Loader

უკრაინის ეკლესიის შექმნა და მისი დადებითი შედეგები

საბჭოების ქვეყნის კოლაფსის შემდეგ, “ბოროტების იმპერიის” მთავარი და, რეალურად, ერთადერთი სამართალმემკვიდრე – რუსეთი, სულ იმის მტკიცებაშია, რომ გავლენას ახდენს ყოფილი საბჭოეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებზე. რასაკვირველია, ამის დამტკიცება შედარებით იოლია, როცა აფასებ მაგალითად შუა აზიის სახელმწიფოთა პოლიტიკას – ქვეყნები თითქოს დამოუკიდებელნი არიან, ლიდერები, თითქოს არჩევნებით მოდიან, მაგრამ მათი სუვერენტიტეტის ხარისხი კრიტიკას ვერ უძლებს.

… თუმცა, რუსეთისათვის გაცილებით მნიშვნელოვანია ე.წ. რუსული სამყაროს გაკონტროლება, ანუ, იმ ქვეყნებისა, რომლებიც ან უშუალოდ ესაზღვრებიან ევროპას (უკრაინა, მოლდოვა) ან, შესაძლოა, არც ესაზღვრებიან, მაგრამ, გამორჩეულნი არიან საკუთარი პროდასავლური პოლიტიკით (საქართველო).

საქართველოში “რუსული სამყაროს” შექმნა, პრაქტიკულად, შეუძლებელია – ეროვნებით რუსთა რაოდენობა ქვეყანაში მოსახლეობის პროცენტნახევარიც კი არაა, სამაგიეროდ, რუსეთი საქართველოს საერთო რწმენით – მართლმადიდებლობით ევაჭრება და “უმტკიცებს”, რომ საზოგადოებებს სწორედ რელიგია აერთიანებს.

სამწუხაროდ, ამ “ბოდვას”, ბოლო პერიოდია, არც თუ ცოტა ქართველი მოქალაქე იჯერებს და, სამწუხაროდ, არა მხოლოდ “რიგითებიდან”. რეალურად კი, საქართველო მართლაც მართლმადიდებელი სახელმწიფოა, თუმცა, სწორედ რუსეთმა გააუქმა მისი ავტოკეფალია მე-19 საუკუნის დასაწყისში და სწორედ რუსეთი ჩაგრავდა საქართველოს მართლმადიდებლობას საუკუნეების განმავლობაში.

საქართველოსგან განსხვავებით, რუსეთს მართლმადიდებლობაზე აქცენტის გადატანა არ შეუძლია, ვთქვათ, სომხეთში. სამაგიეროდ, საკუთარ ორბიტაზე სომხეთს ის ყარაბაღის თემის წამოწევით ინარჩუნებს. არ იქნებით ჩვენთან? ჩვენ დავეხმარებით აზერბაიჯანს და მის ლიდერ ალიევს, რომელსაც ძალზედ ძლიერი არმია ჰყავს და იგი ყარაბაღს წაგართმევთ – დაახლოებით ესაა მოსკოვის გზავნილი ერევანისათვის. რა უნდა გააკეთოს სომხეთმა? რა წყალში ჩავარდეს? ევროპისაკენ მისი გზა გრძელი და რთულია, რუსეთისაკენ – მოკლე და იოლი.

მოცემულ ეტაპზე, რუსეთის ექსპანსიონიზმის წინააღმდეგ მთავარი ფრონტის ხაზი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადის და ამ ომის შედეგზეა დამოკიდებული არა მხოლოდ უკრაინის, არამედ, მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის მომავალი. რუსეთი უკრაინის შენაჩუნებას ცდილობს, იმ უკრაინისა, რომელიც, განსაკუთრებით ბოლო წლებში, სრულიად დამოუკიდებელ პოლიტიკას აწარმოებს.

