Loader

რუსეთი, გაერო და გენერალური ასამბლეა!

არც თუ დიდი ხნის წინ, როცა საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებელთა ე.წ. ასამბლეას ატარებდა საერტაშორისო, რეალურად კი პრორუსული ორგანიზაცია და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოკალათდა რუსი დეპუტატი გავრილოვი, ქართულმა ოპოზიციამ და საზოგადოებამ დედაქალაქის მთავარ პროსპექტზე აქციების ტალღით უპასუხა ხელისუფლებას. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ არც თუ დემოკრატიული პასუხი გასცა პროტესტანტებს, დებატებმა სხვა იერი შეიძინა – ოპოზიცია დღემდე კითხულობს – საერთოდ რატომ შემოუშვეს ქვეყანაში ეს გავრილოვი? რატომ გამოატარეს ის საზღვარზე?

***

საქართველო ხელისუფლებას არ აქვს დამაჯერებელი პასუხი ამ კითხვაზე – დეპუტატები თავისას, ხოლო მინისტრები თავისას ამბობენ და სწორედ ეს შეუთანხმებლობა დამატებით წონას სძენს მათ ოპონენტთა არგუმენტებს. … მაგრამ, ოპოზიციის ეს არგუმენტები გაცილებით გამყარდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ზოგიერთ წარმომადგენელს, რომლებიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასწრებას ცდილობდნენ, აშშ-მა სამუშაო და საქმიანი ვიზები არ მისცა… დიახ, არ მისცა ვიზები მათ, ვინც მანჰეტენზე სეირნობას კი არა, სწორედ გენ.ასამბლეაზე დასწრებას გეგმავდა.

– ესაა ამერიკა – ამბობენ აშშ-ს ხელისუფლების ქმედებით აღფრთოვანებული პირები და ის – ამერიკა ამგვარად იქცა სწორედ საკუთარი იმ ქმედება-პოზიციების გამო, რომელიც მას ყოველთვის ჰქონდა… რამდენადაც ის დემოკრატიისა და სამართლიანობის სადარაჯოზე ყოველთვის იყო.

***

ვაშინგტონში შესანიშნავად იციან, რომ რუსული დელეგაცია, რომელიც ახლა ნიუ იორკს სტუმრობს, ამ ვიზიტს და მაღალ ტრიბუნას პრორუსული პროპაგანდისათვის იყენებს. რუსეთი, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, ბოროტად იყენებს საკუთარ ამ სტატუსს და ცდილობს, ევროკავშირისა და ნატოს წევრი სახელმწიფოების მიერ დაწესებული სანქციების შესუსტება/შემცირებას.

სამწუხაროდ, აშშ-შიც ჰყავს რუსეთს საკუთარი ლობისტები და მათი გამოყენებით “ამტკიცებს”, რომ უკრაინაში სახელმწიფოთაშორისი კი არა, სამოქალაქო კონფლიქტია.

უმნიშვნელო როდია, რომ რუსეთი, მის მიერვე შექმნილი ო-დე-კა-ბეს წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერითაც სარგებლობს და ამის დასტურია ისიც, რომ 10 სექტემბერს მოსკოვში ამ ორგანიზაციის წევრ-სახელმწიფოთა კონსულტაციაც გაიმართა, რომლის ფარგლებშიც გაეროს 74-ე გენ.ასამბლეის დღის წესრიგი განიხილეს… შეხვედრაზე გადაწყდა, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს თავად გაეროს ანტიტერორისტულ ქმედებებზე (ახლო აღმოსავლეთი, ავღანეთი, აზიის რეგიონი) – რაც, რასაკვირველია სასაცილოა არა იმიტომ, რომ ხსენებულ რეგიონებში ცოტა პრობლემაა, არამედ, იმ მიზეზით, რომ არანაკლებია უკრაინაშიც, სადაც რუსეთი აგრესიულ ქმედებებს არ ასულებს.

