Loader

ტერორისტთა ქვეყანა!

მას შემდეგ, რაც მსოფლიო დარწმუნდა, რომ პუტინი სიკვდილამდე აპირებს რუსეთის ლიდერობას, დასავლეთი დაფიქრდა, ღირს კი მასთან – მსოფლიოს ერთ-ერთ უკანადკნელ დიქტატორთან ასე ენის მოჩლექვით საუბარი!

ამაზე აშშ-შიც დაფიქრდნენ და ოკეანგაღმა ხვდებიან, რომ პუტინი, 2036 წლამდე, კიდევ ბევრს იკადრებს და ისეთებსაც კი, რაც აქამდე არ გაუკეთებია.

რა არ გაუკეთებია მას, ეს ყველამ ვიცით, თუმცა, უკეთ ვიცით რა აქვს მას გაკეთებული და თუ იქნება პოლიტიკური ნება, სულაც არ იქნება რთული მისი მაგალითად ტერორიზმის მფარველობაში დადანაშაულება.

და აი, დემოკრატმა კონგრესმენმა მარკ როუზვინსმა კონგრესს წარუდგინა პროექტი, რომელდიც წერია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა გაარკვიოს, უნდა ეწოდოს თუ არა რუსეთს ტერორიზმის სპონორი სახელმწიფო.

კონგრესმენს, ცხადია, აქვს თავისი არგუმენტაცია – იგი თვლის, რომ რუსეთის წინააღმდეგ იმდენი არგუმენტი დაგროვდა, რომ მისი დადანაშაულება არც თუ რთულია.

წარმოვიდგინოთ, რომ კონგრესმენს მხარი დაუჭირეს კოლეგებმა, ამის შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტს აქვს სრული 90 დღე იმისათვის, რომ თქვას – ღირს თუ არა რუსეთისათვის ტერორისტი ქვეყნის სტატისის მინიჭება. ამბობენ, რომ კონგრესმენებს არ ჩამორჩება პომპეო და მას თავისი არგუმენტაცია ექნება – მას, მსოფლიო თანამეგობრობის მსგავსად, აქვს მტკიცებულებები, როგორ მფარველობს რუსეთი ტერორიზმს და როგორ მოხდა მაგალითად მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდება რუსეთის სამხედროებისა და დაქირავებულების მიერ.
პომპეომ იცის, რუსეთი ძალუსხმევას არ იშურებს, რომ ყურადღება სხვა საკითხებზე გადაიტანოს, ხოლო ამ საკითხში არც სხვათა დაშინებას და მოსყიდვას ერიდება.

გარდა თვითმფრინავის საქმეში დადანაშაულებისა, რუსეთი ბრალდადებულია დონბასში ტერორზმშიც. საერთაშორისო სასამართლომ, უკრაინის საჩივარი განიხილა და შესაბამისად, დასავლელმა პოლირიკოსებმა იციან, რომ ჰააგაში მიმდინარეობს პროცესი მალაიზიური თვითმფრინავის კატასტროფის თაობაზე. ყველა ფაქტი მეტყველებს, რომ MN 17 “ბუკის” სისტემით ჩამოაგდეს და ეს იარაღი მალულად იყო შეტანილი რუსეთის მიერ უკრაინაში.

ვინაა დამნაშავე? ვინმე მეისრე დონბასიდან? კონკრეტული გენერლები? თანამდებობის პირები?
რასაკვირველია, თუმცა, დასავლეთში სულ უფრო ხშირად ფიქრობენ, რომ დამნაშავე სისტემის შემქმნელია და სისტემა მართლაც უნდა დაისაჯოს და არა მხოლოდ სისტემა, არამედ, მისი ლიდერიც.

×××
ყველაფერთან ერთად, კონგრესმენმა როუზვინსმა და მისმა კოლეგებმა იციან, რომ რუსეთი სპეცოპერაციებს ატარებდა ევროპაშიც, ბალკანეთშიც და, აგრეთვე, შორეულ აღმოსავლეთსა თუ აფრიკაში და ეს ყველაფერი, ოფიციალურ დონეზე მიჩნეულია რუსეთის ჩარევებად და აგრესიად.

უმნიშვნელო როდია, რომ რუსეთი ტერორიზმით სირიაში, ლიბიაში და ცენტრალურ აფრიკაშიცაა დაკავებული.

გამოძიებულია გრუ-ს მიერ სოლბერსიში განხორციელებული ტერაქტიც, რომლის დროსაც სკრიპალების ოჯახი იყო მოწამლული. ტერაქტად უნდა შეფასდეს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა ბერლინის ცენტრში.

