, უკრაინა მუდამ იყო რუსეთის მსახური და ეს ტერიტორია არის “მალორასია”, ხოლო უკრაინელ ხალხს არც დამოუკიდებლობა სურს და, პირიქით, ძალიანაც მიესალმება რუსეთის აგრესიას აღმოსავლეთ უკრაინაში…

რუსეთი ავრცელებს ჭორს, რომ უკრაინელ ხალხს სულაც არ სურს ბრძოლა და წინააღმდეგია საკუთარი მეომრების ბრძოლის ველზე გაგზავნისა. ლოცვები და ქადაგებანი ამ თემებზე მიმდინარეობს ყოველდღიურად ყველა შოვინისტურ რუსულ მედია საშუალებაში.

არანაკლებ მნიშვნელვანია, რომ უკრაინის მოსკოვის საპატრიარქოს საკვირაო სკოლებში ბავშვობიდან ასწავლიან რუსეთის სიყვარულს, უფრო კი რუსეთმოყვარეობას და უამბობენ, რომ უკრაინული ენა ხელოვნურადაა შექმნილი, ხოლო უკრაინის სახელმწიფოს შექმნა შემთხვევით მოხდა.

ცხადია, ერთია პროპაგანდა და მეორე – რეალობა – რელიგიათმცოდნეების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ უკრაინის დამოუკიდებელი ეკლესიის შექმნა უკრაინელი ერის მენტალური აღორძინებისათვის აუცილებელი და ძალზედ ძლიერი ფაქტორია. ეს აქტი ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებასაც. მათი აზრით, მოსკოვის საპატრიარქო სწორედ ამიტომ უწევს წინააღმდეგობას ავტოკეფალიას და ძალიანაც არ უნდა, რომ უკრაინელები ფესვებს, საკუთარ ისტორიას დაუბრუნდნენ.

რუსეთის იმპერიული საყრდენი ორგანიზაციები წინასწარ ჭვრეტენ შედეგებს, რომელიც დადგება უკრაინელი ხალხის მიერ საკუთარი ეკლესიის შექმნის შემდეგ. ეს რომ მოხდება, რუსეთს შერჩება გაცილებით ნაკლები ბერკეტი უკრაინელ ხალხზე ზემოქმედებისა.

ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ რუსეთი, ამგვარი ქმედებებით, ანუ, პროვოკაციებით და ცრუ ინფორმაციების გავრცელებით, საკუთარ მარგინალიზებას უწყობს ხელს და სწირავს საკუთარ თავს ისტორიის წინაშე მტყუან სახელმწიფოდ წარმოჩინებისათვის.

მსოფლიო საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინის ეკლესიის შექმნას იმიტომაც ეწინააღმდეგება, რომ ეს რეალურ ზიანს აყენებს მისეულ წარმოდგენას მსოფლიოს მოწყობის თაობაზედ. უკრაინის ეკლესიის შექმნა ამსხვრევს მითს, რომ რუსეთი იყო მართლმადიდებლობის მცველი ათასწლეულების განმავლობაში. აი, სწორედ ამიტომ იყენებს რუსეთის ხელისუფლება რუსეთის საპატრიარქოს და ამ საშუალებით აწარმოებს ჰიბრიდულ ომს უკრაინაშიც და მთელ მსოფლიოშიც.

რუსეთის ბრალდება, რომ, თითქოს, პრეზიდენტი პოროშენკო უკრაინის ეკლესიის შექმნის პროცესში ერევა, ცხადია, უსაფუძვლოა (რეალურად, პრეზიდენტი საკუთარ მოვალეობებს ასრულებს და შესაბამის კანონმდებლობას იცავს). რუსეთმა შესანიშნავად უწყის, რომ მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა უმრავლესობამ ანალოგიური გზა განვლო და მიიღო ტომოსი, რათა დამოუკიდებელი საკუთარი ეკლესია შეექმნა. სხვათა სწორედ ეს გამოცდილება ჰკარნახობს უკრაინას, გაიაროს იგივე ევოლუციური გზა და სწორედ ამ რეალობასაც ვერ ეგუება

