Loader

“უკვდავი” პუტინი

იმედი, რომ 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ბოლო დიქტატორი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი პუტინი პოლიტიკიდან წავა და სამყაროს ეს თავისტკივილი გაუვლის, ქრება. მან, უდაოდ ნიჭიერმა, მაგრამ, იმავდროულად ცბიერმა და დაუნდობელმა პოლიტიკოსმა, სხვა გზა აირჩია. ამ გზას რუსეთის საკუთარ სიკვდილამდე მართვა ჰქვია.

მთავრობის შეცვლამ და დაგეგმილმა საკონსტიტუციო რეფორმებმა ნათელი მოჰფინეს იმ მეთოდს, რომელიც რუსეთის დამუდამოდ მმართველობისათვის აქვს შერჩეული პუტინს. იგი ყურადღებასაც არ აქცევს არც კრიტიკას დასავლეთიდან და არც უშუალოდ ქვეყნის შიგნით წარმოქმნილ უკმაყოფილებებს… მას სურს, იყოს ხელშეუხებელი და ჯიუტად ცდილობს ამ ხელშეუხებლობის გარანტიების მიღებას.

ექსპერტები კითხულობენ – რატომ ჩქარობს პუტინი? და ამ, მართლაც მართებულ შენიშვნაზე არის ერთი, მართლაც საფუძვლიანი პასუხი – ხელისუფლების მოდუსის გარდქმნის საფუძველთა საფუძველი არის თავად პუტინის კატასტროფულად კლებად რეიტინგი და ბელარუსთან საერთო სახელმწიფოს შექმნაზე შეთანხმების ჯერაც ვერ-მიღწევა. გარდა ამისა, პუტინი, რასაკვირველია, გრძნობს ისტორიის უმკაცრეს განაჩენს თუ სუნთქვას.

მოცემულ ეტაპზე არსებობს პუტინის დასაქმების სამი ვარიანტი – სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეობა, სახელმწიფო დუმის სპიკერობა და მტავრობის თავმჯდომარეობა. ყველა დანარჩენი მხოლოდ ტადარიგში არსებული ვარიანტებია და მათი აქტუალიზაცია საჭიროების მიხედვით მოხდება. ამასთან, გადადებულ ვარიანტებს შორის სულაც არ გამოირიცხება იმ ქვეყნის ლიდერობა, რომელსაც საბჭოტა კავშირი შეიძლება ეწოდოს და რომელიც სლავურ, ვიმეორებთ, მხოლოდ სლავურ სახელმწიფოებს გააერთიანებს.

რეალურად რომ ვთქვათ, პუტინმა ვერ გადაწყვიტა ხელისუფლების ტრანზიტის პრობლემა და გადაწყვიტა მიბრუნებოდა ოდინდელ იდეას – რუსეთი არის სლავური სამყაროს ცენტრი. მის გადაწყვეტილებაზე შეიძლება გავლენა იქონიოს ტექნიკური მთავრობის მუშაობის შედეგებმა, საზოგადოების რეაქციამ და სახელმწიფო დუმის არჩევნების შედეგებმა, თუმცა, ამ პროცესებისგან დამოუკიდებლად, 2024 წლის ძირითადი კონტურები უკვე გამოკვეთილია.

ის, რაც პუტინმა 2020 წლის 15 იანვარს შემოგვთავაზა, ადასტურებს, რომ “ნაციონალური ლიდერი” რუსეთისათვის ” მოდერნიზებული “დერჟავის” მისიის დაკისრებას აპირებს. მას – თავად დერჟავისტს, არც აინტერესებს საზოგადოების ნება და თავად ნების გამოხატვის პროცედურაც, ჩანს, მობეზრდა. ამიტომ, პუტინი აღარც იყრის კენჭს 2024 წლის არჩევნებში, რისი უფლებაც მას არც ისე ჰქონდა, მაგრამ, კონსტიტუციას კი, თუ მოისურვებდა, იოლად შეცვლიდა.

პრეზიდენტი პუტინი სახელმწიფო საბჭოს ლიდერი გახდება და მას არა მარტო შეუზღუდავი უფლებები ექნება, არამედ, დრო-ვადაშიც არ იქნება შეზღუდული, ანუ, გამოდის, რომ ის რუსეთის მართვას სიკვდილამდე აპირებს… ის – აბსოლუტური ძალაუფალი.

