Loader

პუტინისა და ლუკაშენკოს შეხვედრის შედეგთა შეჯამება

რუსეთი რომ აგრესორი ქვეყანაა, პრინციპში, ცნობილია ყოფილი სსრკ-ის ყველა ხალხისთვის. თუმცა, ყველა როდი გრძნობს რუსეთის პირდაპირ ისეთივე აგრესიას, როგორსაც გრძნობენ და ხედავენ  ქართველები და უკრაინელები, რომელთაც პირდაპირი ომი ჰქონდათ და აქვთ ბოროტების იმპერიასთან.

მაგრამ, დრო მიდის და თანდათანობით, მსგავსად უკრაინისა და საქართველოსი, სხვა ქვეყნებიც, ნელ-ნელა ხედავენ, რა მძიმეა რუსული მათრახი… მათ შორის, ამას შეიგრძნობენ ისინიც,  ვინც  ყველაზე პრორუსულად და მორჩილად ითვლებოდა.

მაგალითია ბელორუსის რესპუბლიკა. სამი თვის წინ ყველას გვეგონა, რომ ამ ქვეყანას და ამ საზოგადოებას “არარაფერი ეშველებოდა”. მაგრამ 2020 წლის სექტემბერში ჩვენ უკვე სხვაგვარად ვფიქრობთ იმიტომ, რომ, აღმოვაჩინეთ  ბელორუსები – მამაცი ხალხი, რომლებიც  მტკიცედ იცავენ თავიანთ უფლებებს.

კრემლი, რა თქმა უნდა, არ ეთანხმება იმას, რომ ბელორუსს  მოსკოვისგან დამოუკიდებლობა სურს და ამიტომაც, ის – კრემლი,  უფრო და უფრო ხშირად და უხეშად ერევა მეზობელი სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში.

ბოლო თვეების განმავლობაში ბელორუსში განვითარებული მოვლენები სულ უფრო და უფრო ჰგავს რუსეთის ჩარევას უკრაინის საშინაო საქმეებში 2004-2005 წლებში “ნარინჯისფერი” და  2013-14 წლებში ღირსების რევოლუციის დროს. ოღონდ, არსებითი სხვაობა ისაა, რომ  რუსეთის გავლენის აგენტებისა და შეიარაღებული ძალების,  აგრეთვე,  ყველაფრის მაკონტროლებელი რუსული სპეცსამსახურების შესაძლებლობები რამდენჯერმე აღემატება უკრაინაში რუსეთის გავლენის დონეს.

ზემოხსენებულის გამეორება ასეც შეიძლება – რაც რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინაში, ეს შეიძლება იოლად გააკეთოს ბელორუსში იმიტომ, რომ უკვე ორზე მეტი წელია რუსეთის სპეცსამსახურების ლეგალურ რეზიდენციაში, რომელიც ორგანიზებულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განყოფილების ბაზაზე ბელორუსში,  ვითარების კონტროლზე აყვანის სცენარისინტენსიური ტრენინგები მიმდინარეობს.

ყველა აგენტის ხელმძღვანელი იყო და ახლაც არის რუსეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი ბელორუსში მიხეილ ბაბიჩი, რომელიც მჭიდრო კავშირშია KGB- სა და FSB- სთან და რომელსაც ჰქონდა მნიშვნელოვანი შესაძლებლობები ჩაეტარებინა  სპეციალური ღონისძიებები 2018 წლიდან.

სწორედ მან წამოიწყო პროექტი, რომლის შედეგადაც ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთის საელჩო გადავსებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების (GRU) გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს, აგრეთვე  FSB-ს თანამშრომლებით. მათ მიერ შემუშავებულია  ყველა შესაძლო სცენარი, როგორ უნდა აიძულონ  ლუკაშენკო, რომ ეს უკანასკნელი ნებით დასთანხმდეს რუსეთს ბელარუსუსის  ე.წ. „საკავშირო სახელმწიფოს“ ფარგლებში სრულ ინტეგრაციაზე.

ლუკაშენკოზე კონტროლის შენარჩუნების მიზნით, FSB-მ ხელოვნურად შექმნა  კიდევ ერთი შიდა სპეციალური სამსახური – ოპერატიული ანალიტიკური ცენტრი, რომელსაც  ბელორუსის პრეზიდენტზე ზეგავლენის მოსახდენად იყენებენ.