როგორ უნდა მოხდეს ზეგავლენა უკრაინაზე? მოდი – მოვაწყოთ პროვოკაციები… იანუკოვიჩი (აწ უკვე ყოფილი ლიდერი) ისედაც “ჩვენია” – ასე ფიქრობდნენ მოსკოვში 2013 წლის დასაწყისისათვის და მართლაც დაძაბეს ვითარება. თუმცა, უკრაინელი ხალხი არ დანებდა და რუსეთმაც, შესაბამისად, მარცხი იწვნია. რა ვქნათ ახლა? – იკითხეს რუსეთში და მოიფიქრეს, რომ უკრაინისათვის წაერთმიათ ყირიმის ნახევარკუნძული… გამოუვიდათ, თუმცა, დროებით და რუსეთს ეს, ცხადია, არ შერჩება. ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, რუსეთმა იმასაც მიაქცია ყურადღება, რომ უკრაინამ საბოლოოდ აქცია ზურგი რუსეთს… და სწორედ ამიტომაც იყო, რომ კრემლმა ახალი ხრიკი – დონბასისა და ლუგანსკის ოკუპაცია მოიფიქრა. ამ პერიოდისათვის უკრაინა აღარ იყო სუსტი სამხედრო თვალსაზრისით. საზოგადოებაც გაერთიანდა და წინააღმდეგობა დღესაც გრძელდება.

ერთ ერთი მიზეზი უკრაინის კონსოლიდაციისა უკრაინის მართლმადიდებლური, ავტოკეფალური ეკლესიის შექმნაა. რეალურად, რუსეთს ხელიდან ეცლება ეს ბერკეტიც, რომლითაც იგი დიდი ხნის გამმავლობაშ სარგებლობდა. რუსეთი ოსტატურად იყენებდა იმასაც, რომ უკრაინის ერთი რეგიონის მოსახლეობას სულაც არ უყვარდა მეორე რეგიონის მოსახლეობა და რუსეთიც, თავის მხრივ, ძალიან უწყობდა ხელს სეპარატულ მოძრაობებს.

კრემლი დღემდე ვერ ხვდება, რომ საბჭოეთის დროება გასულია და უკრაინის ერთიანი საზოგადოება არაა თანახმა იცხოვროს კრემლის დიქტატის ქვეშ.

რუსეთის მიერ თავსმოხვეულმა ომმა კი გააერთიანა საზოგადოება, მაგრამ, თუ ბოლომდე გულრწფელები ვიქნებით, კრემლი ჯერაც ოსტატურად ქმედებს და საკუთარ სამსახურში შემოჰყავს უკრაინის ზოგიერთი პოლიტიკოსი. ისინი, უსაფუძვლოდ აკრიტიკებენ რა პრეზიდენტ პოროშენკოს, თავადაც ვერ ხვდებიან, რომ რუსეთის დაკრულზე ცეკვავენ და ამით უკრაინის სახელმწიფოებრიობას უნებურად ებრძვიან.

… და, აქ მივადექით მთავარ სათქმელს – რა გააერთიანებს საბოლოოდ უკრაინას და უკრაინელებს? ათეისტებს და მორწმუნეებს? მოწინააღმდეგეებს და მომხრეებს? რასაკვირველია, ესაა ტომოსი და ავტოკეფალიის მინიჭება, მით უფრო, რომ ყინული გალღვა და საბოლოო გადაწყვეტილებამდე არც თუ დიდი დროა.

რეალურად, დამოუკიდებელი ეკლესიის შექმნა ხელს შეუწყობს უკრაინელთა მენტალურ აღორძინებას და ეს თეზა არა მხოლოდ რელიგიური, არამედ, პოლიტიკურიცაა.

დიახ, ავტოკეფალია პოლიტიკური შინაარსის მატარებელიცაა და ამის მიზეზი არა მხოლოდ თავისთავადია, არამედ ისიც, რომ საკითხის პოლიტიზებას თავად რუსეთმა შეუწყო ხელი.

რუსი პოლიტიკოსები ერეოდნენ პროცესებში და ზეგავლენას ახდენდნენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციაზე… შესაბამისად, რუსეთის ეკლესიამ უაღრესად ცუდი როლი ითამაა ამ პროცესში და მეტიც, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ფილიალიც მიიმხრო… ანუ ის ორგანიზაცია, რომელიც მხოლოდ რუსეთს ემსახურება.

***
ზემოთთქმული შესანიშნავად იციან უკრაინაში.

უკრაინა ავტოკეფალიის მიღების კართანაა.

როდესაც უკრაინა კონსტანტინეპოლის დედა ეკლესიის წიაღს დაუბრინდება, იგი სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებს და მათ რეაქციებს დაელოდება… ანუ, მათ რეაქციას, ვისაც უნდა უნდოდეს რუსეთის მარწუხებიდან თავის დაღწევა.

… ხოლო რუსეთს თავისი არჩევანი აქვს, რომლის შედეგადაც ის შეიძლება სრულ იზოლაციაში და ევქარისტული კავშირების გაწყვეტის წინაშე აღმოჩნდეს.