იგი ყველა სახლისუფლო შტოზე მაღლა დაიყენებს საკუთარ თავს… რეალურად ეს შტოები მისი ქვედანაყოფებია და ამ ვერტიკალის ნაწილი ახლა უკვე ადგილობრივი თვითმმართველობებიც იქნება, ანუ, პუტინი ყველაფერს გააკონტროლებს, ყველაზე დაბლა არსებულ სახელისუფლო შტოებსაც კი.

დიახ, არაა ამ რუსეთში ეს დემოკრატია და არც არასოდეს არსებულა – ქვეყანაში ხელისუფლება ეკუთვნის არა ხალხს, არამედ ფულადი ნაკადებისა მაკონტროლებელს და სპეცსამსახურების უფროსთა დამნიშნავს. აი, ეს ახალი კონსტიტუცია პუტინს არა მხოლოდ სიკვდილამდე ყოფნის შესაძლებლობას მისცემს, არამედ, ხელისუფლებას ტოტალურს გახდის… დიახ, ტოტალურს, ანუ, ყველაფრის მაკონტროლებელს.

გულახდილნი რომ ვიყოთ, კრემლში დიდხანს ფიქრობდნენ პუტინის ხელისუფლებაში დარჩენის ოპტიმალურ ვარიანტებზე. განიხილებოდა ახალი საკონსტიტუციო ორგანოს შექმნის  ან, ვთქვათ, მთავრობის ლიდერისა და პრეზიდენტის უფლებამოსილებათა გადანაწილების ვარიანტიც. აგრეთვე, სამოკავშირო სახელმწიფოს ვარიანტიც და, შესაბამისად, მისი ლიდერობაც არ გამოირიცხებოდა. საბოლოოდ შეჯერდნენ ვარიანტზე, რომლის თანახმადაც საპრეზიდენტო რესპუბლიკა გაუქმდება, თავად პრეზიდენტს დეკორატიული როლი ექნება, ხოლო უფლებამოსილება პარლამენტს გაეზრდება.

შესაბამისად, დღის წესრიგიდან მოხსნილია პუტინის მემკვიდრის საკითხიც – მედვედევი, მიშუტკინი, ივანოვი, სიდოროვი, პეტროვი… უკვე უმნიშვნელოა, ვინ იქნება უუფლებო პრეზიდენტი. პუტინმა “ყაზახური ვარიანტი” არჩია და როგორც მისი არც თუ მკაფიო გზავნილებიდან ჩანს, მას სურს, იყოს ხელ-ფეხ გახსნილი და კონსტიტუციის გადაწერის ამოცანა არის ხელისუფლების ათწლეულობით შენარჩუნება.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ გაჟღერებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს შორისაა სახელმწიფო საბჭოს კონსტიტუციურ ორგანოდ გადაქცევა, ფედერაციის საბჭოს უფლებამოსილების გაძლიერება, პარლამენტის როლის გაზრდა, რომელიც ვ. პუტინის წინადადების შესაბამისად, დაინიშნავს მთავრობას და რიგი სხვა სტრუქტურული გარდაქმნები.

ზოგადად, ჩვენ ვსაუბრობთ “რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილების შემცირებაზე და” ძალაუფლების ვერტიკალის შემდგომ გაფართოებაზე, ანუ, რუსეთში იქნება მაქსიმალური და ყველას კონტროლი.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა გააკეთა ცვლილებების შეთავაზება, რომელთა თანახმადაც, დაიდება ახალი “სოციალური ხელშეკრულება”. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ საზოგადოებამ სოციალური სარგებელის უნდა გაცვლოს მმართველი კლასის მონოპოლიაზე სამართლებრივად მართოს ქვეყანა.  მეტიც, ვინ იქნება ამ კლასში, ეს უნდა იცოდეს მხოლოდ პუტინმა, როგორც უნიკალურმა ლიდერმა, რომელიც ყველას და ყველაფერს განაგებს.

შესაძლებელია გაუქმდეს კონსტიტუციის 81-ე მუხლიც, რომელშიც გაწერილია  საპრეზიდენტო ვადები… და თუ ეს მუხლი გაუქმდება, შესაბამისად აღარ იარსებებს სიტყვა “ზედიზედ”, რომელიც ერთგვარად და კანონიერად ზღუდავს ამა თუ იმ პირს, რომ მან დასაშვებზე მეტი ხნით დაიკავოს პრეზიდენტის თანამდებობა.  ამისათვის სულაც არ იქნება  საჭირო საკონსტიტუციო უპირატესობა – ხმების მხოლოდ ორი მესამედი სახელმწიფო სათათბიროში და სამი მეოთხედი ფედერალურ საბჭოში, სავსებით საკმარისია.

