Loader

ოლიგარქი პუტინი

ჩვენ ხშირად ვიმეორებთ, რომ რუსეთის ეკონომიკა მალე ჩამოიშლება, თუმცა, როგორც ხედავთ, კოლაფსი ჯერაც არ დამდგარა. ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ბოროტების იმპერიაში ყველაფერი წესრიგშია, ან, ვთქვათ, მას ცოტა პრობლემა აქვს… მაგრამ, პუტინი ჯერაც უმკლავდება პრობლემებს რუსეთის დასავლეთ ნაწილში. რაც შეეხება ჩვენს რიტორიკას, ჩვენ ფაქტებით უნდა დავამტკიცოთ, რომ რუსეთი აუცილებლად ჩამოიშლება – ურალის ქედიდან აღმოსავლეთით ეს კოლაფსი რახანია მომხდარია, ხოლო მოსკოვსა და პეტერბურგში კი აუცილებლად მოხდება.

პუტინის 20 წლიანმა მმართველობამ რუსეთში შექმნა ეკონომიკური მოდელი, რომელსაც “ოლიგარქიულ-ჩეკისტური კაპიტალიზმი” უნდა ეწოდოს. ამ პოლიტიკის შედეგად ეკონომიკა სრულიად ჩამოშლილია და სრულიადვეა დანგრეული კრემლის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ისედაც არაკომპეტენტური პირები აწარმოებდნენ.

რასაკვირველია, როცა ვსაუბრობთ ეკონომიკურ კატასტროფაზე, ვგულისხმობთ მთლიანად ქვეყანას და არა იმ ქალაქებს, სადაც დასავლეთის სავაჭრო ფირმების ბრენდული მაღაზიები ჯერაც მუშაობს. მაგრამ, ერთია H&M -სა თუ Zara – ს მუშაობა და მეორე, რომ პუტინის ეკონომიკური პოლიტიკა მარკეტიგზე თუ ტურიზმზე კი არ იყო აწყობილი, არამედ, გაზისა და ნავთობის მოპოვება-რეალიზაციაზე და ეკონომიკაში ლომის წილი სწორედ ენერგეტიკულ სექტორს უკავია.

დღევანდელი მდგომარეობით, ექსპორტის 60 %; ბიუჯეტის შემოსავლების 45 % და მშპ-ს 20% სწორედ ნავთობი-გაზის სფეროზე მოდის და ეს რუსეთს ბუნებრივი წიაღისეულის ბაზარზე იმ მოთამაშედ აყალიბებს, რომელსაც საკუთარ პროდუქციაზე ფასთწარმოქმნაც კი არ შეუძლია.

20 წლიანი მმართველობის პერიოდში, პუტინმა ეკონომიკის გაძლიერებისათვის ვერაფერი გააკეთა და ნავთობისა და გაზის შემოსავლებიდან დიდი რესურსი ხელისუფლების ცენტრალიზაციას, პოლიტიკური ოპონენტების განადგურებას და საკუთარ გამდიდრებას მოახმარა.

დიახ, 20 წლის წინანდელი ღარიბი პუტინი ახლა არის მდიდარი მდიდართა, ოლიგარქი ოლიგარქთა, მილიარდერი მილიარდერთა შორის და ეს სიახლე როდია ბევრისათვის. მან გუნდი შემოიკრიბა ერთგულების მიხედვით და საკუთარი ოლიგარქიატი შექმნა ხელისუფლებაში. ამ სისტემაში არიან მასზე დამოკიდებული სხვა ოლიგარქებიც… და არ არიან ფიზიკურად განადგურებული  პირადი მოწინააღმდეგეები. პუტინმა მოახერხა და შექმნა პროპაგანდის მძლავრი მანქანა, რომელიც ქვეყნის შიგნით მუშაობს და აგრეთვე, ჩაატარა სპეცოპერაციები, რომელთა მიზანიც სხვათა დავერბოვკება და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავლენის აგენტთა ქსელის შექმნა იყო.

ნავთობპროდუქტებზე ფასთა მკვეთრმა ზრდამ 2000 – იანებში განაპირობა რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის შესაბამისი ზრდაც. ამ ყოველივემ შექმნა შთაბეჭდიელბა, რომ თავად პუტინი ეფექტური მმართველია. ამასთან, ფასი იზრდებოდა ერაყში აშშ-ს მიერ წარმოებული კამპანიის გათვალისწინებით და რუსეთი კი, მოგეხსენებათ, ამ პროცესში უბრალოდ ვერ ჩაერეოდა.

