Loader

რუსეთის მიზნები ნორმანდიული ფორმატის შეხვედრის წინ

 

პარიზი – საფრანგეთის დედაქალაქი მალე მიიღებს ნორმანდოული ოთხეულის ფორმატის წარმომადგენლებს. თემა აქტუალური და საინტერესოა – რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომი და კონფლიქტის მოგვარების გზების ძიება.

რა თქმა უნდა, ერთი შეხვედრით ბევრი არ შეიცვლება და ეს შესანიშნავად იციან სამშვიდობო მოლაპარაკებების მონაწილეებმაც, თუმცა, როგორც დამკვირვებლები აღნიშნავენ, ასეთი შეხვედრები საჭიროა იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ – მზად არიან თუ არა მხარეები რთული საკითხების მოსაგვარებლად მოლაპარაკებების გზით. ”მთავარი დინამიკაა” და კითხვაზე პასუხის მიღება – ეფექტურია თუ არა ნორმანდიული ფორმატი.

ფორმატს ყველგან აკრიტიკებენ! აკრიტიკებენ მას უკრაინაშიც, სადაც უამრავი სკეპტიკოსია და რუსეთშიც, სადაც უკმაყოფილონი არიან შედეგებით ან, უფრო სწორად, არაეფექტური შეხვედრებით. თუმცა, კრიტიკის კუთხე თუ რაკურსი განსხვავებულია – კიევში ფიქრობენ, რომ რუსეთთან საუბარს აზრი არ აქვს, მოსკოვში კი მიაჩნიათ, რომ საერთოდ არ უნდა ლაპარაკობდნენ „უმცროს ძმასთან“ და მას მხოლოდ უნდა შეუტიონ და სრულად უნდა დაიპყრონ.

მაგრამ პუტინს სხვა ტაქტიკა აქვს შერჩეული – ის მოისყიდის პოლიტიკოსებს არა მარტო რუსეთში, არამედ საზღვარგარეთაც. მოისყიდის იმიტომ, რომ მათ უკრაინა გააკრიტიკონ.

ამგვარი სტრატეგია ქმნის შთაბეჭდილებას, რომ დამოუკიდებელი არბიტრებიც უკრაინის წინააღმდეგ არიან, შესაბამისად, რუსეთს უჭერენ მხარს.

ნორმანდიული ფორმატის სამიტის წინ უკრაინაზე მუდმივად ზეწოლას ახდენენ როგორც რუსეთის სახელისუფლო წრეების, აგეთვე, კრემლისადმი ლოიალური ყაზახეთის, უნგრეთის და გერმანიის პოლიტიკური და დიპლომატიური წრეების წარმომადგენლები.

რატომ? რატომ აკეთებს ამას მაგალითად ნ. ნაზარბაევის – პოსტსაბჭოთა სივრცეში
ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსის ქვეყნის წარმომადგენელი? პრინციპში, პასუხი ნათელია – ყაზახეთზე რუსეთის დიდი გავლენაა და… მაგრამ რა ხდება, როცა ვსაუბრობთ უნგრეთზე და ამ ქვეყნის პოლიტიკოსებზე? და რა ხდება მით უფრო მაშინ, როცა გერმანიაზე გვიწევს საუბარი?

უცნაურია, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ქვეყნების წარმომადგენლებიც მჭიდრო კავშირში არიან რუსეთთან და ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებთან.

ამის დასტურია მაგალითად ანტი-უკრაინული განცხადებები, რომლებიც უკრაინაში უნგრეთის ელჩმა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთეს. მათი აზრით, უკრაინაში ირღვევა უნგრულენოვანი ეროვნული უმცირესობის უფლებები. ამ კონტექსტში, ისინი პრაქტიკულად ბლოკავენ ნატო – სთან უკრაინის შემდგომ დაახლოებას.

სამწუხაროა, რომ უნგრეთის ელიტა მარტო არ არის და მას ყაზახეთისა და გერმანიის ელიტებიც ეხიდებიან. ყაზახეთის პრეზიდენ, კ.ჯ. ტოკაევის და ბუნდესტაგის ეკონომიკისა და ენერგიის კომიტეტის ხელმძღვანელის კლაუს ერნსტის განცხადებები პრაქტიკულად იდრნტურია.

მეგობრული ყაზახეთის პრეზიდენტი თვლის, რომ ყირიმი სულაც არ იყო ანექსირებული რუსეთის ფედერაციის მიერ, ხოლო ბუნდესტაგის დეპუტატი კიევს ემუქრება უკრაინისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტით, თუ კიევი Nord Stream-2 გაზსადენის მშენებლობის კრიტიკას გააგრძელებს.

