Loader

“რუსკი მირი” უკრაინას უდიდესი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აყენებს

რუსული ჯარების უკრაინაში შეჭრა სულ უფრო მეტად იძენს უკრაინელი ხალხის ღია გენოციდის ხასიათს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გმირული წინააღმდეგობით ტერიტორიულმა თავდაცვის ძალებმა და მოსახლეობამ დამპყრობლებს “ბლიცკრიგი” არ მოაწყობინეს. რუსეთმა კიევი ერთ დღეში ვერ დაიპყრო, ისევე როგორც ხარკოვი, ჩერნიგოვი და სხვა დიდი ქალაქები.
აღჭურვილობისა და ძალის მნიშვნელოვანი დანაკარგების გამო, მტერი სულ უფრო მეტად ცდილობს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას. თვალთმაქცური განცხადებები „სამხედრო ობიექტებზე დარტყმის“ შესახებ  ფაქტობრივად გადაიქცა საცხოვრებელი სექტორის, სამშობიაროების, საავადმყოფოების და მოხუცთა სახლების დაბომბვად. ამას ადასტურებს მაგალითად 28 თებერვალს ხარკოვში საცხოვრებელი უბნების ცინიკური და დაუნდობელი შეტევა.

უკრაინის ქალაქები იბომბება საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული საბრძოლო მასალის – ვაკუუმური და კასეტური ბომბებით. მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მოქმედებენ არაერთი კარგად შეიარაღებული დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი.
შეტევის ჩახშობის შემდეგ, მტრის ჯარებმა ახალი ტაქტიკის გამოყენება დაიწყეს. ისინი მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ აპრობირებულ  ქალაქების ბლოკადას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის ხელოვნურად შექმნას ცდილობენ. ასეთ მცდელობებს ვხედავთ ხერსონში, ჩერნიგოვში, სუმიში, სადაც ადამიანები იძულებულნი არიან ისხდნენ დღის განმავლობაში სარდაფებში, გაურბოდნენ დაბომბვას და წყალსაც კი არ იღებდნენ. სარდაფებსა და თავშესაფრებში კი ძირითადად ბავშვები, ქალები და მოხუცები არიან!

დიდი ქალაქების ბლოკადა სურსათის დეფიციტსაც გამოიწვევს რადგან საწყობები ხშირად მდებარეობს ქალაქის საზღვრებს გარეთ. ქაოსისა და საკვების ხელოვნური დეფიციტის შექმნით, ამაზრზენ დაბომბვასთან ერთად, საოკუპაციო ძალები ცდილობენ გატეხონ უკრაინის მოქალაქეების წინააღმდეგობა და, შესაბამისად, შეასუსტონ უკრაინის არმიის მორალი.

უკრაინა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უდიდესი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. 24 თებერვალს რუსეთის შემოჭრის შემდეგ, ნახევარმა მილიონმა ლტოლვილმა დატოვა ქვეყანა. გაეროს პროგნოზით, მომდევნო ორ კვირაში ეს მაჩვენებელი შვიდ მილიონს მიაღწევს. კატასტროფა მზარდია და ლტოლვილებს შესაძლოა 21-ე საუკუნის ამაზრზენი ჰოლოდომორიც დაემატოს!
მსოფლიო საზოგადოებამ უნდა გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი უკრაინაში ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან ასაცილებლად და გენოციდის დამნაშავეებს უმკაცრესად უნდა აგებინოს პასუხი.

 

«РУССКИЙ МИР» ТОЛКАЕТ УКРАИНУ НА ГРАНЬ КРУПНЕЙШЕЙ ГУМАНИТАРНОЙ КАТАСТРОФЕ

Вторжение российских войск в Украину все больше приобретает характер откровенного геноцида украинского народа. Героическое сопротивление Вооруженных сил Украины. Сил территориальной обороны и населения сломали захватчикам «блицкриг». Киев не удалось захватить за день, как впрочем, и Харьков, Чернигов и другие крупные города.
Неся значительные потери в технике и живой силе, враг все чаще предпринимает попытки силового давления на мирное население. Лицемерные заявления об «ударах по военным объектам» на деле оборачиваются обстрелами жилого сектора, родильных домов, больниц, и пансионатов для престарелых. Циничный и безжалостный расстрел жилых микрорайонов в Харькове 28 февраля говорит сам за себя.
Города и поселки Украины обстреливаются запрещенными международными конвенциями боеприпасами – вакуумными и кассетными бомбами. Против мирного населения действуют многочисленные хорошо вооруженные диверсионно-разведывательные группы.
Захлебнувшись в наступлении, вражеские войска стали применять новую тактику, доселе применяемую нацистами во время Второй мировой войны – блокирование городов, искусственное создание тяжелейшего гуманитарного кризиса на оккупированных территориях. Такие попытки мы видим в Херсоне, Чернигове, Сумах, где люди вынуждены сутками сидеть в подвалах, спасаясь от обстрелов и не имея даже воды. А в подвалах и убежищах в основном дети, женщины и старики!
Блокирование крупных городов грозит продовольственной блокадой, так как склады зачастую находятся за пределами городской черты. Создавая хаос и искусственную нехватку продовольствия в сочетании с чудовищными обстрелами, оккупационные силы стремятся сломить сопротивление украинских граждан и, соответственно, ослабить боевой дух украинской армии.
Украина очутилась перед лицом крупнейшей со времен Второй мировой войны гуманитарной катастрофы. Со времени российского вторжения 24 февраля страну покинуло полмиллиона беженцев. ООН прогнозирует, что за две ближайшие недели эта цифра может достичь семи миллионов. Катастрофа нарастает стремительно и к беженцам может добавиться чудовищный по своим масштабам Голодомор 21 столетия!
Мировая общественность должна предпринять все возможные шаги по предотвращению в Украине гуманитарного кризиса и привлечения виновных в геноциде к строжайшей ответственности.