შედეგად, როდესაც ნავთობის ფასი ადეკვატურ ნიშნულამდე დავიდა მაგალითად 2015 წელს, ბოლო 5 წელიწადში რუსეთის ეკონომიკა გაიზარდა საშუალოდ 0.9 %-ით, რაც რეალურ ვითარებას წარმოაჩენს მსოფლიოში ენერგორესურსებზე არსებული ადეკვატური ფასების გათვალისწინებით.

გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა არაა მზად  საკუთარი შემოსავლების გაწირვისათვის და ამიტომ საკუთარი შეცდომების გამოსწორების ტვირთი რუსეთის მოქალაქეებს დააკისრა. გაიზარდა გადასახადები, შემცირდა სოციალური პროგრამები და სახელმწიფო სექტორის ზოგიერთი ხარჯი და ეს ყოველივე საზოგადოებაში დიდ მღელვარებას უკვე იწვევს და მომავალშიც გამოიწვევს.

პუტინმა ეს ცხადია გააცნობიერა და შემდეგ, მედვედევის კაბინეტის მოხსნისთანავე, ეცადა მთელი პასუხისმგებლობა სწორედ  საკუთარი მარიონეტისათვის დაეკისრებინა. არადა, ეს ტაქტიკა სხვა არაფერია თუ არა ცინიზმი, რომლის მიზანის საკუთარი არაკომპეტენტურობის შენიღბვაა. რუსეთის მოქმედ პრეზიდენტს ხომ არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ აკონტროლებს და ერევა რუსეთშივე მიმდინარე პრაქტიკულად ყველა პროცესში და ამიტომაც ყველა ეკონომიკურ მოვლენასა თუ სოციალური სფეროს პროცესზე ბოლომდე პასუხისმგებელია არა მხოლოდ ვინმე მედვედევი ან მიშუსწინი, არამედ, თვით პრეზიდენტიი პუტინი.

რაც შეეხება მიშუსწინს, მისი კაბინეტიც აგრძელებს რუსეთის რიგით მოქალაქეებზე ზეწოლას. შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უკვე გადაწყვიტა, რომ საარსებო მინიმუმი 4 % -ით უნდა შემცირდეს და ეს ხდება იმ ქვეყანაში, რომელშიც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს მოსახლეობის 25 %, ანუ, 36 მილიონი მოქალაქე მაინც.

სათქმელის ისიც, რომ რუსეთის მოქალაქეთა ნახევარზე მეტი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარზე, ხოლო საშუალო ხელფასი ბოლო 5 წელიწადში 963 ევროდან 655 ევრომდე დავიდა, ამასთან, ეს ნიშნავს, რომ ერთი მოქალაქე მაგალითად მოსკოვში 1000 ხოლო მეორე, მაგალითად ციმბირში, სულ რაღაც 55 ევროს იღებს. ამის პარალელურად, ახლა უკვე მიშისწინის ხელით, პუტინი ქვეყნის ძარცვას ნაციონალურ პროექტებადწოდებული მეგა პროექტების განხორციელებით აგრძელებს.

“ჩრდილოეთის ნაკადი 2”, “თურქეთის ნაკადი”, ყირიმის ხიდი, საფეხბურთო ჩემპიონატისა და ოლიმპიური თამაშებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა, ეს მხოლოდ ნაწილია იმ ობიექტებისა, რომლებსაც პუტინთან დაახლოებული კომპანიები აშენებდნენ. თითოეულ ამ კომპანიას მომატებული ჰქონდა ბიუჯეტი და ისინი ამდიდრებდნენ პუტინის უახლოეს გარემოცვას და, ტავად პუტინსაც. ეს განსაკუთრებით ეხება ენერგოსფეროს, რომელშიც მილიარდობით დოლარია დახარჯული, ხოლო სახელმწიფო სექტორის დამღუპველი სტრატეგია იოლად იფუთება იმით, რომ ნავთობსა და გაზს ასევე მილიარდიანი შემოსავალი მოაქვს. ეს შემოსავლები კი, მეორე მხრივ, სახელმწიფოს სხვვა სფეროების განვითარებას კი არა, პუტინს და მისი გარემოცვის ჯიბის გასქელებას ხმარდება და ამის დასტური ისიცაა, რომ 2019 წელს რუსეთის ოლიგარქთა პირველმა ხუთეულმა საკუთარი სიმდიდრე 27 მლრდ დოლარით გაზარდა და ეს მაშინ, როცა დანარჩენმა მოსახლეობამ ნაკლებით – 18-ით.

