Loader

გეოპოლიტიკური რევერანსი

ტყვეთა გაცვლის თაობაზე გამართულმა ვაჭრობამ სულაც არ დაადასტურა, რომ საზღვაო ტრიბუნალის გადაწყვეტილებები შესრულებულია.

თუ დეტალურად განვიხილავთ, უნდა ვთქვათ, რომ მოსკოვი ცდილობს კარგი სვლის გაკეთებას ცუდ და ბინძურ თამაშში და ამით დროის მოგებას იმ პერიოდამდე, ვიდრე საზღვაო ტრიბუნალი  განიხილავს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ შავი ზღვის აკვატორიაში ჩადენილ დანაშაულებს და, შესაბამისად, გამოიტანს გადაწყვეტილებას.

გარდა ამისა, მოსკოვის გეოპოლიტიკური რევერანსის მიზეზი ისიცაა, რომ ერთი თვის შემდეგ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საბჭოში (და არა ტრიბუნალზე) უნდა გაიმართოს კენჭისყრა, რასაც, თავის მხრივ, უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს თავად ამ ორგანიზაციის გავლენათა სფეროს განსაზღვრისათვის.

იმ მიზეზით, რომ საერთაშორისო ტრიბუნალს არ აქვს გადაწყვეტილებათა აღსრულების ინსტრუმენტები, სწორედ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას  აქვს დაკისრებული როლი, რომ მან ზეგავლენა მოახდინოს აგრესორის ქმედებებზე იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი, ანუ, აგრესორი, სისტემატურად არ ასრულებს უმაღლესი საზღვაო სასამართლო ინსტანციის  ვერდიქტებს, რომლებიც შავ ზღვაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სამხედრო მიზნებისათვის გამოყენებას ეხება. კერძოდ,

რადიოტექნიკური დაზვერვისათვის და გემთა საერთაშორისო იდენტიფიკაციის სისტემაში უკანონო ჩარევის მიზნით, რუსეთი  სამოქალაქო ინფრასტრუქტურას იყენებს.

დღესდღეობით, საზღვაო ორგანიზაცია აქტიურადაა გამოყენებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მოსკოვის მორჯულებისათვის. მიმდინარე წლის ზაფხულში ორგანიზაციამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, რომელთა შორისაც გამოსარჩევია დოკუმენტი: “შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში, აზოვის ზღვაში და ქერჩის სრუტეში ნავიგაციის უსაფრთხოება”. ეს ნაბიჯი გადადგმული იყო იმიტომაც, რომ რუსეთი ცდილობს, საერთაშორისო გემებისათვის ნაცრისფერ ზონად აქციოს საზღვაო რაიონები და პარალელურად კი ყირიმის ოკუპირებული ნახევარკუნძულის ლეგიტიმაცია მოახდინოს.

უნდა აღნიშნოს ისიც, რომ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ მოამზადა ახალი მოთხოვნები, რომლებიც საზღვაო საწვავში გოგირდის 3,5%-დან 0,5%-მდე შემცირებას ითვალისწინებს. ორგანიზაციის განცხადებით, ამის გაკეთება აუცილებელი იყო იმიტომ, რომ უნდა შემცირდეს მავნე ნარჩენების გადასროლა ზღვასა და ატმოსფეროში. ამავე დროს, ამ გადაწყვეტილებას მეორე ეფექტიც ექნება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პირობებში – ეს სერიოზულად დაარტყამს რუსეთის ეკონომიკასაც.

არც ისაა გამორიცხული, რომ სწორედ საზღვაო ორგანიზაციის გამოყენებით საერთაშორისო თანამეგობრობამ შეაჩეროს რუსეთის მონაწილეობა ამ ორგანიზაციის საბჭოში, რის შედეგადაც, რუსეთის საკუთრებაში არსებული  და რუსული დროშით გადაადილებული გემები შავ ზღვაში იოლად ვეღარ გადაადგილდებიან.

აღნიშნული ნაბიჯები აუცილებლად გადასადგმელია იმიტომაც, რომ რუსეთი ეკონომიკურ ექსპანსიას ეწევა ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპირებულ წყლებში და თავად ზრდის შავი ზღვის აკვატორიაში საკუთარ სამხედრო მონაწილეობას.

Геополитический реверанс

Торги с обменом пленными не может свидетельствовать о безоговорочном выполнении решении Морского Трибунала.

Пойдя на попятную, Москва просто пытается сделать хорошую мину при плохой игре, выиграв для себя время в предверии вынесения решения Морским Трибуналом по поводу наличия юрисдикции рассматривать нарушения РФ против Украины в черноморской акватории.

Кроме того, геополитический реверанс обусловлен и тем, что через месяц в Совете Международной Морской Организации должно пройти голосование, что имеет первостепенное значение на влияния  работы этой Организации.

Фактически, при отсутствии у Международного Трибунала инструментов по принуждению к выполнению решения, именно ИМО отведена роль стать рычагом воздействия на агрессора за систематический отказ выполнять вердикты наивысшей морской судебной инстанции, использование гражданской инфраструктуры в Чёрном в военных целях для радиотехнической разведки и несанкционированного вмешательства в работу международной системы идентификации суден (АИС).

На сегодняшний день Организация активно используется международным сообществом в качестве мотиватора для Москвы. Летом этого года Организация уже приняла ряд важных шагов, во-первых был выработан документ «Безопасность навигации в северном регионе Черного моря, Азовского моря и Керченском проливе» в качестве подтверждения превращение РФ морских районов в «серую зону» для международного судоходства и мер противодействия попыткам легитимизации АРК со стороны РФ «в стенах» ИМО.

Во-вторых, ИМО подготовила новые требования, предусматривающие снижения содержание серы в судовом топливе с 3,5% до 0,5%. ИМО задекларировала, что такие меры призваны лишь уменьшить вредные выбросы морского транспорта в атмосферу, однако, они вполне могут пошатнуть хлипкое состояние российской экономики в условиях санкционного давления.

Через ИМО Международное сообщество также способно инициировать приостановление статуса РФ в Совете ИМО по «категории А» (наивысший статус более 10 морских государств), а также закрытие для судов под флагом РФ и находящимся в собственности компаний РФ, с капитанами-гражданами РФ, полный запрет российских классификационных обществ (прежде всего – Российского Морского Регистра Судоходства) и санкции не только по нему, а и по всем структурам пользующимся их услугами,  блокируя таким образом любую деятельность  России в международной морской деятельности.

Именно через РМРС, Россия проводит «экономическую экспансию» в оккупированных водах Крыма, обеспечивает военное присутствие в Черноморском регионе, и именно поэтому для неё это так важно.