რუსეთი ლობირებას უწევს „გაზის საკითხის“ შეტანას “შეთანხმებების პაკეტში” და ეს შეიძლება სავალალო იყოს უკრაინისთვის, რადგან კიევისთვის “იაფი” გაზი გახდება “დონბასის დაბრუნების” საფასური რუსული სცენარის მიხედვით.

ამ ამბის ისტორია ასეთია: 2010 წელს ხარკოვში, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ვ. იანუკოვიჩმა და დ. მედვედევმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომ გაგრძელდეს რუსული ფლოტის ყოფნა სევასტოპოლში, ამავე შეთანხმებით, ხელი მოეწერა გაზის ფასდაკლების ხელშეკრულებას. 2014 წლის მარტის ბოლოს ეს ხელშეკრულება ცალმხრივად იქნა უარყოფილი რუსეთის, კერძოდ, რუსეთის სახელმწიფო დუმის მიერ, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ოკუპაცია მოახდინა.

ამჯერადაც არსებობს მიზეზი, რომ ისტორია განმეორდება – რუსეთს ამჯერადაც შეუძლია გააკეთოს ის, რაც გააკეთა და ამის მიზეზი ისიცაა, რომ მას – რუსეთს, აქვს ”მზარდი მადა” მოლაპარაკებების პროცესში. კერძოდ, თავდაპირველად რუსეთი საუბრობდა უკრაინის სასამართლო სარჩელების მოხსნის შესახებ, შემდეგ ამას დაემატა წინადადებები გაზის იმპორტის გასაახლებლად, შემდგომში ეს წინადადებები მოთხოვნებში გადაიზარდა. ეს სტრატეგია თუ გამართლდა, უკრაინის დამარცხება გარდაუვალია.

ევროპელებმა და მთელმა მსოფლიომ უნდა გააცნობიერონ, რომ რუსეთი არ არის დაინტერესებული უკრაინასთან ეკვივალენტური შეთანხმებების მიღწევით. ვლადიმერ პუტინი მუდმივად მანიპულირებს მონაცემებით დაბომბვის რაოდენობასა და წყაროებზე, დონბასში აღჭურვილობისა და პერსონალის რაოდენობასთან დაკავშირებით.

ისიც უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინა არის რუსეთის იმპერიული ამბიციებისადმი წინააღმდეგობის პირველი და მთავარი ხაზი, და ყოველი რუსული იმპერიული პროექტი დაიწყო ზუსტად უკრაინიდან მაგრამ არც ერთი რუსული იმპერიული პროექტი არ დასრულებულა უკრაინით.

ეს ნიშნავს, რომ თუკი მოხდება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შესუსტება, ის – რუსეთი იგრძნობს, რომ უკრაინა დარჩა მარტო, ან გადავიდა კრემლის გავლენის სფეროში.

სამწუხაროდ, პარიზი და ბერლინი აწვებიან კიევს, და არა მოსკოვს რადგან მათ ინტერესებშია რუსეთთან ვაჭრობის სრულად აღდგენა, თუნდაც საფასური იყოს უკრაინა და მისი სამართლიანი ინტერესები.

სინამდვილეში, მოსკოვს არ ესმის სიტყვა “კომპრომისზე წასვლა”. პუტინისთვის, მთავარია, უკრაინამ უარი თქვად საკუთარ ინტერესებზე. რუსეთი დაჟინებით მოითხოვს, რომ არჩევნები ჩატარდეს ჯერ არალეგალური შეიარაღებული ჯგუფების თანდასწრებით, შემდეგ კი უკრაინის კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილებები ოკუპირებული ტერიტორიების განსაკუთრებული სტატუსის შესახებ… და მას შემდეგ, თუ უკრაინა ამ ნაბიჯს გადადგამს, რუსეთი მაინც არ დატოვებს ოკუპირებულ ტერიტორიებს.

დასავლეთს არ სჯერა, რომ რუსეთი ამაზეც კია წამსვლელი, თუმცა, დასავლეთს არც ის სჯეროდა, რომ რუსეთი ყირიმის ოკუპაციას მოახდენდა.

პარიზში შეხვედრის შემდეგ, რუსული მედია, მიუხედავად თავად ამ შეხვედრის შედეგებისა, მაინც ეცდება იმგვარი ინფორმაციის გავრცელებას, რომ, თითქოს, პუტინმა გაიმარჯვა. ამის შემდეგ, მოსკოვი არევს ვითარებას უშუალოდ უკრაინის შიგნით, ეცდება მოსახლეობის რადიკალური მასების პროვოცირებას “მაიდანზე” და შეუწყობს სოციალურ აფეთქებას.

 

Russia’s goals on the eve of the Normandy meeting

Paris – the capital of France will soon receive representatives of the Norman format. The topic is relevant and long-standing – the war waged by Russia against Ukraine and the search for ways to resolve the conflict.