მედვედევის შეცვლა არის ძალოვანთა და სპეცსამსახურების კლანის გამარჯვება და აი, რატომ: კრემლში დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა ბრძოლა “ძალოვანებსა” და “ეკონომისტებს” შორის. აქამდე, “ეკონომისტები, მედვედევის თავკაცობით, საკმაოდ ეფექტურად ხრავდნენ სახელმწიფო ბიუჯეტს და ქვეყნის ეკონომიკას საკუთარი კეთილდღეობისათვის კარგადაც წურავდნენ. ამასთან, ისინი აჩვენებდნენ ლამაზ სურათს, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში წარმატებული რეფორმები მიმდინარეობდა. “გალამაზებული მოსკოვი” ამის “დასტური იყო. თავის მხრივ, მათი მოწინააღმდეგე ძალოვანები კარგად ემზადებოდნენ რევანშისათვის, ელოდნენ ვენდეტის ჟამს და ერთის მხრივ პუტინის პოლიტიკურ ოპონენტებზე ნადირობდნენ და მეორე მხრივ ქმნიდნენ ცხელ წერტილებს რუსეთის გარშემო.

მოესწრნენ კიდეც! 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისა და ხელისუფლების შენარჩუნების ამოცანის აუცილებლობის  გათვალისწინებით და იმის გამო, რომ ყოველდღიურად ეცემოდა მოქმედი ხელისუფლების რეიტინგი, პუტინი იძულებული გახდა, შეეხვალა მოთამაშეები და სწორედ ძალოვნებს დაყრდნობოდა.

სწორედ მიშუსწინის დანიშვნა ადასტურებს ამას – ფედერალური საგადასახადო სამსახურის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ხომ არა მხოლოდ კაგებეს გენერლის შვილია, არამედ, სპეცსამსახურებთან მჭიდრო კავშირშიცაა შემჩნეული. მის კისერზეა გაფლანგული თანხების ვერაღმოჩენა და მაქინაციები, როცა ის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის უწყების ხელმძღვანელი იყო და უძრავი ქონების რეესტრსაც თავკაცობდა.

პუტინმა გადააკეთა მთავრობა იმისათვის, რომ მეტად კონტროლირებული ეკონომიკური ბლოკი მიეღო, თუმცა, რუსეთის მძიმე ეკონომიკისათვის ეს გზაც სარისკოა, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტის ესოდენ მსუყედ ხარჯვა, კერძოდ კი საზღვარგარეთ სამხედრო ოპერაციების დაფინანსება და სეპარატისტული რესპუბლიკების  – დონეცკის, ლუგანსკის, ს.ოსეთის და აფხაზეთის “შენახვა” აუცილებლად გამოიწვევს ამ ბიუჯეტის რღვევას და ბიუჯეტი ამგვარ ხარჯებს უბრალოდ ვეღარ აიტანს.

დღესდღეობით, რუსეთის ბიუჯეტს მხოლოდ ნავთობზე შენარჩუნებული მაღალი ფასი შველის. თუ ეს ფასი 40 დოლარამდე დავარდება, რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტი დეფიციტური გახდება. ხოლო დეფიციტი კატასტროფაა არა მხოლოდ კამჩატკის, არამედ, მოსკოვის  მოსახლეობისათვისაც, მით უფრო, თუ კვლავაც შენარჩუნდება ნაციონალური პროექტების განხორციელების ესოდენ დიდი ტემპი და შესაბამისი ხარჯები.

პუტინი ძალოვნებს დაეყრდნო იმიტომ, რომ სურს თავიდან მოიცილოს ყველა, ვინც მის პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდა და ეწინააღმდეგება ქვეყნის მასშტაბით. აი, მედვედევი მათ შორის ნამდვილად იყო – იგი ხვდებოდა, რომ პუტინის იდეა ნაციონალური მასშტაბების პროექტების განხორციელებისა იყო საშუალება, რომ მას – პუტინს, ძალაუფლება ყველას მოსყიდვის გზით შეენარჩუნებინა. მედვედევი ხვდებოდა, რომ უძირო სულაც არაა სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელსაც პუტინი ხრავდა.

