Loader

სურკოვი – პუტინის მარიონეტის წარსული და მომავალი

×××

ცხადია, რომ იმპერიის ფიასკოს შემდეგ, ისტორიკოსები პუტინს და, მაქსიმუმ ლავროვს თუ გაიხსენებენ, ყველა დანარჩენი – ექსპრეზიდენტ მედვედევის ჩათვლით, ისტორიის სიბნელეში ჩაიკარგება. ამგვარი ჩაკარგვისათვის განწირულნი არიან მეორე და მესამეხარისხოვანი პირებიც, რომლებიც არც არასოდეს თამაშობდნენ პუტინის საჭადრაკო დაფაზე სერიოზულ როლს.

ცხადია, მივიწყებას მიეცემა პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელიც  სურკოვიც, თან, ზუსტად ისე, როგორც მაგალითად სტალინის ეპოქის სოფლის მეურნეობის მინისტრი ან  ბრეჟნევის კაბინეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

×××

ამ შესავლის შემდეგ დღევანდელობაზეც ვთქვათ რამდენიმე სიტყვა – სურკოვის შეცვლა არ არის არც ჩვეულებრივი და არც მხოლოდ საინტერესო პოლიიკური ნაბიჯი პრეზიდენტ პუტინისა, რომელიც ამით აცხადებს, რომ, ახლო მომავალში შეიძლება პოლიტიკაც კი შეცვალოს ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების მიმართულებით.

პუტინის ახალი სტრატეგიის თანახმად, თავად კიევი უნდა დაუბრუნდეს მოსკოვს, ანუ, მისი ვასალი უნდა გახდეს. ამ ტაქტიკის თანახმად, უკრაინას უნდა დაუბრუნდეს დონბასი და ეს გაერთიანებული ქვეყანა კი მაქსიმალურად უნდა დაუახლოვდეს მოსკოვს. პუტინი იმედოვნებს, რომ თუ ამ იდეას გაათრევს და დასავლეთის მხარდაჭერასაც მიიღებს, რუსების მიერ გაპარტახებულ-დანგრეული დონბასის აღდგენაზე სწორედ დასავლეთი იზრუნებს. ამასთან, ყველაფერზე კონტროლს დაამყარებს ვ.მედვედჩუკი, ვისაც უკრაინულ სივრცეში ყველაზე პრორუს პოლიტიკოსად სამართლიანად იხსენიებენ.

მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის მიმართულების კურატორის ცვლილება ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. ხელმძღვანელების შეცვლასაც გამოიწვევს. კრემლს ძალუძს მათი შეცვლა კაფეში ყავის სმისა თუ  სადილისას, ან, სულაც მათი განადგურება მოულოდნელი მივლინების პერიოდში.

ამასთან დაკავშირებით დიდი ღელვა-ნერვიულობაც არ ღირს, თუმცა, ფიქრი იმაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დანიშნულია ბ-ნი კოზაკი, რომელიც უკრაინის მიმართულების პოლიტიკას სავარაუდოდ შეცვლის, ცხადია, აუცილებელია. აუცილებელია იმის გამოც, რომ ბ-ნი კოზაკი რახანია არის ლუგანსკ-დონბასის ეკონომიკური კურატორი და მას, შესაბამისად, იოლად შეუძლია მორიგი პაიკის როლის თამაში პუტინის საჭადრაკო დაფაზე.

დიახ, სურკოვს სწორედაც რომ დაივიწყებენ, ხოლო კოზაკი გახდება ის პოლიტიკოსი, რომლის ხელშიც კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებათა პროცესი აღმოჩნდება. რუსეთი, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, დაივიწყებს პროექტს “ნოვორაისია” და მიუბრუნდება ოდინდელს –  დონბასის ინფლიტრაციას უკრაინის შემადგენლობაში. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კრემლს ძალიანაც უჭირს და არც უნდა ამ ფსევდორესპუბლიკების შენახვა-შენარჩუნება.

ამ ტაქტიკური სვლით, რუსეთი თავს მოაწონებს ევროპას და დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ, ძმები ხანდახან კი ჩხუბობენ, თუმცა, ძმებს შერიგების ვალდებულებაც აქვთ. ამასთან, ამ ძმობის შესახებ საუბრები 9 მაისისათვის უფრო გააქტიურდება, ანუ უმ პერიოდისათვის, როცა დონბას-ლუგანსკზე მორიგი მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს.

×××

რაც შეეხება განწირულ სურკოვს, ზოგიეთი წყარო საუბრობს, რომ იგი უკრაინის კურატორობიდან იმიტომ გაათავისუფლეს, რომ მას ხელ-ფეხი გაუხსნან და რუსეთის ახალი კონსტიტუციის შექმნა-გათრევის პროცესში უფრო აქტიურად ჩართონ. არ გამორიცხავენ მის დანიშვნას ამ საკითხში პრეზიდენტ პუტინის მრჩევლის თანამდებობაზეც.

მისი გამოყენება შეიძლება სხვა პროექტებშიც, კერძოდ, მაგალითად ახალი საკავშირო სახელმწიფოს შექმნის იდეის განხორციელებისათვის. ამ იდეას ხორცი თუ მართლაც შეესხა, პუტინი ჩინეთის დენ სიაო პინს ან ყაზახეთის ნაზარბაევს დაემსგავსება.

