Loader

გაზპრომი – პუტინის პოლიტიკური ინსტრუმენტი!!!

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ამ უზარმაზარი ქვეყნის მთავარი, ალბათ, ერთადერთი მემკვიდრე რუსეთი იყო, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომლის ხალხმაც, როგორც შემდგომ გაირკვა, სულაც ვერ შეკრა-შეადუღაბა ყველა დანარჩენი რესპუბლიკა და საზოგადოება.

სუბიექტური მიზეზების გარდა, რუსეთმა სარგებელი ობიექტურ მიზეზთა გამოც მიიღო. არა ყველა, მაგრამ ძირითადი მატერიალური რესურსები სწორედაც რუსეთის, როგორც სსრკ-ს , როგორც ყოფილი საბჭოთა იმპერიის უდიდესი რესპუბლიკის  ტერიტორიაზე იყო განთავსებული. რასაკვირველია, სხვა რესპუბლიკებშიც არსებობდა მაგალითად სატრანზიტო ინფრასტრუქტურა, მაგრამ ის მჭიდრო კავშირში იყო რუსეთთან და შემდეგ უკვე სხვა, თავისუფალი და სუვერენული ქვეყნების ტერიტორიებზე აღმოჩნდა.

სსრკ-ს დაშლამ გავლენა მოახდინა ახალი სუვერენული ქვეყნების ეკონომიკაზეც: დარჩა ქარხანები ნედლეულის, ხოლო  პროდუქტები და მატერიალური რესურსები – სარეალიზაციო  ბაზრების გარეშე. ახალმა სახელმწიფოებმა, უზარმაზარი ძალისხმევის შედეგად აღიდგინეს დამოუკიდებლობა, და უკვე შემდგომ, თანდათანობით დაიწყეს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

რაც უნდა ვთქვათ, მთავარ ნედლეულზე –  გაზსა და ნავთობზე, მათ რესურსებზე, მთავარი წვდომა  სწორედ რუსეთს, კონკრეტულად კი გაზპრომს მიენიჭა – გიგანტურ კომპანიას, რომელიც პროცესებზე გავლენას ახდენდა არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა პერიოდის პირველ წლებში, არამედ ამას აკეთებს ახლაც – უზარმაზარი გავლენის გამო  მანიპულირებს რა ევროპულ ბაზარზე.

გაზპრომი გლობალური თამაშის მონაწილეა მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს რუსეთს და, სანქცირებულთა შორის არის ეს გაზის გიგანტიც, რომელიც, თავს დაჩაგრულად სულაც არ გრძნობს:   უეფას ჩემპიონთა ლიგის სპონსორობა,  ბერლინში კონცერტის დაფინანსება, ეს ყველაფერი სწორედ “გაზპრომს” უკავშირდება.

შესაძლებელია თუ არა ჩუმად შეგუება იმასთან, რომ ეს გიგანტი კომპანია, ბიზნესის გარდა პოლიტიკასაც აკეთებს? უნდა შევეპუოთ თუ არა იმას, რომ  “გაზპრომი” ევროპაშიც ფართოვდება და ეს მხოლოდ ბიზნეს გაფართოებას არ ეხება?

დამოუკიდებლად იმისა, რას ამბობენ ევროპაში,  განსაკუთრებით რუსეთსა და უკრაინას შორის გაზის კრიზისის რამდენიმე ფაზის ფონზე, უკრაინამ საჯაროდ განაცხადა, რომ რუსეთი, და კონკრეტულად „გაზპრომი“, მუდმივად არის დაკავებული ღია შანტაჟით ევროპის გაზის ბაზარზე და არ თამაშობს დადგენილი წესით  თუ სტანდარტებით. კიევში ფიქრობენ, რომ აუცილებელია ამ პროცესის სამართლებრივი მეთოდებით შეჩერება.

ცხადია, კიევის ეს პოზიცია იოლად მისაღები არ არის არც რუსეთისათვის და არც ევროკავშირისათვის, რომლის წევრი სახელმწიფოებიც უბრალოდ სარგებლობენ “გაზპრომის” მიერ მიწოდებული ბუნებრივი აირით. მეტიც, ზოგჯერ ისიც კი იკვეთება, რომ ზოგიერთი ქვეყნის უფლებამოსილმა პირებმა არც კი იციან როგორ აწარმოონ მოლაპარაკებები  რუსეთთან – ქვეყანასთან, რომელიც თავის და სასტიკ თამაშს თამაშობს ბაზარზე იყენებს რა მძლავრ ბერკეტებს და აურაცხელ რესურსებს.

