Loader

უნგრეთი, რუმინეთი … და ახლა ბულგარეთი! კრემლის მზაკვრული ტაქტიკა

საიდუმლო არ არის, რომ პუტინის რეჟიმი მიმართავს ახალ – ახალ სტრატეგიებს და მუდმივად ცდილობს ვითარების დესტაბილიზაციას სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში.

ახალი არც ისაა, რომ კრემლი არ უარობს არც ნაცად, ვთქვათ ასე – აპრობირებულ სტრატეგიას და ცდილობს დაამკვიდროს ისეთი დღის წესრიგი, რომლის მიხედვითაც კონფლიქტი უკრაინის გარეშე უნდა გადაწყდეს.

მსოფლიო საზოგადოებას, რა თქმა უნდა, მშვენივრად ესმის, რომ პუტინის გეგმა არც კონსტრუქციულია და არც შედეგზე ორიენტირებული, თუმცა, მიზეზთა გამო, მსოფლიო ჯერაც არ იჩენს საკმარის სიმკაცრეს რუსეთისა და მისი მზაკვარი პრეზიდენტის მიმართ. სწორედ ესაა იმის საფუძველი, რომ პუტინი თავხედდება და ფიქრობს, რომ ყველაფერი გაუვა.

×××
ახლახან, ბერლინში მოულოდნელად გამოჩნდა ვინმე დ.კოზაკი, ЛДНР-ის კურატორი რუსეთიდან და მან შეხვედრა თვით კანცლერ მერკელთანაც კი მოახერხა!

რასაკვირველია, ყველა ის გზავნილი, რომელიც ბ-ნ კოზაკს ჰქონდა გერმანიის ლიდერთან, შეთანხმებული იყო როგორც ФСБ- სთან, ასევე პირადად პუტინთან… მაგრამ ახლა ჩვენ ამ თემას არ განვიხილავთ.

შეურაცხმყოფელი და უცნაურია, რომ კოზაკს დრო თვით მერკელმა დაუთმო და მისგან მოისმინა ე.წ.ხედვა კონფლიქტის მოგვარების თაობაზე! ამ ე.წ. გეგმის მიხედვით, თურმე, აუცილებელია პუტინის პირობების მიღება და დასავლეთსა და რუსეთს შორის არსებული ეკონომიკური დაპირისპირების შეჩერება.

სინამდვილეში, პუტინის პირობები ცნობილი იყო სეპარატისტ კოზაკის ჩარევის გარეშეც, რადგან ბერლინში, ვაშინგტონში, პარიზსა და ბრიუსელში ყველამ იცის, რომ რუსეთისთვის უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის რეგიონების დაპყრობა არ არის მხოლოდ “ნოვოროსიას” პროექტის აღორძინების შანსი. არამედ ესაა “ანტი-ყირიმის პოლიტიკის” მთავარი ფაქტორი და შავ და აზოვის ზღვებში იმ ცენტრების შექმნის შესაძლებლობა, რომელიც დნესტრისპირეთში “რუსული სამყაროს” სარტყელის შექმნისთვისაა აუცილებელი.

ჰიბრიდული ომისა და „რბილი ძალის“ გამოყენებით, კრემლი ემზადება, რომ დაარწმუნოს ხარკოვი და უკრაინის სამხრეთი (ოდესა, ხერსონი, ნიკოლაევი) „რუსული სამყაროს“ წიაღში დაბრუნების აუცილებლობაში. სწორედ ამ მიზნებისათვის იქმნება დივერსიული ჯგუფები, რომლებიც იმოქმედებენ ამ რეგიონების ტერიტორიებზე არსებულ “მიძინებულ აგენტებთან” ერთად და დაიწყება მზადება ვითარების ესკალაციისთვის, რომლის ნაწილიც არის ლოზუნგები “ახალი რუსეთის” აღდგენის შესახებ.

იციან ამის შესახებ ბერლინში? .. სავარაუდოდ – იციან! .. და არა მხოლოდ ბერლინში! – მთელი ევროპა აცნობიერებს, რომ მზაკვარი რუსეთი გეგმას კარგად ამუშავებს და რუსულმა სპეცსამსახურებმა უკვე ჩაატარეს სპეცოპერაცია მაგალითად ბულგარეთის მთავრობის დეზინფორმირებისათვის. ამ გეგმის თანახმად, ეთნიკურ ნიადაგზე გაუგებრობა უნდა მოხდეს სოფიასა და კიევს შორის, უნდა შეიქმნას საერთაშორისო დაძაბულობა და უნდა დაიწყოს ოდესის რეგიონის მოსახლეობის სოციალური აქტივობები, რომლებიც მნიშვნელოვნად დაარტყამს უკრაინის სახელმწიფოს. რუსეთს ეს ოპერაცია “კოვიდ 19” -ის მიუხედავად გახანგრძლივებული სანქციების დაძლევისთვისაც სჭირდება.

