Loader

კიევის ხმა – შემოიღეთ ახალი სანქციები!

პუტინის რუსეთი აგრესორი ქვეყანაა არა მხოლოდ იმ ქვეყნებისათვის, რომელთა ტერიტორიების ნაწილიც მან ოკუპაციისა და აგრესიის გზით მიითვისა, არამედ, მათთვისაც, ვინც, ე.წ. მშვიდობიანობის დროს თავს მშვიდად გრძნობს, თუმცა, რუსეთის ზეწოლას მაინც განიცდის.

სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ ამ ქვეყნებს პრაქტიკულად მომსპარი აქვთ დემოკრატიულ სახელმწიფოებად გარდაქმნის შანსი, ამასთან, რუსეთი, რომელიც მათ თითქოს მფარველობს, რეალურად, ახდენს არა იმდენად ტერიტორიათა, რამდენადაც ამ ქვეყნების მოსახლეობის გონებათა სრულ ოკუპაციას.

რუსეთისა და სხვა და სხვა სახელმწიფოთა ურთიერთობის ნიუანსების განხილვა არ ღირს – გადაწყვეტილება – უნდა იცხოვრონ თუ არა ამ ქვეყნებმა რუსეთთან ერთად, რახანია, მიღებულია კრემლიში და მის თანახმად, რუსეთს აქვს უფლება, ცხოვრების წესი განუსაზღვროს ყველას, ვისთვისაც ცხოვრების წესის განსაზღვრა მოეპრიანება. შესაბამისად, რუსეთისათვის მეორეხარისხოვანია საზოგადოებათა ნება და სურვილები… მათ, რუსეთი, ყურადღებას, უბრალოდ, არ აქცევს.  სამაგიეროდ, ამ ხალხების ბედს, კრემლთან ერთად, წყვეტენ ადგილობრივი ლიდერები – ბევრი მათგანი საბჭოთა ბოლშევიზმისა და პროპაგანდის გავლენითაა აღზრდილი.

ბალტიის სახელმწიფოების  – ლიეტუის, ლატვიისა და ესტონეთის გარდა, მხოლოდ საქართველო, უკრაინა და გარკვეულწილად მოლდოვა უწევენ წინააღმდეგობას რუსეთის ამ იმპერიულ ზრახვებსა და პოლიტიკას. სამწუხარო რეალობაა, რომ სხვა ქვეყნები, რომლებიც რუსეთის რბილ ძალას ემორჩილებიან,  “აბუნტებულ” ქვეყნებს ელემენტარულ სოლიდარობასაც კი არ უცხადებენ. რჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი ვერ ჭვრეტენ მომავალს… ვერ ხვდებიან, რომ, მაგალითად: თუ რუსეთი უკრაინაში გააგრძელებს საკუთარი პასპორტების დარიგებას, ეს, დღესდღეობით უკრაინული პრობლემა, ხვალ მათ და უფრო საყოველთაო თავისტკივილად იქცევა და შეეხება ყველა იმ სახელმწიფოს, რომელშიც რუსულენოვანი მოსახლეობაა.

რასაკვირველია, რუსეთის უკანონო და არასამართლებრივ ქმედებებს პასუხი უნდა გაეცეს და ეს პასუხი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი –  სათანადო საერთაშორისო რეაქცია კრემლის  დანაშაულებრივ ქმედებებზე, რაც სანქციათა გამკაცრებას და სანქციების შედეგად აგრესორ სახელმწიფოზე ზეწოლას გულისხმობს.

ამ მხრივ თუ შევაფასებთ, მომავალს, ცხადია, იმედით უნდა შევხედოთ და უნდა გვჯეროდეს, რომ “ბებერი და გამოცდილი ევროპა” ოდესმე მაინც გადაწყვეტს ყოვლისმომცველი სანქციების დაწესებას რუსეთისათვის. მეორე მხრივ, ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ ამავე ევროპამ,  დასავლურ უკრაინასთან, საქართველოსთან და მოლდოვასთან მუშაობის გარდა, გააქტიუროს ქმედებები ყოფილი იმპერიის იმ ქვეყნებშიც, რომლებიც დღეს მშიშრად ემორჩილებიან რუსეთს და ბრმად უჭერენ მას მხარს.

***

როდის გახდა რუსეთი აგრესორი ქვეყანა ჩვენს დროებაში? რასაკვირველია, ეს საბჭოეთის დაშლისთანავე მოხდა, მაგრამ, ბ.ელცინის მმართველობისას, მასთან საუბარი კიდევ შეიძლებოდა. პუტინის “ეპოქამ” წარმოაჩინა არა მხოლოდ რუსეთის ცალკეულ პირთა ნამდვილი სახე, არამედ, თავად არსი ამ იმპერიული სახელმწიფოსი.