პუტინმა, რეალურად, გახსნა ვარიანტებით სავსე პანდორას ყუთი. გაურკვევლობა, რომელიც წარმოიშვა პოლიტიკურ ელიტაში მისთვისვეა სასარგებლო – ელიტა არ გახდება “კოჭლი იხვი”
და კონსოლიდირდება სწორედ პუტინის გარშემო. მეორე მხრივ, ყველას ესმის, რომ თუ პუტინი ვერ გაიტანს თავისას, იგი დაეცემა, დანარცხდება.

დიახ, ხელისუფლების ტრანსფერის ამოცანას პუტინი სახელისუფლო ახალ ცენტრზე, ანუ, ახალ თანამდებობაზე ყურადღებისა და უფლებამოსილების გადატანით ცდილობს. ის ცდილობს დაიკავოს ეს ახალი თანამდებობა და ალბათ ამას მოახერხებს კიდეც. თუმცა, ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს დასავლეთიც, რომელიც მას – პუტინს, ძალიან კარგად აკვირდება.

პუტინს სჭირდება მასშტაბური რეფორმა და ის სახელმწიფო საბჭოს ან ფედერაციის საბჭოს ლიდერი უნდა გახდეს… ამ თანამდებობატა კონსტუტუციური უფლებამოსილებების გაწერა მხოლოდ დროის და ტექნიკის საკითხია. მეორე მხრივ, “ერის მამა” პუტინს შეუძლია ისეთი სისტემის შექმნაც, როცა სახელისუფლო შტოები ფორმალურად დამოიკიდებელია, ხოლო თავად, როგორც არბიტრი, ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას.

საგარეო პოლიტიკა

საგარეო ფრონტზე კრემლი პოლიტიკას არათუ არ შეიცვლის, არამედ, შეიძლება, უფრო ცუდიც კი გახდეს. დასავლეთს ისედაც  მობეზრდა ეს პუტინი და მის კრიტიკას, რასაკვირველია, არ შეაჩერებს. გარდა ზემოაღწერილისა, სხვა მიზეზიც ექნება – პუტინის გადაწყვეტილებით, ყველა საერტაშორისო კანონზე მაღლა იდგება რუსეთის კანონმდებლობა. სხვატა შორის, ამ ჩანაწერის გამო, არც ისაა გამორიცხული, რომ კიდევ უფრო დაიძაბოს ვითარება ვთქვათ დონბასში. რუსეთი ეცდება, აქცენტი კიდევ ერთხელ გადაიტანოს ომზე და ამით ერთგვარად გადაფაროს ან გადაავადოს სხვა მნიშვნელოვანი პარალელური პროცესები, მაგალითად, ჰააგის სასამართლოში დაგეგმილი პროცესი МН17 – ის თაობაზე. პუტინს სურს ვითარების გამწყავება, იგი გააგრძელებს საკუთარ საყვარელ ტაქტიკას – ფსონების გაზრდას და დასავლეთის დაშანტაჟებას.

***

პუტინი სასამართლო ხელისუფლებასაც ასუსტებს. ფედერაციის საბჭოს ექნება უფლებამოსილება უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების წევრთა თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხის ინიცირებისა  და ეს დიქტატორ პუტინის “ლაზიერის სვლადაც” შეიძლება მივიჩნიოთ. იგი უფრთხის მართლმსაჯულებას უშუალოდ ქვეყნის შიგნითაც და სასამართლოთა დასუსტება ეს არის პოლიტიკური თვითნებური გადაწყვეტილება, რომელიც, მას, მისი აზრით, საბოლოოდ დაიცავს. ცხადია, ესეც არადასავლური და არადემოკრატიული ქმედებაა, ზუსტად ისევე, როგორც საერთაშორისო სამართლის დაკნინება და ევროპული კონვენციების უგულებელყოფა.

კითხვა მარტივია – დახუჭავს კი თვალებს დასავლეთი? ეს კითხვა ყველაზე აქტუალურია დღეს.

პუტინის გადაწყვეტილება საერტაშორისო სამართლის დაკნინების თაობაზე მას იმ ვალდებულებებისაგანაც ათავისუფლებს, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვას უკავშირდება. კი, არსებობს გარკვეული კოლიზიები კონსტიტუციაში, თუმცა, მათ გასწორებასაც პუტინი, ალბათ მოახერხებს.