მნიშვნელოვანია, რომ ეს გეგმა გულისხმობს ევროკავშირისათვის იმის ჩვენებას, რომ უკრაინა არეული ქვეყანაა, რისი დასტურიცაა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის რეგიონების დესტაბილიზაცია. შესაბამისად, უნდა გაცოცხლდეს “ნოვოროსიის” პროექტი, რომლის განხორციელება შეჩერებულია მინსკში მიღწეული შეთანხმებებისა და კიევის მიერ განხორციელებული კონტრ ღონისძიებების შედეგად.

რუსეთის ფედერაციამ, მას შემდეგ რაც შეაღწია დასავლურ მედიაში, სასურველი შედეგიც მიიღო. კერძოდ – ბულგარეთის პარლამენტმა განაცხადა ადმინისტრაციული რეფორმის აუცილებლობაზე და ოდესის რეგიონისა და ბოლგრადკის რაიონის გამიჯვნის შესახებ. ანუ, რუსეთმა, თემაზე ბულგარელთა ყოფა უკრაინაში, ბულგარელი კანონმდებლებიც კი შეიყვანა შეცდომაში.

სინამდვილეში, ბულგარეთში იციან ან უნდა იცოდნენ, რომ უკრაინის ყველა ეროვნული უმცირესობის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა სახელმწიფო პრიორიტეტია და ეს ხორციელდება ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენციის, ეროვნული უმცირესობების დაცვის კანონის შესაბამისად.

სოფიაში ასევე უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, რომ ექს-რეგიონულმა ლიდერმა ანტონ კიისემ, რომელიც ადრე ოდესის ოლქის დაშლას ლამობდა, რეალურად შექმნა წინაპირობები უკანონო ტერორისტული ფორმირების შექმნისათვის და იგი იყო რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურების დირიჟორი ბულგარელი პოლიტიკოსების დეზინფორმირებისა და უკრაინულ-ბულგარული ურთიერთობების არევის პროცესში.

ბულგარეთში მოაზროვნე ხალხისთვის ასევე ნათელი უნდა იყოს, რომ რუსული სპეცსამსახურები მუდმივად ცდილობენ უკრაინის გაშავებას ევროპელებთან … აი დასტური – უნგრეთი – რუსეთმა ”დაამტკიცა” ბოდვა უკრაინაში უნგრელთა ეროვნული უმცირესობის დევნისა და შევიწროების თაობაზე. ამით რუსეთმა მოახდინა უკრაინასა და უნგრეთს შორის კონფლიქტის პროვოცირება და საფუძვლად გამოიყენა უკრაინელი ნაციონალისტების მიერ ჩატარებული აქცია, რომლის დროსაც მოხდა უნგრეთის დროშის დაწვა.

როცა რუსეთმა მაინც ვერ შეძლო უნგრეთის პროვოცირება, მან რუმინეთში გადაინაცვლა – მან ჩაატარა სპეცოპერაცია, რომელიც ზიანს აყენებს უკრაინასა და რუმინეთს შორის ურთიერთობებს.

ახლა კი რუსეთი ამას აკეთებს “ბულგარეთის ფრონტზე”.

რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურების მოქმედება მიზნად ისახავს ბულგარეთისა და უკრაინის ურთიერთობათა დაზიანებას.

ერთმანეთთან ჩხუბი და ევროკავშირში არსებული დისონანსები უკრაინის ევროინტეგრაციის კურსის მხარდაჭერის საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ მოსკოვს აძლევს ხელს.

საერთაშორისო თანამეგობრობის წარმატებული პოლიტიკის შემთხვევაში, კრემლი, რასაკვირველია, ვერაფერს გახდება. თუმცა, კრემლს სურს ოდესის რეგიონის სოციალურ-პოლიტიკური დესტაბილიზაცია და ლოზუნგების გავრცელება რეგიონის ავტონომიისა და უკონტროლო არეულობების გაზრდის შესახებ.

Венгрия, Румыния… А теперь – Болгария!
Коварная тактика Кремля

Не секрет, что режим Президента РФ В.Путина разрабатывает всё новую и новую стратегию и каждый раз пытается дестабилизировать ситуацию на юго-востоке Украины. Не ново и то, что Кремль не отступает и от старой, скажем так – апробированной стратегии и старается навязать повестку, при которой судьбу конфликта на Донбассе будут решать без Украины.

Мировое сообщество, конечно же, прекрасно понимает, что план В.Путина неконструктивный Однако, по ряду причин, пока не совсем уж жёстко отвечает на это коварство Президента России. Скорее всего по этой причине В.Путину кажется, что ему всё сойдёт с рук…

Вот, недавно, Д.Козак – новый российский куратор «ЛДНР» вдруг явился в Берлин и провёл встречу с Канцлером ФРГ А.Меркель. Конечно же, и визит и каждое его слово на встрече с лидером Германии, были согласованы и с ФСБ и лично с В.Путиным… Но сейчас мы не это обсуждаем.

