18 თებ უკრაინაში რუსეთის შეჭრის თაობაზე
დღეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის საკითხია ძალიან აქტუალური და ასეც უნდა იყოს იმიტომ, რომ დღეს მსოფლიო საზოგადოების დღის წესრიგში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი რეალურად და სწორედ უკრაინაა! თუმცა, როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი …
პირველი გასროლა!
ის, რომ ვ.პუტინს სურდა რუსეთის გავლენის სფეროების აღდგენა და გაფართოება, ცნობილი გახდა საუკუნის დასაწყისში, როდესაც მან ძალით და სისხლით გააძლიერა რუსეთი ჩეჩენი ხალხის გენოციდის ხარჯზე. თუმცა, მაშინ ეს ყველაფერი მას შერჩა და იმიტომაც, რომ დასავლეთი არ იყო მზად წინააღმდეგობა გაეწია მისთვის – პირისათვის, რომელსაც ელცინისგან ატომური ბომბის დისტანციური მართვის პულტი უკვე მიღებული ჰქოდა!
ვ.პუტინი კიდევ უფრო არაადეკვატური გახდა 2007 წელს, მიუნხენში მან თქვა, რომ ის არის ი.სტალინის – საბჭოთა კავშირის იმპერატორის იდეური მომხრე და სამართალმემკვიდრეა !
2008 წელს მან გადალახა ყველა ზღვარი – თავს დაესხა სხვა ქვეყანას და თქვა, რომ აწესრიგებს ვითარებას არა მხოლოდ საკუთარ სახლში, არამედ რუსეთის ფედერაციის გარეთაც. მაშინ საქართველომ წააგო არა მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთზე სუსტია, არამედ იმიტომაც, რომ დიქტატორს ყველაფერი გაუვიდა.
ვლადიმირ პუტინის შემდეგი ქმედება 2014 წლით თარიღდება. ომი უკრაინაში 2014 წლის მარტში მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის ფედერაციამ მოახდინა ყირიმის ოკუპაცია იქ დაფუძნებული სამხედრო კონტინგენტისა და შავი ზღვის ფლოტის გამოყენებით.
მაგრამ რუსეთი ამაზე არ დასჯერდა და ჰიბრიდული მეთოდებით განაგრძო ომი უკრაინის წინააღმდეგ.
უკრაინამ ადეკვატურად უპასუხა, არ გადალახა საერთაშორისო სამართლის ზღვარი და არ მისცა პუტინს მთელი უკრაინის ოკუპაციის საფუძველი. ამან დამატებით განარისხა ვ.პუტინი – ჰიბრიდული ომის შემდეგ მან აირჩია ახალი, ვთქვათ ასე, მესამე ვარიანტის სცენარი: მან წამოიწყო შეიარაღებული კონფლიქტი დონბასში და განახორციელა პირდაპირი შეჭრა უკრაინაში მისი შეიარაღებული ძალების მიერ კოლაბორატორების მხარდასაჭერად.
დიახ, გამოუცხადებელი ომი უკრაინის წინააღმდეგ რვა წელია გრძელდება და მას უკვე 15 000-ზე მეტი უკრაინელი შეეწირა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლები დონბასში.
დღეს ჩვენ ვხედავთ რუსეთის ფედერაციის ჰიბრიდული ომის ესკალაციის მორიგ ეტაპს, რომელიც დაიწყო 2021 წლის აპრილში უკრაინის საზღვრებში რუსული ჯარების ფართომასშტაბიანი განლაგებით.
შემდეგ, 2021 წლის ნოემბერში, წვრთნების ჩატარების საფარქვეშ უკრაინის საზღვარზე რუსეთის შეიარაღებული ძალების გაძლიერების მეორე ტალღა დაიწყო.
2022 წლის იანვრიდან, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონების გასწვრივ კონცენტრირებული ძირითადი ჯგუფი 120 ათასზე მეტი ადამიანია. და, როგორც მცოდნეები ამბობენ, ეს სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ მან შეინარჩუნოს სოციალური დაძაბულობა შეჭრის ჰიპოთეტური მუქარით, ასევე ORDLO-ში შესაძლო პროვოკაციის განხორციელების მიზნით, რათა მოგვიანებით ხელოვნურად დააბრკოლოს უკრაინა.
გარდა ამისა, უკრაინის წინაშე დგას ამოცანა, თავიდან აიცილოს რუსული ძალების შემოჭრა და ამავდროულად უთხრას მთელ მსოფლიოს, რომ ეგრეთ წოდებული „უკრაინის კრიზისი“, როგორც ამას დასავლური მედია აფიქსირებს, არის უპრეცედენტო გეოპოლიტიკური საფრთხე დასავლეთისთვის.