მეზობლების მიმართ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს ადასტურებს კრემლის ბოლოდროინდელი ხსენებული გადაწყვეტილებებიც – მაგალითად, რფ-ს გადაწყვეტილება რუსეთის მოქალაქეობა დაურიგოს ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომელიც, მიზნად, თითქოს ისახავს “ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას”, გაეროს წესდებისა და უშიშროების საბჭოს 2202 (2015 წლის) რეზოლუციის უხეში დარღვევაა. ამ რეზოლუციის თანახმად, უშ.საბჭო მხარს უჭერდა მინსკის მოლაპარაკებებს, ფორმატს და მიღწეულ შეთანხმებებს. სხვათა შორის, მას – რეზოლუციას, რუსეთიც აწერდა ხელს.

რუსეთის ეს აგრესიული ქმედება უკრაინის მოქალაქეთა წინააღმდეგაა მიმართული და არღვევს ჟენევის კონვენციის 47-ე მუხლსაც. რუსეთის ამ ქმედების შეფასება ასეც შეიძლება –  რუსეთი ძალით ართმევს მოქალაქეობას იმ უკრაინელებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. ეს ნაბიჯი დისკრედიტაციას ახდენს მინსკის შეთანხმებათა იმ ნაწილისა, რომლის მიხედვითაც, უნდა შემუშავდეს გადასადგმელ ნაბიჯთა მთელი პაკეტი.  რუსეთის დღევანდელი ქმედებები კი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ქვეყანა აიგნორებს ევროკავშირის კონსოლიდირებულ პოზიციასა და ამ გაერთიანების მოთხოვნას, რომ რუსეთმა შეწყვიტოს აგრესია უკრაინის ტერიტორიაზე.

მნიშვნელოვანია თუ არა მოლაპარაკებები რუსეთთან?  რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია! მეორე მხრივ, თუ ასწლეულის პრიზმაში შევხედავთ პროცესებს, მოლაპარაკებები აგრესორთან ხშირად არაფრისმომტანია და ამის დასტურია საქართველოს უახლესი ისტორია – 90-იან წლებში, როდესაც რუსეთმა საქართველოს ეთნიკური კონფლიქტები მოახვია, საქართველოს ხელისუფლება  მინიმუმ ათჯერ მაინც ეცადა შედარებით ნორმალურ  – ელცინის რუსეთთან მოლაპარაკება-შეთანხმებას… კონსენსუსი თითქოს მიღწეული იყო, მაგრამ, ყოველ ჯერზე რუსეთი მათ არღვევდა და გამოცდილ, მსოფლიო სახელის დიპლომატ ედუარდ შევარდნაძესაც კი აღაშფოთებდა. “დასრულდა მეგობრებო, რუსეთთან მოლაპარაკება შეუძლებელია, ამასთან, ყველა საკითხზე” – აღმოხდა ერთხელ შევარდნაძეს.

ამის მიუხედავად, შევარდნაძე იძულებული იყო გაეგრძელებინა უშედეგო დიალოგი… უშედეგო იმიტომაც, რომ მისი მსვლელობისას რუსეთის ავიაცია სოხუმსაც ბომბავდა, ხოლო პ.გრაჩოვი – რუსეთის თავდაცვის მინისტრი რუსეთის ცენტრალურ არხზე გამოდიოდა და ქართველებს აბრალებდა სოხუმის საავიაციო დაბომბვას.

დღეს, წარსულისაგან განსხვავებით, არსებობს რუსეთზე ზეწოლის არაერთი ეფექტური მეთოდი და ეს მეთოდებია საერთაშორისო სანქციები.

საკუთარი მოქალაქეებისათვის რუსული პასპორტების დარიგების თაობაზე, უკრაინამ, რასაკვირველია, საქმის კურსში ჩააყენა ევროპის საბჭო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები და მათ კიდევ ერთხელ მოუწოდა, გააძლიერონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ევროპელი პარტნიორები მართლაც მკაცრად აფასებენ რუსეთის ამ ქმედებებსაც და პატიოსან კაცს არც არაფერი დარჩენია გარდა შეძახილისა – შესანიშნავია! მაგრამ, რეალურად, უკრაინას მხოლოდ მკაცრი შეფასებები არ შველის… უკრაინა ითხოვს, რომ მკაცრ შეფასებებს მოჰყვეს მკაცრი სანქციებიც, რაც, უკრაინელთა აზრით, მნიშვნელოვნად შეამცირებს აგრესორი ქვეყანა რუსეთის აგრესიის მადას.