… და კიდევ, ძალოვანთა ხელისუფლებაში მოსვლა პუტინის ძალაუფლებას კი განამტკიცებს, მაგრამ, რუსეთის დაშლასაც შეუწყობს ხელს. რუსეთი, რომელიც აქტიურ ქმედებებს მიმართავს საკუთარი ქვეყნის საზღვრებს მიღმა, რახანია განვითარებადი სახელმწიფოა.

ცოტას თუ ესმის, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი წიაღისეულისა და ბუნებრივი რესურსების ქვეყანას, თუ მართებული სისტემა და მართვის მართებული მოდელი იქნებოდა შერჩეული, შეეძლებოდა გარდაქმნილიყო ნორვეგიის დონის სახელმწიფოდ, თუ, რა თქმა უნდა, პარალელურად, ამ ნავთობდოლარს ომის წარმოებაში კი არა, სწორედ ქვეყანაში დააბანდებდა.

ახლა კი რა ხდება? – რუსეთი აგრძელებს აგრესიულ საგარეო პოლიტიკას და პოპულიზმს, აგრეთვე ყველაფერს აბრალებს პრემიერ მედვედევს, რომლის უკანაც, ცხადია, დგას რეალური დამნაშავე რუსეთის გაღატაკებისა.

დიახ, ყველაფერში პუტინია დამნაშავე… ოლიგარქი პუტინი!

Oligarch Putin

We often repeat that the Russian economy is about to collapse, but, as we see, the collapse in Russia has not yet arrived. This does not mean that everything is fine in the Evil Empire or, let’s say that Russia has few problems and Putin is still dealing with problems in the western part of this country … As for our rhetoric, we need to continue to prove by facts that Russia will collapse and this, of course, will be so – after all, this collapse has long since arrived in the Urals, and will soon come in Moscow and Petersburg.

To this day, the Russian economy for the 20-year reign of V. Putin was formed on the basis of the model of “oligarchic-KGB capitalism”, which led to its actual decline and witnessed the complete failure of the Kremlin’s economic policy, as well as the absolute incompetence of those who implement it.

Of course, we mean the whole country and not those cities where brand shops of western trading companies still operate. But one thing is H&M or Zara, and the other is that the real economy and politics of V. Putin was not based on marketing or tourism development, but on the policy of extraction and sale of gas and oil, and the lion’s share of the funds goes specifically to the energy sector. Today, 60% of exports, 45% of budget revenues and 20% of GDP are all revenues from the oil and gas sector, which defines the Russian Federation as a raw materials appendage, not even able to regulate the price of its own products.

In fact, over 20 years, Vladimir Putin was unable to really implement the economic development program and directed all resources from oil and gas revenues to centralize power, eliminate political competitors and enrich themselves.

Yes, personally Vladimir Putin is the richest of the rich, the oligarch from the oligarchs, the billionaire among billionaires, and this is not new to many. Surrounding himself with people according to the principle of “fidelity”, and not according to professionalism, Vladimir Putin created his own oligarchic system of power. Namely, he headed and subjugated all the oligarchs, physically liquidated all personal opponents with the help of special services, organized a system for financing the propaganda machine inside the country and conducting special (including special information) operations and recruiting agents of influence abroad for this.

The emergence of a sharp trend of the 2000s on the rise in the cost of energy resources led to the growth of the Russian economy, which created an aura of effective manager over V. Putin. At the same time, prices were rising under the influence of the US Iraq campaign, and the Russian Federation in no way influenced these processes for the reason that V. Putin did not have and does not have economic policies and approaches.

As a result, after oil prices returned to adequate levels in 2015, over the past 5 years, the Russian economy grew by only 0.9%, which shows the real situation against the background of adequate energy prices in the world.

In addition, we are observing another problem – the leadership of the Russian Federation is not ready to sacrifice its own profits and shifted the blame for its own economic miscalculations to citizens and residents of the Russian Federation in the form of tax increases, cuts in social programs and expenses in the public sector, which will serve as a factor in exacerbating social tension in society.

