Loader

ევროპაში პუტინის ემიგრანტების შესახებ


როგორც ბევრს ახსოვს, სსრკ გასული საუკუნის აწ უკვე შორეულ 90-იან წლებში დაინგრა, თუმცა, მოსკოვმა, იმდროინდელი დიდი იმპერიის ყოფილმა დედაქალაქმა, როგორც კი ნოკდაუნში აღმოჩნდა (და დასავლეთის დიდი შეცდომაა სწორედ ის, რომ არ მოხდა მისი სრული ჩამოშლა),  ახალი იმპერიის შექმნა დაიწყო.

სხვა სტრატეგიის გარდა მან იმ ემიგრაციის წარმომადგენლების გამოყენება დაიწყო, რომლებმაც რუსეთი 90-იან წლებში დატოვეს. საბჭოთა კავშირის ყოფილი მოქალაქეების მასობრივმა მიგრაციამ უზარმაზარი პერსპექტივა გაუჩინა რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებს.

რუსეთმა დაიწყო მათთან ურთიერთობა, ვისაც  სურდა სხვა ქვეყნების პოლიტიკასა და უცხო ქვეყნების პარლამენტებში მოხვედრა. პირველი ”პანევროპული” მცდელობა  2004 წელს დაფიქსირდა, როდესაც შეიქმნა ევროპული რუსეთის ალიანსი – საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს რუს საზოგადო მოღვაწეებს, ჟურნალისტებს და პოლიტიკოსებს. ალიანსი მოიცავს ევროპის 20 ქვეყნის წარმომადგენელს. ამ ორგანიზაციის პირველი სახელწოდება იყო “ევროპის რუსული მხარე”. შემდეგ, გერმანიაში, 2013 წელს, შეიქმნა რუსი ემიგრანტების პარტია, რომელსაც დიმიტრი რემპელი ხელმძღცანელობდა.

გერმანიაში მოსკოვმა სხვა გზაც გამოიყენა, ბევრად უფრო ეფექტური მეთოდი იყო არსებული დიდი საპარლამენტო მემარჯვენე და მემარცხენე პარტიების მოსყიდვა. დღეს ბუნდესტაგში ორი რუსი დეპუტატია  მემარჯვენე რადიკალური პარტიიდან ზ- ალტერნატივა გერმანიისთვის და მემარცხენე პარტიიდან.

სხვათა შორის – კრემლის “რუსული პარტიის” შესაქმნელად ახლა კვიპროსში მიმდინარეობს გარკვეული პროცესები და ამის “საფუძველიც” არსებობს – პუტინის რუსეთის მიმართ სიმპათია აქვთ ჩასახლებულ რუსებს.

კვიპროსში ჩასახლებული რუსი ბიზნესმენების მნიშვნელოვანი ნაწილი კი სპეცსამსახურების თანამშრომლები და აგენტები არიან.

× × ×

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ჯიბის პარტიები რუსული სპეცსამსახურების პროექტებია,  რათა მათ პარლამენტში აკონტროლონ ვითარება და საჭიროების შემთხვევაში,  პოლიტიკურ ვითარებაზე გავლენაც კი მოახდინონ  დესტაბილიზაციის გზით. ეს ყველაფერი კი კრემლის ერთგულების პრეზიდენტს ძალაუფლების მოპოვებაში დაეხმარება. მთელ მსოფლიოში მოქმედი მოსკოვის მიერ შექმნილი ორგანიზაციებ ამ გარემოში აქტიურობენ და სათანადო დავალებებსაც იღებენ. ასეთი დავალებების მიზანია ემიგრაციაზე ზეგავლენა, პუტინის რეჟიმის პროპაგანდა და მისი სხვა მხარდამჭერების დაქირავება. ასევე, ამოცანაა შეაღწიონ უცხო სახელმწიფოების სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, მოახდინონ მათი დესტაბილიზაცია, ჩამოაყალიბონ აგენტების ქსელი და გავლენები მოახდინონ პუტინის მთავრობისთვის ხელსაყრელი მიმართულებით. მესამე ამოცანაა უშუალო სამხედრო და სამრეწველო ჯაშუშობა, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები რეალურად რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურების შტაბებია.