დიახ, პუტინმა, რომელსაც აქვს როგორც ბირთვული იარაღი, ასევე დიდი სამხედრო მხარდაჭერა საბჭოთა აზროვნების გენერლებისგან, უკვე მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, ებრძოლოს დასავლეთს ბოლომდე და ამით მან პოლიტიკური დისკურსი აპრიორი კონფრონტაციულ ჩარჩოებში მოაქცია.
უკრაინა მისი ექსპანსიონისტური გეგმების მხოლოდ პირველი ეტაპია.
×××
რეალურად, 15 თებერვლის შემდეგ, უმაღლეს სარდლობის განცხადებებისგან განსხვავებით, რუსული ჯარების რაოდენობა არ შემცირებულა და თურმე პუტინი უბრალოდ ატყუებს დასავლელ პარტნიორებს, როცა ამბობს, რომ ჯარს გამოიყვანს!
ფაქტობრივად, ეს არის მორიგი ბლეფი, მიზანმიმართული მოტყუება… და პუტინი ამას შეგნებულად აკეთებს – რათა დასავლეთის კრიტიკა შემცირდეს.
სინამდვილეში, მოტყუება, შანტაჟი, დაშინება – ეს არის კრემლის ტაქტიკა და რუსეთი, „ჰიბრიდული ტექნიკის“ მეშვეობით, თანდათან უთხრის ძირს არა მხოლოდ ბელორუსის სახელმწიფოებრიობას, არამედ დასავლეთის გამძლეობასაც!
პარალელურად რუსეთის ფედერაცია ყველას უბიძგებს ე.წ. მინსკის ფორმატის შესრულებისაკენ, რომელიც რეალურად არის გეოპოლიტიკური ინსტრუმენტი უკრაინის ნელი ოკუპაციისთვის, ასევე რუსეთის ფედერაციის შესაძლო სამხედრო შეჭრის გასამართლებლად.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ წუთებში კრემლი აყენებს ულტიმატუმს: ან უკრაინა ახორციელებს მინსკის შეთანხმებებს რუსული ინსტრუქციებით, ან ომი არ იქნეჰა გამორიცხული.
თუ უკრაინა მინსკის შეთანხმებებს ნამდვილად შეასრულებს კრემლის მიერ შედგენილი „თარგის“ მიხედვით, ამან შესაძლოა უახლოეს მომავალში ქვეყანაში სოციალურ-პოლიტიკური არასტაბილურობის პროვოცირება მოახდინოს და მაშინ კრემლი, თავისი ლოგიკით, აბსოლუტურად ლეგალურად შეძლებს ჯარების გაგზავნას უკრაინაში რათა „რუსულენოვანი მოქალაქეები“.
ეს ნიშნავს კანონიერად გათვალისწინებულ ომს ევროპის ცენტრში დაახლოებით ექვს თვეში.
ნატო და დასავლეთი
რუსეთის ფედერაციის სამხედრო ყოფნა ევროკავშირთან/ნატოსთან არის ასევე ცივი ომის შედეგების „გამეორების“ მცდელობა, რადგან პუტინი დარწმუნებულია, რომ სწორედ დასავლეთმა გაანადგურა სსრკ და ის ამას პირადად ტრაგედიად აღიქვამს და ეს მისი “ფანტომური ტკივილია”.
დიახ, პუტინი, მანიაკალური დაჟინებით, ყველას აშინებს “სავარაუდო ომით” და ეკონომიკის მიზნით საზღვაო და სახმელეთო სავაჭრო გზების ნაწილობრივ ბლოკადას გამოიყენებს.
უკრაინის დაშლა ეს არის „ჰიბრიდული ომის“ ერთი ნაწილი და ასიმეტრიული პასუხი დასავლეთის სანქციებზე.
და მაშინ, როცა მოქმედების დროა, დასავლეთი მსჯელობს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე.
არადა, პუტინის „სანქციები“ უკვე მოქმედებს – ისინი „მიზანმიმართულად“ ანგრევენ დასავლეთის ერთიანობას, რაც დღევანდელ პირობებში ასე ღირებულია.
სწორედ კრემლი ბლეფობს, როდესაც საუბრობს რისკებსა და საფრთხეებზე, თუ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება.
ამ კითხვაზე პასუხი დევს არა სამხედრო, არამედ ცივილიზაციურ გზაზე: ნატოში ინტეგრაციის შემდეგ, ნებისმიერი პოსტსაბჭოთა ქვეყანა სამუდამოდ ტოვებს კრემლის გავლენის ორბიტას, წყვეტს, რომ აღარ იყოს საერთო იმპერიული წარსულის ნაწილი, რომლის აღდგენაც ხდება.