თუ კარგად გავაანალიზებთ კიევსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების ბოლო პერიოდს სწორედ გაზის პოლიტიკასთან მიმართებაში, შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის პოლიტიკა საკმაოდ წარმატებულიც კია – „გაზპრომი“ პანიკაში იმყოფება საერთაშორისო სასამართლოების სასამართლო განხილვებისა და იმ გადაწყვეტილებების გამო, რომლებიც უკრაინის სასარგებლოდ დასრულდა. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ პუტინმა და კომპანიამ შეიმუშავეს ახალი პოლიტიკა, რომლის თანახმადაც, როგორღაც უნდა მოხერხდეს უკრაინის მიერ წარმოებული სამართლებრივი დავების შეწყვეტა და, სადაც ეს ვერ მოხერხდება, უკრაინის სასარგებლოდ გადასახდელი კომპენსაციების არ-გადახდა. თუმცა, არც კიევი მიდის კომპრომისზე და უარს ამბობს, გაუგოს და აპატიოს რუსეთს მით უფრო იმ პირობებში, როცა რუსეთი აგრძელებს ღია აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.

აი, ამ პირობებში, უშუალოდ “გაზპრომი” სულ უფრო იშვიათად ანთავსებს საკუთარ ბონდებს შვეიცარულ ფრანკებში, რადგან ესმის, რომ საჭიროების შემთხვევაში, პირველი სწორედ მისი საბანკო ანგარიშები და, შესაბამისად, ნაღდი ფული დაყადაღდება. და ვინ იქნება ყადაღის დამდები? სწორედაც დასავლეთი, რომელსაც ყველაზე კარგად ესმის, რომ “გაზპრომი” პუტინის დიქტატის ქვეშ მოქმედი პოლიტიკური კომპანიაა.

გაზპრომის ფინანსური მდგომარეობა უკვე აეჭვებს არაერთ  საერთაშორისო ექსპერტს – დიახ, ერთი მხრივ, ჩვენ ვხედავთ “სტაბილურ” მაჩვენებლებს გაყიდვებში, აგრეთვე, უწყვეტ გაზმომარაგებას, მაგრამ, მეორე მხრივ, “გაზპრომი” ციფრებითაც მანიპულირებს და ხელოვნურად იცილებს თავიდან მისთვის მძიმე ფინანსურ მაჩვენებლებს გამოხატულს ციფრებში. “გაზპრომი” საკუთარ თავზეც ყიდის თავისივე გაზს… და ეს, რასაკვირველია სასაცილოა! – წარმოიდგინეთ – რუსეთი გაზს ყიდის რუსეთზე. “გაზპრომი” – “გაზპრომზე”, პუტინი – პუტინზე” ..
გაზის ახალმა ევროპულმა პოლიტიკამ და შეზღუდვებმა ვიდრე გაზის ფასის ვარდნაზე  დიდი დარტყმა მიაყენა “გაზპრომის” ამბიციებს. ახლა Nord Stream და Nord Stream 2 პროექტებში გაზის გატუმბვა მხოლოდ 50% -ით მოხდება და ამით ეს პროექტები  თითქმის წამგებიანი ხდება. ისმის კითხვა – ღირს კი საერთოდ ამ პროექტების გაგრძელება?

რუსეთს, რა თქმა უნდა, აქვს საკუთარი გეგმაც და მოლოდინიც – ის ცდილობს ევროპაში ენერგეტიკული სიტუაციის დესტაბილიზაციას, საკუთარი ინტერესების წინ წამოწევას. მაგალითად, რუსეთის მიზანია გაზის თაობაზე დირექტივებში ცვლილებების შეტანა იმიტომ, რომ  Nord Stream და Nord Stream-2 სიმძლავრეები სრულად  იყოს გამოყენებული. რუსეთი აიძულებს უკრაინას ხელი მოაწეროს გაზმომარაგების პირდაპირ  ხელშეკრულებებს, რომელშიც იქნება ფიქსირებული საშუალო წლიური ფასზე მაღალი ფასი. უკრაინა, რასაკვირველია, ამას არც აპირებს.

და ბოლოს –  ვარაუდი, რომ ევროპა ”გაერკვა” პუტინის პოლიტიკაში, დასაბუთებულია – ბევრს ესმის, რომ რუსეთისთვის გაზი არა მხოლოდ გაზია – ეს არის ზეწოლისა და მანიპულირების საშუალება.