რუსეთი მუშაობდა არა მხოლოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, არამედ ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში და თანდათანობით ქმნიდა გარემოს, რომელშიც თავს წყალში თევზივით იგრძნობდა.
ბელორუსზე კონტროლის სრული დაკარგვის შემთხვევაშიც კი, რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურები, ბელორუსის რესპუბლიკის სპეცსამსახურების კონტროლირებად ქვედანაყოფებთან ერთად, დიდი ხანია მზად არიან მოახდინონ ხელოვნური დესტაბილიზაცია, გამოიყენონ უკანონო შეიარაღებული ჯგუფები და რადიკალური საშუალებები  ბელორუსის მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების დასათრგუნად.

ლუკაშენკოც, ფაქტობრივად, ვეღარ აკონტროლებს  ბელორუსის სპეცსამსახურებს და იგი ისეა გარდაქმნილი  რუსეთის მარიონეტად, რომ ეს, რეალურად, არც კი ესმის.

ბელორუსის KGB არის რუსეთის ფედერაციის FSB- ის ერთ-ერთი განყოფილება და არა დამოუკიდებელი სპეციალური სახელმწიფო დამოუკიდებელი სამსახური.

რუსეთის ჩარევა იგრძნობა არა მხოლოდ საჯარო სექტორში. ბელორუსული ინდუსტრიული წარმოება ასევე მხოლოდ ნომინალურადაა ბელორუსული და მხოლოდ იმიტომ, რომ  მდებარეობს ბელორუსის ტერიტორიაზე. სინამდვილეში, რუსული ბიზნესი ყველგანაა წარმოდგენილი.

რუსეთი ასევე აკონტროლებს ოპოზიციას და ამის შესახებ არაერთხელაა დაწერილი და  ნათქვამი მათ შორის დასავლურ მედიაში. ბელორუსში არსებული მდგომარეობა გვავალდებულებს ვთქვათ, რომ  ბელორუსში კრემლი შეძლებს ყველაფერს რასაც მოისურვებს და სოჭში 14 სექტემბერს გამართული შეხვედრაც ამის კიდევ ერთი დადასტურებაა.

სხვათა შორის, შეხვედრის შესახებ

სოჭში რუსეთისა და ბელორუსის პრეზიდენტების პირადი შეხვედრის დროს, პუტინმა აჩვენა, რომ ის მზად იყო ლუკაშენკოსთვის დაეთმო, ოღონდ, ცოტა და არა ბევრი!  ყურადღება მივაქციოთ ამ სიტყვას – არა ბევრი, არამედ – ცოტა!  ლუკაშენკოს და პუტინს შორის ოთხსაათიანი მოლაპარაკებების  ერთადერთი საჯარო შედეგია  რუსული OMON– ის ”რეზერვისტების” საზღვრიდან გაყვანა და ახალი 1.5 მილიარდი დოლარის  სესხი.

პუტინმა იცის, რომ ასეთი ”დახმარება” საკმარისი არაა ”ბელორუსული ავტოკრატიის მამის” გადასარჩენად.  თუმცა, ლუკაშენკომაც იცის, რომ უარს ვერ იტყვის ამ დახმარებაზე რადგან  ქვეყანა საბიუჯეტო კატასტროფაშია.

ამასთან, ფული დაიხარჯება თითქმის დაუყოვნებლივ ფინანსური სისტემის დეფოლტის  თავიდან აცილებაში,  ასევე ელექტროენერგიის უზრუნველყოფაში. შესაბამისად, ეს უფრო არა დახმარება, არამედ, ჟესტია, რომელიც აჩვენებს პუტინის ძალას და კიდევ იმას, რომ ეს თანხა ეკუთვნის არა ლუკაშენკას, არამედ ბელორუსს  იმ ვალდებულებების ფარგლებში, რომლებიც რუსეთის ფედერაციამ აიღო 1992-1994 წლებში.

რეალური გეგმა

კრემლის გეგმა არის ბელორუსის სუვერენიტეტის ყველა ატრიბუტის აღმოფხვრა და, რაც მთავარია, ლუკაშენკოს “საკავშირო სახელმწიფოს” პრეზიდენტად გადაყვანა! დიახ, ლუკაშენკო გეგმავს ნომინალური უფლებამოსილებით “საკავშირო სახელმწიფოს” პრეზიდენტის პოსტის დაკავებას და ამ იდეის ნაწილია ისიც, რომ  თავად ლუკაშენკამ გამოხატა მზადყოფნა ჩაეტარებინა საკონსტიტუციო რეფერენდუმი, აგრეთვე ბელორუსის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები.

