Loader

უნდა გავუძლოთ!

სად ცხოვრობენ რუსები და სად ცხოვრობს რუსულენოვანი მოსახლეობა?

მაგალითად, საქართველოში ეთნიკური რუსები კი ცოტანი არიან, მაგრამ, ის, რომ რუსეთის მოქალაქეები დიდი ოდენობით უძრავ ქონებას შეიძენენ დედაქალაქ თბილისისა თუ საკურორტო ბათუმის ცენტრში, ბევრი ექსპერტის აზრით,  მომავალში მძიმედ მოუტრიალდება ამავე საქართველოს.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთმა 2008 წელს პასპორტიზაციის პროცესი საქართველოში, კერძოდ კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სწორედ იმ სარჩულით დაიწყო, რომ აფხაზეთისა და ს.ოსეთის მოქალაქეები მას თანადგომას, უფრო კი მფარველობას სთხოვდნენ. ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს ვიცავთ, ეს იყო რუსეთის სოფისტური არგუმენტი და პუტინის რუსეთს ვერავინ უპასუხა ასე: “თუ შნო გაქვთ, წადით და დაიცავით ეს მოქალაქეები მანჰეტენზე… ვერავინ გაუბედა, რადგან ყველამ იცოდა, აშშ-ს პასპორტებით ვერ დაამარცხებ, რუსეთს ოკეანგაღმა სხვა სტრატეგია აქვს.

რეალურად, რუსული პასპორტიზაციის პოლიტიკას რუსეთი იყენებს შედარებით სუსტების მიმართ და განსაკუთრებით მოწყვლადი, რასაკვირველია, ის ქვეყნებია, რომლებშიც რუსულენოვანი მოქალაქეები მართლაც ცხოვრობენ (მაგალითად, ბალტიის ქვეყნები). ამასთან, მოსკოვს ალბათ არც ის შეაკავებს, რომ ზოგიერთი ის ქვეყანა, რომელშიც რუსულენოვანი მოქალაქეები ბევრნი არიან, ამასთანავე ნატოს წევრიცაა.

რა მიზანს ისახავს კრემლი?

ეჭვგარეშეა, რომ მოსკოვში შესანიშნავად ხვდებიან – დასავლეთს შეუძლია ზეწოლის გაძლიერება, მაგრამ, კრემლი ამ პროვოკაციულ, სარისკო ნაბიჯზე მაინც მიდის… რატომ?

“ჩიტი ბრდღვნად ღირს” – ფიქრობენ რუსეთში და მხედველობაში აქვთ ისიც, რომ რუსეთის პასპორტების დარიგება მაგალითად ოკუპირებული დონბასის მოქალაქეებისათვის შექმნის ე.წ. სამართლებრივ საფუძველს, რომ რუსეთმა ძალას მიმართოს დამოუკიდებელი უკრაინის წინააღმდეგ. ცხადია, ეს სამართლებრივი საფუძველიც უკანონო იქნება, მაგრამ, ასეთი საფუძველიც კი, რუსეთს, დღესდღეობით, არ აქვს.

მეორე მხრივ, საყურადღებოა, რომ დღითიდღე ეცემა პუტინის რეიტინგი და მას არა მხოლოდ არასტანდარტული, არამედ, აგრესიული ქმედებებიც სჭირდება იმისათვის, რომ უფრო ხმამაღლა თქვას – “მე – პუტინი, ვარ მიწათა შემომკრები, ტერიტორიატა გამფართოებელი დიადი რუსეთისათვის” .

პუტინი “მართალია” – რუსეთის კანონმდებლობა იძლევა უფლებას, რომ შეიარაღებული ძალების გამოყენება მოხდეს ყველგან, სადაც რუსეთის მოქალაქეები არიან… მათ შორის, საზღვარგარეთაც… ანუ, რუსეთს, ყველგან შეუძლია ქმედება, სადაც გაუვა (ცხადია, არ გაუვა მანჰეტენზე).

გარდა მიზნისა, შევიდეს ისტორიაში, პუტინი მიზნად ისახავს, რომ უკრაინას შეაცვლევინოს საკუთარი დასავლური კურსი და ეს ქვეყანა პრორუსულ სახელმწიფოდ გარდაქმნას… რუსეთი ხომ ის ქვეყანაა, რომელიც ცოფებს ყრის მაშინ, როცა ხედავს, რომ მისი ყოფილი ვასალები ვითარდებიან.

ნაკლებ მნიშვნელოვავანი როდია ის, რომ რუსეთის კანონის თანახმად, რუსული პასპორტების დარიგება შეიძლება არა მხოლოდ დონბასის ოკუპირებული ტერიტორიის მოქალაქეებისათვის, არამედ მათთვისაც, ვინც ცენტრალურ უკრაინაში ცხოვრობს. ამ პოლიტიკით რუსეთი აფართოებს “რუსკი მირის” სივრცეს ყველგან, სადაც მისი გაფართოება ხელეწიფება… მაგალითად, ხარკოვში, ხერსონში და ოდესაშიც კი.

პასპორტიზაცია რუსეთს არა მხოლოდ სამხედრო შესაძლო მოქმედებებისათვის სჭირდება – რუსეთში მძაფრი და მზარდი დემოგრაფიული კრიზისია… მეტი მოქალაქე კი შექმნის იერს, რომ რუსეთის მოსახლეობა იზრდება.