Of course, one meeting will not change much and the participants in the peace negotiations know this very well, however, as observers emphasize, such meetings are needed in order to make sure whether the parties are ready to resolve complex issues through negotiations.

“The main thing is dynamics” and getting an answer to the question – is the Norman format effective.

The format is criticized everywhere. In Ukraine, to be honest, there are also a lot of skeptics about this. And in Russia, too, they are dissatisfied with the results or, more precisely, the ineffectual meetings. However, the angle of criticism is different – in Kiev they think that talking with Russia is pointless, in Moscow – one should not speak with the “younger brother”, but attack him and occupy the whole country.
But Putin has a different tactic – to bribe politicians not only at home, but also abroad, and let them criticize Ukraine. This creates the impression that independent arbitrators are also against Ukraine.

On the eve of the Normandy format summit, Ukraine is constantly under pressure with frankly anti-Ukrainian statements by representatives of the power circles of Russia and some representatives of the political and diplomatic circles of Kazakhstan, Hungary, and Germany loyal to the Kremlin.

Why? Why do representatives of the country N. Nazarbayev do this? The most experienced politician in the post-Soviet space. It is clear that Kazakhstan remains under the influence of Russia, but what happens to the politicians of Hungary, and even more so Germany? Yes, strange as it may seem, they are also closely connected with Russia and representatives of the country’s security services.

Let’s say anti-Ukrainian statements were made by the Ambassador of Hungary to Ukraine and the Minister of Foreign Affairs of Hungary and said that the rights of the Hungarian national minority were violated in Ukraine. In this context, they practically block the further rapprochement of Ukraine with NATO. But the Hungarian elite is not alone and the elite of Kazakhstan and Germany in the person of the President of Kazakhstan, K.-J. Tokaev and the Head of the Bundestag Committee from Economics and Energy Klaus Ernst, added to it. Thus, the President of friendly Kazakhstan believes that Crimea was not annexed by the Russian Federation, and the Bundestag deputy generally threatens Kiev with the termination of financial support for Ukraine for criticizing the construction of the Nord Stream-2 gas pipeline.

Russia is lobbying for the inclusion of the “gas issue” in the “package of agreements” and this could be disastrous for Ukraine since “cheap” gas for Kiev will become the price for “returning the Donbass” according to the Russian scenario.

The history of the times of V. Yanukovych is as follows – in 2010 in Kharkov, the presidents of Ukraine and Russia V. Yanukovych and D. Medvedev signed an agreement to continue to base the Russian fleet in Sevastopol, in which a gas discount agreement was signed. At the end of March 2014, this agreement was unilaterally denounced by Russia, specifically the Russian State Duma, after Russia “accepted” Crimea into its membership.

There is a reason that history will repeat itself – Russia this time can do what it did, and this must be assumed also because Russia has “growing appetites” in the process of negotiations. Specifically, at first it was a question of removing judicial claims of Ukraine, then proposals were added to resume gas imports, and subsequently these proposals grew into requirements. This is a disguise not just surrender, but the defeat of Ukraine.
Europeans and the whole world need to understand that Russia is not interested in reaching equivalent agreements with Ukraine. Vladimir Putin constantly manipulates data on the number and sources of shelling, the number of equipment and manpower in the Donbass, to prove that the Ukrainian side is to blame for violating the silence regime.

It must also be understood that Ukraine is the first and main line of resistance to Russia’s imperial ambitions, and each Russian imperial project began precisely with Ukraine, but not one of the Russian imperial projects ended with Ukraine.

And this means that if there is a weakening of EU sanctions against the Russian Federation, it will feel that Ukraine is left alone or has moved into the sphere of influence of the Kremlin.
Unfortunately, Paris and Berlin have recently been pushing precisely against Kiev, and not against Moscow. It is in their interests to fully resume trade with Russia, even if the price of the agreements is Ukraine.

In fact, Moscow does not understand the word “compromise”. For Putin, the main thing is Ukraine’s surrender of its interests. Therefore, Russia will insist that elections be held first in the presence of illegal armed groups, and then amendments to the Constitution of Ukraine regarding the special status of the occupied territories. And even after Ukraine has declared these requirements, they will not assume the obligation to withdraw troops from the occupied territories. The West does not believe in this just as it did not believe that Russia is occupying the Crimea.

Already after the meeting in Paris, the Russian media, regardless of the results negotiations in the Norman format, they will try to provide information to the masses as an unquestioning victory for V. Putin and the surrender of the interests of Ukraine to V. Zelensky. After that, Moscow will rock the situation inside Ukraine, provoking radical masses of the population to a new “Maidan”, while simultaneously contributing to a social explosion.