ლუკაშენკამ და პუტინმა განაცხადეს, თუ როგორ გაგრძელდება ანშლუსი 14 სექტემბერს სოჭში – ეს იქნება ე.წ. საკონსტიტუციო რეფორმები. ახალი კონსტიტუცია მოიცავს ანექსიას, აგრეთვე ერთიანი ეროვნული ორგანოს ფორმირებას (საერთო პრეზიდენტი, პარლამენტი, სასამართლო ორგანოები, ერთიანი ემისიის ცენტრი). მოსკოვი გეგმავს ბელორუსის კონსტიტუციის რეფერენდუმზე გატანას ბელორუსის საზოგადოების მოსყიდვის გზით!

ბელორუსის რესპუბლიკის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით, კრემლი გეგმავს ბელორუსის იმდენად საიმედოდ მიბმას, რომ მას აღარ უნდა ჰქონდეს სვლა-გეზი დასავლეთისკენ. კონსტიტუციური რეფორმა, ცხადია, არ ისახავს  ბელორუსის პოლიტიკური ცხოვრების მკვეთრ დემოკრატიზაციას! კონსტიტუციის შეცვლა შეიძლება ისეც, რომ, რუსეთის მსგავსად, ლუკაშენკას ყველა წინა საპრეზიდენტო ვადა “გაუქმდეს”.

მაგრამ!

მაგრამ, ამ სცენაზე, ორი დიქტატორის გარდა, გამოჩნდა ახალი მსახიობი და, როგორც აღმოჩნდა, არცთუ სუსტი – ბელორუსები არ ეთანხმებიან პუტინისა და ლუკაშენკოს სცენარებს და მათ აღიზიანებთ კრემლის მხრიდან ლუკაშენკოს მხარდაჭერა.

ეს ბელორუსებში ანტირუსულ გრძნობებს აღვივებს და თუ ყველაფერი პუტინის სცენარის მიხედვით წარიმართება, ბელორუსში ხელისუფლებისა და საზოგადოების კონფლიქტი გარდაუვალია, რაც, შემდგომ  გეოპოლიტიკურ კრიზისში გადაიზრდება.  შედეგად კი  ბელორუსები ეჭვქვეშ დააყენებენ რუსეთთან “ძმურ ურთიერთობებს”.

ეს, თავის მხრივ, გამოიწვევს ახალი ანტაგონისტური ტენდენციის გაჩენას “საკავშირო სახელმწიფოში”, რომელიც ან გაააქტიურებს ცენტრიდანულ ძალებს კიდევ ერთ მტკივნეულ გაწყვეტამდე, ან რუსეთ-ბელორუსის განახლებულმა ხელისუფლებამ რეპრესიული მეთოდების გამოყენებით უნდა აღკვეთოს (აღმოფხვრას) ეს ახალი მოძრაობები.

კარგია, რომ ბელორუსში რუსეთის ფედერაციასთან დაახლოების მომხრეთა რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება. დღეს ბელორუსში პრორუსული პარტიის მაქსიმალური “საარჩევნო რეზერვი” არ აღემატება 20% -ს და ეს მაშინ, როდესაც 1999 წელს მოქალაქეობის სვეტში მცხოვრები მოსახლეობის 11.4% -მა განაცხადა, რომ ისინი რუსები არიან. 2009 წელს ეს პროცენტული მაჩვენებელი 8.4% -მდე შემცირდა. ეს საინტერესო დინამიკა გვიჩვენებს, რომ ხალხი სულ უფრო იშორებს რუსეთს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2003 წლიდან რუსეთის ფედერაციიდან მიგრანტები წარმოადგენენ მოსახლეობის მიგრაციის ზრდის საფუძველს. 2019 წელს, აღწერის თანახმად, ეს დინამიკა დადასტურდა. მოსახლეობის მხოლოდ 7,5% ამბობს, რომ ისინი “რუსები” არიან. რუსეთის ფედერაციიდან ემიგრანტთა მნიშვნელოვანი ნაწილი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ბელორუსში ცხოვრების შემდეგ, წყვეტს რუსეთთან ასოცირებას.  ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს პროცესი არ მოქმედებს სხვა ეროვნების წარმომადგენლებზე. გაიზარდა უკრაინელების, ებრაელების, სომხების, თათრების და კიდევ გერმანელების რაოდენობა.