დიახ, პუტინი ეყრდნობა იარაღს და ძალას და მზადაა რომ კიდევ უფრო დაძაბოს საგარეო ურთიერთობები თუ ეს მას ხელისუფლებაში დარჩენაში დასჭირდება.

რაც შეეხება სურკოვს – ის პუტინს ან სჭირდება, ან – არა, თუმცა, ეს მნიშვნელოვანი ალბათ არც არის.

 

 

Surkov – past and future of Putin’s puppet

Russia is a huge country, one might even say great … It occupies one seventh of the planet’s land and it has resources that are harmful to even many, many countries to dream of.
Russian President Vladimir Putin is great, but stable as a politician. Whatever you say, it is he who has been at the levers of power of the Evil Empire for more than twenty years. He is a grandmaster in intrigues and behind-the-scenes politics, which allowed him to successfully fight the oligarchs, the military elite, and politicians. It is hard to remember when he lost, easier – his “victories and triumphs”.
However, everyone who knows the history of world politics, everyone who is familiar with the biographies of different strong leaders of different times, and finally, those who read the introduction to philosophy, know that after each sunrise the sunset follows. After triumph, a fiasco follows … Based on logic, it should be assumed that the political end of Vladimir Putin and imperial Russia itself is just around the corner.
×^^
After the fiasco of imperial Russia, historians will remember only the names of the Russian presidents and, for example, the head of the Russian Foreign Ministry, S. Lavrov … All the rest, including the lesser political characters of Russian modernity, history will simply forget. It is useless to talk about people who have never played a serious role on the chessboard of V. Putin. Who is the Minister of Agriculture? And who was on this post at the time of I. Stalin? Or who directed the Administration of the Cabinet of Ministers of the times of Leonid Brezhnev? They will not remember V. Surkov, now the former assistant to the President of the Russian Federation, of a person who is influential but doomed today.
×^^
After this prologue, we’ll talk about the current situation. V. Surkov’s change should not be considered simply as an interesting or, on the contrary, ordinary political step of the President of the Russian Federation. In fact, this is a statement that, possibly, the “political course” of the Kremlin puppets will change in the near future L / DPR “.
Vladimir Putin changes tactics, begins a new party, which can be called “The Return of Kiev to Moscow’s sphere of influence.” This tactic of Russia also implies “reintegration” of the occupied part of Donbass into Ukraine. Vladimir Putin expects that if he pushes through his own idea and convinces the West that he is not against a united Ukraine, it is Ukraine with its Western partners that will be restored by the Donbass Russians. However, as the Kremlin expects, all this will be supervised by V. Medvedchuk, one of those who justifiably has a stable reputation as a pro-Russian politician in Ukraine.
It is also important that the change of the curator in the Ukrainian direction will definitely serve as a reason for the next changes in the “leadership” of the occupied regions of Donetsk and Lugansk regions (ORDLO). After all, the Kremlin can replace any of the leaders of the “republics” during a simple “dinner” in a cafe, an “accidental” cardiac arrest, or a “sudden” business trip to Russia.

Most likely, you should not worry about this, but it is necessary to think that the appointment of Deputy Head of the Administration of the President of the Russian Federation, former Vice-President D. Kozak, indicates a change in tactics in the Ukrainian direction. Moreover, D. Kozak has long been the “economic curator” of the L / DPR project and he will easily take V. Surkov’s place on V. Putin’s chessboard.
Yes, V. Surkov will be forgotten by everyone, and D. Kozak will become the politician in whose hands negotiations will be between Kiev and Moscow. Russia, in any case at the moment, will forget the Novorossiya project and return to the old record – Donbass infiltration to Ukraine. After all, in fact, from a purely economic point of view, it is not at all profitable for the Kremlin to contain pseudo-republics in the Donbass.
With this tactical move Russia will flirt with Europe as well. Russia will prove and prove that the “brothers” sometimes get in a fight, but then they have to make peace. At the same time, a compromise card and a “brotherly people” will be played closer to May 9, when we should expect a race for negotiation achievements on the ORLDO.
×^^
As for the doomed V. Surkov, such a scenario is exaggerated by some sources that he was removed from the supervision of Ukraine (and, in fact, from the failed and all the more resource-intensive project “Novorossiya”) in order to “unleash him” to participate in the process of constitutionalization of the state Parliament of the Russian Federation . It is possible that his appointment to the post of adviser is therefore an issue.
It can also be used to review the collapse of the USSR. The most noticeable manifestation should be a significant revitalization of the “union state” project, during which, depending on the situation, the announced changes to the Constitution of the Russian Federation will be reorganized in the “Putin box” “above the system” in Russia, following the example of Deng Xiaoping in China or N. Nazarbayev in Kazakhstan, and then and in the CIS. At the same time, spiritual and patriotic prioryhood will encompass both “L / DPR” and “North Ossetia” with Abkhazia and Transnistria.
At the same time, due to the tight time frame, D. Kozak, who has long had contacts with the odious ex-ambassador of the Russian Federation to Belarus M. Babich, will project a tough approach to the absorption of Belarus A. Lukashenko on the one hand and implanti-pseudo-republic with another as a buffer.
Yes, V. Putin started a pseudo-transfer of power to a large extent, realizing the inevitability of changing the system of the new world order. Relying on the strength of arms and fear, he is ready to radicalize his actions in foreign policy decisions if he sees the opportunity to maintain his power and influence.
But he still needs V. Surkov or not? Honestly, this is not important anymore …