აქვე ვთქვათ, რომ ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მოსკოვმა საფუძველი ჩაუყარა ევროპაში თავისი სადაზვერვო საქმიანობის ერთგვარ ცენტრს და ეს ცენტრი ჩეხეთში შექმნა.
შემთხვევითი არც ისაა, რომ ვაცლავ ჰაველის ქვეყანას, დღესდღეობით და სამწუხაროდ მართავს ღიად პრო-კრემლისტური პოზიციების პრეზიდენტი მილოზ ზემანი, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ არც ერთი რუსის ჯაშუში არ არის გამოვლენილი.

×××

არა მხოლოდ ჩეხეთის რესპუბლიკაში, სხვა ევროპულ ქვეყნებშიც ხშირად მიმდინარეობს პრომოსკოვური პოლიტიკა და ამის მიზეზია კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსების ეკონომიკური კავშირები კრემლთან. მაგალითად, კრემლი აქტიურად ახდენს გავლენას ბირთვული ინდუსტრიის ჩეხურ ლობისტებზე, ურთიერთობს და “ავერბოვკებს” მეცნიერებს, ინდუსტრიალისტებს, დიდი საერთაშორისო პრობლემების მენეჯერებს და კვლავ ვთქვათ, არა მხოლოდ ამ ქვეყანაში.

მსგავსის დასტურია მედია ყურადღების ქვეშ არაერთხელ მოხვედრილი ფრანგული ნაციონალისტური პარტია “ეროვნული ფრონტი” და გერმანიის პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის” (“ADG”) , რომელთა შესახებაც არსებობს ცნობები მათი რუსული დაფინანსების შესახებ. იგივეს თქმა შეიძლება იტალიის მემარჯვენე პოპულისტური პარტია “ლიგაზე”, ავსტრიის ულტრათანამშრომელი პარტია “ავსტრიის თავისუფლების პარტიაზე” და ეს სულაც არ არის  რუსეთიდან მართული პარტიების სრული სია.

საფრანგეთზე საუბრისას უნდა გავიხსენოთ, რომ, ეროვნული ფრონტის ლიდერმა, მარინ ლე პენპმა რუსეთიდან მიიღო 11 მილიონი ევროს სესხი, რომელიც წინასაარჩევნოდ გამოიყენა. შედეგად, პარტიამ მხარი დაუჭირა ყირიმის ანექსიას და წინააღმდეგია ევროკავშირის მიერ რუსეთის ფედერაციის მიერ დაწესებული სანქციებისა. და ლე პენი გამონაკლისი როდიავ – 2018 წელს ცნობილი გახდა ოპოზიციური მემარჯვენე იტალიის პარტიის ლიდერის მატეო სალვინის სასტუმრო მეტროპოლში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ და ამ შეხვრისას შემუშავდა სქემა, რომ სწორედ რუსეთმა უნდა დააფინანსოს მისი საარჩევნო კამპანია 65 მილიონ ევროდ.

კვლავ შეიძლება საუბარი გერმანულ პარტიაზე “ალტერნატივა გერმანიისთვის” ან ავსტრიის თავისუფლების პარტიაზე. ყველა ეს პარტია და მათი ლიდერები ღიად უჭერენ მხარს რუსეთს, ყირიმის ანექსიას, აგრეთვე და სანქციების გაუქმებას და რუსეთის ფედერაციასთან მჭიდრო თანამშრომლობას. ყველა ეს მხარე აქტიურად უწყობს ხელს და აძლიერებს პოზიციებს რუსული ბინძური ფულის დახმარებით და ხელს უწყობს რუსეთის გავლენის გაზრდას.

ეს ყველაფერი აშკარაა და ბევრისთვის ცნობილია. რატომ დუმს ევროპა და წამყვანი დასავლელი პოლიტიკოსები?პასუხი ასეთია – მათ მიაჩნიათ, რომ ვლადიმირ პუტინი და მისი არმია ძალზედ შორს არიან ევროპისგან.  თუმცა, ვიყოთ გულახდილნი, გასული საუკუნის  30-იანი წლების ბოლოსაც ასე ფიქრობდნენ ჰიტლერის შესახებ …

 

About Putin’s immigrants in Europe …

As many of us remember, in the distant 90s of the last century, the Soviet Union collapsed, but Moscow, the former capital of the then empire, as soon as it got away from the knockdown (and a big mistake in the West that Russia was knocked down, not knocked out ), began to recreate a new empire and, in addition to the rest of the action, began to use representatives of immigration who left Russia.