ამდენად, მომავლის რუსეთი საერთაშორისო საზოგადოებისათვის კეთროვანივით იქნება, თუმცა, ეს კეთროვანება უკვე შეფუთულია ჭეშმარიტი სუვერენიტეტის სამოსელით და ელიტას ეს მოსწონს კიდეც.

უნდა ითქვას, რომ კრემლს ესმის შეუძლებლობა აშშ-სთან ურთიერთობის მოწესრიგებისა. მეტიც, მოსკოვი ახალი სანქციების მოლოდინშია. ამიტომ, პუტინი დიდად არ გადაძაბავს ურთიერთობას ვაშინგტონთან და პარალელურად კი ევროკავშირთან ურთიერთობის დალაგებას ეცდება.

საშინაო პოლიტიკა

დაწყებული ტრანზიცია ტემპს სწრაფად აკრეფს. მიზანია საზოგადოების დაბნევა და მისი კონსოლიდაციის არ-დაშვება. სავარაუდოა, რომ კონსტიტუციას სწრაფადვე, ყოველგვარი რეფერენდუმის გარეშე გადაწერენ და მმართველობის სტრუქტურასაც სწრაფადვე შეცვლიან. ყველაფერი კი პუტინის ვიდრე სიკვდილამდე მმართველობით დასრულდება.

The “Immortal” Putin

The hope that one of the last dictators of the 21st century, President of the Russian Federation V. Putin, will leave politics and leave the whole world alone, goes out. He, of course, an experienced, but very cruel and treacherous politician of the century, seems to have finally chosen his path – to be the leader of Russia until his death.

The change of government and the appointed constitutional reform only gave certainty to the way that he had chosen to continue to rule Russia. Vladimir Putin does not pay attention either to criticism of the West or to dissatisfaction within the country; he wants to be untouchable and is persistently seeking this.
Experts ask the question “where is he in such a hurry?” But there is a well-grounded answer to this really correct remark – the urgency of the transfer of power is due to the threatening situation with V. Putin’s rating and the “intransigence” of Belarus regarding the creation of the Union State. For this reason, GDP is in a hurry … And also because it feels the breath of history behind its back.

Currently, there are three options for “employment” of V. Putin: the head of the State Council, the speaker of the State Duma, the head of the Government. Other options are saved as spares and can be updated if necessary. Among the deferred, but still existing, the revival of the Soviet Union in the form of a union of Slavic ones does not disappear, we emphasize precisely the Slavic republics.

Vladimir Putin could not solve the problem of the transit of power and proceeded to turn Russia into a fortified fortress and returned to the idea that Russia is the center of the Slavic world. His choice may be affected by the results of the work of the new technical government, public reaction to constitutional amendments or elections to the State Duma, but, nevertheless, the main parameters of transit-2024 were determined.

What Putin proposed on January 15, 2020 shows that the “national leader” decided to return autocracy to Russia not in the current, “journalistic” version, but in the most, that is, direct and somewhat modernized version. The absolute autocrat did not have to depend on some kind of expression of the will of the population. Therefore, V. Putin is likely to no longer be elected president.

He will be the head of the State Council with unlimited power and unlimited term of government, i.e. to death. He will stand above all branches of power, and more precisely, over all units of a single and monolithic power vertical, which will now include everyone and local government, that is, will reach the bottom.
Yes, in Russia there is no democracy and never has been – in the country, power belongs to the one who appoints and dismisses the heads of special services and controls cash flows. The new construction of power allows Putin not only to maintain power in Russia forever, but also to make this power total.

Honestly, the Kremlin has long studied the most optimal way to keep V. Putin in power. This was the emergence of a new constitutional body, and the redistribution of powers between the president and the government, and options for a union state. At the same time, they will liquidate the presidential republic, the Parliament will take a number of powers, and the role of the president will be purely decorative.

The question of V. Putin’s successor as president – Medvedev or Mishutkin, Ivanov, Sidorov, Petrov, and no difference was removed. Vladimir Putin chose the “Kazakhstan scenario” and, as his message and the vagueness of constitutional proposals showed, clearly wants to maintain maximum freedom of hands in rewriting the Constitution for the task of maintaining power in the hands of the current Russian ruling class for the coming decades.

