Loader

მთელი უკრაინის მყარი პოზიცია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ!

რუსეთი აგრეძელებს საერთაშორისო სამართლის სრულ უგულებელყოფას და ამის დასტურია ისიც, რომ მან ამჯერად სრულიად განუკითხავი ნაბიჯი გადადგა – მისმა პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების მოსახლეობისათვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების თაობაზე.

ფაქტი, რომ ამ ყველაფერს აკეთებს თვით პრეზიდენტი პუტინი, ადასტურებს, რომ უკანონო ქმედებებით დაკავებულნი არიან არა მხოლოდ ჩინოვნიკები ვთქვათ ოკუპირებული ყირიმიდან თუ დონბასიდან, არამედ, ყველაზე მაღალი თანამდებობის პირები – პრეზიდენტი, პრემიერი, საგარეო მინისტრი, დეპუტატები და ა.შ.

ცხადია, უკანონო ქმედებათა “ლიდერი”პრეზიდენტი პუტინია, რომლის რეიტინგიც, სხვათა შორის, კლებულობს და არაერთი მიმომხილველი მიიჩნევს, რომ ამის გამო იგი ბევრზეა წამსვლელი.

წარსულიც ცხადყოფს, რომ, როდესაც პუტინი რეიტინგის შემცირების პრობლემის წინაშე იდგა, იგი არც პროვოკაციებს და არც არასტანდარტულ პოლიტიკურ ნაბიჯებს არ ერიდებოდა. ყველა ეს ნაბიჯი მეტად ანცვიფრებდა მის მათ შორის დასავლელ პარტნიორებსაც. მაგალითად, რეიტინგი შეუმცირდა 2008 წელს და რუსეთი თავს დაესხა საქართველოს… მსგავსი პრობლემა ჰქონდა 2000-იანების დასაწყისში და რუსეთმა ფაქტობრივად გაწყვიტა ჩეჩენი ერი მისივე დიდი ქვეყნის სამხრეთით.

მიზეზი და, უფრო კი საბაბი ამგვარი ქმედებებისა, ბანალურია – რუსეთი არ თაკილობს განცხადებას, რომ იცავს ე.წ. “რუსულ სამყაროს”, ამასთან, ხსენებული ხელოვნური სივრცე მისივე შექმნილ-მოგონილია.

რუსეთის არსენალშია მის მიერვე არაერთხელ გამოყენებული პროვოკაციული ნაბიჯი – სხვა სახელმწიფოების მოქალაქეებისათვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება და უკვე მერე იმის განცხადება, რომ რუსეთი იცავს საკუთარ იმ მოქალაქეებს, რომელთა წინააღმდეგაც ვითომ მოქმედებენ მტერი სახელმწიფოს პოლიტიკოსები და სამხედროები.

ზუსტად ამ მეთოდს მიმართა რუსეთმა საქართველოში, როცა დაიწყო პასპორტიზაცია და პროცესის დასრულებიდან 2 თვეში გააჩაღა სრულმასშტაბიანი საომარი ქმედებები და ამის გაკეთებას ცდილობს ის უკრაინაშიც – 24 აპრილს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც დონეცკის და ლუგანსკის ოლქების მოქალაქეებს რუსეთის მოქალაქეობა გამარტივებული წესით მოიეცემათ.

ეს, რუსული გაგებით “გენიალური” ნაბიჯი, ცხადია, დაგმო მაგალითად ევროკავშირმა, სადაც განაცხადეს, რომ ოკუპირებული რეგიონების მოქალაქეებისათვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება არის უკრაინის სუვერენიტეტის შელახვა… თუმცა, არის კი ეს განცხადება შვებისმომგვრელი ან გამოსავალი? რუსეთი, რომელიც მართლაც ბევრს კარგავს ევროავშირის და აშშ-ს სანქციების შედეგად, სამწუხაროდ, მაინც არ იხევს უკან და მუდმივად არღვევს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს.

ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ რუსეთის ეს, ამასთან, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მყისიერად გადადგმული ნაბიჯი, მიმართულია კონფლიქტის ესკალაციისაკენ. თუმცა, უნდა ითქვას – ალბათ ამაოა მოლოდინი, რომ რუსეთი თავს შეიკავებს ქმედებებისაგან და ერთგული დარჩება მინსკში მიღწეული შეთანხმებებისა.

მეორე მხრივ, რა უნდა გააკეთოს ევროკავშირმა ამ ვითარებაში? ერთადერთი, ალბათ უნდა გაამკაცროს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და ეს გააკეთოს იმიტომაც, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად დადასტუდა – უკრაინაში, როცა საქმე საგარეო აგრესიას და ტერიტორიულ მთლიანობას ეხება, ყველა ერთ აზრზეა – პრეზიდენტიც, არჩეული პრეზიდენტიც, პოლიტიკოსებიც და მთელი საზოგადოება.

აი, მაგალითად, რას ამბობს უშიშროების საბჭოს მდივანი ტურჩინოვი:

“რუსეთის კანონმდებლობის თანახმად, რუსეთს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი მოქალაქეები რუსეთის ტერიტორიებს მიღმაც. პუტინი ქმნის ე.წ. სამართლებრივ საფუძვლებს იმისათვის, რომ ოფიციალურად გამოიყენოს საკუთარი შეიარაღებული ძალები უკრაინის წინააღმდეგ”

ეს კი ჯერაც მოქმედი პრეზიდენტის – პოროშენკოს კომენტარია:

“რუსეთის პრეზიდენტის ბრძანება, რომელიც დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელთათვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების უფლებას ეხება, არის უპრეცენდენტო ჩარევა სხვა სუვერენული ქვეყნის საშინაო საქმეებში; ეს ქმედება ლახავს უკრაინის სუვერენიტეტს და ეწინააღმდეგევა მინსკში მიღწეულ შეთანხმებებს.