რუსეთი, რომელმაც იცის ისიც, რომ ამ შემთხვევაში მას შეუმცირდება უკრაინელ ხალხზე ზეგავლენის მოხდენის ბერკეტები.
იმისათვის, რომ ჩაშალოს პროცესი, რუსეთი პროვოკაციებსაც არ მოერიდება. ამ პროვოკაციების მიზანი იქნება უკრაინის ეკლესიის შესახებ მაქსიმალურად ნეგატიური ფონის შექმნა… რუსეთის სხვა მიზანია უკრაინის ეკლესიის ლიდერის დისკრედიტაციაც.

ამ მიზნის მისაღწევად რუსეთს უკვე ჰყავს მობილიზებული პროვოკატორთა და გავლენის აგენტთა მთელი არმია, რომლებსაც, ცხადია, რუსეთის საპატრიარქო უჭერს მხარს და რომლებიც, ასევე ცხადია, ნებისმიერი სცენარისათვის არიან მზად. საშიშროებაა ისიც, რომ რუსეთის სპეც.სამსახურები  ფიზიკურ ძალადობაზეც არ იტყვიან უარს… კერძოდ, იგულისხმება მორწმუნეთა დაპირისპირება, თავდასხმები და მკვლელობები… ტერორისტული აქტები.

არის თუ არა ყველაფერზე პასუხისმგებელი პრეზიდენტი პუტინი?

დიდ სირთულეს არ წარმოადგენს ამ კითხვაზე დადებითი პასუხის გაცემა.

არის თუ არა პასუხისმგებელი პატრიარქი კირილი? …ალბათ დადგა დრო, ყველაფერს ეწოდოს საკუთარი სახელი და ითქვას – კირილი არის კრემლის ერთ-ერთი საყრდენი და მთავარი იდეოლოგი. იგი გადაჯაჭვულია კრემლთან და რუსეთის სპეც.სამსახურებთან და ამდენადაც სრულადაა პასუხისმგებელი ერთობლივ ბოროტ ქმედებებზე.

 

About the Russian intervention in the process of providing Tomos and about the the Orthodox Church of Ukraine

In the last period, we increasingly hear from Patriarch Kirill and other hierarchs of the Russian Orthodox Church (ROC): “We are independent … Politics do not bother us … We love Christ the Savior and fight for justice …” – everything you have read, surely a lie. But the ROC continues to shamelessly repeat that it is pursuing precisely this policy. In fact, the statement that “the church is out of politics” does not concern the ROC, since it has more than a dozen agreements concluded with the Ministry of Defense of the Russian Federation, the FSB, the Foreign Intelligence Service, the Ministry of Education of the Russian Federation, etc., is another Kremlin propaganda structure. Moreover, the ROC can be considered a supplement to the special services that engage in subversive activities in all those countries in which V.Putin and the political leadership of Russia personally have their own interests.

It is impossible to hide the truth that Patriarch Kirill is a very odious person with close ties to the Kremlin leadership. When he and his motorcade move, say, in Moscow, the streets overlap and traffic jams and inconveniences are created for the residents of the Russian capital … Not a single politician in Russia except for V.Putin enjoys privileges of this nature.

The fact that Patriarch Kirill has a special status in the Russian Federation and enjoys a number of preferences (since it performs an important ideological function in this state) is not concealed by the political leadership of Russia. V.Zhirinovsky calls Kirill the Messiah of the Russian people, and V.Putin gives him practical awards every year.