 

Voice of Kiev – enter new sanctions!

As is known, Putin’s Russia is a country of aggressor not only in relation to those countries, parts of which it appropriated by occupation, but also for those who seem to feel calm in the so-called Peaceful time. And for this reason, these countries at this stage have virtually no chance of becoming truly democratic states. At the same time, Russia, which is situationally patronizing them, is actually occupying not so much the territory of these countries, but the consciousness of the whole society of the independent countries of the former Soviet Union.

It is not worth enumerating the peculiarities of relations between different countries with Russia, since the decision whether to live or not live by the “rules” of the Kremlin is not so much the choice of nations as leaders, many of whom were brought up on the basis of Bolshevik propaganda. In addition to the Baltic countries – Lithuania, Latvia and Estonia, only Georgia, Ukraine and to some extent Moldova resist Moscow’s imperial ambitions. Unfortunately, other countries, conquered by the “soft” power of Russia, do not show sincere feelings of solidarity towards the “rebellious” countries … It seems that they misunderstand the fact that today the procedure for distributing passports to the Russian Federation in a simplified mode is a problem for Ukraine, but tomorrow – Any other state where the Russian-speaking population lives.

Of course, the answer to Russia’s unlawful and illegal policy is the same — it is the corresponding international reaction to the Kremlin’s criminal actions, with increased sanctions pressure on the aggressor country.

We must look to the future with hope and believe that the old and experienced Europe will at least sometime decide on comprehensive sanctions against Russia. But, on the other hand, the same Europe, in conjunction with all progressive forces, needs to work not only with the already pro-Western Ukraine, Georgia and Moldova, but also with those countries of the former Empire that fearfully submit to Russia and blindly support it.

***

When did Russia become an aggressor country today? Of course, this happened immediately after the collapse of the USSR, but in the time of B. Yeltsin it was possible to talk about something at least … But the era of V. Putin reflected the real face of not only politicians of modern Russia, but also the essence of the existence of this country.

The latest decisions of the Kremlin also speak about Russia’s aggressive policy towards its neighbors. Thus, the decision of the Russian Federation to simplify the acquisition of Russian citizenship for residents of “L / DPR” “in order to protect the rights and freedoms of a person and citizen”, on the basis of “generally accepted principles and norms of international law” violates the UN Charter, Resolution SB 2202 (2015) on approval a set of measures for the implementation of the Minsk agreements, for which (by the way) Russia also voted.

Such a decision is actually directed against the citizens of Ukraine, violates Article 47 of the 4th Geneva Convention and can be classified as an intention to deprive Ukrainians living in the occupied territories of their citizenship. This step also discredits the “Package of measures for the implementation of the Minsk agreements”, which was adopted and signed in Minsk on February 12, 2015, and demonstrates that Russia despises and ignores the consolidated position and the demands of the European Union to stop the aggression on the territory of Ukraine.
Is it important?

Of course, very important. But if you look through the prism of only one century, these statements do not speak about and confirm this thought – the history of Georgia in the 90s of the last century, when Russia actually imposed on Georgia the so-called. ethnic conflict. The leaders of Georgia several dozen times agreed with Russia – more normal – Yeltsinovskaya … But every time Russia violated the agreement and even E. Shevardnadze – the former President of Georgia and a world-famous diplomat, exclaimed with emotion – “everything, comrades, with her Russia, it is impossible to negotiate … nothing to do with. ”

Nevertheless, E. Shevardnadze was forced to continue the “dialogue”. Meanwhile, Russian planes bombed Sukhumi. P.Grachev, the Minister of Defense of the Russian Federation spoke on the state channel of Russia and declared that the Georgians themselves bombed Sukhumi …

Today, there are methods of pressure on Russia and among them, of course, the most effective ones are international sanctions. In connection with the “passporting” of the population of its occupied regions, Ukraine informed the Council of Europe, calling on the international community to strengthen sanctions against the Russian Federation. European partners indeed condemn the decision of the Russian Federation on the “Russian passportisation” of the population of the temporarily occupied territories of Donbass. Well, a person who did not know the history of such convictions would exclaim … In fact, Ukraine does not need only assessments, the Ukrainian side demands that the reaction of European officials be even tougher and it is just necessary to promote the introduction of a new package of sanctions against Russia, which will weaken the appetites of the aggressor in the entire post-Soviet space.