ესაა პუტინის სტრატეგიული მიზანი… და კიდევ ერთი – თუნდაც უკრაინამ გარანტიად გასცეს ალიანსთან შეუერთებლობა, ის მომავალში აბსოლუტურად დაუცველი იქნება რუსეთის მხრიდან პირდაპირი აგრესიის შემთხვევაში, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება!
და გაგრძელდება იმ მიზეზით, რომ უკვე მერვე წელია გრძელდება! ზუსტად 2014 წლიდან!
დასავლეთს არ ესმის, რომ უკრაინა თავისი სამხედროების და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის ფასად ევროპელების თავზე მშვიდობიან ცას უზრუნველჰყოფს და ეს ჯერ კიდევ გამოუცხადებელი ბარბაროსული ომი, რომელსაც რუსეთი აწარმოებს დონბასში, დასავლეთში აღიქმება, როგორც რაღაც „შორეული“, „გაუგებარი“, წმინდა „უკრაინის საქმე“.
საშუალო ევროპელმა არ იცის, რომ აშკარა რუსული საფრთხის უგულებელყოფამ ან უარყოფამ შეიძლება გამოიწვიოს ტრაგიკული შედეგები და მთლიანად აღმოფხვრას ნატო-სა და ევროკავშირის კონცეფცია, შემდეგ კი – აყვავებული, მშვიდობიანი და მშვიდი არსებობა ცივილიზებულ და კომფორტულ გარემოში.
საბედნიეროდ, მეორე მსოფლიო ომის საშინელებები წარსულშია, მაგრამ რუსეთის ფედერაცია დიდ ძალისხმევას მიმართავს იმისათვის, რომ რუსულმა ტანკებმა გაიარონ ბერლინის, პარიზის ან ბრიუსელის ქუჩებში და ეს არავითარ შემთხვევაში არ არის უტოპიური სცენარი.
დასავლეთს უნდა ესმოდეს, რომ კრემლი უკრაინაში არ გაჩერდება.
უკრაინის მხარდაჭერის საკითხში დასავლეთის პოზიციის სიმტკიცის გამო კრემლმა მოლოდინის პოზიცია დაიკავა, განახორციელა ზოგიერთი სამხედრო ფორმირების გაყვანა, კერძოდ, ყირიმის ნახევარკუნძულიდან.
მოსალოდნელია, რომ 20 თებერვლის შემდეგ ბელორუსის ტერიტორიას რუსული ჯარებიც დატოვებენ! მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი უარს იტყვის პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში ჩარევაზე.
ბალტიისპირეთიც, უცნაურია მაგრამ მაინც, მათ შორისაა, მიუხედავად იმისა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები ევროკავშირისა და ნატოს წევრები არიან.
პუტინის ბლეფი
პუტინის ბლეფი იმაშიც მდგომარეობს, რომ ის არ იხევს უკან, ის უბრალოდ ყიდულობს დროს, ელოდება ხელსაყრელ გარემოებებს და ამუშავებს აზრს, რომ ან უტევს, ან უკან იხევს, თუმცა მთელი ეს სტრატეგია უკვე შეურაცხმყოფელი ხასიათისაა.
×××
როდესაც მთავარ გეოპოლიტიკურ მოთამაშეებს, როგორიცაა შეერთებული შტატები, არ ექნებათ დრო უკრაინისა და ბალტიისპირეთისთვის, კრემლის ბატონი არ დააყოვნებს ძალის გამოყენებას მათი კონტროლის ქვეშ დასაბრუნებლად.
პუტინის განზრახვაა მრავალი თვის განმავლობაში შექმნას დაძაბულობა, ამავდროულად გაანადგიროს უკრაინა ეკონომიკური რისკებითა და ჰიბრიდული საფრთხეებით, გააძლიეროს ასეთი ქმედებები საინფორმაციო თავდასხმებით და „შავი პიარის“ ტექნიკით; მოიგონოს, რომ უკრაინა დაუცველი, ხოლო დასავლეთი გამყიდველი და დამპალია.
კრემლი თავისი ქმედებებით, ფაქტობრივად, იწყებს კომპლექსურ დაპირისპირებას დასავლეთთან „ცივი-ცხელი“ ომის სულისკვეთებით!
О вопросе российского вторжения в Украину
Сегодня очень актуален вопрос российского вторжения в Украину и так и должно быть! Самым главным вопросом в повестке мирового сообщества сегодня на самом деле Украина! Однако, когда говорим о сегодняшнем дне, нельзя забывать, с чего всё это начиналось…
===