და ფარდის მიღმა

მიუხედავად იმისა, თუ რა სურთ პუტინს და ლუკაშენკოს, გორდიას კვანძი ჯერ არ არის გახსნილი, თუმცა, გაიხსნება და ჩვენც  გავარკვევთ, ვინ გაიმარჯვებს ამ პროცესში!

… ვიმედოვნებთ, რომ პუტინი არ დაამარცხებს თავისუფლებას!

Оценки результатов встречи Путина и Лукашенко

То, что Россия страна-агрессор, в принципе знают все народы бывшего СССР. Однако, прямую российскую военную агрессию ощущали не все, разве только грузины и украинцы, у которых была и есть прямая война с Империей Зла. Постепенно, кнут России чувствуют и другие страны, даже те, которые считались самыми пророссийскими и покорными.

К примеру – Республика Беларусь. Еще 3 месяца тому назад мы все думали, что с этой страной и с этим обществом всё ясно окончательно. Но в сентябре 2020 года думаем иначе – белорусы, оказалось, отважны и стойко защищают свои права.

Однако, Кремль, конечно же, не согласен с тем, что Беларусь хочет быть независимым от Москвы и поэтому, всё чаще и грубо вмешивается в дела соседнего суверенного государства.

События в Беларуси, происходящие в течении последних месяцев, начинают все больше напоминать прямое российское вмешательство во внутренние дела Украины во времена «Оранжевой революции» 2004-2005 годов и «Революции достоинства» 2013-2014 годов. Однако, насыщенность российской агентуры влияния и боевиков, заряженных на радикализацию протестов, да и способность российских спецслужб вообще контролировать все происходящее в РБ, в разы превышает уровень российского влияния в Украине в указанные периоды.
Вышесказанное можно повторить и по-другому – то, что России не удалось в Украине, ей под силу сделать в Беларуси именно потому, что необходимую подготовку для этого еще два года назад проходила легальная резидентура российских спецслужб, организованная на базе подразделения МИД РФ в Беларуси.

Во главе всей агентуры стоял и сейчас стоит глава дипломатической миссии РФ в Беларуси Михаил Бабич, б который тесно связан с КГБ и ФСБ, имел значительные возможности способствовать проведению в Беларуси специальных мероприятий по линии российской внешней разведки, начиная с 2018 года.

Именно он инициатор того, что в течении последних двух лет Посольство РФ было перенасыщено сотрудниками Главного управления Генштаба ВС РФ (ГРУ), СВР и ФСБ. Находясь непосредственно в Беларуси, они обрабатывали все возможные сценарии по принуждению режима А.Лукашенко к полноценной интеграции Беларуси в рамках так называемого «Союзного государства». Для удержания контроля над А.Лукашенко ФСБ РФ искусственно создала в Беларуси еще одну внутреннюю спецслужбу – Оперативно-аналитический центр, которая служит рычагом влияния на белорусского президента.

Россия работала не только в администрации президента, но и во всех госструктурах и постепенно создавала обстановку, в которой она бы почувствовала себя как рыба в воде.
Даже в случае отхода Беларуси от навязанного ей курса к полной потере независимости, спецслужбы РФ вместе с подконтрольными подразделениями в спецслужбах РБ уже давно готовы искусственно дестабилизировать внутреннюю ситуацию, имитировать деятельность НВФ и применить радикальные средства для подавления прав и свобод граждан Беларуси.

В свою очередь А.Лукашенко фактически уже давно потерял надлежащий контроль над деятельностью белорусских спецслужб, став марионеткой российского режима, поначалу даже не осознавая этого. Так, КГБ Беларуси является одним из управлений ФСБ РФ, а не самостоятельной спецслужбой независимого государства (ФСБ РФ чувствует себя в Беларуси как дома, а КГБ РБ является только ее филиалом).

Вмешательство России ощущается не только в госсекторе. Белорусское промышленное производство тоже только номинально является белорусским и то только потому, что она находится на территории Беларуси. Реально – везде превалирует российский бизнес.
Россия контролирует и оппозицию и об этом писалось и говорилось уже неоднократно в том числе и в СМИ запада. Именно это, а дополнительно и то, что независимых от России субъектов в Беларуси практически нет, подталкивает к печальному прогнозу, что как раз в Беларуси Кремлю удастся осуществить все то, на что рассчитывает его хозяин и встреча марионетки и реального лидера в Сочи 14 сентября – только лишнее этому подтверждение.

