Loader

ევროპის არა უკანასკნელი დიქტატორი

შეიძლება თუ არა იმის თქმა, რომ რუსეთი არის ერთი ქვეყანა იმ საზღვრებში, რომელიც მას ეკუთვნის სსრკ-ს დაშლის შემდეგ? არა – გარდა იმისა, რომ მან დაიპყრო სხვა ქვეყნების ნაწილი, ვთქვათ ყირიმი, მან გააფართოვა საზღვრები იმის გამო, რომ ზოგიერთ მეზობელ ქვეყანას უბრალოდ არ სურს იყოს სუვერენული… ასეთი ქვეყანაა  ბელორუსი.

×××
ბელორუსის საზოგადოებაზე ვერ იტყვი, რომ მას სურს რუსეთთან ყოფნა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერაფერს აკეთებს ე.წ. ბოლშევიკი პრეზიდენტი ლუკაშენკოს წინააღმდეგ, რომელიც ანგრევს ამ ქვეყნის არსს!

27 თებერვალს ბელორუსიაში ჩატარდა რეფერენდუმი კონსტიტუციის შესაცვლელად – და სავარაუდოდ მოქალაქეთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მის ცვლილებას. ეს ნიშნავს, რომ ბელორუსის რესპუბლიკა ფაქტობრივად გააუქმებს არაბირთვული სახელმწიფოს სტატუსს. ასეთი ცვლილებები რუსეთის პრეზიდენტ პუტინს საშუალებას აძლევს განათავსოს თავისი ბირთვული იარაღი ბელორუსის ტერიტორიაზე…

გამოდის, რომ მსოფლიო თანამეგობრობაში ჩნდება ქვეყანა, რომელიც თითქოს დამოუკიდებელია, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის და … მას აქვს ბირთვული იარაღი.

შესაბამისად, ბელორუსის ამ ფსევდორეფერენდუმმა საბოლოოდ აქცია ლუკაშენკო კრემლის ვასალად, რითაც მას საშუალება მისცა განეკარგა ბელორუსის ტერიტორია, რათა კრემლმა განეხორციელოს თავისი სამხედრო გეგმები არა მხოლოდ უკრაინასთან, არამედ სხვა მეზობელ სახელმწიფოებთან მიმართებაშიც.

ვინაიდან ეს რეალობაა და რადგან ბელორუსია აქტიურად მონაწილეობს უკრაინის წინააღმდეგ ომში, ბევრი ამბობს, რომ ლუკაშენკომ დაკარგა ბელორუსის ლეგიტიმური ლიდერის სტატუსი არა მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებისთვის, არამედ ბელორუსი ხალხისთვისაც კი.

მან წააგო ეს ბრძოლა, მაგრამ მეორეს მხრივ, მას სურს ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს რეპრესიული რეჟიმი და პირადი ძალაუფლება და ამიტომ მან არა მხოლოდ აქცია ბელორუსია რუსეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ დანამატად, არამედ აქცია იგი რუსეთის ერთ-ერთ მთავარ ელემენტად და ესაა კრემლის საგარეო პოლიტიკური ავანტიურა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბელორუსის სუვერენული სახელმწიფოს საბოლოო ლიკვიდაცია.

ფაქტობრივად, ლუკაშენკოს რეჟიმს დიდი ხანია არ აქვს პოლიტიკური ავტონომიის ნიშნები და ის მხოლოდ კრემლის მარიონეტია.

ახლახან კი, 24 თებერვლიდან, უკრაინის ტერიტორიაზესარაკეტო გაშვებები მუდმივად ხორციელდება ბელორუსის ტერიტორიიდან, ასევე რუსული არმიის შეუფერხებელი მოძრაობა ხდება უკრაინის საზღვრამდე. თქვენ უნდა იცოდეთ – ამ ფაქტორის გარეშე რუსი ჯარისკაცები ასე მოულოდნელად ვერ შეძლებდნენ უკრაინის დედაქალაქამდე მისვლას.

თავად ბატკა ბელორუსის თვითგამოცხადებული პრეზიდენტია, რომელიც ამით არ ჩერდება და თავად ადასტურებს, რომ უკრაინას რაკეტები მისი ქვეყნის ტერიტორიიდან გაუშვეს და ბელორუსის არმიას უკრაინაში შეჭრით ემუქრება.

ბელორუსის ჯარების შეჭრა უკრაინის ტერიტორიაზე დამღუპველ შედეგებამდე მიიყვანს არა მხოლოდ ბელორუს ხალხს,  არამედ დიქტატორისთვისაც კატასტროფული იქნება. ის  რეალურად დაკარგავს მისივე უსაფრთხოების გარანტიას.

 

Не последний диктатор Европы

Можно ли сказать, что Россия – это одна страна в тех границах, которые ей принадлежат со времён распада СССР? Нет – помимо того, что она оккупировала некоторые части других стран, например – Крым, она расширила свои границы и за счёт того, что некоторые страны-соседи просто не хотят быть суверенными… Хотя, нет, не страны, а страна – Беларусь.

×××
Об обществе Беларуси не скажешь, что она хочет быть с Россией, но, к сожалению, она ничего не может сделать с т.н. президентом-большевиком Лукашенко, который буквально громит сущность этой страны!

Так, 27 февраля в Беларуси проходил референдум по внесению поправок в Конституцию – и якобы большинство граждан поддержали ее изменения. Это означает, что Республика Беларусь фактически аннулирует статус безъядерного государства. Такие изменения дают возможность президенту РФ Путину разместить на территории Беларуси свое ядерное оружие…

Т.е. получается что – мировое сообщество получает ещё одну страну, которая вроде независима, но реально же нет и… у неё будет ядерное оружие.

Соответственно, этот псевдо-референдум в Беларуси окончательно сделал Лукашенко вассалом Кремля, позволив ему распоряжаться белорусской территорией для осуществления Кремлем своих военных планов по отношению не только к Украине, но и другим сопредельным государствам.
Так как это реальность, и так как Беларусь активно участвует в войне против Украины, многие говорят и о том, что Лукашенко утратил даже гипотетическую надежду на то, чтобы быть легитимным руководителем Беларуси не только для международного сообщества, но и для белорусского народа.
Это он утратил, но, с другой стороны, он хочет любой ценой сохранить репрессивный режим и личную власть и поэтому он не только превратил Беларусь в экономический и политический придаток России, но и позволил сделать ее одним из ключевых элементов внешнеполитической авантюры Кремля, которая может привести к окончательной ликвидации суверенного белорусского государства. На самом деле же – у режима Лукашенко уже давно нет никаких признаков политической автономии, и он является всего лишь марионеткой Кремля.

А в последнее время, начиная с 24.02.22, с территории Беларуси постоянно осуществляются пуски ракет по территории Украины, а также беспрепятственное движение российской армии к украинской границе. Надо знать – без этого фактора российским солдатам не удалось бы столь быстро достичь столицы Украины.

Сам «батька» и он же – самопровозглашенный президент Беларуси на этом не останавливается и сам подтверждает, что ракеты по Украине были запущены с территории его страны и угрожает вторжением в Украину белорусской армии.

Вторжение белорусских войск на территорию Украины приведет к пагубным последствиям не только для белорусского народа, но и для самого диктатора, который фактически утратит силовую гарантию своего «нелегитимного президентства».