რუსეთს, ცხადია შეუძლია შეაჩეროს პასპორტიაციის პროცესი თუ კიევი ნატოზე უარს იტყვის და ბლოკ-მიღმა ქვეყნის სტატუსს აირჩევს… ამასთან, რუსეთს უკრაინის ფედერალიზაციაც უნდა. რუსეთის ლოგიკით, თუ დონეცკი და ლუგანსკი განსაკუთრებულ სტატუსს მიიღებენ, ეს ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს და სწორედ ეს განაპირობებს უკრაინის საგარეო კურსის ცვლილებას.

დათანხმდება ამას უკრაინა?

რასაკვირველია, არა… თუმცა, მეორე მხრივ, რა დარჩენია მას? რა ნაბიჯის გადადგმა შეუძლია?

აი, მაგალითად, უკრაინა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გაეროს სამჭვიდობო მისიის რეფორმირების საკითხს და მზადაა საკუთარი გამოცდილებაც გაუზიაროს საერთაშორისო პარტნიორებს… მეორე მხრივ, დღეის მდგომარეობით, უკრაინას თავად სჭირდება ეფექტური სამშვიდობო მისია დონბასსა და ლუგანსკში და ამიტომაც, კიევი პარტნიორებს ამგვარი ეფექტური მექანიზმის შექმნის გადაწყვეტილებისაკენ აქტიურად მოუწოდებს.

მეორე მხრივ, უკრაინას საკუთარი თავდაცვითინშესაძლებლობების გაძლიერებაც სჭირდება…

თუმცა, ყველაზე მტავარი მაინც უტეხობაა… ყველამ უნდა იცოდეს, რომ არათუ დღევანდელი რუსეთი, არამედ, ნამდვილი “ბოროტების იმპერია” სსრკც კი დაინგრა და, რეალურად, მთავარი გაძლებაა!

 

We must endure !!!

Where do Russians live, and where is the Russian-speaking population?

Suppose there is little ethnic Russians in Georgia, but the fact that in the center of Tbilisi or in Batumi Russian citizens buy real estate in large quantities, according to many experts, tomorrow this may negatively respond to the same Georgia.

On the other hand, in 2008, Russia began the process of “passporting” in the occupied Georgian territories precisely because, according to the Kremlin, the population of Abkhazia and t.zv. South Ossetia “asked” Russia for patronage. We are protecting our citizens – there was the Kremlin’s sophistic logic … “Go and protect them in Manhetenna!”, No one dared to answer V.Putin that way because everyone knows that you will not take US passports, there’s a different strategy for Russia.
In reality, the Kremlin can continue to apply the policy of “Russian passporting” to other European countries where a large number of Russian-speaking people live (for example, in the Baltic countries). At the same time, it is most likely that Moscow will not be restrained by the factor of these countries’ membership in NATO.

What is the purpose of the Kremlin?

There is no doubt that Moscow is well aware that the West can significantly tighten pressure on Russia, but, nevertheless, the Kremlin is taking such a risky step — why?
“The game is worth the candle” – they think in Moscow and mean not only that by issuing Russian passports to residents of the occupied territories of Donbass, the Kremlin is trying to create legal conditions for the official use of the Russian armed forces against Ukraine … But the fact that the GDP rating, those. V.Putin is falling and he needs non-standard and, moreover, aggressive actions, to later say to the population of Russia: “I, Vladimir Putin, a collector of lands for a great country … for Russia.”

And in that V.Putin is “right” – Russian legislation allows the use of armed forces to protect Russian citizens outside Russian territory. That is, where it gets away with it (not on the same Manhattan).

In addition to the goal of making history, the main segment of Vladimir Putin’s “passporting” policy is the geopolitical scenario of the Russian Federation forcing Ukraine to change the pro-Western course to the pro-Russian one. After all, Russia is simply “furious” when the countries of the former USSR develop.
It is important that the law of the Russian Federation provides for the issuance of passports not only to residents of the occupied areas of Donbass, but also to those who live in the territories controlled by the central government of Ukraine. Thus, Moscow creates conditions for the further spread of the “Russian world” in all the south-eastern regions of Ukraine, especially in Kharkov, Kherson and Odessa.

Certification of Ukrainian citizens is needed by Russia and for solving another problem not related to the war. In the Russian Federation – a tough demographic crisis, which over time will only grow. There are not enough workers in all industries. However, Moscow can suspend / terminate the certification process if Kiev is “compliant” in matters of non-aligned status of Ukraine, federalization, guarantees for the Russian language. The consent of the Ukrainian authorities to the special status of Donetsk and Luhansk, as envisioned by the Kremlin, should become a catalyst for the chain reaction of the federalization of Ukraine, which is an intermediate goal for a radical reversal of the country’s foreign policy.

Will Ukraine agree to this? Of course not! But on the other hand, what does she have to do?

For example, Ukraine attaches great importance to the reform of UN peacekeeping and is ready to share its experience. But, today the country itself needs an effective UN peacekeeping mission in the temporarily occupied territories of the Donetsk and Lugansk regions. Official Kiev calls on foreign partners to step up work on the technical aspects of such a mission so that an effective peacekeeping operation appears on the territory of Donbass.

But at the same time, Ukraine needs to strengthen its defense potential, enlisting the support of foreign partners and strengthening the composition of the peacekeeping mission in the temporarily occupied territories of Donbass. But the most important thing is not to lose heart and know – not that modern Russia, but also the Evil Empire and even the powerful Roman Empire fell … You just have to stand it!