 

 

On positive results for Ukraine from the creation of the Orthodox Church of Ukraine

After the collapse of the “country of the Soviets”, the main and, perhaps, the only successor of the Evil Empire is Russia, everything is trying to prove that it still influences the policies of the countries of the former Union. Of course, it is easier to prove this when you evaluate, say, a policy, individual Central Asian countries … Countries like independent, legitimately elected leaders, but the quality of sovereignty of many of these countries does not stand up to criticism … But for Russia it is important to control, first of all, t .n. The Russian world is those countries that directly border on Europe (Ukraine, Moldova) or, possibly, are separated from the continent, but differ in pro-Western policies (Georgia).

Russia cannot create the “Russian world” in Georgia – after all, Russians by nationality in Georgia are no more than one and a half percent. Therefore, in Georgia, Russia pedals the question of Orthodoxy – they say, Georgia is Orthodox and Russia, too, and this is exactly what “unites” the societies of two independent states. Unfortunately, especially in recent years, many Georgians lend themselves to these tricks. And not only from the “ordinary” society. In fact, Georgia is indeed an Orthodox state, but it was Russia that oppressed the GOC for decades, and it was Russia that abolished the autocephaly of Georgia in the early 19th century.

Unlike Georgia, Russia cannot pedal the question of Orthodoxy, for example, in Armenia, but Russia keeps this country in the orbit of its influence by the issue of Karabakh. You will not be with us – we will help Azerbaijan and President I. Aliyev, who has the strongest army in the region and will take Karabakh from you by force … Where can Yerevan go? The road to Europe is long and difficult, and the road to Moscow is shorter …

The main front line in the fight against Russian expansionism in the post-Soviet space runs along the borders and part of the occupied territories of Ukraine, and not only the future fate of Ukraine, but also the entire post-Soviet (and not only!) Space depends on the result of this war. Russia is trying to keep Ukraine, which, especially in recent years, pursues an absolutely independent policy.

How to influence Ukraine? Let’s arrange provocations there, especially since President V.Yanukovych is “ours” … So they thought in Moscow in early 2013. But Ukraine rebelled and Russia lost … What are we going to do now? Kremlin officials asked themselves the question and thought of taking the Crimea from Ukraine that they would not get away with the Kremlin. But Russia drew attention to the fact that, despite the temporary loss of the peninsula, Ukraine finally ceased to lean towards Moscow.

… And now what? Let’s capture the Donbass, Lugansk. But by this time, Ukraine had become significantly stronger militarily, and society had consolidated and the creation of the Orthodox Church of Ukraine was one of the foundations for the unification of the civil society of Ukraine.

Russia has long enjoyed the fact that the society in Ukraine was divided. The population of one region did not like the population of another. Russia has always encouraged separatism and tried in every way to encourage the disunity of the eastern and western regions of this country. But it seems that the Kremlin still does not understand that the times of the USSR have passed and the united society of Ukraine does not agree to live under the dictation of Russia.

If we are completely frank, the war unleashed by Russia served to unite the various forces of the Ukrainian state. However, the Kremlin still often provokes many Ukrainian politicians and they groundlessly criticize the government of P. Poroshenko, they don’t understand this, indirectly dance under the “Russian tune” and go against the state interests of their own country.

So what will finally unite the Ukrainians? Both believers and atheists? Of course, this is the issue of providing Tomos about autocephaly of the newly created Unification Council of the Orthodox Church of Ukraine. Moreover, after many years of waiting, the ice started moving and there is not much time left for the final result.

In reality, the creation of an independent autocephalous church in Ukraine will contribute to the mental revival of the Ukrainian nation and this thesis, in fact, not only of a religious nature, but also of a political one.

Yes, the question of Ukraine’s autocephaly is also political because Russia constantly politicized this topic, and Russian politicians intervened and influenced the position of the ROC, which was under the total influence of the Kremlin.

Accordingly, the UOC (MP), as the Exarchate of the Russian Orthodox Church in Ukraine, cannot serve the interests of Ukraine. In reality, the ROC serves exclusively the Russian Federation and is a tool for the realization of its expansionist and aggressive policy.

***

In Ukraine, they understand this perfectly … And understanding this, Ukraine is at the threshold of obtaining autocephaly for its independent Orthodox church. After returning to the womb of the mother church of Constantinople, Ukraine will expect and support other Orthodox churches wishing to get rid of the Russian spiritual yoke. And the Russian Orthodox Church itself can actually be in the status of “schismatics and hermits”, with the prospect of being completely isolated from Eucharistic communion with other churches.