The mass migration of former Soviet citizens abroad opened up enormous prospects for the special services of the Russian Federation.

Among the immigrants, Russia began to recruit those who wanted or want to get into the politics of Europe, to get into the parliaments of foreign states. This first “pan-European” attempt was made back in 2004, when the European Russian Alliance – a public organization uniting Russian public figures, journalists and EU politicians. The Alliance includes representatives of 20 European countries.

The first working name of this organization was “Russian Party of Europe”. Then, in Germany, in 2013, its own party of Russian immigrants, Unity, was created, led by Dmitry Rempel, formerly an activist of the SPD. It was in Germany that a much more effective method of action for Moscow was to bribe existing large parliamentary right-wing and left-wing parties.

There are two Russian MPs in the Bundestag today – both from the right-wing radical party Alternative for Germany. The Left Party is openly pro-Russian. By the way – the next performance to create the Kremlin “Russian party” is being played now in Cyprus.

The loyalty of Putin’s Russia to the absolute majority of Russian Cypriots is undeniable. A very significant part of Russian businessmen settled in Cyprus are employees and agents of the special services.

× × ×

Why is this important? Pocket parties are the projects of the Russian special services in order to have parties under their control in parliament in order to influence the political situation by destabilizing it in different countries, bringing the power of Russian-obedient parliamentarians and the Kremlin-loyal president.

There are other countless pseudo-public organizations created by Moscow around the world that imitate social activity in this environment. The goal of such tasks is to cultivate an immigrant environment, propagandize the Putin regime and recruit its supporters. Also, the task is to penetrate into the public and political life of foreign states, destabilize them, recruit agents and influence in a direction favorable to the Putin government. The third task is direct military and industrial espionage. It is important that the Russian diplomatic missions are the headquarters of the special services of the Russian Federation. By the way, with the coming to power of Vladimir Putin, Moscow decided to make the Czech Republic a base for its intelligence activities in everything
it’s not by accident that the country of Vaclav Havel, unfortunately, is ruled by the openly pro-Kremlin Czech President Milos Zeman, who directly says that no Russian spies will be stranded.

×××

Not only the Czech Republic, other European countries also often turn a blind eye to Moscow’s actions and the reason for this is the economic ties of specific European politicians with the Kremlin. For example, the Kremlin is actively influencing Czech lobbyists from the nuclear industry, recruiting scientists, industrialists, managers of large international concerns not only in this country. For example, the media often exaggerates information about the financing by Russia of the French nationalist party “National Front”, the German party “Alternative for Germany” (“AdG”), the Italian right-wing populist party “League”, the Austrian ultra-right party “Austrian Freedom Party” and this is not a complete list. Speaking of France, the leader of the National Front, Marine Le Penp, received a loan of 11 million euros from Russian banks, which went to the pre-election campaign. As a result, the party supported the annexation of Crimea and opposes sanctions imposed by the European Union on the Russian Federation. And Le Penne is an exception – in 2018 it became known about the meeting of Matteo Salvini, the leader of the opposition right-wing Italian party Liga, the Russian Metropol hotel with representatives of the Presidential Administration of the Russian Federation, during which a scheme was developed to finance the Liga election campaign for 65 million euros .

You can talk about the German party “Alternative for Germany” or the Austrian party of freedom. All of these parties and leaders openly support Russia, the annexation of Crimea and advocate the lifting of sanctions and closer cooperation with the Russian Federation.

All these parties are actively promoting and expanding their positions in Europepez Russian dirty money and contribute to increasing Russia’s influence in important political decisions, including those that threaten security on the European continent. All of this is obvious and has long been known to many.

But why is Europe silent, and the leading Western politicians openly turn a blind eye to this? The answer apparently lies in the fact that they believe that V. Putin and his army are far from their borders. But after all, many in the late 30s of the last century thought in a similar way about A. Hitler …