გარდა ხსენებულ ქვეყნებთან მუშაობისა, გაეროს გენ.ასამბლეის ფარგლებში რუსეთი მისთვის სასარგებლო საინფორმაციო ფონის შექმნასაც ეცდება.

კერძოდ, იმის მტკიცებას, რომ პუტინი – რუსეთის პრეზიდენტი, მშვიდობისმყოფელია და არა აგრესორი.

სამწუხაროდ, არაერთი დასავლელი ლიდერი, რომელიც დღეს დიალოგის განახლების გადამწყვეტ ნაბიჯზე საუბრობს, სწორედ იმას აკეთებს, რაზეც გათვლა ჰქონდა ხსენებულ პუტინს – კერძოდ, ეს უკანასკნელი კონფლიქტის ტემპერეტურას მნიშვნელოვნად დაბლა სწევდა და რუსული აგრესიის შესახებ დიალოგ-დისკუსიას ნიველირებას უკეთებდა.

დიახ, საერთაშორისო თანამეგობრობამ გადაწყვიტა, არ შეიმჩნიოს ის მოტივები, რომლებითაც ხელმძღვანელობს პუტინი. საერთაშორისო თანამეგობრობა თვალს ხუჭავს იმაზე, რომ პუტინმა მძევლები დააბრუნა არა იმიტომ, რომ უცებ და მოულოდნელად გამოსწორდა, არამედ, იმის გამო, რომ შეეშინდა, პირადად იგი არ დაადანაშაულონ ჰოლანდიური თვითმფრინავის – МН17 – ის ავიაკატასტროფაში.

რეალურად, სწორედ გაეროს საზღვაო სამართლის ტრიბუნალის გადაწყვეტილებით, რუსეთი ვალდებული იყო გაეთავისუფლებინა და არა გაეცვალა 24 მეზღვაური და უკრაინისათვის წართმეული გემები დაებრუნებინა. რუსეთმა, ტრადიციულად, უგულებელჰყო საერთაშორისო სამართალი და არ შეასრულა საერთაშორისო ტრიბუნალის 25 ივნისის გადაწყვეტილება.

ზემოთთქმული ადასტურებს, რომ კრემლს თანამედროვე საერთაშორისო სამართლის მიმართ ნიჰილისტური დამოკიდებულება აქვს და აი, რატომ – ეს სამართალი მას ძლიერის პოზიციიდან საუბრის შესაძლებლობას უსპობს (რუსეთი ამ პოზიციით თვითტკბობას აგრძელებს, რამდენადაც მას მე-19 საუკუნეში, როცა ის შედარებით სუსტი იყო, ამგვარი პრივილეგია არ ჰქონდა და ორჯერ ძლივს “გამოძვრა” ყირიმში დაწყებული კამპანიებიდან, ხოლო მე-20 საუკუნეში, საკმაოზე ძლიერ სსრკ-ს დასავლეთმა ამ ძლიერის პოზიციიდან საუბრის შესაძლებლობა მოუსპო მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე, და დასავლეთის მიდგომით, ცივი ომის ხანაში ჩამოყალიბდა მწყობრი და ძლიერი საერთაშორისო სამართალი, რომელიც თან ადაპტირდებოდა და თან სრულყოფილი ხდებოდა).

აი, ეს საერთაშორისო სამარტალი აცოფებს ხსენებულ პუტინს და მისი დანგრევა ამიტომაც უნდა მას.

… მაგრამ, მეორე მხრივ, მსოფლიო თანამეგობრობა უკვე საკმარისადაა გაზრდილი და ცხადია, არ დანებდება პუტინის ტყუილზე აგებულ პოლიტიკას და მას არ მისცემს შესაძლეობლობას, რომ გაეროს მაღალი ტრიბუნა მან პრორუსული პროპაგანდის ტირაჟირებისა და მეზობლებზე განხორციელებული აგრესიის გამართლებისათვის გამოიყენოს.