It is also certain that all Russian religious media, as well as other religious media, are close to the Russian Orthodox Church and the Ukrainian Orthodox Church of the Moscow Patriarchate (UOC-MP) and carry out the orders of the Russian special services. They are engaged in propaganda and cover the events around the creation of the Orthodox Church of Ukraine (PCU) in the best traditions of Russian propaganda, spreading false information and fakes. They also aggravate hysteria in the religious environment of the Ukrainian state.

The impact on the consciousness of Ukrainian believers, which is carried out by the church channels of the Russian Orthodox Church and the UOC (MP), is destructive … Suppose, in churches and parishes of the Russian Orthodox Church and its Ukrainian exarchate MP, materials are distributed that contain multiple substitutions of concepts, in particular regarding Ukraine’s historical past. This tactic can be explained as follows – for Russia it is important to prevent the spiritual and patriotic revival of the Ukrainian nation. Therefore, the Ukrainian mentality is destroyed through the manipulative messages of the Russian church media and during the sermons in the parishes of the Russian Orthodox Church and the UOC-MP.

In parallel, false and historically untouchable Ukrainians are being promoted, such as serving the Russian Empire, rooting the spirit of the Little Russia, rejecting their own independence and identity of the Ukrainian people, justifying Russian aggression in Eastern Ukraine, banning the funeral of Ukrainian soldiers who died in the ATO zone, prayers of Russian chauvinistic and well-known for their anti-Ukrainian “feats “Figures and the like. It is important that in Sunday schools the UOC-MP is taught from childhood to love Russia, and they also say that Ukraine is a random political education with an artificial language.

In fact, it is true that most religious scholars and specialists are convinced that the creation of a PTSU for Ukraine is a powerful factor in the mental revival of the Ukrainian nation and its political and economic development, while the Moscow Patriarchate imposes atypical behavior patterns on Ukraine and prevents Ukrainians from returning to their traditional existence.

In the Russian imperial citadel, they are well aware of the consequences that the creation of their own church by the Ukrainian people will have, since in this case there will be less leverage on the consciousness of the Ukrainian people. Experts believe that the ROC is even more marginalized by its policy, radicalization and pretensions to “true Orthodoxy” and transfers itself to the category of real schismatics, and also rejects itself to the verge of world history.

The world community and the public should understand that the Russian Federation is hindering the creation of a single church in Ukraine, because it undermines their understanding of the world order as a thousand-year empire with mythical “rights” to Orthodoxy, and for this reason the Kremlin uses the ROC to conduct a hybrid war in Ukraine and the world, and the manipulation of human consciousness.

Of course, the charges against P. Poroshenko in interfering in the process of creating the PCU and the provision of Tomos do not have any grounds (in fact, the Head of the Ukrainian state fulfilled its constitutional duties and the provisions of the Law of Ukraine “On Freedom of Conscience and Religious Organizations”) … Russia itself knows that the majority of Orthodox countries in the world have gone a similar way to Ukrainian obtaining Tomos to create their own local churches. That is why Ukraine, as an independent state with its own history and historical their traditions in this matter follow a similar and evolutionary path. Under such circumstances, the Russian Federation (represented by the ROC) does not want to put up with such a reality knowing the truth and realizing that in this case the levers of influence on the public consciousness in Ukraine are reduced.

For the breakdown or at least complication of the situation around the creation of a PTSU, Russia does not exclude provocations aimed at destabilizing the situation. The purpose of such events is to create the most negative background around the CCP, as well as to discredit its leader. To implement this, the Russian Federation owns in Ukraine a numerical army of provocateurs and agents of influence, which are supported by the ROC and are ready to implement any scenario. At the same time, the readiness of the Russian special services to arrange provocations and a physical nature, such as a head-on collision of believers, arsons, attempted murder, terrorist attacks, and so on, is a particular danger.

Is V.Putin responsible for all this? A positive answer to this question is not difficult … But is Patriarch Kirill responsible? The time has come to call everything by our names – Kirill is one of the key Kremlin ideologues and is closely intertwined with the current Russian government and therefore also bears full responsibility for their joint atrocities.