რუსეთს პრაღის მერის – გრჟიბას და პრაღა 6 -ის ლიდერ კოლარჟას წინააღმდეგ განხორციელებულ ტერაქტებშიც ადანაშაულებენ. ეს უკანასკნელი რუსი გენერლის ივან კონევის ძეგლის პრაღის ცენტრიდან აღების წინადადებით გამოდიოდა.

რუსეთის მიზანია, მსოფლიოს დაუმტკიცოს რომ ზე-სახელმწიფოა და ამ მიზნის მიღწევისათვის ის არც არაფერს თაკილობს, მათ შორის, არც სხვათა დაშინებას და უფრო მძიმე ქმედებებსაც.

×××
დიახ, პუტინი სასტიკ პოლიტიკას ატარებს და არა მხოლოდ რუსეთში, არამედ, სხვაგანაც.

ეს, დაუფარავი მძიმე პოლიტიკა, დასავლეთს უბიძგებს, რომ გააძლიერონ სანქციათა პაკეტი, რაც, საბოლოო ჯამში, ბოლოს მოუღებს რუსეთის პოლიტიკურ ტერორიზმს მთელ მსოფლიოში.

როდის მოხდება ეს? არ ვიცით. მოხდება თუ არა? აუცილებლად.

Страна террористов!

После того, как мир убедился в том, что Путин не расстанется с властьюдо собственной смерти, западные страны задумались – стоит ли так возиться сним, с одним из последних диктаторов современности.

Задумались над этим и конкретные политики особенно в США, которые понимают – Путин до 2036 года способен на многое и даже на то, чего он не делал до сих пор.Что он не делал – это ясно, но яснее то, что он делал на протяжении последних 20 лет.

И если будет политическая воля, доказать, что он -покровитель мирового терроризма, будет не трудно. Так, конгрессмен-демократ Макс Роузвнис внес на рассмотрение Палаты представителей законопроект, в котором Госдепу нужно определить, следует лисчитать РФ страной-спонсором терроризма? У конгрессмена своя аргументация- он считает, что Россию можно и нужно признать страной-спонсором терроризма так как, накопились факты о том, как Россия финансировала террористические организации.

Представим, что Макса Роузвниса поддержат его коллеги. После этого, Госдеп США имеет 90 дней на разъяснение, следует применять к России определение «страна-спонсор терроризма», или нет.

Говорят, что и Помпео не отстает в этом вопросе и у него будет своя аргументация – он, как и мировое сообщество, имеет неопровержимые доказательства сбивания Боинга МН-17 именно российскими кадровыми военными и наемниками.

Помпео знает и то, что РФ всеми силами пытается отвлечь от себя внимание, прикованное сбиванием пассажирского авиалайнера, используя методы запугивания и подкупа. Помимо пассажирского авиалайнера, у западных стран есть доказательства, участия России в террористической деятельности на Донбассе и это уже доказано досудебным расследованием Международного уголовногосуда (МУС) по соответствующему иску Украины.

Следовательно, западные политики знают, что сейчас в Гаагском суде проходит заседание по причинам падения рейсового самолета МН-17. Вся доказательная база указывает на то,что самолет был сбит ЗРК «БУК», тайно ввезенным российскими наемниками и кадровыми военными РФ на территорию временно оккупированных территорий Украины.

Кто виноват в этом? Стрелочники из Донбасса? Конкретные генералы? Конкретные должностные лица? Безусловно, это так, но на Западе всё чаще думают, что главный виновник – сам создатель такой системы и постепенно надо наказывать и саму систему, и страну, а потом уж и лидера этой системы.

×××

Конгрессмен-демократ Макс Роузвнис и его коллеги знают, что Россия проводила спецоперации и Европе, и на Балканах, а также на Дальнем Востокеи в Африке… И это всё на официальном уровне было признано российским вмешательством и агрессией.

Немаловажно, что, террористическую деятельность спецслужбы РФ осуществляют конкретно в Сирии, и в Ливии, и в Центральной Африке. Расследован и доказан теракт ГРУ РФ в Солсбери, когда была отравлена семья Скрипаля нервнопаралитическим веществом «Новичок».

Террористическим актом можно считать и убийство Зелимхана Хангошвили в самом центреБерлина.

Россию обвиняют и в покушении на мэра Праги Зденека Гржибу иглаву Праги-6 Ондржея Коларжа, инициировавшего снос памятника советскому маршалу Ивану Коневу.  Все эти факты террористического вмешательства Кремля имеют целью запугивание политических элит других стран для позиционирования России на мировой арене как сверхдержавы.

×××

Да, Путин проводит жестокую политику не только у себя в России. Эта неприкрытая жестокая политика Москвы мотивирует лидеров Америки и Европы на создание всесторонних санкций и ограничений, которые в конечном итоге положат конец политическому терроризму России.

Когда это будет? Не знаем…Но знаем, что это вскоре произойдет наверняка!