 

 

Russia, UN and General Assembly Session

Recently, when the so-called The inter-parliamentary assembly of Orthodoxy was conducted by an international, however, pro-Russian organization, and Russian State Duma deputy S. Gavrilov sat in the chair of the chairman of the parliament of a sovereign country, the Georgian opposition launched a wave of protests on the main avenue of the Georgian capital. After the authorities of this country didn’t democratically respond to the protesters – there was a pogrom of the demonstration, the debate on this issue moved to another phase. The opposition still asks the question – so why was the occupier Gavrilov allowed to enter the country? … Why was he allowed at the border?

***
The Georgian leadership does not have a reasonable answer to this question – the deputies say one thing, the ministers say the other … and it is precisely the inharmony in their messages that gives additional arguments to opponents of the ruling party of Georgia. These arguments became more significant when it turned out that even some very high-ranking representatives of Russia did not issue business and work visas to the US authorities! Moreover, the Russian delegation was going to attend the UN General Assembly, and not just walk around Manhattan.
– This is America – everyone who is enthusiastic about the clear position of the US State Department is responsible … Yes – this is America and it has become so powerful for the reason that it did not reject the principles of democracy and justice.

***
Washington is well aware that a delegation from Russia to the UN arrived precisely in order to use this high platform for pro-Russian propaganda! For Russia, which is abusing the right of a permanent member of the UN Security Council, the ultimate goal is to mitigate and / or completely lift sanctions by the EU and the countries of the North Atlantic Alliance.
Unfortunately, Russia has its own lobbyists in the United States and, using them, is trying to present its military intervention in Ukraine as a purely civil conflict.

It is also important that Russia enjoys the support of the CSTO members, which, as you know, is subordinate to Moscow in everything. So on September 10, 2019, in Moscow, consultations were held between representatives of the CSTO member states on the issues of the agenda of the seventy-fourth session of the UN General Assembly and it was decided to focus on issues of antiterrorist work at the UN (Middle East, Afghanistan, Asia). And of course, this is ridiculous – in the above regions there are many problems, but no less in Ukraine, where Russia does not stop aggression.
In addition to the fact that Russia is working with the CSTO countries, during the UN General Assembly, the Russian Federation will create a positive informational background for itself in the context of the “peacekeeping” actions of President Vladimir Putin. Unfortunately, the Western leaders, who are now talking about a “decisive step towards resuming dialogue” between Russia and Ukraine, are doing exactly what the Kremlin was counting on as a result of a large exchange, artificially lowering the degree of conflict, leveling the discussion about the Russian threat.
Yes, the international community decided not to notice the main motives of V. Putin, who agreed to return hostages to Ukraine not because of goodwill, but only because of fear of being held accountable in a Dutch court in the MH17 case.

In fact, according to the decision of the UN International Tribunal for the Law of the Sea, the Russian Federation was supposed to free (and not exchange !!!) 24 sailors and return the captured ships to Ukraine. Russia has denied international law and has not complied with the decision of the United Nations International Tribunal for the Law of the Sea of ​​June 25, 2019.
The above demonstrates the Kremlin’s nihilist attitude to the norms and requirements of modern international law. After all, they (these norms) do not allow her to realize the “right of the strong” (Russia seeks to “enjoy” such an opportunity, since in the 19th century, when powerful world powers exercised such a right “to the full”, the Russian Empire was weak and barely scrambled out by everyone by their armies in two Crimean campaigns (i.e., on their territory) with significant losses against two expeditionary forces of the Western Allies and the British shipping fleet.In the 20th century, the countries of the West were not allowed to realize the power of the strong after the W swarm of World War II, thanks to the educated while the system of international law and imposed by the Cold War, during which the system is adapted and improved.

That is why V. Putin is so annoyed by the modern international system and he wants to destroy it. But the world community has become mature enough to withstand the Kremlin’s deceitful policy and will not allow the UN General Assembly to use the high rostrum to replicate Russian propaganda justifying Russia’s aggression against its neighbors!