Among the constitutional changes voiced by the President of the Russian Federation are the transformation of the State Council into a constitutional body, strengthening the powers of the Federation Council, strengthening the role of the Parliament, which, in accordance with the proposal of V. Putin, will have to be appointed by the government, and a number of other structural transformations. In general, we are talking about “reducing the powers of regions and municipalities and the further expansion of the” vertical of power “. In other words, about maximum control.
The President of the Russian Federation proposed amendments offering several loopholes to preserve their own power. Transit implies a new “social contract” – an exchange of social benefits for the legal consolidation of the ruling class’s monopoly on governing the country. And – who in the class should know only V. Putin, as a unique leader.
The possibility of canceling the 81st article of the Constitution (where the presidential terms are set) is also possible. If you remove the entire article, then the word “in a row” also disappears. It is possible that the entire part of this article, which deals with limiting the president’s power to two terms, can be canceled. No constitutional assembly is needed for this, but only two-thirds of the votes in the State Duma and three-quarters in the Federation Council are needed.

Vladimir Putin did not shed any light on his plans. Instead, he opened Pandora’s box, full of options. The uncertainty that has arisen is getting the political elite off balance – on the one hand, Putin must be helped not to become a lame duck, but to become the core around which the whole country revolves, but – on the other hand, everyone understands that if Vladimir Putin loses this adventure, heading down into the waterfall in the place with him is bad.

Yes, V. Putin solves the problem of transfer of power by transferring the center of power to another position with the intention of taking it, but we must also remember the West, which looks not only at the current President of the Russian Federation.

Putin needs a massive reform of the formal political structure. The threads should converge in the chair of the head of the State Council or the Federation Council with new powers, whose constitutional functions are yet to be prescribed, or “spread evenly on a plate” the legal authority, that is, create a certain system of checks and balances between different parts of the current power vertical, so that ” father of the nation ”could take the place of arbiter between them.

Foreign policy

It was said so – in the foreign policy arena, the behavior of the Kremlin will not undergo changes for the better, but even vice versa. The West, to which the GDP is already so fed up, will continue to criticize the Russian leader, all the more so because there is another reason – the prevalence of national legislation over international. By the way, the fact that Russian laws will become more priority may entail aggravation in the Donbass, in an attempt to hide numerous losses in international courts, including the activation of the conflict. the upcoming trial in The Hague in the case of MH17. An aggravation will benefit V. Putin and he will continue to put pressure on international institutions – this is his favorite method of raising rates!
Vladimir Putin also weakens the judiciary. The fact that the Federation Council will be able to initiate the removal of the debt of members of the Constitutional and Supreme Courts is also the dictator’s move. He fears justice within the country and, in fact, the weakening of the judiciary is actually political a decision, and now it will be possible to remove any judge of the Constitutional or Supreme Court just by a political decision, which of course is unacceptable from the point of view of Western democracy. Also, the proposal to abandon the rule of international law is totally unacceptable. We are talking about European conventions: the question – “Will the West really close its eyes?” – is more relevant than ever.
This means that Russia wants to exclude itself in the face of its political leadership from the obligations associated with the rights and freedoms of citizens. Here a legal conflict arises regarding the priority of international law – this is the first chapter of the Constitution; it cannot be amended or repealed by the Federal Assembly, the Federation Council, regions and referendum.
Thus, Russia of the future will be an outcast in the world community. But this outcast is already praised as valor, as “the restoration of true sovereignty.” Further “nationalization of the elite” in the form of a constitutional ban on entry into power for those who have at least some document that allows them to live abroad is a response to the current sanctions and a preventive response to subsequent sanctions.

I must say that the Kremlin understands that in such a “situation” it is impossible to improve relations with the United States and even worse – the Kremlin is afraid of new sanctions. Therefore, V. Putin will try to avoid conflicts with Washington, while establishing relations with the EU. Moscow will also continue to interact with countries that are in opposition to the United States, developing cooperation projects under conditions of sanction pressure. In the case of the most severe restrictive measures of the West, the Kremlin will continue to promote the system of transmitting financial notifications to the Bank of Russia, intending to involve as many rogue countries as possible.

Domestic policy

The transit of power that has begun will go at a very high speed. At the same pace, V. Putin will take further steps. The goal is simple – to discourage society, to prevent it from gathering and understanding what is happening. It is possible that they will quickly rewrite the Constitution, without any referendum, rapidly reformat the structure of power. And all will end with the fact that V. Putin will form such a Constitution and a configuration of power, within the framework of which he is going to rule for life … until his death.
He, surrounded by his faithful lackeys, who will strengthen him from all sides, will do everything quickly and accurately so that society does not figure out in time how to adequately respond to this.