პოროშენკოს თქმით, რუსეთს სურს დონბასის სრული ანექსია ან ამ ტერიტორიაზე ანკლავის გაკეთება.

მნიშვნელოვანია, რომ პოროშენკოს არ ჩამორჩა არც არჩეული პრეზიდენტი ზელენსკი.

მის პრეს-სამსახურში განაცხადეს, რომ რუსეთის ეს ქმედება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი აგრესორი სახელმწიფოა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს. “მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ყველაფერს გააკეთებს საკუთარი მოქალაქეების დასაცავად, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობაც იქნება ჩვენს გვერდით და ის დიპლომატიური და სანქციების გზით მოახდენს ზეწოლას რუსეთზე”, – ნათქვამია ზელენსკის შტაბში გაკეთებულ განცხადებაში.

ანერვიულებს კი ეს და ამგვარი განცხადბები პუტინს?

ალბათ, არა. თუმცა, საერთაშორისო თანამეგობრობისა და უკრაინელთა ესოდენ მკვეთრი პოზიცია, ადრე თუ გვიან შედეგიანი იქნება და აგრესორი უკან დაოხევს.

 

strong and united position of Ukraine against Russia

The firm position of all Ukraine against the aggression of Russia. Russia continues to act contrary to international law. This time, Russia arranged blatant outrage, on the basis of the signed Presidential Decree on the simplification of the procedure for citizens of the Lugansk and Donetsk regions to receive citizenship in Russia.

This only underscores the fact that not only officials in the occupied Crimea and Donbas, but also the most senior officials of Moscow — the President, the Prime Minister, the Russian Foreign Minister, the State Duma deputies, etc. — are outraged. The leader of lawlessness is certainly President V.Putin himself, who, by the way, keeps reducing his internal rating and many observers assume that he will go to great lengths so as not to end his career as president in the most insignificant way.

Always, when V.Putin was faced with the problem of falling ratings, he went on provocations and made such political steps that took many by surprise, including in the West. It was the same in August 2008, when Russia attacked Georgia and even earlier, at the beginning of 2000, when Russia exterminated Chechens in the south of its own territory. The pretext or even the background to this is trivial – Russia does not even hesitate to declare that it protects the so-called. Russian world, moreover, Russia creates the specified artificial space itself. The provocative step, already used by the Kremlin for a long time, is again put into service – granting Russian citizenship to citizens of another state and only then a statement saying that Russia protects its citizens, against whom politicians and military of a hostile country allegedly act.

Russia has already used this method in Georgia after the end of passporting, two months later it launched a full-scale war. Russia is going to do the same in Ukraine on April 24, President of the Russian Federation V.Putin signed a decree that simplified the procedure for obtaining Russian citizenship for residents of certain districts of Donetsk and Lugansk regions. The step is simple and, by Russian standards, even “ingenious.” And the fact that the European Union states that the granting of Russian citizenship to residents of the occupied areas of the Donetsk and Lugansk regions is another encroachment on the sovereignty of Ukraine from Russia, not consolation – Russia, which loses much from the EU and US sanctions, nevertheless does not lose appetite on encroachment on the sovereignty of other countries. The EU believes that the time for such a decision by the Russian side – immediately after the presidential elections in Ukraine, which “demonstrated Ukraine’s strong commitment to democracy and the rule of law, indicate Russia’s intention to further destabilize Ukraine and further exacerbate the conflict in the east of the country.

Most likely in vain they hope that “Russia will refrain from actions contrary to the Minsk agreements and will not prevent the full reintegration of the territories uncontrolled by the government into Ukraine.” What is left to do except statements? The only right decision is to continue tightening the sanctions, especially since even after the election of the president of the country it turns out that everything in Ukraine is for one thing – and the current President, the newly elected President, and prominent politicians etc. Let’s say that A. Turchinov, the head of the Security Council of Ukraine: “Putin creates the legal conditions for the official use of the Russian armed forces against Ukraine. This is due to the fact that Russian legislation allows the use of armed forces to protect citizens of the Russian Federation outside Russian territory. “And this is the comments of the current President P. Poroshenko:” The decree of the President of the Russian Federation regarding the simplified procedure for obtaining Russian citizenship by citizens of Ukraine who live on temporarily occupied territories of Donetsk and Lugansk regions – this is another unprecedented interference of the Russian Federation in the internal affairs of an independent state, a gross violation of severe Ukraine’s parliament and the complete violation of its obligations under the Minsk agreements, ”the message reads. According to the current President of Ukraine, it’s actually about preparing the Kremlin for the next step of aggression against a neighboring state — the annexation of Ukrainian Donbass or the creation of a Russian enclave in Ukraine. President-elect of Ukraine V.Zelensky does not lag behind, his press service said that these actions are another clear confirmation for the world community of the true role of Russia as a state aggressor, which leads the war against Ukraine. “Despite this, Ukraine will do everything in its power to protect, provide proper assistance and ensure the rights of its citizens who are forced to stay in the occupied territories. Ukraine also relies on the support of the international community in protecting the interests, rights and freedoms of Ukrainian citizens temporarily occupied territories, and is counting on increased diplomatic and sanctions pressure on the Russian Federation, “the team of V.Zelensky said. Does V.Pu worry about these statements?