ჩვენ დავაკვირდებით და ვნახავთ, ვინ – ვის აჯობებს; კვანძის გახსნამდე არც თუ დიდი დროა!

 

 

Gazprom as a political tool in Putin’s hands

After the collapse of the Soviet Union, the main, perhaps, the only successor to this huge country was Russia, the former Soviet republic whose people, as it turned out, didn’t completely rally all the rest.

Apart from subjective reasons, Russia received benefits for objective reasons, not all, but the main material resources were precisely on the Russian territory, as the largest republic of the former Soviet Empire. However, when we emphasize that Russia did not own all the treasures of the USSR, we are certainly unmistakable – and in others, we don’t in very small republics, transit infrastructure was developed, which was closely connected with Russia, but it was located in the territories of other, already free and sovereign countries.
At the same time, the collapse of the USSR influenced the state of the economy of new sovereign countries: someone left a factory without raw materials, someone had finished products and material resources without a sales market. These states, through tremendous efforts, regained their independence, rose from their knees and began to gradually raise and build an economic economy.

Say what you like, but the main access to gas and oil resources was given to Russia, specifically Gazprom, a giant company that not only in the first years of the post-Soviet period, but still influences processes and manipulates the European gas market, due to its huge degree of influence and powerful reserves of resources.Gazprom is a game-wide scale and, despite the fact that Western countries have imposed sanctions against Russia and, in particular, against this company, this gas giant doesn’t feel infringed on itself: football the first match in the UEFA Champions League sponsor of “Gazprom”, held a concert in Berlin-sponsor, often, again taki- “Gazprom”.
Is it possible to silently put up with this and continue to pretend that nothing is happening and the expansion of Gazprom in Europe is just a business?
… And now, in recent years, especially against the background of several phases of the gas crisis between Russia and Ukraine, the latter has publicly stated that since Russia as a whole, specifically Gazprom, is constantly engaged in open blackmail on the European gas market and does not play according to established standards, we must somehow stop this process by legal methods.
The official Kiev’s position in such conditions is certainly not simple – the opposition is coming from both Russia and many EU countries, which are simply used to using Gazprom’s gas. Moreover, sometimes it seems that the authorized representatives of these countries do not even know how to behave in negotiations with Russia, a country that plays its fierce game in the market, using its powerful resources and not always honest ways of influence.

However, if we analyze the last period of relations between Kiev and Moscow in the gas plane, the policy of Ukraine can be said to be quite successful – Gazprom is in a panic from lawsuits and decisions of international courts in favor of the Ukrainian side and it is not surprising that the main message of V. Putin and the leadership ” Gazprom “amid gas negotiations with Ukraine on gas transit is the withdrawal of claims of Ukraine and the refusal to recover billions of dollars from the Russian Federation. But Kiev logically refuses to “understand and forgive the Kremlin,” especially in the context of Russia’s open military aggression against Ukraine.

Under these conditions, Gazprom often refuses to place Eurobonds in Swiss francs, realizing that real monetary assets are the first to be arrested in favor of Ukraine. And who will arrest? It is the West, which is becoming increasingly aware that Gazprom is a political company and it is under the influence of dictator V. Putin.

The financial situation of Gazprom is already causing many doubts among international experts. Yes, on the one hand, we have “stable” sales figures for gas sales, on the other hand, Gazprom manipulates the numbers to prevent image loss by selling part of the gas to itself … It’s ridiculous, huh? Russia sells gas to Russia. Gazprom to Gazprom, Putin to Putin! ..
Restrictions on the new gas directive suffered an even greater blow to Gazprom’s ambitions than a drop in gas prices. Now the Nord Stream and Nord Stream 2 projects will pump gas by only 50%, which makes their operation almost unprofitable and raises the question: is it worth continuing these projects at all?
Russia, of course, has its own preparations — it seeks to destabilize the energy situation in Europe in order to advance its own interests, such as amendments to gas directives for the full use of the Nord Stream and Nord Stream-2 capacities, forcing Ukraine to sign direct gas supply contracts with a fixed price that is higher than the average annual price and lower prices for the use of the Ukrainian GTS to below market. But, the assumption that Europe will “figure out” V. Putin’s policy is well-reasoned – many understand that gas for Russia is not only gas itself – it is a means of pressure and manipulation.

We will observe and see who – whom, it is not long to wait …