V. Putin understood this and then, after the removal of the Cabinet of D. Medvedev, he tried to shift the responsibility precisely to his own puppet. This is nothing more than a cynical screen to cover up their own incompetence. The incumbent Russian President has repeatedly proved his deep involvement in all processes in the country, and therefore not only a certain Medvedev or Mishustin, but none other than Vladimir Putin himself is fully responsible for the problems and crisis of the Russian economy and social sphere.
Speaking of M. Mishustin, the new Russian government continues the practice of shifting all miscalculations of power to ordinary Russians. The Ministry of Labor and Social Protection of the Russian Federation has already proposed reducing the cost of living by 4%. In Russia, where below the poverty line, according to real and not state estimates, 25% of the population, namely 36 million people live, reduce the cost of living due to the cheapening of food.

At the same time, more than half of Russians live on a poverty level, and the average wage in the Russian Federation over the past 5 years has decreased from 693 to 655 euros … Moreover, the “average” means that someone in Moscow receives, say, 1000 euros and some then in Siberia – 55. V. Putin, in turn, continues, now with M. Mishustin’s hands, to rob the country through mega-construction projects called National Projects.

Nord Stream-2, Turkish Stream, Power of Siberia, Krymsky Bridge, infrastructure for the Olympic Games and the World Cup are just some of the objects that were built by people close to V. Putin and their companies. All these facilities had an overestimated budget and enriched the inner circle of V. Putin and, accordingly, the head of the Kremlin. This is especially true in the energy sector, where billions of expenses appear, and the failed strategy for the development of state corporations is easily covered by billions of dollars in revenues from the sale of oil and gas, which go not to the development of the state, but to the pockets of “Putin’s friends”. In 2019, the first five russof these oligarchs increased its capital by 27 billion US dollars, and the entire other population of the Russian Federation by only 18.

The change of government of D. Medvedev is the victory of the “clan of the security forces and special services.” The Kremlin has long been fighting between the “siloviks” and “economists” for influence on the ruling posts in the country. For a long time, “economists” led by D. Medvedev successfully “sawed” the Russian budget and sucked out all the resources for personal enrichment from the country’s economy, while showing a beautiful picture of “successful” reforms and “prettier Moscow”. The siloviki, in turn, prepared, waited for the vendetta time, and hunted for political opponents of V. Putin and created hot spots around the Russian Federation.

The security forces waited – the need to maintain power after the presidential election in 2024 against the backdrop of a sharp drop in the rating of the current government, forced Putin to shuffle the deck in the Cabinet in favor of the power block.

M. Mishustin’s appointment only confirms this, because the former head of the Federal Tax Service is not just the son of a KGB general, but also a special one closely connected with special services. A train of embezzlement and fraud stretches behind him while he is in senior positions of the Federal Office for the Management of Special Economic Zones and also the Federal Real Estate Cadastre Agency, which makes it controlled and manageable.

Vladimir Putin reformatted the Russian government in order to get a more controlled economic bloc, but this also carries risks for the Russian economy. Indeed, the excessive use of funds from the state budget, the growth of government spending on financing military operations abroad, the financing of pseudo-republics like the DPR and LPR, Abkhazia and North Ossetia can lead to the fact that over time the state budget of Russia simply can not cope with this.

Today, the state budget of Russia is saved only by a relatively high oil price. If the price of oil falls below $ 40 per barrel, Russia’s state budget will become scarce. A deficit is a disaster not only for residents of Kamchatka, but also for Muscovites, and especially if there is an excessive increase in spending from the state budget of Russia to the so-called. National projects.
Vladimir Putin made a bet on the “siloviks”, intending to remove from the leading posts of the country anyone who could resist his policy aimed at wasting state funds on national projects. As you already know, D. Medvedev turned out to be one of those who realized that V. Putin’s idea of ​​implementing National Projects was nothing more than a massive cut, behind which there was only V. Putin’s thirst to hold onto power and bribe everyone in the country. But the budget is not bottomless, because D. Medvedev actively sabotaged their implementation.
And what else – the coming to power of the “siloviks” will lead to the unquestioning fulfillment of Vladimir Putin’s wishes and the final collapse of the Russian Federation, which, having carried out active foreign expansionist campaigns, participating in international conflicts and implementing economically unreasonable energy projects, has been hanging among developing countries for many years ..

Few people understand that having one of the largest resource potentials in the world, with proper management of their (resources) management, Russian production could be on a par with Norway and the UAE if it invested petrodollars not in wars, but in their own country.

And today, with the “siloviks,” Russia will continue its aggressive foreign policy and populism, through handouts and financial assistance for the impoverished Russians, who will continue to blame the Prime Minister for everything, who is hiding the one who is truly guilty of all the problems of Russia.