Как довольно неожиданно и даже странно, госпожа А.Меркель с Д.Козаком встретилась и выслушала т.н. его личный план урегулирования. По этому т.н. личному плану, необходимо принять условия В.Путина и прекратить экономическое противостояние Запада и России.
Условия В.Путина, на самом деле, были известны без вмешательства Д.Козака, так как и в Берлине, и в Вашингтоне, и в Париже, и в Брюсселе все знают, что для РФ захват регионов юго-востока Украины – это не только шанс возродить проект «Новороссия», но и ликвидировать основные раздражители «антикрымской политики» и очаги сопротивления в Черном и Азовском морях (отбирая возможность выхода к морю), создав пояс «русского мира» до Приднестровья.

Кремль готовится за счет гибридной войны и «мягкой силы» склонить Харьков и юг Украины (Одессу, Херсон, Николаев) в лоно «русского мира». Для этих целей формируются диверсионно-разведывательные группы проникновения, восстанавливается связь с «консервами» (глубоко зашифрованной агентурой) на территории указанных областей, ведётся подготовка к эскалации ситуации и распространении лозунгов о восстановлении «Новороссии».
Знают ли об этом допустим в Берлине?.. Скорее всего – да!.. И не только в Берлине – вся Европа догадывается, что коварная Россия разрабатывает план за планом и российские спецслужбы уже провели спецоперацию по доведению до правительства Болгарии дезинформации о якобы разделе территорий проживания болгар в Одесской области. Важно, что главной целью указанной спецоперации было создание международной напряженности между Софией и Киевом и предпосылок для возможного всплеска социальной активности населения одесской области и дальнейшего раскачивания ситуации в регионе (сама по себе эта спецоперация является составной частью единого того плана, который Кремль намеревается реализовать в самое кратчайшее время после безуспешных попыток добиться снятия на фоне пандемии СOVID-19 международных санкций, наложенных на РФ за оккупацию Крыма и Донбасса).

Немаловажно, что вышеуказанный план предполагает вбивание клина между ЕС (ее отдельными странами и Украиной), чтобы воспользовавшись этим, дестабилизировать регионы украинского юго-востока, и возродить тем самым проект «Новороссия», реализация которого застопорилась в следствие «Минска-2» и успешно проведенных Киевом контрмер.
После этого, Российская Федерация, реализовав вброс в западные СМИ, получила ожидаемую первичную реакцию со стороны Парламента Болгарии по поводу последствий административной реформы и разделения Болградского района Одесской области. В результате, как ни странно, даже болгарские законодатели были введены в заблуждение в вопросе раздела территорий, где проживают представители болгарской национальной меньшины.

На самом деле, в Болгарии знают или должны знать, что защита прав и свобод представителей всех национальных меньшинств Украины является приоритетом государственности и осуществляется в строгом соответствии с рамочной конвенцией Совета Европы о защите национальных меньшинств (1995 года).

В Софии должны иметь информацию и о том, что проводником операции спецслужб РФ по дезинформации болгарского политикума и подрыва украино-болгарских отношений выступил экс-регионал Антон Кисее, который ранее призывал разделить Одесскую область, фактически создавая предпосылки для воплощения в жизнь незаконного террористического формирования под эгидой России «Бессарабская народная республика».

Для государственно мыслящих в Болгарии ясно и то, что попытки столкнуть Украину с европейцами предпринимаются российскими спецслужбами постоянно… Вот сосед Венгрия – «венгерский вопрос» Россия провоцировала совсем недавно – и «доказывала» бред о якобы «притеснении» украинскими властями венгерского национального меньшинства и провоцировала конфликт Украины и Венгрии, используя недоказанный факт сожжения венгерского флага якобы украинскими националистами.

Россия не смогла провоцировать Венгрию и потом переключилась на Румынию. Осуществлялись попытки навредить отношениям Украины и Румынии (дезинформация российских спецслужб по присоединению Одесской и Черновицкой областей к Великой Румынии). А сейчас Россия это делает на “Болгарском фронте”.
Операция спецслужб Российской Федерации призвана нанести ущерб двусторонним отношениям Болгарии и Украины, поссорить между собой и внести диссонанс в ЕС в вопросе поддержки евроинтеграционного курса и поддержи дальнейших инициатив Киева на уровне международных организаций в вопросе Донбасса и Крыма.

В случае успешных результатов международной повестки они однозначно будут имплементированы Кремлем в проект по дестабилизации общественно-политической стабильности Одесской области и внедрение слоганов об автономизации области и повышения угроз гражданской безопасности, террористической активности и неконтролируемых волнений.