Кстати, о встрече

Во время личной встречи президентов России и Беларуси в Сочи Путин показал, что готов оказывать Лукашенко только не большую! Обратите внимание – не большую! помощь. Единственный публичный сигнал после четырехчасовых переговоров Лукашенко с Путиным – отзыв «резервистов» российского ОМОНа с границы и новый кредит в $1,5 млрд.
Путин знает, что такая «помощь» заведомо мала для спасения «отца белорусской автократии». Лукашенко же, который знает что у страны бюджетная катастрофа, не способен отказать Путину в получении этого пособия. Однако, деньги практически сразу же уйдут на недопущение дефолта и кратковременное спасение финансовой системы, а также на обеспечение силового блока. Это скорее не помощь, а жест, показывающий как раз нежелание ее оказывать (по крайней мере, сейчас). Путин специально подчеркнул, что это деньги не для Лукашенко, а для Беларуси – в рамках обязательств, которые РФ взяла на себя в 1992-1994 годах.

Реальный План

План Кремля – ликвидация всех атрибутов суверенитета Беларуси и, что немаловажно, «ликвидация» Лукашенко как политика. Он, Батька, по согласованию с Кремлем планирует занять должность президента «Союзного государства» с номинальными полномочиями и на эту мысль доводит то, что сам Лукашенко выразил готовность к проведению конституционного референдума, а также парламентских и президентских выборов в Беларуси.
То, как будет проходить «аншлюс», озвучили Лукашенко и Путин 14 сентября в Сочи – это будут так называемые Конституционные реформы. В новую Конституцию будет вписана аннексия, а также формирование единого национального органа власти (общие президент, парламент, судебные органы, единый эмиссионный центр). Москва планирует протащить белорусскую Конституцию на референдуме, рассчитывая подкупить белорусское общество.

Через изменения в Конституцию РБ Кремль планирует привязать к себе Беларусь так надежно, чтобы больше не пришлось беспокоиться о том, что она может уйти на Запад. Конституционная реформа не планируется как шаг к резкой демократизации белорусской политической жизни. Конституцию могут изменить для того, чтобы все предыдущие президентские сроки Лукашенко «обнулились».

Однако!

Однако, на этой сцене, кроме двух диктаторов, появился и новый актёр, причём, как оказалось, не слабый – белорусы не совсем согласны со сценариями Путина и Лукашенко и их раздражает поддержка Лукашенко со стороны Кремля. Это провоцирует у белорусов антироссийские чувства. Если всё пойдёт по сценарию Путина, конфликт между властью и обществом в Беларуси неизбежен и всё превратится в геополитический кризис и белорусы поставят под вопрос «братские отношения» с Россией.

Это в свою очередь приведет к тому, что внутри «союзного государства» возникнет новая антагонистическая тенденция, которая либо будет усиливать центробежные силы к очередному болезненному разрыву, либо должна будет быть подавлена (ликвидирована) обновленной российско-белорусской властью при помощи репрессивных методов – то есть опять пойдет скатывание к систематическим нарушениям прав человека.

Хорошо, что в Беларуси количество сторонников сближения с РФ уменьшается из года в год. Сегодня максимальный «электоральный резерв» пророссийской партии в Беларуси не превышает 20% и это тогда, когда в 1999 году 11,4% населения в графе национальность заявили, что они русские. В 2009 году этот процент уменьшился до 8,4%. Эта интересная динамика показывает, что народ всё больше и больше отталкивает Россию. Надо учесть и то, что с 2003 года основой миграционного прироста населения являются как раз переселенцы из РФ. В 2019 году, согласно переписи населения, эта динамика подтвердилась. Лишь 7,5% населения заявили, что они «россияне». Значительная часть выходцев из РФ после определенного количества лет, прожитых в Беларуси, перестает себя ассоциировать с российской нацией. И это – несмотря на «интеграционную риторику». Самое интересное, что данный процесс не затрагивает представителей других национальностей. Количество украинцев, евреев, армян, татар и даже немцев увеличилось.

И под занавес

Невзирая на то, чего хотят Путин и Лукашенко, гордиев узел в Беларуси пока не развязан. Кто – кого — это мы узнаем скорее всего совсем скоро… И надеемся, что Путин не победит Свободу!